January 31, 2014

Adolescence Medley

ამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი დრამას Adolescence Medley.  მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 4 ეპიზოდია , რეიტინგი საკმაოდ დიდი აქვს. სანამ გადავწყვეტდი მენახა, დავძებნე მცირე ინფორმაცია. როგორც გავიგე დრამა გადაღებულია მანგის მიხედვით.

სერიალი  სკოლის მოსწავლეზეა, რომელიც უკვე შვიდჯერ იცვლის სკოლას მამის სამსახურის გამო. ის ცდილობს ყველა სკოლაში სადაც ხვდება იყოს უჩინარი. არ გაიჩინოს მეგობარი , არ ჰყავდეს  მტერი. უბრალოდ იყოს. ერთხელაც როცა სკოლიდან სახლში ბრუნდება, გაიგებს რომ კიდევ ერთხელ უწევს სკოლის მიტოვება ერთ კვირაში. მეორე დღეს დაიმედებული იმით , რომ მალე  უკან მოიტოვებს ახალ საცხოვრებელ ადგილს და სკოლას ჩხუბში ებმევა , სკოლის ყველაზე ჭკვიან და წარმატებულ გოგოს მასთან შეხვედრას სთავაზობს და მაღალკლასელ განგსტერს საჩხუბრად იწვევს.


 რა მოხდება როცა სახლში დაბრუნებული გაიგებს რომ სკოლის დამთავრებამდე ოჯახი საცხოვრებელ ადგილს აღარ იცვლის ? როგორ გრძელდება მისი ცხოვრება ამის ამბის შემდეგ?  ამას დრამაში ნახავთ.

პირველივე წუთებიდან გგონია ანიმეს უყურებ , ოღონდ ადამიანების მონაწილეობით. ან მაგას კითხულობ სადაც ადამიანები არიან. ძალიან მომეწონა ოპერატორის ნამუშევარი. სადა, მშვიდი და ლამაზი. როგორ იცვლება მთავარი გმირი, როგორ გადის განვითარებას პირველივე სერიიდან მეოთხემდე . თითოეული კადრი ძალიან ზუსტადაა დაჭერილი. მოკლედ უყურეთ , მოდუნდით და ისიამოვნეთ ძალიან ლამაზი ხედებით. სასიამოვნო მუსიკით და სიყვარულის მარტივი ისტორით რომელიც ათი წლის მერეც პოულობს თავის გზას.

სერიალს შეგიძლიათ უყუროთ ამ საიტზე adolescence medley

January 29, 2014

you're beautiful



უკვე ხუთი წელია SBS მიერ გამოშვებული დრამა you're beautiful არ თმობს პოპულარობას და ისევ აქტუალურია. თუ დამწყები ხართ კორეულ დრამებში , გირჩევდით გენახათ. სიუჟეტი ძალიან მსუბუქია და სასაცილო. სერიალი იაპონური მანგის ადაპტირებული ვერსიაა. კორეული you're beautiful   იმდენად პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით რომ იაპონელებმა და ტაივანელებმა გადაიღეს მისი რემეიქი. მაგრამ ჩემი აზრით ორიგინალი შეუცვლელია. პირადად დავრწმუნდი ამაში როცა იაპონურ ვერსიას ვუყურე და პირველი ათი წუთის შემდეგ გულყრა დამემართა. მიუხედავად იმისა რომ , სერიალის მთავარი გმირი გოგო (Park Shin Hye )
 ძალიან გამაღიზიანებელია, დანარჩენი გმირების ხარჯზე სერიალი წარმატებით ინარჩუნებს პოპულარობას. მასში ვიხილავთ  Jang Geun Suk  (იგივე სუკა, იგივე კორეელი პრინცი . მასსა და ლი მინჰოს შორის ტიტულისთვის ბრძოლა საბოლოოდ  მივიდა იქამდე რომ , ერთმა პრინცის როლი მოირგო, მეორემ -მეფის ) Lee Hong Ki რომელიც  კარგი იქნება თუ მეტჯერ აღარ გამოჩნდება სცენაზე, იმდენად ჩარჩენილია ჯერემის როლში რომ მისი ბოლო  "ნამუშევარიც " აშკარად განიცდის გავლენას.

 Jung Yong Hwa ნუ მოვთხოვთ მსახიობობს, პატიოსნად მღერის ბიჭი თავის ჯგუფში და არაა მისი საქმე მსახიობობა და შინვოს როლიც ჩემი აზრით მისი მწვერვალია, მეტი არაფერი შეუძლია როგორც მსახიობს.
რა უნდა ქნა როცა შენი  ტყუპისცალი ძმის ოცნება დასაღუპადაა განწირული?  რათქმაუნდა უნდა დაიკავო მისი ადგილი, თმა მოკლედ შეიჭრა, მკერდი აიხვიო და ბიჭების როკ ჯგუფში ვოკალისტის ადგილი დაიკავო. შექმნა უამრავი პრობლემა, გადაიკიდო ქალბატონი ფინთიკოზა და ბოლოს იქამდე მიხვიდე რომ სიყვარულის სამკუთხედი კი არა რომბი, ან რაიმე სხვა გეომეტრული ფიგურა  დახაზო. ყველას უყვარს მერი, მერი კი არადა გო მინ ამი.
სერიალი სავსეა სუკას დაქფეისებით duck faces everywhere
მახსოვს რომ ვუყურებდი (ორი წლის წინ )  ძალიან მინდოდა მართლა არსებულიყო ეს ჯგუფი და მათი სიმღერები მომესმინა ხოლმე. ოსტები სერიალის ნორმალური აქვს,იმ დროისთვის კი შეიძლება ითქვას ძალიანაც კარგი ოსტები აქვს. ცოტა არ იყოს ბოლოსკენ გამიკვირდა ჯერემის სიყვარულში გამოტყდომა. არ იკვეთებოდა თითქოს განსაკუთრებული გრძნობა მისი მხრიდან  გო მინ ამის მიმართ. თუმცა სადაც ყველა გამოუტყდა ბარემ ისიც.

რა მასწავლა მე პირადად ამ დრამამ :
1. უნდა დალიო წყალი , ბეევრი წყალი, მნიშნველობა არ აქვს დენმა დაგარტყა, გაიგე რომ შენი ჯგუფის წევრია გოგოა თუ ზომბი აპოკალიფსი იწყება.
2. კორეელი ფანები არაფერს აკეთებენ გარდა იმისა რომ  სელიბრითების ოფისის წინ 24/7 არიან ან ინტერნეტ კაფეებში ინაცვლებენ  ფანფიქსების დასაწერად.
3. დედაშენს შეიძლება დაავიწყდეს რომ გარკვეულ საკვებზე ალერგია გაქვს და მოგწამლოს.
4. გოგონების საუკეთესო მეგობრები ვარსკვალვები არიან.
სერიალში არის ყველაფერი  მსუბუქი სიუჟეტი,  იუმორი , მუსიკა, გენდერ - ბედნერ ინტრიგა , ლამაზი ბიჭები, შტერი გოგო.. მოკლედ დამწყებისთვის იდეალური ვარიანტია და აქვე  ბონუსი -  
                                               ქალბატონი ფინთიკოზა


January 28, 2014

missing you



თუ თქვენ ფიქრობთ რომ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც ვერავითარი ფილმი ან ამბავი ვერ უჩუყებს გულს , შემიძლია გაგიღიმოთ და შემოგთავაზოთ ნახოთ რამდენიმე სერია  კორეული დრამის missing you .  "კარგი , ვნახოთ რა არის "-  გაიფიქრებთ თქვენ, ჩართავთ და უყურებთ : ჯერ პირველს, შემდეგ მეორეს, მესამეს, მეოთხეს და ასე ოცდამეერთემდე, სანამ ცრემლები და სელპაკები შეგრჩებათ .
missing you  2012  წელს გამოუშვა   mbc და აღიარებულ იქნა კორეის ისტორიაში ყველაზე დრამატულ და სევდიან სერაიალად.

ისტორია ორ ადამიანზეა , რომელთა გზა ბავშვობაში გადაიკვეთა. მიუხედავად იმისა რომ ერთი მათგანი მკვლელის შვილი იყო, მეორე კი მდიდარი ბიზნესმენის ,ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს ცუდი მოგონებების გაქრობაში, ასწავლიდნენ ერთმანეთს რომ აღარაა ქოლგა საჭირო როცა წვიმამ უკვე დაგასველა და ცდილობდნენ ერთმანეთის თვალები ქარისთვის მოერიდებინათ. რატომ ? იმიტომ რომ არც ერთი მათგანისთვის არ იყო უცნობი ცრემლები, თავის მართლების მიზნით კი ამბობდნენ რომ ცრემლებს მათ თვალებში ქარი იწვევდა.

როცა მდიდარი ბიზნესმის შვილი გაიტაცეს, მკვლელის შვილიც მასთან ერთად გაიტაცეს.  სწორედ აქ იწყება ყველაზე მძიმე ისტორია..  სხვის გადარჩენას შეწირული საკუთარი თავი, საკუთარი სხეული ...
მერე მოხდა ისე რომ , მკვლელის შვილი ცხოვრებამ ძალიან შორს, ძალიან ბევრი წლით წაიყვანა. შეცვლილი სახით, შეცვლილი სახელით და შიშით გაგრძელებული ცხოვრება.
ბიზნესმენის შვილის ლოდინი და მისი ძებნა დაუსრულებლად, ძილში თუ ცხადში, დღე და ღამე , ყველა გამვლელ ქალში.

 როცა ვინმეს ელოდები ის აუცილებლად მოდისო ძველი აზიური გამოთქმაა . დანარჩენს ალბათ დრამას რომ უყურებთ მერე გაიგებთ არ მინდა დაგასპოილეროთ .
სხვა თუ არაფერი ეს სერიალი იმიტომ მიყვარს რომ ჩემი უსაყვარლესი მსახიობი Yoon Eun Hye თამაშობს.  გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ნიჭიერიცაა. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ რაიმე ახალში და ნორმალურში.


პირველი ნაწილი სერიალის როცა სერიალის გმირების ბავშვობაში ხდება ძალიან კარგია. ბავშვები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ზოგადად კორეულ სერიალებში ხშირად ბავშვები იმდენად კარგად თამაშობენ ხოლმე როლს, მათი "დიდობის " გაგრძელება უინტერესო ხდება  თუმცა ეს აქ არ მომხდარა. ორივე ნაწილში მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ.

გარდა ამისა , სერიალში შეხვდებით დედას, რომლის შვილიც რამდენიმე მდიდარმა მემკვიდრემ გააუპატიურა.  რომელიც თვითონ ასრულებს მართმსაჯულებას. მიუხედავად იმისა , რომ  შეიძლება თქვენც ჩემსავით ჰუმანური იყოთ საშინლად დაგწყდებათ გული როცა ეს ადამიანი თავის საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს.
შევხდებით ადამიანს , რომლის მთელი ცხოვრების აზრად შურისძიება იქცა და ამისთვის საყვარელი ადამიანის გასაწირადაც მზადაა.

დრამას  გასდევს ძალიან სასიამოვნო საუნდრეკები.  ასე რომ მოიმარაგეთ სელპაკი, მოკალათდით თბილად, დატკბით კარგი მსახიობების კარგი შესრულებით და ჩაებით კორეულ დრამა მარათონში.

hallyu ანუ კორეული ტალღა


ტერმინი Hallyu  პირველად პეკინელმა ჟურნალისტებმა გამოიყენეს კორეული კულტურის მასიური გავრცელების აღსანიშნავად. კორელი ტალღის დასაწყისად 1990 -იანი წლები ითვლება , კერძოდ 90-იანი წლების მეორე ნახევარი როცა კორეულ კინოიკნდუსტრიასა და ზოგადად კულტურაში ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების პერიოდი იწყება. აქედან მოყოლებული საკმაოდ აქტიურად იწყება მსოფლიოში კორეული კულტურის გავრცელება:  კორეული ენის ,კორეული კინოს, კორეული პოპმუსიკის (ე.წ K-pop), დიზაინის , სამზარეულოს, ტექნიკის და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
  კორეული ტალღის მნიშვნელოვანი ასპექტები მაინც კორეული დრამები და K-pop გახდა. განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა კორეულმა დრამებმა იაპონიაში , ჩინეთში , აზიის სხვა ქვეყნებში ასევე ევროპასა და ამერიკაში. ბოლო წლები კორეული კომპანიები აქტიურად იყენებენ ამ მხრივ სოციალურ ქსელებს და YouTube-ს .

  ბევრი კრიტიკოსი და ექსპერტი წინასწარმეტყველებდა ჰალიუს სწრაფ დასასრულს , თუმცა 2011 წლისათვის კორეული კულტურის ექსპორტმა რამოდენიმე მილიარდი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე  მაღალანაზღაურებადი  მსახიობები არიან რათქმაუნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ. კორეული კულტურა ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს, ზოგადად ჰალიუმ განვითარების რადიკალურად განსხვავებულ ახალ საფეხურზე გადაიყვანა ტურიზმი კორეაში.  სხვადასხვა კორეული სააგენტოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ საკმაოდ აქტიურად ხდება კორეული ტელეშოუების, დრამებისა და პოპმუსიკის გამოყენება ქვეყნისადმი ინტერესის უფრო მეტად გაზრდის კუთხით.
Dong Bang Shub Ki (DBSK)  ზედიზედ ორჯერ შევიდა გინესის რეკორდების სიაში 2008 და 2009 წლებში როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბის მქონე ჯგუფი. მათ ფანკლუბში 800000 ოფიციალური წევრი ირიცხებოდა იმ ეტაპისთვის.

ჩინეთი , ტაივანი , ჰონკონგი

პირველი კორეული ტალღის დარტყვის ქვეშ ჩინეთი მოჰყვა. 2006 წლისათვის კორეული შოუები და დრამები უფრო ხშირად გადიოდა ჩინურ არხებზე ვიდრე ყველა სხვა საერთაშორისო პროექტი ერთად აღებული.
ტაივანში იმდენად დიდი იყო მოთხოვნა კორეულ დრამებზე რომ შეიქმნა სპეციალური არხები მათი ტრანსლიაციისთვის. TVB-მ ჰონკონგში სპეციალური ახალი არხი შექმნა რომელიც მხოლოდ კორეულ დრამებს უჩვენებდა. მალე ტაივანსა და ჰონკონგში კორეული დრამები და პოპმუსიკა იმდენად პოპულარული გახდა რომ შემოქმედებითი და კულტურული კრიზისი გამოიწვია , რამაც აიძულა ხელისუფლება შეეზღუდა მათი იმპორტი.
    კორეულმა ტალრამ ინდონეზიასა და ნეპალშიც კი ჩააღწია. ახლოაღმოსავლეთში სპეციალური არაბული არხი კორეა-TB მაუწყებლობს რომელიც კორეულ დრამებს უჩვენებს. კორეულმა ტალრამ ტაილანდსა და ფილიპინების ნაპირებამდეც მიაღწია.
 იაპონია
იაპონიაში კორეული კულტურის  მასიურად გავრცელების წყარო  კორეული დრამები გახდა, კერძოდ სატელევიზიო დრამა Winter Sonata. აქცენტი საშუალო ასაკის მაყურებელზე გაკეთდა.


ზამთრის სონეტის პოპულარობას მოჰყვა კორეული პოპჯგუფების DBSK -სა და BoA-ს დიდი პოპულარობა.
DBSK- ის სადებიუტო ალბომმა  Oricon-ის ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა და  413000 ეგზემპლარი გაიყიდა. მეორე კორეული ჯგუფი რომელმაც ყველა რეიტინგი დაიპყრო   Big Bang-ი იყო.

  2010 წელს  Girls Generation, Kara და  2PM აღწევენ  პოპულარობას იაპონიაში , რითიც საბოლოოდ მოიგო კორეულმა პოპმუსიკამ იაპონელი მსმენელის გული.
 რათქმაუნდა ჰალიუ სერიოზული კრიტიკის საგანიც გახდა. 2011 წელს აგვისტოში იაპონიაში მთელი რიგი დემონსტრაციები მოეწყო. 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა ტოკიოში Fuji Television –ის წინ რომლებიც მოითხოვდნენ ამოეღოთ სატელევიზიო ბადიდან კორეული დრამები.
ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკა..

ჩრდილოამერიკული ჰალიუ შედარებით უხრო ახალგაზრდაა და ციფრულ ეპოქასთან ერთად გავრცელდა   K-pop-სა და დრამების მეშვეობით. სოციალური ქსელების facebook, YouTube , Twitter მათი დახმარებით კორეულმა ტალრამ ამერიკას მიაღწია.   BoA , Se7en , Wonder Girls , JYJ – ჰქონდათ მცდელობა ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრების და თითოეულმა მათგანმა თავის წილ წარმატებას მიაღწია კიდეც.

კორეელი კინომსახიობი Rain ამ ეტაპზე აქტიურად ცდილობს ამერიკულ კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას,  ამ მხრივ უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია პოპულარულმა კორეელმა მსახიობმა    Lee Byung Hun-მა. ბოლო პერიოდში ჰოლივუდთან თანამშრომლობს რამოდენიმე ცნობილი კორეელი რეჟისორიც. აქტიურად მუშაობს  კორეაში ძალიან პოპულარული პოპჯგუფი  2NE1 თავის ამერიკულ ალბომზე.
  კორეული კომპანიები საკმაო ინტერესს იჩენენ ჩრდილოამერიკული ინტერნეტსაიტების მიმართაც  Dramafever , Dramacrazy, crunchyroll, Hulu აქტიურად უჩვენებენ კორეულ დრამებსა და კორეულ შოუებს. კორეულმა Enswers – მა კი ახალი საიტი  soompi.com ჩაუშვა წარმოებაში , რომელიც რათქმაუნდა კორეულ პოპ კულტურას ეთმობა.


ევროპა
ევროპაშიც საკმაოდ დიდია კორეული კულტურისადმი ინტერესი. 2011 წელს პარიზში  K-pop ფანებმა ფლეშმობი მოაწყვეს Super Junior-ის და სხვა კორეული პოპულარული ჯგუფების კონცერტის მოთხოვნით.  SM Entertainment-მა უყურადღებოდ არ დატოვა ფანების მოთხოვნა და პარიზში საკონცერტო დარბაზ ზენიტში 14000-ზე მეტი მსმენელი შეიკრიბა საყვარელი კპოპ ჯგუფის კონცერტზე რომლის ბილეთებიც სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა.
2011 წელს 2NE1-ს სინგლმა  I am the best პირველი ადგილი დაიკავა გერმანული არხის  VIVA-ს ჩარტებში. პირველი სამი ადგილი 2NE1 –მ , MBLAQ-მა და Beast-მა გაინაწილეს.


კორეული პოპკულტურა საკმაოდ პოპულარულია რუსეთშიც. უახლოეს წარსულშუ რუსეთში გასტროლებზე პოპულარული ბოიბენდი Shinee იმყოფებოდა.

January 26, 2014

პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში


"გუტენბერგის ბიბლია " დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეულ იყო ტოპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით დაბეჭდილ  პირველ  წიგნად . თუმცა ცნობილი გახდა რომ პირველად, მანამადე სანამ "გუტნებერგის ბიბლია " დაიბეჭდებოდა , 70-80 წლით ადრე - 1377 წელს , კორეაში დაბეჭდილ იქნა ბუდისტური დოკუმენტების წიგნი "ჯიკჯი" ( jikji) . წიგნში ვეცნობით ბუდისტურ ქადაგებებს, ასევე  ჩინელი და ინდოელი ბუდისტი ბერების მოღვაწეობასა და ბიოგრაფიებს. წიგნის ავტორად მიჩნეულია ბუდისტი ბერი პეგუნ ხვასანი , რომელმაც სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო 54 წლის ასაკში 1353 წელს. წიგნის დაბეჭდვაში თავისი წვლილი შეიტანეს ასევე ბერის მოსწავლეებმაც - სოკ ჩჰანმა და ტალ ჯამმა. იმ პერიოდში ბუდიზმი კორეის დომინანტი რელიგია იყო. " ჯიკჯი" შედგება ორი ტომისგან და მოიცავს 307 თავს. წიგნის ბოლო გვერდზე წერია მისი დაბეჭდვის თარიღი 1377 წლის ივლისის თვე . ადგილზე სადაც დაბეჭდილია "ჯიკჯი "(ქ.ჩჰონჯუ  ჰინდოსკას ბუდისტური მონასტერი ) დღეს მდებარეობს "კორეის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი."  2001 წელს იუნესკომ  "ჯიჯკი"  შეიყვანა "მსოფლიო მეხსიერების "რეესტრში და აღიარა პირველად ნაბეჭდ წიგნად მსოფლიოში.  "გუტენბერის ბიბლია "ითვლება პირველ ნაბეჭდ წიგნად ევროპაში, "ჯიკჯი"  კი -მოსფლიოში.
დღესდღეისობით წიგნი დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მე -19  საუკუნის ბოლოს საფრანგეთის კონსულმა კორეაში კოლინ დე პლასმა წიგნი გაიტანა კორეიდან პირადი კოლექციისთვის. 1911 წელს დე პლასის კოლექცია გაიყიდა და შეძენილ იქნა ცნობილი წიგნების კოლექციონერის ანრი ვევერას მიერ. 1950 წელს მისივე ანდერძის თანახმად "ჯიკჯი" გადაეცა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დღემდე ინახება. სამხრეთ კორეა დიდი ხანია ცდილობს რომ როგორმე დაიბრუნოს მისი  ეროვნული და კულტურული  საგანძური . 1989 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოთქვა მზადყოფნა აღნიშული თემის განხილვაზე , თუმცა მის მზადყოფნას წინ აღუდგა საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რის გამოც წიგნი კვლავ საფრანგეთში დარჩა. მიუხედავად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირებისა წიგნი ითვლება ორივე ქვეყნის კულტურლ, ეროვნულ და რელიგიურ საგანძურად.

წყარო http://genia.ge/?p=4537   

January 24, 2014

THE HEIRS aka the heir of the ugly sweaters



2013 წლის ზაფხულში SBS - მა დააანონსა ახალი სერიალის " მემკვიდრეების "(the Heirs )   გამოსვლის შესახებ.  ქასთი ძალიან დამაიმედებელი იყო ერთი შეხედვით, მაგრამ როგორი ძლიერი მსახიობებიც არ უნდა შეყარო ფილმში თუ სერიალში, თუ სცენარი არ იქნება კარგი -არაფერი გამოვა. "მემკვიდრეებსაც" ასე დაემართათ ჩემი აზრით. სცენარი ძალიან თითიდან გამოწოვილი იყო.  მიუხედავად იმისა რომ ,  ფანები უყურებდნენ სერიალს ხუმრობდნენ კიდეც სცენარზე  :".My dad rejected my relationship with the love of my life but then he accepted it. Wait, what was my problem again? Oh my half-brother hates me. "
ისტორია ღარიბ გოგონაზეა, რომელიც უყვარდება ორ მდიდარ ბიჭს.

ან მდიდარ ბიჭზე, რომელსაც უყვარდება ღარიბი გოგო, რომელიც  ეზიზღება საკუთარ ნახევარ ძმას და მეგობარი მშობლის დაკარგვაში ადანაშაულებს. მოკლედ სერიალი გუ ჯუნ პიოს ( Boys over flowers ) რეინკარნაციაზეა კიმ ტანის( The hairs ) სახით . ისევ სკოლის მოსწავლე მინჰოს სიყვარულის ობიექტი, მისთვის ყოვლად შეუფერებელი ღარიბი გოგო ხდება.

ჩემი მოკრძალებული აზრით park shin hye   ( კიმ ტანის შეყვარებულის როლის შემსრულებელი ) უნიჭო მსახიობია. ეს მოსაზრება მხოლოდ ამ სერიალით არ ჩამომყალიბებია. ამ მსახიობის მონაწილეობით ნანახი მაქვს  ოთხი სერიალი და ორი ფილმი. ზუსტად ერთი და იგივე სახის გამომტყველება ყველა მათგანში, ზუსტად მსგავსი მიმიკები. მიუხედავად ამისა იგი განაგრძობს ჯილდოების მიღებას და SBS 2013 წლის დაჯილდოვებაზე დიდი ბებიის ბებიის დროინდელი კაბითაც კი წარსდგა.
დავუბრუნდეთ სერიალს  . მთავარი რის გამოც მაყურებელთა უმრავლესობა  ( მათ რიცხვში ვარ მეც ) არ თმობდა მის ყურებას Kim Woo Bin ია.

კიმ ტანის მეგობრის როლის შემსრულებელი, რომელსაც  ასევე უყვარდება მისი შეყვარებული. წარბებ აწეული ვილიანი, რომლის გულის სიღრმეშიც დედისგან მიტოვებული პატარა ბავშვი იმალება. თქვენი არ ვიცი და იონგ დოს (Kim Woo Bin ) დედის ისტორია, მე ძალიან ხელოვნური მეჩვენა. ასევე მისი უკან დაბრუნებაც .
ცალკე ხუმრობების თემა გახდა მინჰოს  მახინჯი ჯემპრების კასკადიც  ,რომელსაც  აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება. მაშ შემდეგ რაც მან მიიღო  საუკეთესოდ ჩაცმული მსახიობის ჯილდო , თემამ მეტი აქტუალობა შეიძინა.


მიუხედავად ყველაფრისა სერიალში იყო რამდენიმე დადებითი მომენტი. კრისტან იანგი FX ჯგუფის სოლისტი წარსდგა როგორც მსახიობი და ძალიან დიდი სიყვარულიც დაიმსახურა მაყურებლებისგან.. მისი და მისი პარტნიორნის (Cn blue დრამერი Kang Min Hyuk )  წყვილი პოპულარობით სარგებლობდა და მეც ძალიან მომწონდნენ.
სერიალი მსუბუქი საყურებელია. მისი დასრულების შემდეგ  ,მიუხედავად იმისა რომ არაფერს გიტოვებს , მთლად სანაგვეზეც არ გადაიგდება. თუ გინდა დრო სასიამვნოდ გაატარო, ბევრი არ იფიქრო სიუჟეტზე, არ იდარდო როგორ ჩაიხლართება ინტრიგები ან რა მოხდება მომავალში შეგიძლია თამამად მოიძიო The heirs და უყურო. სხვა თუ არაფერი ეს არის დრამა , სადაც ბუჩქის როლსაც კი აიდოლები თამაშობენ და თვალს გაახარებ. თუმცა იქამდე ამ სიმღერას უნდა შეეჩვიო ყური  მიოკრდიუმის ინფაქტი რომ არ დაგემართოს.


January 23, 2014

ჩრდილოეთ კორეა ფასადს მიღმა



რა ხდება ამ ჩაკეტილი საზოგადოების შიგნით? ტიმ სალივანისა და დევიდ გუტენფელდერის მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში არის ერთგვარი მცდელობა, როგორმე დაგვანახონ ამ ტოტალიტარული ქვეყნის ნამდვილი სახე.
სტატია ქალაქ კესონის მახლობლად, მთის ფერდობზე მდებარე ბუდისტური კომპლექსის, რიონტონის ტაძრის გაცნობით იწყება. საუკუნეების წინ კესონი კორეის სატახტო ქალაქი იყო, რიონტონი კი - ხალხმრავალი რელიგიური ცენტრი. ახლა კი ამ ცარიელ ტაძარში ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ორიოდე ბერი დინჯად დააბიჯებს. ეს ტოტალიტარული სახელმწიფოს სიყალბის ტაძარი უფროა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის რელიგიური თავისუფლების სიმბოლო.
ჩრდილოეთ კორეაში სიმართლის მიკვლევა არც ისე მარტივია. ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველდღიური ყოფის რეალურ სურათს მყარად ნაგები ფასადი ფარავს. სტუმრები მხოლოდ რამდენიმე იდეალურად დაგებულ გზასა და იმ ოჯახის (მამის, ვაჟისა და ახლა უკვე შვილიშვილის) ძეგლებს ხედავენ, რომელიც 65 წელია ჩრდილოეთ კორეის ცხოვრებას წარმართავს.
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა, რა თქმა უნდა, შეუპოვრად მუშაობს წარმოაჩინოს ისეთი ქვეყანა, სადაც სკოლები სავსეა ბედნიერი, კარგად გამოკვებილი ბავშვებით, მაღაზიები - საქონლით, ხოლო კიმების ოჯახის მიმართ ერთგულება საყოველთაოა. ხალხმა იცის, რომ რეპორტიორებს დაზეპირებული, ჰიპერბოლებით დატვირთული ფრაზებით უნდა ესაუბროს და ხოტბა შეასხას საკუთარ ლიდერს.
„პატივცემული გენერლის, კიმ ჩენ ინის გულმოწყალებით ჩვენნაირ ხალხსაც შეუძლია აქ მოსვლა და გოლფის თამაში“,
- ამბობს ქვეყნის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის სოფლიდან ჩამოსული 51 წლის დიასახლისი კიმ ჩენ ჰიმი. ავტორი მას ფხენიანში გახსნილ მინი-გოლფის მოედანზე შეხვდა.
ძნელია გაარკვიო, ნანახიდან რაა სიმართლე და რა არა.
ჩრდილოეთ კორეაში მუშაობისას იშვიათად, მაგრამ მაინც ეძლევათ იმის საშუალება, რომ კიმების ოჯახის ძალისხმევით იზოლირებულ სამყაროში შეიხედონ და ერთობ ბუნდოვანი ფრაგმენტებისგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ შეაკოწიწონ იმ ქვეყნის სურათი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ ვერაფერი გაუგო.  
სიმართლის ნაგლეჯებს შემთხვევით უფრო გადააწყდები. ასე მოხდა მაშინ, როცა ავტობუსმა ფხენიანის იდეალურად მოვლილი ქუჩიდან შემთხვევით მტვრიან გზაზე გადაუხვია და სრულიად ჩაბნელებული შენობების უბანი გამოჩნდა. აქ მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრებიდან შიშველი ნათურების სუსტი, ყვითელი შუქი ბჟუტავდა. ქალაქი შეიძლება მთლიანადაც ჩაბნელდეს, მაგრამ კიმ ირ სენისა და მისი ვაჟის, კიმ ჩენ ირის პორტრეტები გარიჟრაჟზეც კი განათებულია.
ამ სტატიის ავტორი ტიმ სალივანი შეგახედებთ ჩრდილოეთ კორეის იზოლირებულ სამყაროში, რომელსაც დევიდ გუტენფელდერის საოცარი ფოტოებით აღიქვამთ.

January 22, 2014

კორეული პოეზია




სიჯო არის  კორეული ლირიკული პოეზიის ჟანრი. თავდაპირველად მას მანგა (მოკლე სიმღერა ) ეწოდებოდა. იგი ძველია იაპონურ ჰაიკუზე და ენათესავება მას. პირველად სიჯო გორიოს ეპოქაში ჩამოყალიბდა, ჯოსონის ერაში კი დაიხვეწა.  გადმოიცემოდა სიმღერის სახით . თითოეული სტრიქონი შეიცავს 14-16 იეროგლიფს. სიჯოს ბევრი ნიმუში  უავტოროდაა მოღწეული დღემდე. ჯოსონის ეპოქაში ცხოვრობდა  სიჯოს ცნობილი ავტორი იყო იუნ სონდო.  (1587–1671)
შემოგთავაზებთ სიჯოს რამდენიმე ნიმუშს :


"ჩემი სხეული დაჭკნობის შემდეგ, გარდაქმნილიყო იქნება მერცხლად.
ავაშენებდი ტოტებით ბუდეს, ჭერქვეშ სატრფოსი. დაბინდებისას
ავფრინდებოდი ცაში სრიალით და  იმის მხარეს ნაზად ვიფრენდი"

( უცნობი ავტორი დაახლ. მეცამეტე საუკუნე )

მდინარე და ქვა.ბამბუკი და ფიჭვი. აი ჩემი მეგობრები.
მთვარის ამოსვლისას კი ორმაგად ვბედნიერდები.
დამიჯერე, აღარავინაა მეტი საჭირო ..
(იუნ სონდო)

სად დნებიან თოვლის ფიფქები? სად იკრიბებიან საავდრო  შავი ღრუბლები?
სად ყვავილობენ გაზაფხულზე ყვავილები?
ჩამავალი მზის შუქში დაკარგული მარტოსული..
არსაით არ  მაქვს წასასვლელი.

(იუნ სონდო)


თარგმანი : მარი თინაშვილი

January 19, 2014

რა მასწავლეს კდრამებმა


1. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ღარიბი ხარ, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ბოლო მოდელის ტელეფონი და არასდროს გეცვას ერთი და იგივე სამოსი.
2.უფრთხილდი ძმას, ბიძაშვილის, დეიდაშვილს,მამიდაშვილის, ახლო მეგობარს რადგან მათ აუცილებლად შეუყვარდებათ  ( ან უკვე უყვართ ) შენი რჩეული.

3.ოჰ, მანქანის დატრიალება გინდა? რა პრობლემაა. კორეაში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოატრიალო მანქანა და უპრობლემოდ განაგრძო გზა.
4. თუ სევდიანი ხარ და შენს შეყვარებულზე ფიქრობ , აუცილებლად გაისმება რაიმე სევდიანი მელოდია, რომელიც მონატრებას უფრო გაგიმძაფრებს.

5. ყველა დრამაში არსებობს ერთი ვილიანი. ძირითადად მთავარი გმირის დედა, მამა, ბაბუა  თან თუ მდიდარი ხარ, შენ შეგიძლია გიყვარდეს ყველა ამ გოგოს გარდა, ჰმმ, ამის გარდაც, ამის გარდა, აი ამის გარდაც და ა.შ.

6.ვინმე გირეკავს და არ გინდა უპასუხო? მარტო ტელეფონის გამორთვა როდი კმარა, სასწრაფოდ ამოიღე ტელეფონიდან ბატარეა.
7. ღარიბი ხარ? შესაბამისად ხარ ძალიან წესიერი, ამაყი, ზრდილობიანი , ანგელოზი.
8. თუ ცუდად გრძნობ თავს ,შეგიძლია შეეხეტო ნებისმიერ ადგილას და სოჯუ დალიო რომელიც სავარუაოდ 5 თეთრი უნდა ღირდეს იმდენს სვამენ. სახლში მისვლაზე არ იდარდო,ვინმე კეთილი ზურგზე მოგიგდებს და სახლამდე მიგიტანს. მერე მიხვდებით რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი და თუ რომელიმეს ბოლოში კიბო არ აღმოაჩნდება ერთადაც დაასრულებთ.
9.თუ ერთ დილითაც სკოლაში მუქარის წერილი დაგხვდა უპრობლემოდ შეგიძლია სახურავიდან გადმოხტე , დიდი ამბავი. ყველა მეხუთე სუიციდით ამთავრებს.
10. კოცნის დროს შეგიძლიათ თამამად ითამაშოთ გაშეშობანა. დაახლოებით ორ წუთი. რათქმაუნდა დაზუმებული კადრით და ემოციური მუსიკის ფონზე.
11. ყველა მდიდარმა აუცილებლად იცის რამდენიმე ენა. მათ შორის ინგლისურიც. უფრო სწორედ ჯინგლისური
12. ამერიკა - ქვეყანა სადაც შეგიძლია წახვიდე და ყველა პრობლემას თავი დააღწიო.
13.თუ ვინმეს ეძებ რა პრობლემაა. გადი სეულის ქუჩებში მისი სახელის ყვირილით და აუცილებლად მიაგნებ.
14..ჭამე რამენი .ვინც არ უნდა იყო და რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს .ეს ოქროს წესია.
15. გჭირდება ბიჭს დაემსგავსო რომ შენს კუმირთან ერთად საერთო საცხოვრებელში იცხოვრო? რა პრობლემაა , შეიჭერი თმა მოკლედ , აიკარი მკერდი და ეგაა.

16. ყველა გოგო ჭამს იმას რაც უნდა . იმდენს რამდენსაც უნდა და მაშინ როცა უნდა.ოღონდ არავინ სუქდება. ბიჭები კი გიჟდებიან როცა გოგო ჭამით სკდება.
17.თუკი მდიდარი მემკვიდრე ხან ან ბიზნესმენი და ვინმე გიყვარდება,მოექეცი ისე როგორც საძულვევლ ადამიანს და იგი მიხვდება შენს ნამდვილ გრძნობებს. არამარტო მიხვდება შეუყვარდები კიდეც.

გაგრძელება აუცილებლად იქნება

The painter of the wind

და აი როგორც იქნა მოვიდა დრო რომ ჩემს უსაყვარლეს დრამაზე მოგითხროთ. მიუხედავად იმისა ,რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ვნახე სამუდამოდ ჩავწერე ჩემს ფავორიტებში.
2008 წელს გამოვდა SBS ახალი პროექტი . ოც ეპიზოდიანი სერიალი კორეელ მხატვარ შინ იონგ ოგზე .(ჩვენს ბლოგზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ ამ მხატვრის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები ).დრამა გადაღებულია მიუნ ჯუნ ლის ნოველის  მიხედვით და ეწოდება "ქარის მხატვარი " (The painter of the wind ). სიუჟეტი მოგვითხრობს იონგ ოგ შინის შესახებ , თითქოს სინამდვილეში იგი ქალი იყო, რომელიც იძულებული გახდა გადაცმულიყო  კაცად რათა ესწავლა მხატვრობა და შური ეძია მისი ოჯახის განადგურებისთვის. დაგაინეტერესბთ ალბათ რატომ არ შეეძლო სწავლა როგორც გოგოს. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჯოსონის პერიოში  გოგონებს სკოლებში და უნივერსიტეტებში განათლების მიღება ეკრძალებოდათ.მთავარი გმირი მშობლების გარდაცვალების შემდეგ , იპოვნა და თავისთან წაიყვანა სამხატვრო ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლექტორმა. მან უკვე იცოდა გოგონას განსაკუთრებული ნიჭის შესახებ და ამიტომაც ზრდიდა როგორც ბიჭს მცირე ასაკიდან თავის ვაჟიშვილთან ერთად. ეს არ ყოფილა კეთილი ჟესტი, უფრო პირადი გამორჩენის მიღების მცდელობა იყო..
იონგ ოგი თავიდანვე იყო გატაცებული რეალისტური მხატვრობით, ხატავდა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მომენტებს . სწორედ ამ რეალისტური სურათების ხატვის სიყვარულმა მიიყვანა იქამდე რომ , პაემანზე წასული დედოფალი "შემოეხატა  " ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვის ხატავდა. აქედან დაიწყო იონგ ოგის ცხოვრებაში უამრავი ხიფათი და თავგადასავლი. მის საპოვნელად და დასასჯელად გამოძახებულ იქნა , ასევე ნამდვილი ისტორიული პერსონაჟი მხატვარი კიმ ჰონ დო. მაგრამ მოხდა ისე რომ ნიჭიერი მოსწავლე, მასწავლებელმა ვერ გაიმეტა და მათ შორის დაიწყო ნამდვილი მეგობრობა. პარარელურად მიმდინარეობს სიყვარულს ხაზი მხატვარსა და უბრალო კისენს (ვინ იყვნენ კისენნი ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე ) შორის. შეიძლება ითქვას , არა მარტო მე, უამრავი ფანი გულშემატკივრობდა მათი სიყვარულის ისტორიას. ცოტა არ იყოს და გასაკვირია კორეელებისგან ესეთი სითამამე. ( 2008 წელს საუკეთესო წყვილად სწორედ გოგონების ეს წყვილი დასახელდა, ასეთი რამ პირველად მოხდა კორეული კინოს ისტორიაში. ასევე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ მაყურებელთა შორის )
მიუხედავად იმისა რომ სერიალის დასასრულისკენ ძალიან ცდილობდნენ   შეეტენათ მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარული და ამით გადაეფარათ კისენისა და მხატვრის სიყვარული , მე მაინც მგონია რომ ძირითადი ხაზი მათ სიყვარულზე გადიოდა.მიუხედავად იმისა რომ იგი გამოუტყდა სიმართლეში კისენს და უთხრა ვინც იყო სინამდვილეში, მათი სიყვარულის ხაზი არ გამქრალა. პირიქით.
სერიალში შევხდებით ჯოსონის დინასტიისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ინტრიგებს, ასევე ნახავთ როგორ ხდებოდა პრინცი სადოს რეაბილიტაცია ( პრინც სადოზე მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე ) . ნახავთ ულამაზეს ნახატებს, რომლებიც დღეს ინახება კორეის მუზეუმში და შესულია კორეის ნაციონალურ საგანძურში. 
იცინებთ ბევრს, რადგან სერიალი მიუხედავად იმისა რომ ტრაგიკულია, იუმორითაა გაჟღენთილი. 

განსაკუთრებულია მუსიკაც , რომელიც მიჰყვება სერიალს.
დაკტბებით ულამაზესი ნახატებით და ულამაზესი კოსტუმებით რომლებიც ეცვათ ჯოსონის პერიოდში. ცალკე უნდა აღინიშნოს მსახიობების ძალიან კარგი თამაში (  მსახიობმა მოონ გიონ იანგმა მხატვრის როლის შემსრულებელმა 2008 წელს მიიღო დაესანგი, გრანდ პირზი ამ როლისთვის .)და  ისიც რომ მათ გაიარეს სპეციალური სწავლება კალიგრაფიის სკოლაში.  ასევე ფილმის დასრულების შემდეგ უამრავი ადამიანი მიაწყდა მუზეუმებს მხატვრის ნახატების სანახავად.
თუ თქვენ არ გინახავთ ეს სერიალი ,გთხოვ ნუღარ გააგრძელებთ ამ განხილვის კითხვას რომ არ დასპოილერდეთ.
კორეელებისთვის დამახასიათებელი არაჰეფიენდური დასასრულის გამო მაყურებლები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გაურკვევლობაში. მას შემდეგ რაც იონგ ოგ უშვებს კისენს და სთხოვს იპოვნოს ბედნიერება , ასევე ტოვებს  მასწავლებელ ჰონ დოს და მიდის მარტო. მიდის იმავე გზით რომლითაც კისენი წავიდა. 
ბევრი ვერ შეეგუა ასეთ გაურკვეველ დასასრულს .ფანებმა შექმნეს ვიდეოები და სურათები. ასევე დაიწერა გაგრძელება ისტორიის ათი წლის შემდეგ. ვინაიდან მეც გაურკვევლობაში დავრჩი და ვერ ვეგუებოდი ასეთ დასასრულს , წავიკითხე კიდეც. გაგრძელებაში მოთხრობილია რა შეემთხვა მხატვარსა და კისენს და როგორ შეხვდნენ საბოლოოდ მომავალში. ამის შემდეგ უკვე მშვიდი ძილის საშუალება მოგვეცა )).