მაისის პირველ კვირას ,მთვარის კალენდრის მე-4 თვის მე-8 დღეს კორეაში და (მთელს მსოფლიოში ) ბუდას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ლოტოსის ფარნების ფესტივალი - ასე ეწოდება ერთ- ერთ ყველაზე ლამაზ ფესტივალს რომელიც ამ პერიოდში იმართება.
ბუდისტურ ტაძრებში მომლოცველები და ბერები ხელით ქმნიან ფარნებს და შემდგომ ცაში უშვებენ. ბუდისტური მოძღვრების თანახმად ანთებული ფარანი არის სიმბოლო ის სიბრძნის და სინათლის, რაც ბუდამ დაუტოვა ადამიანებს. ტარდება მსვლელობობები, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები .
ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიის დროიდან იღებს საათავეს. ფანრები სხვადასხვა სახისაა : ცხოველების, ადამიანების,წყალზე მოტივტივე და ა.შ.
წელს მთელს კორეაში ფესტივალი მოკრძალებული იყო სევოლის ტრაგედიის გამო.