April 2, 2019

კაკაო, აჯუმა და კორეული ჰალუ საქართველოში


 - ჭაჭა რა არის ? - მეკითხება გამომცდელად.
-ჭაჭა წააგავს  სოჯუს, თუმცა ყურძნისგან მზადდება და უფრო ძლიერია - ვეუბნები და  მზისგან დამცავ კრემს ვუწვდი.

**********

2017  წელს  კორეულ ტელეარხარ  MBC TV -ზე საინტერესო  სამოგაზურო სერიალი დაიწყო - " ჯადოქარი არსაიდან "    Wizard of Nowhere (오지의 마법사).     შოუს მონაწილე ცნობილი მსახიობები და  და მომღერლები, ზურგზე ჩანთით   მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში,  მათ შორის კი  5 სერია ეთმობა საქართველოს.
შოუს დადებითი გამოხმაურება მალევე მოჰყვა კორეულ ტელევიზიასა და პრესაში და ტურისტებმაც არ დააყოვნეს.  ზოგადად , კორეელ ახალგაზრდებს ახასიათებთ მათი საყვარელი მსახიობებისა და მომღერლების (  k pop  and k Drama Idols ) გაღმერთება, აქვთ საკმაოდ დიდი ფანკლუბებიც და გარდა ამისა, ცდილობენ მაქსიმალურად მიბაძონ მათ კუმირს, ჩაცმაში, დახურვაში, კვებასა თუ ჩვენთვის საინტერესო მოგზაურობაში.  მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო  სერიების გასვლიდან რამოდენიმე თვეში საქართველოში უფრო და უფრო გამოჩდნენ კორეელი ტურისტები და მათი რიცხვი მზარდია.  აქვე დავამატებ იმას რომ კორეული ტალღა  (Korean Wave (Hallyu) – The Rise of Korea’s Cultural Economy & Pop Culture )  საკმაოდ მზარდი და გავლენიანია და ამერიკამდეც წარმატებით მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით  2018 წელს  26 მილიონზე მეტი სამხრეთ   კორეის მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან ტურისტული მიზნით.  2019 წლის ორი თვის მონაცემებით კი  მათი რიცხვი თითქმის 6 მილიონია.   კორეის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწიულად  7  % ზრდას მოიაზრებს , რაც  საკმაოდ  დიდი ციფრია .
კორეელები ძირითადად მოგზაურობენ  ჩინეთის, ვიეტნამის და იაპონიის მიმართულებით , თუმცა ბოლო წლებში შესამჩნევად გაზრდილია მათი დაინტერესება ევროპული ქვეყნებით .   სტატისტიკა აქ
როგორ მოგზაურობენ  და სად მოიპოვებენ ინფორმაციას?   კორეელები არ იყენებენ ჩვენთვის ცნობილ    სოციალურ ქსელებს Google, Facebook, Instagram  თუმცა  აქვთ თავიანთი საძიებო სისტემა  NAVER portal   ( naver )  ,  ასევე ინსტაგრამის მსგავსი Kakao Story, რომელიც ძალიან პოპულარულია და არ არსებობს ბიზნესი რომელსაც თავისი გვერდი არ ჰქონდეს კაკაო სტორიზე.  სამოგზაურო მარშუტს  დაგეგმავდე ყველანაირი ინფომაციის ძიება სწორედ ამ გვერდებზე ხდება. ისინი ყოველთვის ნახულობენ  სურათებს   ამ ორ პლატფორმაზე , ამიტომაც თუ თქვეთვის საინტერესო ეს სეგმენტია და ბაზარი , აუცილებელია თქვენზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ამ გვერდებზე.
რაც შეეხება facebook  messenger , მისი   მსგავსია   Kakao Talk .
მოკლედ ასე, მოიძიეს თქვენზე ინფორმაცია,  ჩამოვიდნენ  საქართველოში და შეგვქმნა კიდევ ერთი პრობლემა - ენის ბარიერი.  არ ელოდოთ რომ მათი უმრავლესობა ინგლისურად ისაუბრებს . ახალგაზრდებსაც და საშუალო ასაკის ადამიანებსაც ინგლისურად საუბარი საკმაოდ უჭირთ ( პირადი გამოცდილება ) .    თუმცა აქ გვაქვს ერთი კარგი ამბავი, რამდენიმე წელია რაც თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს  აღმოსავლური ენების პროგრამა ,სადაც ისწავლება კორეული ენა და ძალიან წარმატებულად. გვყავს ძალიან კარგი სტუდენტები და იმედია  ნელ-ნელა მოხდება მათი ენის ცოდნის ტურიზმის სფეროში გამოყენება. თუმცა მანამ სანამ  ,  "დაიზრდებიან ალგეთსს ლეკვები "  რამდენიმე ფრაზას აქვე  დაგიწერთ კორეულად ,რაც დაგეხმარებათ პირველად და მარტივ კომუნიკაციაში.



გამარჯობა/  ნახვამდის  - 안녕하세요 ( An-nyeong-ha-se-yo)
როგორ ხარ? 잘 지내세요? (jal jinaeseyo? )
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა  - 반갑습니다 –  ( Ban-gap-sum-ni-da )
მადლობა  감사합니다   (Kam-sa-ham-ni-da)
სად არის ?  어디예요  ( o-di-ye-yo )
ვერ ვსაუბრობ კორეულად კარგად   한국말 잘 못해요  ( Han-guk-mal jal mot-hae-yo )

რათქმაუნდა ეს ბევრი არაფერი კი არა, წვეთის წვეთიც არ არის ზღვაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ბედნიერი კორეელის სახე რომელსაც  ბორჯომის პარკში გადავაწყდი გოგირდების გზაზე დაკარგულს და ასე ფრაზა ფრაზად ავუხსენი როგორ უნდა დაბრუნებულიყო სამშვიდობოს )))

არსებობს უამრავი კულტურული  სხვაობა ჩვენს შორს,  მაგალითად ნამზეური (ზაგარი) , რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ  , მათთვის კი ძალიან მიუღებელია და დაბალი სოციალური ფენის წარმომდგენლობას უკავშირდება. ეს კი  იმპერატორის კარისგან მოდის, საუკუნეების განმავლობაში თეთრი და ფითქინა კანი ითვლებოდა,  როგორც  მაღალი კლასისთვის დამახასიათებელი, ამიტომაც დღესაც უამრავ კორეელს ნახავთ, რომელიც " კეპკებით " და მრავალრიცხოვანი მზისდამცავი კრემებით მოგზაურობენ. არიან ძალიან ემოციურები,  ხმაურიანები,  გულღიები და ამასთანავე ზრდილობიანები. არასდროს შეადაროთ მათი კულტურა ან სამზარეულო იაპონურს. ამით მათ აგრესიას გამოიწვევთ, 1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული, თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა დომინირებს შიდა კორეულ პოლიტიკაში, როგორც რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.



სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით.


To be continued

January 7, 2015

კორეული ფილმების ტოპ ათეული

2015 წლის პირველ ბლოგ პოსშტი გთავაზობთ ჩემი კარგი მეგობრისა და კორეული კინემატოგრაფიის მოყვარული Margot Lescaut-ის ტოპ ათეულის. ფილმების უმრავლესობას მეც ვეთანხმები, თუმცა ჩემის მხრივ კიდევ დავამატებდი რამდენიმეს, მაგრამ ეს მოგვიანებით . ეხლა გავეცნოთ  Margot Lescaut -ის ათეულს .

1. Pieta (2012)
რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი?
ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ შოკი მივიღოთ, იმიტომ რომ დავინახოთ ფსიქიკის რა ღრმა ფენებში შეიძლება ჩავიდეს რეჟისორი. ეს ალბათ, მხოლოდ აზიელი რეჟისორის ტვინში შეიძლება დაიბადოს. ალმოდოვარ ოღონდაცა რაა!
2. Secret Sunshine (2007)
რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი?
იმიტომ რომ მივხვდეთ, ის რაც პატიება გვგონია, ხშირად უპირატესობის გრძნობაა. იმიტომ რომ მივხვდეთ, როდესაც გვგონია რომ საკუთარი სულის სიმშვიდისთვის ვაკეთებთ რაღაცას, იმ რაღაცით შეიძლება, პირიქით, ისე დაშორდე სულს რომ საბოლოოდ დაიშალო. იმიტომ რომ მივხვდეთ, გიყვარდეს მტერი შენი ფუნდამენტშივე ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, რადგან ჯერ პატიება უნდა შეგეძლოს, ნამდვილი პატიება და არა შენი ჰუმანურობის დემონსტრირება, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან, და არამიუტევე რათა მიგეტევოსგამო.
თუ ვინმე იტყვის რომ თავისი მტერი უყვარს ის ან ძალიან დიდ ხიბლშია და ან გარშემომყოფებს ეკეკლუცება ან ღმერთს.
ქრისტეს წამიერი სისუსტერისთვის მამა?“ იმას მიანიშნებს რომ ყოველთვის დაგრჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც არასოდეს მოგასვენებს და რაც ხელს შეგიშლის იმაში, რომ ბოლომდე ეჭვშეუტანლად და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე გიყვარდეს შენი მტერი თუ ცუდის მოსურნე, გინდაც მოყვარე.
3. Mother (2009)
რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი?
დედაზე ფილმები ხო გინახავთ? ყველა დაივიწყეთ!
4. Oldboy (2003)

რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი? იმიტომ რომ ძალიან იშვიათია, ფილმის მესიჯი, ამ შემთხვევაში, „სიტყვას ქარს ნუ გაატან, რა იცი, ვინ, როდის და როგორ დაგიბრუნებს“, შეფუთო ისე, რომ ფილმის ბოლოს ერთადერთი ფრაზა ამოილუღლუღორატომ ვაარ ცოცხალი?!“, იმიტომ რომ ფილმის ბოლოს ზუსტად იმ პოზაში დარჩე, რაშიც მთავარი გმირი რჩება.
აქვე უნდა ვთქვა რომ ეს არის ტრილოგიის ერთ-ერთი ფილმი. შეგიძლიათ დანარჩენი ორიც ნახოთ, „Sympathy for Mr. Vengeance“ და „Sympathy for Lady Vengeance“, კარგია, მაგრამ ათეულში არ ვსვამ.
5. Oasis (2002)
რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი არარომანტიული და ყველანაირი მელოდრამატული ეფექტებისგან დაცლილი ფილმი სულისშემძვრელ სიყვარულზე.
6. I Saw the Devil (2010)
რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმი?
იმიტომ რომ მინ სიკ ჩოი არის უმანიაკესი მანიაკი და საერთოდ უმანიაკესი მსახიობი და ალბათ შესანიშნავი მეუღლე, მამა და მოქალაქეც  მიყვარს უიმედოდ და ცალმხრივად.
ცნობისთვის ოლდბოიში რო უბედურია ისაა  )))
7. The Chaser (2008)
ეს ფილმიც მანიაკზეა.
რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს?
ეგ რო გითხრათ, სპოილერის გარეშე არ გამოვა, ამიტომ მენდეთ და უყურეთ.
8. Thirst (2009)
რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს?
იმიტომ რომ ამაზე მაგარი ფილმი ვამპირებზე არ არსებობს.
9. Memories of Murder 2003

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს?
იმიტომ რომ მაზაფაქა დეტექტივია მეორე უძლიერესი მსახიობით კანგ ჰო სონგით (ასევე თამაშობს მე-2 და მე-8 ფილმშიც)
ბარემ აქვე დავასახელებ ჩემი მსახიობი კაცების ტოპ სამეულს მსოფლიო მასშტაბით: 1. მინ სიკ ჩოი. 2. კანგ ჰო სონგი. 3. ტონი ლანგი. (ჩინეთი)
10. A Bittersweet Life (2005)

დაუოკებელი სურვილი მაქვს ამ ფილმის ფინალის შეცვლის. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ სრულიად უნამუსოდ, ისეთი ფინალი მაქვს მოფიქრებული, რეჟისორს რო თავის დროზე გაეგო, სუ ტრაkზე უნდა ეკოცნა, მომყიდეო
რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს?
იმიტომ რო მკითხოთ, შენ რა ფინალი მოიფიქრეო
და ბოლოს, რატომ უნდა ვნახოთ ყველა ეს ფილმი?
თუნდაც მხოლოდ საუნდტრეკების გამო

November 28, 2014

დრამაფანები, სტალკერები, პედონუნები და ა.შ.

დრამალენდში ხეტიალისას სხვადასხვა ტიპის დრამაფანების კატეგორიას შეიძლება გადავაწყდეთ... სია რათქმაუნდა სრული არ არის მაგრამ რამოდენიმე კატეგორიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. საინტერესოა ჩვენ რომელ კატეგორიაში აღმოვაჩენთ საკუთარ თავს..


დაბნეული ახალბედები   - ყველაზე სასაცილო კატეგორია , დრამალენდში როგორც წესი სრულიად შემთხვევით ხვდებიან ან საკუთარი ნებით სადმე შემთხვევით ნანახი კორეელი სიმპატიური ბიჭის ან კპოპერი მეგობრის წყალობით. როგორც წესი ესეთი მეგობრები ხშირ შემთხვევაში მერე ბედის ანაბარა ტოვებენ ხოლმე ჩვენ დაბნეულ ახალბედებს და ესენიც  დრამალენდში თავმოჭრილი ბატებივით დააბოტებენ. მერე ან სტალკერების კატეგორიას მიეკედლებიან ხოლმე უმეტეს შემთხვევასი, ან ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და დააკვალიანებს...


რას ვაკეთებთ  ?  ყველა დრამალენდელის მოვალეობაა ესეთი დაბნეული ბატების სწორ გზაზე დაყენება ... მინიმუმ დრამალენდის სადგურში მიგვყავს 


სტალკერები - სიუჟეტი? სცენარი? მსახიობების თამაში? და რაში გვაინტერესებს რო?!  მთავარი მათი ოპას ქრონომეტრაჟია სხვა დანარჩენი სხვებმა იდარდონ. ამ კატეგორიას არასოდეს აწუხებს  დრამამოყვარულების ყველაზე დიდი პრობლემა "რას ვუყურო?!" მათ ყოველთვის იციან რას უნდა უყურონ : ფილმი , სერიალი , რეკლამა ... რაღაც ვიდეო ... სურათი ყველაფერი სადაც რაიმე სახის კვალი დატოვა მათმა კუმირმა.  სტალკერების ამოცნობაც საკმაოდ მარტივია , როგორც წესი თავიანთი კუმირის ყველაზე მდარე ხარისხის დრამაც კი მათთვის ნომერ პირველი დორამაა დრამების სამყაროში.
როგორც წესი ეს კატეგორია ძირითადად გარდამავალი და საწყისი კატეგორიაა , მოგვიანებით  ან ძალიან მძიმე ფორმებში გადადის ან უბრალოდ სხვა რომელიმე კატეგორიაში. 

რას ვაკეთებთ ? ეს კატეგორია ყველა დანარჩენ კატეგორიასთან შედარებით ყველაზე მხიარულია ... უბრალოდ მათთან ერთად ვერთობით და სასარგებლო რჩევებს არ ვიშურებთ.



აგრესიულ ხისთავიანთა კატეგორია  


"აგრესიული ხისთავიანობა" მსუბუქი სახით თითქმის ყველა კატეგორიას ახასიათებს მაგრამ დრამამოყვარულების ეს კატეგორია ცალკე სფეროა . თქვენ გაბედეთ და მისი საყვარელი დრამა არ მოგეწონათ?  სასწრაფოდ გადადის "გააფთრებული ძუ ლომის" რეჟიმში და იცავს მისთვის ძვირფას "შედევრს" ყველასგან და ყველაფრისგან. გაპრავების ლეველი უსასრულო. 

რას ვაკეთებთ ?  თუ დრამალენდში ხეტიალისას ამ კატეგორიის "ღირსეულ წარმომადგენელს" გადავაწყდით სასწრაფოდ ვათავსებთ კაფსულაში (უკიდურეს შემთხვევაში ტომარაში) და უახლოეს კოსმოსურ სადგურში ვაბარებთ. მერე ისინი გაგზავნიან კოსმოსში..

დრამამარათონისტები  და ქვეკატეგორია  დრამადამოკიდებულები   



ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება ის არის რომ დრამადამოკიდებულება ყველა სხვა კატეგორიას შეიძლება ახასიათებდეს და დრამადამოკიდებულები  ნაკლებად გამაღიზიანებლები არიან. 

დრამამარათონისტი კატეგორია რომელიც ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელია დრამაფანების სამყაროში (ნუ პირადად ჩემთვის ესეა) ... არანაირი სტანდარტი და კრიტერიუმი დრამის შერჩევის დროს, უყურებენ განურჩევლად ყველაფერს და მათთვის მთავარია რომ "აქვთ ნანახი".
დრამამარათონისტების უმეტესობა ყოფილი სტალკერების კატეგორიაა (ალბათ გახსოვთ სტალკერების თემაში გართულებული ფორმები ვახსენე) უბრალოდ მერე უტრიალდებათ ტვინში "შარიკი" და გემოვნებასთან ერთად საკუთარი ოპასადმი ერთგულების გრძნობაც სდღაც ეკარგებათ. ჰყავთ მინიმუმ 10 კუმირი... მაქსიმუმს ვერ აკონკრეტებენ. 

დრამამარათონისტის ამოცნობა საკმაოდ მარტივია : ის თითქმის ყველგან არის სადაც "დრამა" ან მისი რომელიმე კუმირის სახელი ურევია , ყოველთვის ითხოვს რჩევას მაგრამ არასოდეს დაგიკონკრეტებთ დაახლოებით რა ტიპის დრამა სურს ნახოს , რჩევასაც მხოლოდ იმიტომ გთხოვთ რომ   მერე ყველაფერზე თქვას "უკვე ნანახი მაქვს" და ტვინის ყველა უჯრედით სიამოვნებს როცა ამბობს ამ ჯადოსნურ სიტყვებს:  "უკვე ნანახი მაქვს რამე სხვა მირჩიეთ" . ნანახს რაც შეეხება ხშირ შემთხვევაში დასაწყისი , შუა რამოდენიმე სერია და დასასრული აქვთ ნანახი + რომელიმე ბლოგერის რევიუ წაკითხული თორე ისე მხოლოდ "საყვარელი ოპების" სერიალებს უყურებს და ეს უკანასკნელნი იმდენი ჰყავს სხვა დანარჩენი სერიალებისთვის დრო აღარ რჩება, თან "ნანახი" ალბომისთვის ახალი დრამის პოსტერის მიტყეპებაც ეჩქარება. 

დრამამარათონისტები ყველაზე დიდი თავის ტკივილია ჟამთააღმწერლების კატეგორიისთვის (ამათზე ცოტა ქვემოთ) სერიოზული ნერვების ფასად უჯდებათ მათთვის დამახასიათებელი ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება დრამამარათონისტებთან ურთიერთობის დროს. თავის მხრივ დრამამარათონისტებიც ყოველთვის უფრთხიან ჟამთააღმწერლებს მაგრამ მათი "ნანახი დრამების" რაოდენობა რაც უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს დრამამარათონისტებიც უფრო მეტად "ამბიციურები" ხდებიან , ამ შემთხვევაში ჟამთაარმწერლების კატეგორია ერთადერთია ვისაც შეუძლია დრამამარათონისტს "მთავარია არა რაოდენობა არამედ ხარისხი" აფეთოს სიფათში ამიტომაც უფრთხის ეს ორი კატეგორია ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში კარგი ურთიერთობა აქვთ ხოლმე თუ რათქმაუნდა დრამამარათონისტი ზედმეტად არ გაიჭრა ასტრალში.


რას ვაკეთებთ  - დრამამარათონისტს იმდენი კუმირი ჰყავს მათ შორის თქვენიც აუცილებლად იქნება და საერთო კუმირის გარშემო სასაუბრო თემას აუცილებლად იპოვით.   
დრამადამოკიდებული  როგორც უკვე აღვნიშნე დრამადამოკიდებული მართალია მარათონისტის ქვეკატეგორიაა მაგრამ  ასევე მსუბუქი ფორმით ყველა სხვა კატეგორიის წარმომადგენელს ახასიათებს.  ყველა დრამაფანი დრამადამოკიდებულია..
 ვუთანაგრძნობთ..  

გადავედით შემდეგ კატეგორიაზე  და ეხლა განსაკუთრებულად ემოციურების ანუ ღიღილოების კატეგორიაზე ვისაუბროთ.
 დრამაფენების ეს კატეგორია განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან (ნუ ყოველ შემთხვევაში თავად ესე ამბობენ) სერიალის სიუჟეტის და განსაკუთრებით დასასრულის მიმართ. "ვაიმე თუ ცუდი დასასრული აქვს არ მინდა ვრტ გადავიტან" " ვაიმე ჩები ოპას სიკვდილს ვერ ვუყურებ სერიალში"  " ვაიმე ლამის მოვკვდი ესეთ დღეში რომ ვნახე" ... ფრაზები რომლითაც უნდა ამოვიცნოთ ღიღილოები.  დრამალენდის მეცნიერები ამაოდ ცდილობენ დაადგინონ მიზეზი რისთთვისაც ეს კატეგორია დრამებს უყურებს... თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ჰეფი ენდი და არაჰეფიენდი ერთნაირად ემოციური შოკია ამ კატეგორიისთვის თუმცა ისინი მაინც განაგრძობენ დრამების ყურებას.

რას ვაკეთებთ 

დრამაფანების კატეგორია  ნობუკები ორმაგი სტანდარტებით

მათ უყვრთ კორეული სერიალების ყურება , შეუძლიათ მთელი ღამე იქვითინონ მთავარი გმირების დაკარგულ სიყვარულსა და ცრემლების ზღვა დააყენონ თუმცა ამის აღიარება სულაც არ უყვართ. მათი აზრით მხოლოდ ამერიკულ სერიალებს აქვთ პრივილეგია ამაყად ატარონ სტატუსი "სერიალი რომელიც ქიხი არარი და ყურება არ ტეხავს"  სხვა დანარჩენი "ბანძია".  მათ უყვართ კორეული სერიალები მაგრამ მეგობრების და ნაცნობების გარემოცვაში მხოლოდ პოპულარული ამერიკული სერიალებით არიან ხოლმე აღფრთოვანებულნი.

რას ვაკეთებთ:  ვიკიდებთ...


პეროიანი აკადემიკოსები

ჰოი დრამალენდის დიადო ღვთაებავ ნუთი აუცილებელი იყო ამათი არსებობა? მაგრამ დიახ ისინი არსებობენ!! მათ შეუძლიათ დაიწყონ საუბარი რაიმე სერიალის მარტივ სიუჟეტზე და მივიდნენ კვანტურ ფიზიკამდე ან რაიმე გლობალურ საჭირბოროტო თემამდე. როგორც წესი მათი სყვარელი მსახიობისა თუ სერიალის რაიმე სახის კრიტიკას რამოდენიმე გვერდიანი რეპლიკით ეხმაურებიან სადაც როგორც წესი "სოკრატეს და პლატონის " ციტატებს არახუნებენ უმოწყალოდ...

რას ვაკეთებთ 

შემდეგი კატეგორია: ჟამთააღმწერლები



მეტნაკლებად ობიექტური ფანების კატეგორია თუმცა სტაჟისთვის დამახასიათებელი წიკებითა და სინდრომებით (ფერვერთიზმი , პედონუნა, Second Lead Syndrome)... არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ რომ ჟამთააღმწერლებს ყველაფერი აქვთ ნანახი დრამალენდის დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე.... არამც და არამც უბრალოდ მათ ისეთი დრამებიც კი აქვთ ნანახი რომლებიც საუკენეების მანძილზე ნაფტალინის უზარმაზარი მტვერითაა დაფარული. თითქმის 100% იანი სიზუსტით შეუძლია დასაწყისი რამოდენიმე სერიის შემდეგ სიუჟეტის განვითარების შესაძლო ვარიანტი გამოიცნოს (ეჰ , სტაჟი და გამოცდილება) და ხშირ შემთხვევაში ეს მიზეზი ხდება იმის რომ ყურების გაგრძელების სურვილი ეკარგება. ყოველთვის რაღაც ახალის და ორიგინალურის ძიებაშია თუმცა ხშირ შემთხვევაში თითქმის ყოველთვის მის საყვარელ დრამალენდის ნაგავსაყრელზე ასრულებს ხოლმე სადაც დანარჩენი კატეგორიის ფანების მიერ დაწუნებული დაბალრეიტინგიანი დრამები განისვენებენ , ან მრავალსაუკუოვან აკლდამებში მისვენებულ ნაფტალინიან დრამებს აწიოკებს.

რას ვაკეთებთ : თუ დრამალენდში ხეტიალისას ნაგავსაყრელთან ვინმე შენიშნეთ მენაგვის ფორმის გარეშე ის აუცილებლად ჟამთააღმწერელია, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ და სასწრაფოდ გაქუსლეთ და მასთან ერთად შეუდექით ძებნას .

ჟამთააღმწერლებთან ყველაზე მეტად "დაახლოვებული პირების"ობიექტური ცისარტყელები -ს კატეგორია

შედარებით გემოვნებიანი და ობიექტური დრამა ფანების კატეგორია რომელიც ძნელია მოაქციო რომელიმე ერთ კონკრეტულ კატეგორიაში რადგან ყველა დანარჩენი კატეგორიის კომბინირებული ვარიანტია. წარმატებით თანაარსებობს ყველა დანარჩენ კატეგორიასთან ერთად და მათთან ურთიერთობა და საუბარი დრამების ირგვლივ სახალისო და სასიამოვნოა და რაც მთავარია არ არის საშიში ვინმეს სიცოცხლისთვის . სულაც არ მოიკლავენ თავს ათგვერდიანი რეპლიკის გაშანშალებით მათი გამოლანძღული კუმირის დასაცავად , მისთვის ძალიან მარტივი გასაგებია რატომ არ შეიძლება ყველას ერთიდაიგივე მოსწონდეს , თუმცა მაინც არ გირჩევთ დაშვებულის ფარგლებს გასცდეთ თორე პეროიანი აკადემიკოსი და აგრესიული ხისთავიანი უკან დაგრჩებათ თუ უწყინარ და ფერად ცისართყელას გააბრაზებთ. (იშვიათად ბრაზდება მაგრამ ხარისხიანად)..
  მათ შეუძლიათ ერთნაირად უყურონ როგორც კარგ ისე მდარე ხარისხის დრამას მაგრამ ყოველთვის ობიექტურები რჩებიან შეფასებისას მაშინაც კი თუ იქ მათ საყვარელი მსახიობი თამაშობს. 

რას ვაკეთებთ  






აი ასეთია დრამაფანების მოკლე დახასიათება.
პოსტის ავტორია (თავისი გაფორმებიანად  )  sali bali 

November 24, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი მეორე )



" იმპერატორის მეუღლის " პირველ ნაწილში უკვე მოგიყევით გორიოს მეფის ჩანგ იოს ( ვან იუს ) ნამდვილი პიროვნების შესახებ , რომელიც არც ისეთი კეთილშობილი რაინდი ბრძანდებოდა როგორც სერიალში ჩანს.  ასევე დავწერეთ დედოფალი კის შესახებ. დღეს კი მაყურებლებისთვის საინტერესო მომდევნო სამ პერსონაჟს მიმოვიხილავთ : იუანის იმპერატორი  ტოგონ თემური ,  პირველი მინისტრი ბაიანი და მრჩეველი ტალტალი ( სინმდვილეში ტოგტო , ტოგტოჰა ).

იმპერატორი ტოგონ თემური  ( 25 მაისი 1320 -23 მაისი 1370. იცოცხლა მხოლოდ 50 წელი )  იუანის იმპერიის  უკანაკსნელი იმპერატორი იყო   (რა დროსაც როგორც კორეა, ასევე მთელი ჩინეთი მის საზღვრებში შედიოდა ).1368 წელს მონღოლები საბოლოოდ განდევნეს ჩინეთიდან.
                                     (ნამდვილი იპერატორი ტოგონ თემური)


                             (დიდებული შესრულება მსახიობ ჯი ჩანგ ვუკის მიერ)
ტოგონ თემური ხაშილას ოჯახში დაიბადა. მამამისის ,  ხანის გადარაცვალების შემდეგ  ის სასწრაფოდ იქნა განდევნილი სამეფო ოჯახიდან  კორეაში, რომ არ შეექმნა დაბრკოლება მისი ძმის  - ტუგ თემურის გაიმპერატორებისთვის. 1332 წელს როცა ტუგ-თემური გარდაიცვალა , მისმა ქვრივმა   ხათუნ ბუდაშირმა  გვერდი აუარა ქმრის თხოვნას და შვილის სამეფო ტატხზე აყვანის ნაცვლად მოიწვია ,ტოგონ თემურის ნახევარ ძმა. თუმცა ისიც მალევე გარდაიცვალა და ტახტის კანდიდატი ტოგონ თემურიღა დარჩა.  მის გაიმპერატორობას სასტიკად უშლიდა ხელს  რეგენტი ელ თემური. (რომელიც იყო იუანის დროებითი მმართველი იმპერატორის სრულწოვანებამდე ) იგი იყო ეჭვმიტანილი ხან ხაშილას სიკვდილში და როგორც ისტორია გადმოგვცემს ეშინოდა შურისძიების ..

                                          (ბუდაშირი მსახიობი კიმ სი ჰიონგი )

                                              (ელ ტემური მსახიობი ჯუნ გუკ ჰვანი )
რეგენტს ასევე  ტახტზე საკუთარი შვილის -ელ ტეგუსას აყვანა სურდა, თუმცა ბუდაშირი ხათუნმა საკმაო წინააღმდეგობა გაუწია ელ თემურის სურვილს.  საბოლოოდ ელ თემურმა მოახერხა და იმპერატორად კურთხევა ნახევარი წლით გადაავადა, ამ პერიოდში ის გარდაიცვალა კიდეც და  13 წლის ტოგონ ტემური  1333 წელს  ტახტზე ავიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით ხათუნ ბუდაშირი  წამყვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე და იმპერიას ის მართავდა.
ტოგონ თემური გადატაცებული იყო ნადირობით, სექსუალური განათლებით და სხვადასხავა მანქანა დანადგარების დაგეგმარებით..მისი მმართველობის პერიოდში
სახელმწიფოს მართავდნენ კანცლერები და მინისტრები.   (შემდეგში კი მისი მეუღლე კი ) .მათგან ყველაზე მეტად კი პირველი კანცლერი ბაიანი და მისი ძმისშვილი ტოგტო.
ბაიანი ახალგაზრდა იმპერატორს მალევე ჩაუდგა ოპოზიციაში . გაატარა რეფორმები რომლის მიხედვითაც აღარ იყო გამოცდის ჩაბარება საჭირო  სახელმწიფო პოსტების დასაკავებლად, ასევე დახურა  ხანლინის  აკადემია. ამ ყველაფერს დაემატა სამეფო კარის ინტრიგებიც. ბაიანს ახასიათებდნენ როგორც მონღოლური ტრადიციების დიდ დამცველს.. იგი ვერ ეგუებოდა საშიშროებას რომ კორეელი ქალი გახდებოდა მთელი იუანის დედოფალი ,ამიტომაც მან  იმპერატორს დაჟინებული თხოვნით ცოლად შერთო თავისი მოგვარე და ნათესავი ბაიან ქულთუღი. ამ პერიოდში იმპერატორისთვის იგი უკვე მეორე ცოლი იყო. პირველი ცოლი გახლდათ თენაშირი ,თუმცა მისი ოჯახი დადანაშულებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას ტიტული ჩამოართვეს.    
დედოფალი კი ხშირად ჩიოდა იმპერატორთან ბაიანზე, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია და როგორც ამბობენ,  იმპერატორის ბრძანებით მისმა ძმისშვილიმა ტოგტომ  ,ბაიანი მოკლა.          
(ბაიანი მსახიობი კიმ იონგ ჰო )
ტოგტომ ბაიანის პოზიცია დაიკავა საიმპერატორო კარზე. იგი ცნობილი იყო როგორ დიდი საზოგადო მოღვაწე, ისტორიოგრაფი და მრჩეველი.  მის სახელს უკავშირდება ლიაოს  , ჯინის და სონგის დინასტიების შესახებ ისტორიული ფაქტების მოძიება და სრული ისტორიული ქნროლოგიის აღწერა . მან ბაიანის მიერ დახურული აკადემია კვლავ გახსნა, გამოცდები კი ისევ აღადგინა.  . ტოგტო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწავლული იყო. მის სახელს უკავშირდება ასევე 1350 წელს ახალი ქაღალდის ფულის დაბეჭდვაც და გადასახადების შემცირება. ხალხში ტოგტო დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა.

                                             (ტოგოტა (ტალტალი ) მსახიობი ჯინ ი ჰანი )
ტოგტოს ქონდა დიდი პროექტი რომელიც იონდგინის მდინარის კალაპოტის ცვლილებას ისახავდა.  ეს დაეხმარებოდა სატახტო ქალაქს მძიმე ტვირტების გადაზიდვისგან განსათავისუფლებლად , ამ პერიოდში იუანის დინასტიას მოედო ჭირი და დაიწყო შიმშილობა.. ყველაფერ ამის ფონზე არ დააყოვნა აჯანყებებმაც. 1351 წელს იფეთქა "წითელ ჩალმიანთა" აჯანყებებმა და ტოგტო გაგზავნილ იქნა მათ ჩასახშობად.  მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე და ეს აჯანყებაც მთალინად ჩაახშო.
ამ დროს საიმპერატორო კარზე გრძელდებოდა ინტრიგების მთელი სერია და ტოგტოს ყოფილმა პროტეჟემ , აუშირიდარას დედამ  ,დოდოფალმა კიმ ტოგტოს ცილი დასწამა კორუფციაში და დაარწმუნა იმპერატორი მისთვის ტიტულები ჩამოერთვა.
(დედოფალი კი მსახიობი ჰა ჯი ვუნი )

 1354 წლის ბრძანებულებით ტოგტო განდევნილ იქნა სამეფო კარიდან ჩამოერთვა ყველა ტიტული . მან შეასრულა იმპერატორის ეს ბრძანება და წასვლის წინ უბრძანა თავის ჯარისკაცებს, რომ მათ თავიანთი ახალი მეთაურისთვის რომელიც მის შემდეგ მოვიდოდა პატივი ეცათ და ეერთგულათ.  ტოგტოს მებრძოლებს მეთაური ძალიან უყვარდათ ამიტომაც მათ უარი განაცხადეს მის გარეშე ბრძოლაზე და დაიშალნენ.
 სანამ იგი გადასახლებული იყო იუნანში  მოწამლულ იქნა ასასინების მიერ  1355 წელს ( ზოგი საისტორიო წყაროს მიხედვით  : საიმპერატორო  კარის ბრძანებით ).
ტოგტოს გარდაცვალების შემდეგ არავინ იყო ვინც უხელმძღვანელებდა ჯარს ახალ აჯანყების "თეთრი ლოტოსის " წინააღმდეგ.  გარდა ამისა საიმპერატორო კარი ძალაუფლებისთვის  ბრძოლაში იყო ჩაფლული. მებრძოლები ბრძოლას ბრძოლაზე აგებდნენ.  1368 წელს აჯანყებულები პეკინს (იუანის იმდროინდელ დედაქალაქს ) მიადგნენ და ტოგონ ტემური იძულებული გახდა ჩრდილოეთით ქალაქ შანდუში დაეხია. პეკინში კი ჩინელი აჯანყებულები შეიჭრნენ. მალევე ქალაქი მინის დინასტიის ნავსაყუდელი გახდა.
ამ პერიოდში ტოგტოს მომხრეები უფრო ბევრი გამოჩნდნენ ვიდრე მოწინააღმდეგები და მისი სახელი რეაბილიტრებულ იქნა  1362 წელს.
მალევე შანდუს აჯანყებულები კვლავ მიადგნენ და იმპერატორი ტოგონ ტემური უფრო ჩრდლოეთით დაიწია. სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები 1370 წელს იგი გარდაიცვალა კიდეც .მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აუშირიდარა , ტოგონ ტემურის და დედოფალი კის შვილი  ავიდა  .

აი , ასეთი იყო ნამდვილი ისტორია ყველასთვის საყვარელი სერიალის.


October 23, 2014

კორეული სამზარეულო





სტაფილოს სალათი კორეულად

ინგრედიენტები : 

 1 კგ სტაფილო
 50 მლ ძმარი
 100 მლ ზეთი
 ერთი თავი ხახვი
 3-4  კბილი ნიორი 
 1 ჩ/კ  ხმელი ქინძი
 1/2  ჩ/კ უცხო სუნელი
 ცხარე წითელი წიწაკა
 მარილი გემოვნებით



სტაფილო გავხეხო თ ისეთ სახეხზე, რომ იყოს გრძლად,. მოვაყარეთ  ნახევარი სუფრის კოვზი მარილი და დავდაგთ 30 წუთით. შემდეგ დავასხათთ ძმარი.
ცოტაოდენ მარილთან ერთად დავნაყოთ ნიორი, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და სტაფილოს ზემოდან მოვაყაროთ.
ტაფაზე დავასხათ 100 მლ. ზეთი, ხახვი დავჭრათ მსხვილად და მოვშუშოთ. შემდეგ ტაფიდან ხახვი უნდა ამოიღოთ, მხილოდ არომატიზებული ზეთი გვჭირდება.
ეს ზეთი უნდა დავუმატოთ სტაფილოს, კარგად ამოვურიოთ, გავსინჯოთ, რამე ხომ არ აკლია. შემდეგ დავაფაროთ სახურავი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში, რათა გემო კარგად გაუჯდეს.



შემწვარი ღორის ხორცი






ინგრედიენტები : 

300 გრ. ღორის ხორცის რბილობი
2 ს/კ კარტოფილი ფქვილი
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ს/კ სოიოს სოუსი
მარილი 
დაფქვილი პილპილი - გემოვნებით
სალათის ფოთლები

ღორის ხორცი დაჭერით პატარა ზომის კუბებად, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით სოიოს სოუსი და მცირე რაოდენობის ცივ წყალში გახსნილი კარტოფილის ფქვილი.
გააჩერეთ 20-30 წუთი, შეწვით ხორცი ზეთში მზაობამდე. სუფრაზე გაიტანეთ სალათის ფოთლებზე დალაგებული.



წყარო : გურმანი

October 18, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი 1 )


ისტორიული სერიალებით ,ულამაზესი კოსტუმებით, კარგად დამუშავებული სცენარითა და მსახიობების  შესანიშნავად შესრულებული როლებით კორეული ინდუსტრია ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა 2013 წლის ისტორიულმა ნამუშევარმა რომელიც კორეელი ქალის ისტორიას ასახავს მონობიდან -იუანის (მონღოლეთის) იმპერატორის ცოლობამდე კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად კარგად შეიძლება აიღო და ისტორიის სულ პატარა მონაკვეთი , მშვენიერ მხატვრულ და კინო ნამუშევრად აქციო. ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა სწორედ ამ სერიალით გადაწყვიტა მაყურებლებისთვის კორეული კულტურის გაცნობა და მშვენიერი გადაწყვეტილებაც მიიღო.  დრამაში მრავლად შეხვედით სამეფო კარის ინტრიგებს, გადარჩენისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლას, სიყვარულს , თავდადებას და გამარჯვებასა თუ დამარცხებას. უმაღლეს დონეზეა სტილისტებისა და ვიზაჟისტების ნამუშევარიც. დრამაში სჩანას, არა მარტო კორეის  (გორიოს ) იმ დროინდელი სამეფო კარი, ცხოვრების წესი, ჩაცმულობა და ყოფა -ცხოვრება, არამედ იუანისაც. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, რომ იუანის უფროც ჩანს. მოქმედება ხდება გორიოს ეპოქაში , უფრო კონრეტულად კი 1333- 1370 წლებში. ამ პერიოდში კორეა მონღოლეთის მიერაა დაპყორილი და მისი ერთ-ერთი პროვინციაა.
  მიუხედავად იმისა , რომ სერიალის ძირითადი ფაბულა ისტორიულ ფაქტებს ემყარება ,მასში ბევრი გადაცდომაცაა,თუმცა პერსონაჟების უმრავლესობა მართლაც არსებობდა , მრავალი ფაქტიც რაც სერიალში იყო გაჟღერებული ისტორიული სინამდვილეა. ახლა კი იმ გადაცდომებზე ვისაუბროთ რომლებიც შექმნილია სცენარისთვის და ისტორიულად ზუსტი არაა.
პირველი ასეთი უზუსტობა რომელიც თვალში გვხვდება არის გორიოს ( კორეეის ) მეფე ჩანგ ჰიო.(ვან იუ )

                                           ესეც ნამდვილი ჩანგ ჰიო (ვან იუ )



მეფე სერიალში წარმოდგენილია, როგორც თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი. თუმცა ისტორიული წყაროები სხვა სიმართლეს გვაწვდიან. ვან იუ  იყო უსასტიკესი მკვლელი და მოძალადე, აუპატიურებდა და კლავდა ქალებს, მისი ყველა დანაშაულის გამართლება კი ხდებოდა იმით რომ ვან იუ მეფე იყო. მან თავისი მამის ქვრივიც კი გააუპატიურა.  მეფის წრე  ჩაფლული იყო კორუფციაში, ისინი ხალხისგან უზომოდ გაზრდილ გადასახებს იღებდნენ , ართმევდნენ მიწებს  და მთელს ფულს თავიანთ გართობას ახარჯავდნენ.  ვან იუს 1330 წელს მამამისმა  ჩამოართვა მეფობა და სასახლიდან გააძევა. ვან იუ იუნისკენ გაემართა რათა თავის მხარეს  გადაებირებინა მაღალი თანამდებობის პირები. როგორც ჩანს მან ამ საქმეს კარგად გაართვა თავი და რამდენიმე წლის შემდეგ სამეფო ტახტი კვლავ დაიბრუნა, თუმცა მისი პარპაში და ძალადობრივი პოლიტიკა კვლავ გრძელდებოდა. ამის გამო მანდ დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა იუანის სამეფო კარისგან. ვან იუ  მოწამლული მანდარინებისგან გარდაიცვალა. მისი სიკვდილი კი კორეის ხალხისთვის აღსანიშნავი მოვლენა გახდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, როცა ვან იუ იუნის იმპერატორის კარზე წავიდა იქ გაიცნო ნინ იანი ( იმპერატორის მეუღლე კი ) .  7 წლის განმავლობაში  მანდ დაიმსახურა "კის " ნდობა. მათი ურთერთობა სხვა არაფერი იყო თუ არა წმინდა წყლის პოლიტიკური თანაშრომლობა. სიყვარული,საერთო შვილი და არაფერი მსგავსი არ დასტურდება არც ერთი ისტორიული წყაროთი. სამეფო ტახტი სწორედ მისი და იმპერატორის წყალობით დაიბრუნა, თუმცა რადგან ვან იუს ტახტზე დაბრუნების შემდეგ ისევ გრძელებოდა მისი თავაშვებულობა და გარდა ამისაა , მეფემ  იმპერატორის მეუღლის ოჯახის წევრებზეც მიიტანა იერში და  დაკარგა "კის " მხარდაჭერა . ამიტომაც სიკვილამდე ,  1344 წელს ის კვლავ გაიწვიეს მონღოლეთში.

დედოფალი კი



და ესეც ნამდვილი დედოფლის პორტრეტი



ოლჯეი კჰუთუგი, იგივე ბო ჰიონ სოკი ( სახელი რომლითაც იგი სამეფო კარზე წარადგინეს ) , იგივე იმპერატორის მეუღლე- დედოფალი  კი  დაიბადა  1315 წელს კორეაში, სამხედრო  - კი ჯა ოჰის ოჯახში. მას ყავდა უფროსი ძმები. სულ ესაა რაც მის კორეულ ბიოგრაფიაზე ვიცით. სერიალში მთელი სიუჟეტი სადაც ჩანს როგორ ცხოვრობს კორეაში, როგორც თანამშრომლობს მეფესთან და ამასთანავე იუანის იმპერატორს იცავს ,გამოგონილია. ასევე გამოგონილია სასიყვარული სამკუთხედიც, თუმცა კორეული დრამა, რა დრამაა სასიყვარული სამკუთხედის გარეშე.
დედოფალი კი თავდაპირველად  გაგზავნილ იყო მონღოლეთის იმპერატორის კარზე, როგორც ხარკი კორეიიდან.(იგი არ ყოფილა სამეფო ოჯახიდან , ჩვეულებრივი კორეელი იყო ) ამ პერიოდში კორეა  ქალწულების ,საჭურისების , ფულად , სამხედრო ხარკს უხდიდა მონღოლეთს. უკვე დედაქალაში ჩასული ის შეხვდა გო იონგ ბოს, რომელიც იყო იუანის სასახლის საჭურისი კორეიდან და ეძებდა დამხმარეს, ასევე კორეიდან რომ იმპერატორს მომსახურებოდა. "კი"  წარმატებულად შეუდგა საქმეს, დაიმსახურა იმპერატორის ნდობა და სიყვარული და მალე მისი სამეფო ხარჭაც გახდა. ამ ამბის გამო იმპერატორის იმდროინდელი მეუღლე თენაშირი იმდენად ეჭვიანობდა რომ ხშირად აწამებდა "კის"  . 1339 წელს მან იმპერატორს გაუჩინა ვაჟი აუშირიდარი.
მიუხედავად იმისა რომ იმპერატორს ძალიან სურდა მისი საყვარელ ქალზე დაქორწინება, სამეფო კარი და გავლენიანი პირები ეწინააღმდეგეოდნენ სისხლით კორეელი დედოფალის ყოლას. მას შემდეგ რაც იმპერატორის პირველი ცოლის  თენაშირის  და მეორე ცოლის ბაიან ქუთლუღის სასახლიდან გააძევეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს " კი" იუანის დედოფალი  გახდა.
ისტორიკოსები მწუხარებას გამოქთვამენ იმაზე რომ სერიალში "კი" გამოყვანილია როგორც გმირი. ისინი აღნიშნავე რომ კი ხშირად თავს ესხმოდა კორეას დაქირავებული რაზმებით, ეს კი კორეის იმდროინდელი მეფის გონგმნის გამო ხდებოდა, რომელმაც კის მთელი ოჯახი გაასახლა კორეიდან. მიუხედავად ამისა, ისეთი ფაქტებიც კარგადაა ცნობილი, როცა კი უმაღლეს თანამდებობებზე წარმოშობით კორეელებს ნიშნავდა და მისი ამალაც მხოლოდ კორეელებისგან შედგებოდა. იგი ასევე ეხმარებოდა კორეელ ხალხს.
ამოხებულების გამარჯვების გამო ტოგონ თემურის მთელი ოჯახი და მისი მეუღლე კი , ჩრდილო მონღოლეთის სტეპებში გაიხიზნენ სადაც მათმა შვილმა აუშირიდარამ განაგრძო მმართველობა. კის ცხოვრება მეტი ინფრომაცია არ არსებობს.  არსებობს რამდენივე ვერსია მისი შემდოგმი ცხოვრების შესახებ, ერთ-ერთის მიხედვით მას შმედეგ რაც იმპერატორი გადარიცვალა მისი მეუღლე გაუჩინარდა. მეორეს მიხედვით მან ტბა  ტაალთან დაიდო საცხოვრებელი სადაცვე გარდაიცვალა 1369 წელს . მისი სამარხი კორეიის ომის დროს იქნა დაკარგული.

October 1, 2014

Fly Up vs ქართველი ფანები

გასულ შაბათს , 27  სექტემბერს თბილისში, ივენთ ჰოლში კორეის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენა The Performers: Fly Up გაიმართა . წარმოდგენაში მონაწილებოდნენ მოცეკვავეები და მომღერლები : Gamblerz Crew , Animation Crew  , Season of Soul.

პირადად მე არც ერთი ჯგუფის შესახებ აქამდე გაგონილიც არ მქონდა, მაგრამ ამან არ შემაყოვნა და ივენთზე წასვლა გადავწყვიტე , რადგან რეკლამდებოდა რომ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ კორეული ტრადიცული მუსიკის წარმომადგენლებიც, კორეული  ტრადიცული მუსიკა კი ძალიან მიყვარს, მითუმეტეს როცა სინთეზშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

ფილარმონიის წინ იმაზე მეტ ხალხს მოეყარა თავი ვიდრე ველოდი.. ძირითადად სკოლის ასაკის მოსწავლეები იქნებოდნენ .. ჩემი მეგობრის მიერ უკვე დაკავებული ადგილის იმედი მქონდა და თამამად შევედი შენობაში.   ჩემი არ იყოს, სავარუადოდ არც ორგანიზატორები ელოდნენ ასეთ ანშლაგს , ამიტომაც  მგონი ფეხზე უფრო მეტი ხალხი იდგა, ვიდრე სკამებზე ისხდნენ.. სანამ შოუ დაიწყებოდა, შემოსასვლელში აღებული ფლაერის თვალიერება დავიწყე. როგორც ფალერიდან გავიგე წარმოდგენა  Fly Up  რიჩარდ ბახის თოლიას მიხედვით იყო დადგმული.. მათ უკვე მოევლოთ რიგი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და საქართველოს მერე აზერბაიჯანში მიემგზავრებოდნენ..
ცოტა ხანში წარმოდგენა უკვე დაიწყო და თან საკმაოდ ენერგიულად გაიხსნა...თუმცა ალბათ არასაკამრისი სცენის და დროის სიმცირის გამო მთლიანი წარმოდგენის ნაცვლად მხოლოდ მონაკვეთები ვნახეთ..

ბრეიქდანსერებმა   Gamblerz Crew -ის გოგონებმა და ბიჭებმა   სცენაზე მართლაც რომ შეუდარებელი ცეცხლი დაანთეს.  ეს ჯგუფი 2002 წელს ჩამოყალიბდა და მას მერე უამრავი ჯილდო აიღეს სხვადასხვა ფესტივალებზე .   მათ ენაცვლებოდა Animation Crew    ,კორეული ნიჭიერის  ფინალისტები     და ტრადიციული კორეული მუსიკის შემსრულბელი გოგონები  - Season of Soul. გოგონები ძალიან კარგად უკრავდნენ, თუმცა არ ვიცი მიკროფონის თუ ცუდი აკუსტიკის გამო ,მომღერლის ხმამ არა მარტო მე, ჩემს გვერდით მსხდომებსაც გვარიანად ატკინა ყურები..



მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც სამასი  კაცი იქნებოდა დარბაზში , ისეთი ემოციები იყო, ისეთი ტაში და  სარანგე , სარანგეს ძახილი რომ სამიათას კაციან კონცერტზე გეგონებოდათ თავი.  ამ ყველაფრის შემხედვარეს თავი reply  1997 მეგონა და ყველა კორეელი ფანი გამახსენდა. თუმცა  ქართველებმა ყველაფერი ხომ ზედმეტი ვიცით. აქაც გამოვიჩინეთ თავი. წარმოდგენის დასრულების შემდეგ  , გაიგეს რა "ფოტოების გადაღება შეგიძლიათო " ერთიანად იხუვლეს და მიაწყდნენ სცენას.
ეს ის შემთხვევა როცა წვრილთვალება ბიჭებზე გაგიჟებული გოგოები  უფრო მეტი იყო შეყრილი , ვიდრე რაიმე საინტერესოს მოლოდნში მყოფი საზოგადოება.

ამ წვრილმან მინუესბს თუ არ ჩავთვლით საერთო ჯამში წარმოდგენა შედგა. რისთვისაც მადლობა კორეის საელჩოს და ფრიუნის ბავშვებს, რომელებიც არასდროს არ იშურებენ ძალას მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისათვის.
 იმედია კიდევ ვიხილავთ კორეულ ჯგუფებს საქართველოში და იმედია იქამდე ჩვენი მაყურებელიც ისწავლის ქცევის კულტურას.



( ფოტოები :  korea.ge )