April 2, 2019

კაკაო, აჯუმა და კორეული ჰალუ საქართველოში


 - ჭაჭა რა არის ? - მეკითხება გამომცდელად.
-ჭაჭა წააგავს  სოჯუს, თუმცა ყურძნისგან მზადდება და უფრო ძლიერია - ვეუბნები და  მზისგან დამცავ კრემს ვუწვდი.

**********

2017  წელს  კორეულ ტელეარხარ  MBC TV -ზე საინტერესო  სამოგაზურო სერიალი დაიწყო - " ჯადოქარი არსაიდან "    Wizard of Nowhere (오지의 마법사).     შოუს მონაწილე ცნობილი მსახიობები და  და მომღერლები, ზურგზე ჩანთით   მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში,  მათ შორის კი  5 სერია ეთმობა საქართველოს.
შოუს დადებითი გამოხმაურება მალევე მოჰყვა კორეულ ტელევიზიასა და პრესაში და ტურისტებმაც არ დააყოვნეს.  ზოგადად , კორეელ ახალგაზრდებს ახასიათებთ მათი საყვარელი მსახიობებისა და მომღერლების (  k pop  and k Drama Idols ) გაღმერთება, აქვთ საკმაოდ დიდი ფანკლუბებიც და გარდა ამისა, ცდილობენ მაქსიმალურად მიბაძონ მათ კუმირს, ჩაცმაში, დახურვაში, კვებასა თუ ჩვენთვის საინტერესო მოგზაურობაში.  მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო  სერიების გასვლიდან რამოდენიმე თვეში საქართველოში უფრო და უფრო გამოჩდნენ კორეელი ტურისტები და მათი რიცხვი მზარდია.  აქვე დავამატებ იმას რომ კორეული ტალღა  (Korean Wave (Hallyu) – The Rise of Korea’s Cultural Economy & Pop Culture )  საკმაოდ მზარდი და გავლენიანია და ამერიკამდეც წარმატებით მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით  2018 წელს  26 მილიონზე მეტი სამხრეთ   კორეის მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან ტურისტული მიზნით.  2019 წლის ორი თვის მონაცემებით კი  მათი რიცხვი თითქმის 6 მილიონია.   კორეის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწიულად  7  % ზრდას მოიაზრებს , რაც  საკმაოდ  დიდი ციფრია .
კორეელები ძირითადად მოგზაურობენ  ჩინეთის, ვიეტნამის და იაპონიის მიმართულებით , თუმცა ბოლო წლებში შესამჩნევად გაზრდილია მათი დაინტერესება ევროპული ქვეყნებით .   სტატისტიკა აქ
როგორ მოგზაურობენ  და სად მოიპოვებენ ინფორმაციას?   კორეელები არ იყენებენ ჩვენთვის ცნობილ    სოციალურ ქსელებს Google, Facebook, Instagram  თუმცა  აქვთ თავიანთი საძიებო სისტემა  NAVER portal   ( naver )  ,  ასევე ინსტაგრამის მსგავსი Kakao Story, რომელიც ძალიან პოპულარულია და არ არსებობს ბიზნესი რომელსაც თავისი გვერდი არ ჰქონდეს კაკაო სტორიზე.  სამოგზაურო მარშუტს  დაგეგმავდე ყველანაირი ინფომაციის ძიება სწორედ ამ გვერდებზე ხდება. ისინი ყოველთვის ნახულობენ  სურათებს   ამ ორ პლატფორმაზე , ამიტომაც თუ თქვეთვის საინტერესო ეს სეგმენტია და ბაზარი , აუცილებელია თქვენზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ამ გვერდებზე.
რაც შეეხება facebook  messenger , მისი   მსგავსია   Kakao Talk .
მოკლედ ასე, მოიძიეს თქვენზე ინფორმაცია,  ჩამოვიდნენ  საქართველოში და შეგვქმნა კიდევ ერთი პრობლემა - ენის ბარიერი.  არ ელოდოთ რომ მათი უმრავლესობა ინგლისურად ისაუბრებს . ახალგაზრდებსაც და საშუალო ასაკის ადამიანებსაც ინგლისურად საუბარი საკმაოდ უჭირთ ( პირადი გამოცდილება ) .    თუმცა აქ გვაქვს ერთი კარგი ამბავი, რამდენიმე წელია რაც თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს  აღმოსავლური ენების პროგრამა ,სადაც ისწავლება კორეული ენა და ძალიან წარმატებულად. გვყავს ძალიან კარგი სტუდენტები და იმედია  ნელ-ნელა მოხდება მათი ენის ცოდნის ტურიზმის სფეროში გამოყენება. თუმცა მანამ სანამ  ,  "დაიზრდებიან ალგეთსს ლეკვები "  რამდენიმე ფრაზას აქვე  დაგიწერთ კორეულად ,რაც დაგეხმარებათ პირველად და მარტივ კომუნიკაციაში.



გამარჯობა/  ნახვამდის  - 안녕하세요 ( An-nyeong-ha-se-yo)
როგორ ხარ? 잘 지내세요? (jal jinaeseyo? )
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა  - 반갑습니다 –  ( Ban-gap-sum-ni-da )
მადლობა  감사합니다   (Kam-sa-ham-ni-da)
სად არის ?  어디예요  ( o-di-ye-yo )
ვერ ვსაუბრობ კორეულად კარგად   한국말 잘 못해요  ( Han-guk-mal jal mot-hae-yo )

რათქმაუნდა ეს ბევრი არაფერი კი არა, წვეთის წვეთიც არ არის ზღვაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ბედნიერი კორეელის სახე რომელსაც  ბორჯომის პარკში გადავაწყდი გოგირდების გზაზე დაკარგულს და ასე ფრაზა ფრაზად ავუხსენი როგორ უნდა დაბრუნებულიყო სამშვიდობოს )))

არსებობს უამრავი კულტურული  სხვაობა ჩვენს შორს,  მაგალითად ნამზეური (ზაგარი) , რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ  , მათთვის კი ძალიან მიუღებელია და დაბალი სოციალური ფენის წარმომდგენლობას უკავშირდება. ეს კი  იმპერატორის კარისგან მოდის, საუკუნეების განმავლობაში თეთრი და ფითქინა კანი ითვლებოდა,  როგორც  მაღალი კლასისთვის დამახასიათებელი, ამიტომაც დღესაც უამრავ კორეელს ნახავთ, რომელიც " კეპკებით " და მრავალრიცხოვანი მზისდამცავი კრემებით მოგზაურობენ. არიან ძალიან ემოციურები,  ხმაურიანები,  გულღიები და ამასთანავე ზრდილობიანები. არასდროს შეადაროთ მათი კულტურა ან სამზარეულო იაპონურს. ამით მათ აგრესიას გამოიწვევთ, 1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული, თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა დომინირებს შიდა კორეულ პოლიტიკაში, როგორც რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.



სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით.


To be continued

No comments:

Post a Comment