January 22, 2014
კორეული პოეზია
სიჯო არის კორეული ლირიკული პოეზიის ჟანრი. თავდაპირველად მას მანგა (მოკლე სიმღერა ) ეწოდებოდა. იგი ძველია იაპონურ ჰაიკუზე და ენათესავება მას. პირველად სიჯო გორიოს ეპოქაში ჩამოყალიბდა, ჯოსონის ერაში კი დაიხვეწა. გადმოიცემოდა სიმღერის სახით . თითოეული სტრიქონი შეიცავს 14-16 იეროგლიფს. სიჯოს ბევრი ნიმუში უავტოროდაა მოღწეული დღემდე. ჯოსონის ეპოქაში ცხოვრობდა სიჯოს ცნობილი ავტორი იყო იუნ სონდო. (1587–1671)
შემოგთავაზებთ სიჯოს რამდენიმე ნიმუშს :
"ჩემი სხეული დაჭკნობის შემდეგ, გარდაქმნილიყო იქნება მერცხლად.
ავაშენებდი ტოტებით ბუდეს, ჭერქვეშ სატრფოსი. დაბინდებისას
ავფრინდებოდი ცაში სრიალით და იმის მხარეს ნაზად ვიფრენდი"
( უცნობი ავტორი დაახლ. მეცამეტე საუკუნე )
მდინარე და ქვა.ბამბუკი და ფიჭვი. აი ჩემი მეგობრები.
მთვარის ამოსვლისას კი ორმაგად ვბედნიერდები.
დამიჯერე, აღარავინაა მეტი საჭირო ..
(იუნ სონდო)
სად დნებიან თოვლის ფიფქები? სად იკრიბებიან საავდრო შავი ღრუბლები?
სად ყვავილობენ გაზაფხულზე ყვავილები?
ჩამავალი მზის შუქში დაკარგული მარტოსული..
არსაით არ მაქვს წასასვლელი.
(იუნ სონდო)
თარგმანი : მარი თინაშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
რა კარგია, რა ძალაა აქვს. საოცრებაა. გაოგნებული ვარ.
ReplyDeleteმადლობაააა
მადლობა რომ მოგწონთ :)
DeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან საინტერესოა, :) შეგიძლიათ ასევე თანამერდოვე კორეულ ლიტერატურაზეც ისაუბროთ?, ძალიან მაინტერესებს, თუ აქვთ მაგალითად კარგი წასაკითხი თანამედორევე რომანები თუნდაც,:)
ReplyDelete