October 1, 2014

Fly Up vs ქართველი ფანები

გასულ შაბათს , 27  სექტემბერს თბილისში, ივენთ ჰოლში კორეის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენა The Performers: Fly Up გაიმართა . წარმოდგენაში მონაწილებოდნენ მოცეკვავეები და მომღერლები : Gamblerz Crew , Animation Crew  , Season of Soul.

პირადად მე არც ერთი ჯგუფის შესახებ აქამდე გაგონილიც არ მქონდა, მაგრამ ამან არ შემაყოვნა და ივენთზე წასვლა გადავწყვიტე , რადგან რეკლამდებოდა რომ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ კორეული ტრადიცული მუსიკის წარმომადგენლებიც, კორეული  ტრადიცული მუსიკა კი ძალიან მიყვარს, მითუმეტეს როცა სინთეზშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

ფილარმონიის წინ იმაზე მეტ ხალხს მოეყარა თავი ვიდრე ველოდი.. ძირითადად სკოლის ასაკის მოსწავლეები იქნებოდნენ .. ჩემი მეგობრის მიერ უკვე დაკავებული ადგილის იმედი მქონდა და თამამად შევედი შენობაში.   ჩემი არ იყოს, სავარუადოდ არც ორგანიზატორები ელოდნენ ასეთ ანშლაგს , ამიტომაც  მგონი ფეხზე უფრო მეტი ხალხი იდგა, ვიდრე სკამებზე ისხდნენ.. სანამ შოუ დაიწყებოდა, შემოსასვლელში აღებული ფლაერის თვალიერება დავიწყე. როგორც ფალერიდან გავიგე წარმოდგენა  Fly Up  რიჩარდ ბახის თოლიას მიხედვით იყო დადგმული.. მათ უკვე მოევლოთ რიგი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და საქართველოს მერე აზერბაიჯანში მიემგზავრებოდნენ..
ცოტა ხანში წარმოდგენა უკვე დაიწყო და თან საკმაოდ ენერგიულად გაიხსნა...თუმცა ალბათ არასაკამრისი სცენის და დროის სიმცირის გამო მთლიანი წარმოდგენის ნაცვლად მხოლოდ მონაკვეთები ვნახეთ..

ბრეიქდანსერებმა   Gamblerz Crew -ის გოგონებმა და ბიჭებმა   სცენაზე მართლაც რომ შეუდარებელი ცეცხლი დაანთეს.  ეს ჯგუფი 2002 წელს ჩამოყალიბდა და მას მერე უამრავი ჯილდო აიღეს სხვადასხვა ფესტივალებზე .   მათ ენაცვლებოდა Animation Crew    ,კორეული ნიჭიერის  ფინალისტები     და ტრადიციული კორეული მუსიკის შემსრულბელი გოგონები  - Season of Soul. გოგონები ძალიან კარგად უკრავდნენ, თუმცა არ ვიცი მიკროფონის თუ ცუდი აკუსტიკის გამო ,მომღერლის ხმამ არა მარტო მე, ჩემს გვერდით მსხდომებსაც გვარიანად ატკინა ყურები..



მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც სამასი  კაცი იქნებოდა დარბაზში , ისეთი ემოციები იყო, ისეთი ტაში და  სარანგე , სარანგეს ძახილი რომ სამიათას კაციან კონცერტზე გეგონებოდათ თავი.  ამ ყველაფრის შემხედვარეს თავი reply  1997 მეგონა და ყველა კორეელი ფანი გამახსენდა. თუმცა  ქართველებმა ყველაფერი ხომ ზედმეტი ვიცით. აქაც გამოვიჩინეთ თავი. წარმოდგენის დასრულების შემდეგ  , გაიგეს რა "ფოტოების გადაღება შეგიძლიათო " ერთიანად იხუვლეს და მიაწყდნენ სცენას.
ეს ის შემთხვევა როცა წვრილთვალება ბიჭებზე გაგიჟებული გოგოები  უფრო მეტი იყო შეყრილი , ვიდრე რაიმე საინტერესოს მოლოდნში მყოფი საზოგადოება.

ამ წვრილმან მინუესბს თუ არ ჩავთვლით საერთო ჯამში წარმოდგენა შედგა. რისთვისაც მადლობა კორეის საელჩოს და ფრიუნის ბავშვებს, რომელებიც არასდროს არ იშურებენ ძალას მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისათვის.
 იმედია კიდევ ვიხილავთ კორეულ ჯგუფებს საქართველოში და იმედია იქამდე ჩვენი მაყურებელიც ისწავლის ქცევის კულტურას.



( ფოტოები :  korea.ge )

3 comments:

  1. ხო, სკოლის მოსწავლეების სიმრავლე მეც მომხვდა თვალთ :დდდდდ

    ReplyDelete
  2. წვრილფეხობა ინ ექშენ. მამენტ კარგია, მთავარია ქუჩაშ არ იდგნენ და მზესიუმზირას არ იფურთხებოდნენ :დ ნუ ისწავლიან ნელ-ნელა იმედი მაქვს

    ReplyDelete
  3. მიუხედავად ეპიკ მომენტებისა, საერთო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

    ReplyDelete