February 17, 2014

კორეული სამზარეულო

                               

კორეული სამზარეულო ქართველებისთვის მეტნაკლებად უცნობია. შემიძლია თამამად გითხრათ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს არაფერი ემუქრებათ. კორეელები ძირითადად ზღვის პროდუქტებით, თევზეულობით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ფრინველის ხორცით იკვებებიან. რაც შეეხება საქონლის ხორცს, იგი იმდენად ძვირია რომ ასეთი ფუფუნების უფლებას ბევრი კორეელი ვერ აძლევს თავს. ბრინჯი კორეელისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორც ჩვენთვის პური. კორეაში პურის შემცვლელად სწორედ   ბრინჯი გვევლინება. ასევე ფართო პოპულარობით სარგებლობს რამენი.
ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული კერძის რეცეპტს, რომელიც ოჯახის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.

კიმჩი  -კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი


ერთ-ერთმა ქართველმა საუბრისას ასეთი რაღაც თქვა "დამწნილებული კომბოსტო რომ მეგრულ აჯიკაში ამოავლო ეგაა კიმჩიო" ვინაიდან კორეული კიმჩი არ მაქვს გასინჯული ჩემს მოსაზრებას ვერ გეტყვით, მხოლოდ რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები :
საშუალო ზომის  ჩინური კომბოსტი -1 ც
ვაშლი (გახეხილი) - 1-2 ს/კ
მწვანე ხახვი – 100გ
ნიორი – 4-5 კბილი
წითელი წიწაკა (დაფქული) – 1ს/კ
წითელი წიწაკა (ახალი) – 2ც
ჯანჯაფილი , კოჭა  (Ginger) – 1 ს/კ
მოხარშული ბრინჯი – 100გ
სტაფილო -1-2ც
ბოლოკი (თეთრი)
მარილი


1.კომბოსტო გავყოთ ოთხ ნაწილად და თითოეულ ფურცელს წავუსვათ მარილი, მოვათავსოთ კონტეინერში და გავაჩეროთ 4-8 საათის განმავლობაში. შემდეგ კი თითოეულ ფურცელს ჩამოვრეცხოთ მარილი.
2.ბლენდერში ჩავყაროთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, ვაშლი, ჯანჯაფილი და ავთქვიფოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ჯამში და დავამატოთ წითელი ახალი და დაფქული წიწკა, გრძლად დაჭრილი მწვანე ხახვი, დავახეხოთ ბოლოკი და სტაფილო, ბოლოს კი მოვაყაროთ მარილი.
3. კომბოსტოს ფურცლებს კარგად წავუსვათ მიღებული მასა და მოვათავსოთ კონტეინერში. (შეგვიძლია მოვასხათ ცოტა ადიღებული წყალი) კონტეინერს დავაფაროთ თავი და მოვათავსოთ მაცივარში ორი დღით.

Dakdoritang -닭도리탕- კორეული ცხარე სუფი, ქათმის ხორცით, კარტოფილით და უამრავი სუნელით. 



შემადგენლობა:

ინგრედიენტები 4 პორციისთვის.

ქათმის ხორცი - 8 ნაჭერი ( ქათმის მკერდი , ფილე ან ბარკალი )
კარტოფილი - 4 ცალი ( საშუალო ზომის )
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
„Kochujang“ ცხარე წიწაკის პასტა (სოუსი) – 2 ს/კ
„Kochukaru“ დაფქული წითელი წიწაკა – 2 ს/კ
სოიოს სოუსი - 2 ს/კ
შაქარი - 1 ს/კ
სეზამის ან ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ჯანჯაფილი (Ginger) – 1 ს/კ
წყალი - 2 ჭიქა
მარილი და პილპილი

მომზადება:

1.კარტოფილი, ხახვი და სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად 2. ყველა ინგრედიენტები ( გარდა მწვანე ხახვისა) მოვშუშოთ ერთად ნელ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. 3. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით 4. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.



Bulgogi -불고기- (პულგოგი) შეიძლება შედგებოდეს ძროხის, ქათმის ან ღორის გრილზე შემწვარი ხორცისგან. 2011 წლის CNN-ის გამოკითხვის თანახმად, ეს კერძი ყველაზე გემრიელ კერძთა შორის 23 ადგილზე იმყოფება.

შემადგენლობა:
ინგრედიენტები 4 პორციისთვის.
სოიოს სოუსი – 3 ს/კ
სეზამის ზეთი – 1 ს/კ
სეზამის მარცვლები – 1 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
შავი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე - 500 გრ
სტაფილო - 1 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ხახვი - 1/2 ცალი

მომზადება:

1.დიდ კონტეინერში ავურიოთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, სეზამის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ნიორი,შაქარი, მარილი და შავი წიწაკა. იგივე კონტეინერში ჩავალაგოთ წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე,სტაფილო, დაჭრილი ხახვი. შემდეგ კონტეინერს დავაფაროთ სახურავი და კარგად შევანჯღრიოთ. შევდგათ მაცივარში 2 ან 3 საათის განმავლობაში ( უკეთესია მთელი ღამით). 2. გავაცხელოთ გრილი. ამოვიღოთ ყველაფერი კონტეინერიდან და დავალაგოთ დიდ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ თავისივე წვენი და შევახვიოთ. 3. დავდოთ გაცხელებულ გრილზე და შევწვათ 15-20 წუთის განმავლობაში ან იმდენი ხნით რამდენსაც მოითხოვს..

გემრიელად მიირთვით :)



ინფორმაციისთვის დიდი მადლობა Korea.Ge  ადმინისტრაციას 

5 comments:

  1. ramenic daamate raa <3

    ReplyDelete
  2. სხვა მაგალითად ერთჯერადი სუპის რეცეპრი

    ReplyDelete
  3. kartofilis sawmels ra qvia

    ReplyDelete