November 24, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი მეორე )



" იმპერატორის მეუღლის " პირველ ნაწილში უკვე მოგიყევით გორიოს მეფის ჩანგ იოს ( ვან იუს ) ნამდვილი პიროვნების შესახებ , რომელიც არც ისეთი კეთილშობილი რაინდი ბრძანდებოდა როგორც სერიალში ჩანს.  ასევე დავწერეთ დედოფალი კის შესახებ. დღეს კი მაყურებლებისთვის საინტერესო მომდევნო სამ პერსონაჟს მიმოვიხილავთ : იუანის იმპერატორი  ტოგონ თემური ,  პირველი მინისტრი ბაიანი და მრჩეველი ტალტალი ( სინმდვილეში ტოგტო , ტოგტოჰა ).

იმპერატორი ტოგონ თემური  ( 25 მაისი 1320 -23 მაისი 1370. იცოცხლა მხოლოდ 50 წელი )  იუანის იმპერიის  უკანაკსნელი იმპერატორი იყო   (რა დროსაც როგორც კორეა, ასევე მთელი ჩინეთი მის საზღვრებში შედიოდა ).1368 წელს მონღოლები საბოლოოდ განდევნეს ჩინეთიდან.
                                     (ნამდვილი იპერატორი ტოგონ თემური)


                             (დიდებული შესრულება მსახიობ ჯი ჩანგ ვუკის მიერ)
ტოგონ თემური ხაშილას ოჯახში დაიბადა. მამამისის ,  ხანის გადარაცვალების შემდეგ  ის სასწრაფოდ იქნა განდევნილი სამეფო ოჯახიდან  კორეაში, რომ არ შეექმნა დაბრკოლება მისი ძმის  - ტუგ თემურის გაიმპერატორებისთვის. 1332 წელს როცა ტუგ-თემური გარდაიცვალა , მისმა ქვრივმა   ხათუნ ბუდაშირმა  გვერდი აუარა ქმრის თხოვნას და შვილის სამეფო ტატხზე აყვანის ნაცვლად მოიწვია ,ტოგონ თემურის ნახევარ ძმა. თუმცა ისიც მალევე გარდაიცვალა და ტახტის კანდიდატი ტოგონ თემურიღა დარჩა.  მის გაიმპერატორობას სასტიკად უშლიდა ხელს  რეგენტი ელ თემური. (რომელიც იყო იუანის დროებითი მმართველი იმპერატორის სრულწოვანებამდე ) იგი იყო ეჭვმიტანილი ხან ხაშილას სიკვდილში და როგორც ისტორია გადმოგვცემს ეშინოდა შურისძიების ..

                                          (ბუდაშირი მსახიობი კიმ სი ჰიონგი )

                                              (ელ ტემური მსახიობი ჯუნ გუკ ჰვანი )
რეგენტს ასევე  ტახტზე საკუთარი შვილის -ელ ტეგუსას აყვანა სურდა, თუმცა ბუდაშირი ხათუნმა საკმაო წინააღმდეგობა გაუწია ელ თემურის სურვილს.  საბოლოოდ ელ თემურმა მოახერხა და იმპერატორად კურთხევა ნახევარი წლით გადაავადა, ამ პერიოდში ის გარდაიცვალა კიდეც და  13 წლის ტოგონ ტემური  1333 წელს  ტახტზე ავიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით ხათუნ ბუდაშირი  წამყვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე და იმპერიას ის მართავდა.
ტოგონ თემური გადატაცებული იყო ნადირობით, სექსუალური განათლებით და სხვადასხავა მანქანა დანადგარების დაგეგმარებით..მისი მმართველობის პერიოდში
სახელმწიფოს მართავდნენ კანცლერები და მინისტრები.   (შემდეგში კი მისი მეუღლე კი ) .მათგან ყველაზე მეტად კი პირველი კანცლერი ბაიანი და მისი ძმისშვილი ტოგტო.
ბაიანი ახალგაზრდა იმპერატორს მალევე ჩაუდგა ოპოზიციაში . გაატარა რეფორმები რომლის მიხედვითაც აღარ იყო გამოცდის ჩაბარება საჭირო  სახელმწიფო პოსტების დასაკავებლად, ასევე დახურა  ხანლინის  აკადემია. ამ ყველაფერს დაემატა სამეფო კარის ინტრიგებიც. ბაიანს ახასიათებდნენ როგორც მონღოლური ტრადიციების დიდ დამცველს.. იგი ვერ ეგუებოდა საშიშროებას რომ კორეელი ქალი გახდებოდა მთელი იუანის დედოფალი ,ამიტომაც მან  იმპერატორს დაჟინებული თხოვნით ცოლად შერთო თავისი მოგვარე და ნათესავი ბაიან ქულთუღი. ამ პერიოდში იმპერატორისთვის იგი უკვე მეორე ცოლი იყო. პირველი ცოლი გახლდათ თენაშირი ,თუმცა მისი ოჯახი დადანაშულებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას ტიტული ჩამოართვეს.    
დედოფალი კი ხშირად ჩიოდა იმპერატორთან ბაიანზე, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია და როგორც ამბობენ,  იმპერატორის ბრძანებით მისმა ძმისშვილიმა ტოგტომ  ,ბაიანი მოკლა.          
(ბაიანი მსახიობი კიმ იონგ ჰო )
ტოგტომ ბაიანის პოზიცია დაიკავა საიმპერატორო კარზე. იგი ცნობილი იყო როგორ დიდი საზოგადო მოღვაწე, ისტორიოგრაფი და მრჩეველი.  მის სახელს უკავშირდება ლიაოს  , ჯინის და სონგის დინასტიების შესახებ ისტორიული ფაქტების მოძიება და სრული ისტორიული ქნროლოგიის აღწერა . მან ბაიანის მიერ დახურული აკადემია კვლავ გახსნა, გამოცდები კი ისევ აღადგინა.  . ტოგტო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწავლული იყო. მის სახელს უკავშირდება ასევე 1350 წელს ახალი ქაღალდის ფულის დაბეჭდვაც და გადასახადების შემცირება. ხალხში ტოგტო დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა.

                                             (ტოგოტა (ტალტალი ) მსახიობი ჯინ ი ჰანი )
ტოგტოს ქონდა დიდი პროექტი რომელიც იონდგინის მდინარის კალაპოტის ცვლილებას ისახავდა.  ეს დაეხმარებოდა სატახტო ქალაქს მძიმე ტვირტების გადაზიდვისგან განსათავისუფლებლად , ამ პერიოდში იუანის დინასტიას მოედო ჭირი და დაიწყო შიმშილობა.. ყველაფერ ამის ფონზე არ დააყოვნა აჯანყებებმაც. 1351 წელს იფეთქა "წითელ ჩალმიანთა" აჯანყებებმა და ტოგტო გაგზავნილ იქნა მათ ჩასახშობად.  მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე და ეს აჯანყებაც მთალინად ჩაახშო.
ამ დროს საიმპერატორო კარზე გრძელდებოდა ინტრიგების მთელი სერია და ტოგტოს ყოფილმა პროტეჟემ , აუშირიდარას დედამ  ,დოდოფალმა კიმ ტოგტოს ცილი დასწამა კორუფციაში და დაარწმუნა იმპერატორი მისთვის ტიტულები ჩამოერთვა.
(დედოფალი კი მსახიობი ჰა ჯი ვუნი )

 1354 წლის ბრძანებულებით ტოგტო განდევნილ იქნა სამეფო კარიდან ჩამოერთვა ყველა ტიტული . მან შეასრულა იმპერატორის ეს ბრძანება და წასვლის წინ უბრძანა თავის ჯარისკაცებს, რომ მათ თავიანთი ახალი მეთაურისთვის რომელიც მის შემდეგ მოვიდოდა პატივი ეცათ და ეერთგულათ.  ტოგტოს მებრძოლებს მეთაური ძალიან უყვარდათ ამიტომაც მათ უარი განაცხადეს მის გარეშე ბრძოლაზე და დაიშალნენ.
 სანამ იგი გადასახლებული იყო იუნანში  მოწამლულ იქნა ასასინების მიერ  1355 წელს ( ზოგი საისტორიო წყაროს მიხედვით  : საიმპერატორო  კარის ბრძანებით ).
ტოგტოს გარდაცვალების შემდეგ არავინ იყო ვინც უხელმძღვანელებდა ჯარს ახალ აჯანყების "თეთრი ლოტოსის " წინააღმდეგ.  გარდა ამისა საიმპერატორო კარი ძალაუფლებისთვის  ბრძოლაში იყო ჩაფლული. მებრძოლები ბრძოლას ბრძოლაზე აგებდნენ.  1368 წელს აჯანყებულები პეკინს (იუანის იმდროინდელ დედაქალაქს ) მიადგნენ და ტოგონ ტემური იძულებული გახდა ჩრდილოეთით ქალაქ შანდუში დაეხია. პეკინში კი ჩინელი აჯანყებულები შეიჭრნენ. მალევე ქალაქი მინის დინასტიის ნავსაყუდელი გახდა.
ამ პერიოდში ტოგტოს მომხრეები უფრო ბევრი გამოჩნდნენ ვიდრე მოწინააღმდეგები და მისი სახელი რეაბილიტრებულ იქნა  1362 წელს.
მალევე შანდუს აჯანყებულები კვლავ მიადგნენ და იმპერატორი ტოგონ ტემური უფრო ჩრდლოეთით დაიწია. სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები 1370 წელს იგი გარდაიცვალა კიდეც .მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აუშირიდარა , ტოგონ ტემურის და დედოფალი კის შვილი  ავიდა  .

აი , ასეთი იყო ნამდვილი ისტორია ყველასთვის საყვარელი სერიალის.


4 comments:

  1. ძალიან , ძალინ, ძალინ დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო

    ReplyDelete
  2. იქნებ სერიალ ჟუმონგზეც გვიამბოთ რამე აქვს რაიმე საერთო სინამდვილესთან ამ ამბავს?

    ReplyDelete
  3. იქნებ სერიალ ჟუმონგზეც გვიამბოთ რამე აქვს რაიმე საერთო სინამდვილესთან ამ ამბავს?

    ReplyDelete