January 19, 2014

რა მასწავლეს კდრამებმა


1. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ღარიბი ხარ, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ბოლო მოდელის ტელეფონი და არასდროს გეცვას ერთი და იგივე სამოსი.
2.უფრთხილდი ძმას, ბიძაშვილის, დეიდაშვილს,მამიდაშვილის, ახლო მეგობარს რადგან მათ აუცილებლად შეუყვარდებათ  ( ან უკვე უყვართ ) შენი რჩეული.

3.ოჰ, მანქანის დატრიალება გინდა? რა პრობლემაა. კორეაში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოატრიალო მანქანა და უპრობლემოდ განაგრძო გზა.
4. თუ სევდიანი ხარ და შენს შეყვარებულზე ფიქრობ , აუცილებლად გაისმება რაიმე სევდიანი მელოდია, რომელიც მონატრებას უფრო გაგიმძაფრებს.

5. ყველა დრამაში არსებობს ერთი ვილიანი. ძირითადად მთავარი გმირის დედა, მამა, ბაბუა  თან თუ მდიდარი ხარ, შენ შეგიძლია გიყვარდეს ყველა ამ გოგოს გარდა, ჰმმ, ამის გარდაც, ამის გარდა, აი ამის გარდაც და ა.შ.

6.ვინმე გირეკავს და არ გინდა უპასუხო? მარტო ტელეფონის გამორთვა როდი კმარა, სასწრაფოდ ამოიღე ტელეფონიდან ბატარეა.
7. ღარიბი ხარ? შესაბამისად ხარ ძალიან წესიერი, ამაყი, ზრდილობიანი , ანგელოზი.
8. თუ ცუდად გრძნობ თავს ,შეგიძლია შეეხეტო ნებისმიერ ადგილას და სოჯუ დალიო რომელიც სავარუაოდ 5 თეთრი უნდა ღირდეს იმდენს სვამენ. სახლში მისვლაზე არ იდარდო,ვინმე კეთილი ზურგზე მოგიგდებს და სახლამდე მიგიტანს. მერე მიხვდებით რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი და თუ რომელიმეს ბოლოში კიბო არ აღმოაჩნდება ერთადაც დაასრულებთ.
9.თუ ერთ დილითაც სკოლაში მუქარის წერილი დაგხვდა უპრობლემოდ შეგიძლია სახურავიდან გადმოხტე , დიდი ამბავი. ყველა მეხუთე სუიციდით ამთავრებს.
10. კოცნის დროს შეგიძლიათ თამამად ითამაშოთ გაშეშობანა. დაახლოებით ორ წუთი. რათქმაუნდა დაზუმებული კადრით და ემოციური მუსიკის ფონზე.
11. ყველა მდიდარმა აუცილებლად იცის რამდენიმე ენა. მათ შორის ინგლისურიც. უფრო სწორედ ჯინგლისური
12. ამერიკა - ქვეყანა სადაც შეგიძლია წახვიდე და ყველა პრობლემას თავი დააღწიო.
13.თუ ვინმეს ეძებ რა პრობლემაა. გადი სეულის ქუჩებში მისი სახელის ყვირილით და აუცილებლად მიაგნებ.
14..ჭამე რამენი .ვინც არ უნდა იყო და რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს .ეს ოქროს წესია.
15. გჭირდება ბიჭს დაემსგავსო რომ შენს კუმირთან ერთად საერთო საცხოვრებელში იცხოვრო? რა პრობლემაა , შეიჭერი თმა მოკლედ , აიკარი მკერდი და ეგაა.

16. ყველა გოგო ჭამს იმას რაც უნდა . იმდენს რამდენსაც უნდა და მაშინ როცა უნდა.ოღონდ არავინ სუქდება. ბიჭები კი გიჟდებიან როცა გოგო ჭამით სკდება.
17.თუკი მდიდარი მემკვიდრე ხან ან ბიზნესმენი და ვინმე გიყვარდება,მოექეცი ისე როგორც საძულვევლ ადამიანს და იგი მიხვდება შენს ნამდვილ გრძნობებს. არამარტო მიხვდება შეუყვარდები კიდეც.

გაგრძელება აუცილებლად იქნება

9 comments:

  1. ბიჭი ყოველთვის სისუფთავის მოყვარული და კარგი მზარეულია გოგო კი პირიქით :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. მართალია :დ შემდეგ გაგრძელებაში დავამატებ :დ

      Delete
  2. :დდ ჭეშმარიტება

    ReplyDelete
  3. კორეული დრამებიდან ესთეთიკას სწავლობს ადამიანი და ხშირად ყოფა–ქცევასაც. :)

    ReplyDelete
  4. კარაოკეე, კორეელების სუსტი წერტილი :)))

    ReplyDelete
  5. აუურა მაგრად ვიცინე :დდდდ

    ReplyDelete
  6. :D :D კარგი იყო.მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვი მე ის ვისწავლე რომ ამერიკელებისგან განსხვავებით კორეელებისთვის კოცნა ისეთი სერიოზული რამეა რომ ლამის ქორწილამდე არ კოცნიან ერთმანეთს :) ანუ ყველა პირველივე შემხვედრს და პირველივე შეხვედრაზე ;)

    ReplyDelete
  7. ძალიან მომეწონა :)))))

    ReplyDelete
  8. ძაან ვიხალისე😂😂არის ამაში სიმართლის მარცვალი😊

    ReplyDelete