January 16, 2014

როგორ შემიყვარდა კორეა


სანამ  ბლოგზე  მასალების  განთავსებას დავიწყებდე,  მინდა მოკლედ მოვყვე როგორ შემიყვარდა კორეის  კულტურა  ან სადაური სად წამიყვანა გზამ. ყოველთვის მომწონდნენ აზიური გარეგნობის ადამიანები,  განსაკუთრებით იაპონელები და კორეელები.  მიუხედავად იმისა რომ კორეის ისტორიასა და კულტურაზე წარმოდგენა არ მქონდა, დიდი პატივისცემით ვიყავი მათ მიმართ განმსჭვალული და სხვებივით  "ძაღლიჭამია აზიელებად "  არ ვთვლიდი. რამდენიმე წლის წინ საინტერესო  კორეულ ფილმს გადავაწყდი ერთ -ერთ საიტზე. გავიფიქრე : ვუყურებ თუ სიუჟეტი  დიდი ვერაფერი იქნება თვალს მაინც გავახარებ თქო. სიუჟეტი  კარგიც გამოდგა და სულისშმეძვრელიც.  ნელ-ნელა შევეპარე და ფილმების ყურება დავიწყე, შემდეგ კი    ერთ -ერთი ფილმის მთავარი გმირი  Hyun Bin (A Millionaire's First Love) იმდენად მომეწონა რომ , გადავწყვიტე მისი ყველა ფილმი მენახა.  ფილმები რომ ამოვწურე,  გავიფიქრე :  მოდი აბა ერთი სერიალსაც ვნახავ, დროს გავიყვან თქო.  დრო გავიყვანე კი არა თვალები ამოვითხარე ლამის ისე მოვთქვამდი და ვგულშემატკივრობდი გმირებს ( Secret Garden ჩემი პირველი კდრამა ). კორეულ სერიალებს კომპლექტში  მოჰყვებათ დაავადება ,  რომელსაც " მათზე დამოკიდებულება" ჰქვია. მიუხედავად იმისა რომ თავიდან ენაც ძალიან უცხო იყო ყურისთვის და  სახეებსაც ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან ,მინდოდა მეყურებინა და მეყურებინა . ერთ სერიალს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, ჟანრს ჟანრი და ასე გადავეშვი ისტორიულ დრამებში.  უკვე ვიცოდი როგორ იცვამდნენ კორეელები ჯოსონისა თუ გორიოს ეპოქაში, რატომ გაიყო   სახელმწიფო ორად,  ფილმების თუ სერიალის ყურებისას უკვე უცხო ჟღერადობა კი არა ნაცნობი სიტყვები ჩემესმოდა . გავიცანი მათი მუსიკაც , ცოტა ისტორიაც და ცოტა მხატვრობაც. . მიუხედავად იმისა რომ დღემდე არც ისე ბევრი  ვიცი ამ ხალხზე ,ვფიქრობ შემიძლია გავბედო და ქართველებს გავაცნო მათი კულტურა. მე თვითონაც სწავლის პროცესში ვარ.  ვსწავლობ სხვადასხვა სტატიებიდან, ვკითხულობ,ვთარგმნი , ვუყურებ,  ვუსმენ და ვეჩვევი. შეიძლება ერთ დღესაც ვინმეს დააინტერესოს რაიმე ამ ქვეყანაზე , დაგუგლოს ქართულად და ეს ბლოგიც იპოვნოს. კარგი იქნება თუ მათ რამეში დაეხმარებათ ჩემი და იმ ადამიანების მასალები , რომლებიც განთავსდება ბლოგზე.

4 comments:

  1. ძალიან დახვეწილი ბლოგია
    წარმატებები ავტორს :)

    ReplyDelete
  2. მეგონა ჩემ თავზე ვკითხულობდი :) ზუსტად ასე დამემართა მეც.მგონი უკვე ავადმყოფურად ვარ ყველაფერ კორეულზე შეყვარებული :D

    ReplyDelete
  3. Blogis yvela statia wavikitxe, iyo dzalian saintereso, feradi, emociuri da gamichina survili shevityo am xalxze ufro meti❤ dzalian kargad gadmocem satqmels bevrs vxalisob kitxvisas... madloba shen da ase gagrdzele 🤗 moutmenlad veli axal statiebs ❣❣

    ReplyDelete
  4. ძალიან საინტერესო სტატიები გაქვთ, რამდენიმე თვის წინ მეც აღმოვჩნდი კორეული ტალღის მორიგი "მსხვერპლი" �� ვფიქრობ, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს ამ ბლოგის შესახებ!!! წარმატებები❤

    ReplyDelete