Showing posts with label კორეის ისტორია. Show all posts
Showing posts with label კორეის ისტორია. Show all posts

April 2, 2019

კაკაო, აჯუმა და კორეული ჰალუ საქართველოში


 - ჭაჭა რა არის ? - მეკითხება გამომცდელად.
-ჭაჭა წააგავს  სოჯუს, თუმცა ყურძნისგან მზადდება და უფრო ძლიერია - ვეუბნები და  მზისგან დამცავ კრემს ვუწვდი.

**********

2017  წელს  კორეულ ტელეარხარ  MBC TV -ზე საინტერესო  სამოგაზურო სერიალი დაიწყო - " ჯადოქარი არსაიდან "    Wizard of Nowhere (오지의 마법사).     შოუს მონაწილე ცნობილი მსახიობები და  და მომღერლები, ზურგზე ჩანთით   მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში,  მათ შორის კი  5 სერია ეთმობა საქართველოს.
შოუს დადებითი გამოხმაურება მალევე მოჰყვა კორეულ ტელევიზიასა და პრესაში და ტურისტებმაც არ დააყოვნეს.  ზოგადად , კორეელ ახალგაზრდებს ახასიათებთ მათი საყვარელი მსახიობებისა და მომღერლების (  k pop  and k Drama Idols ) გაღმერთება, აქვთ საკმაოდ დიდი ფანკლუბებიც და გარდა ამისა, ცდილობენ მაქსიმალურად მიბაძონ მათ კუმირს, ჩაცმაში, დახურვაში, კვებასა თუ ჩვენთვის საინტერესო მოგზაურობაში.  მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო  სერიების გასვლიდან რამოდენიმე თვეში საქართველოში უფრო და უფრო გამოჩდნენ კორეელი ტურისტები და მათი რიცხვი მზარდია.  აქვე დავამატებ იმას რომ კორეული ტალღა  (Korean Wave (Hallyu) – The Rise of Korea’s Cultural Economy & Pop Culture )  საკმაოდ მზარდი და გავლენიანია და ამერიკამდეც წარმატებით მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით  2018 წელს  26 მილიონზე მეტი სამხრეთ   კორეის მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან ტურისტული მიზნით.  2019 წლის ორი თვის მონაცემებით კი  მათი რიცხვი თითქმის 6 მილიონია.   კორეის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწიულად  7  % ზრდას მოიაზრებს , რაც  საკმაოდ  დიდი ციფრია .
კორეელები ძირითადად მოგზაურობენ  ჩინეთის, ვიეტნამის და იაპონიის მიმართულებით , თუმცა ბოლო წლებში შესამჩნევად გაზრდილია მათი დაინტერესება ევროპული ქვეყნებით .   სტატისტიკა აქ
როგორ მოგზაურობენ  და სად მოიპოვებენ ინფორმაციას?   კორეელები არ იყენებენ ჩვენთვის ცნობილ    სოციალურ ქსელებს Google, Facebook, Instagram  თუმცა  აქვთ თავიანთი საძიებო სისტემა  NAVER portal   ( naver )  ,  ასევე ინსტაგრამის მსგავსი Kakao Story, რომელიც ძალიან პოპულარულია და არ არსებობს ბიზნესი რომელსაც თავისი გვერდი არ ჰქონდეს კაკაო სტორიზე.  სამოგზაურო მარშუტს  დაგეგმავდე ყველანაირი ინფომაციის ძიება სწორედ ამ გვერდებზე ხდება. ისინი ყოველთვის ნახულობენ  სურათებს   ამ ორ პლატფორმაზე , ამიტომაც თუ თქვეთვის საინტერესო ეს სეგმენტია და ბაზარი , აუცილებელია თქვენზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ამ გვერდებზე.
რაც შეეხება facebook  messenger , მისი   მსგავსია   Kakao Talk .
მოკლედ ასე, მოიძიეს თქვენზე ინფორმაცია,  ჩამოვიდნენ  საქართველოში და შეგვქმნა კიდევ ერთი პრობლემა - ენის ბარიერი.  არ ელოდოთ რომ მათი უმრავლესობა ინგლისურად ისაუბრებს . ახალგაზრდებსაც და საშუალო ასაკის ადამიანებსაც ინგლისურად საუბარი საკმაოდ უჭირთ ( პირადი გამოცდილება ) .    თუმცა აქ გვაქვს ერთი კარგი ამბავი, რამდენიმე წელია რაც თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს  აღმოსავლური ენების პროგრამა ,სადაც ისწავლება კორეული ენა და ძალიან წარმატებულად. გვყავს ძალიან კარგი სტუდენტები და იმედია  ნელ-ნელა მოხდება მათი ენის ცოდნის ტურიზმის სფეროში გამოყენება. თუმცა მანამ სანამ  ,  "დაიზრდებიან ალგეთსს ლეკვები "  რამდენიმე ფრაზას აქვე  დაგიწერთ კორეულად ,რაც დაგეხმარებათ პირველად და მარტივ კომუნიკაციაში.



გამარჯობა/  ნახვამდის  - 안녕하세요 ( An-nyeong-ha-se-yo)
როგორ ხარ? 잘 지내세요? (jal jinaeseyo? )
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა  - 반갑습니다 –  ( Ban-gap-sum-ni-da )
მადლობა  감사합니다   (Kam-sa-ham-ni-da)
სად არის ?  어디예요  ( o-di-ye-yo )
ვერ ვსაუბრობ კორეულად კარგად   한국말 잘 못해요  ( Han-guk-mal jal mot-hae-yo )

რათქმაუნდა ეს ბევრი არაფერი კი არა, წვეთის წვეთიც არ არის ზღვაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ბედნიერი კორეელის სახე რომელსაც  ბორჯომის პარკში გადავაწყდი გოგირდების გზაზე დაკარგულს და ასე ფრაზა ფრაზად ავუხსენი როგორ უნდა დაბრუნებულიყო სამშვიდობოს )))

არსებობს უამრავი კულტურული  სხვაობა ჩვენს შორს,  მაგალითად ნამზეური (ზაგარი) , რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ  , მათთვის კი ძალიან მიუღებელია და დაბალი სოციალური ფენის წარმომდგენლობას უკავშირდება. ეს კი  იმპერატორის კარისგან მოდის, საუკუნეების განმავლობაში თეთრი და ფითქინა კანი ითვლებოდა,  როგორც  მაღალი კლასისთვის დამახასიათებელი, ამიტომაც დღესაც უამრავ კორეელს ნახავთ, რომელიც " კეპკებით " და მრავალრიცხოვანი მზისდამცავი კრემებით მოგზაურობენ. არიან ძალიან ემოციურები,  ხმაურიანები,  გულღიები და ამასთანავე ზრდილობიანები. არასდროს შეადაროთ მათი კულტურა ან სამზარეულო იაპონურს. ამით მათ აგრესიას გამოიწვევთ, 1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული, თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა დომინირებს შიდა კორეულ პოლიტიკაში, როგორც რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.



სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით.


To be continued

November 24, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი მეორე )



" იმპერატორის მეუღლის " პირველ ნაწილში უკვე მოგიყევით გორიოს მეფის ჩანგ იოს ( ვან იუს ) ნამდვილი პიროვნების შესახებ , რომელიც არც ისეთი კეთილშობილი რაინდი ბრძანდებოდა როგორც სერიალში ჩანს.  ასევე დავწერეთ დედოფალი კის შესახებ. დღეს კი მაყურებლებისთვის საინტერესო მომდევნო სამ პერსონაჟს მიმოვიხილავთ : იუანის იმპერატორი  ტოგონ თემური ,  პირველი მინისტრი ბაიანი და მრჩეველი ტალტალი ( სინმდვილეში ტოგტო , ტოგტოჰა ).

იმპერატორი ტოგონ თემური  ( 25 მაისი 1320 -23 მაისი 1370. იცოცხლა მხოლოდ 50 წელი )  იუანის იმპერიის  უკანაკსნელი იმპერატორი იყო   (რა დროსაც როგორც კორეა, ასევე მთელი ჩინეთი მის საზღვრებში შედიოდა ).1368 წელს მონღოლები საბოლოოდ განდევნეს ჩინეთიდან.
                                     (ნამდვილი იპერატორი ტოგონ თემური)


                             (დიდებული შესრულება მსახიობ ჯი ჩანგ ვუკის მიერ)
ტოგონ თემური ხაშილას ოჯახში დაიბადა. მამამისის ,  ხანის გადარაცვალების შემდეგ  ის სასწრაფოდ იქნა განდევნილი სამეფო ოჯახიდან  კორეაში, რომ არ შეექმნა დაბრკოლება მისი ძმის  - ტუგ თემურის გაიმპერატორებისთვის. 1332 წელს როცა ტუგ-თემური გარდაიცვალა , მისმა ქვრივმა   ხათუნ ბუდაშირმა  გვერდი აუარა ქმრის თხოვნას და შვილის სამეფო ტატხზე აყვანის ნაცვლად მოიწვია ,ტოგონ თემურის ნახევარ ძმა. თუმცა ისიც მალევე გარდაიცვალა და ტახტის კანდიდატი ტოგონ თემურიღა დარჩა.  მის გაიმპერატორობას სასტიკად უშლიდა ხელს  რეგენტი ელ თემური. (რომელიც იყო იუანის დროებითი მმართველი იმპერატორის სრულწოვანებამდე ) იგი იყო ეჭვმიტანილი ხან ხაშილას სიკვდილში და როგორც ისტორია გადმოგვცემს ეშინოდა შურისძიების ..

                                          (ბუდაშირი მსახიობი კიმ სი ჰიონგი )

                                              (ელ ტემური მსახიობი ჯუნ გუკ ჰვანი )
რეგენტს ასევე  ტახტზე საკუთარი შვილის -ელ ტეგუსას აყვანა სურდა, თუმცა ბუდაშირი ხათუნმა საკმაო წინააღმდეგობა გაუწია ელ თემურის სურვილს.  საბოლოოდ ელ თემურმა მოახერხა და იმპერატორად კურთხევა ნახევარი წლით გადაავადა, ამ პერიოდში ის გარდაიცვალა კიდეც და  13 წლის ტოგონ ტემური  1333 წელს  ტახტზე ავიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით ხათუნ ბუდაშირი  წამყვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე და იმპერიას ის მართავდა.
ტოგონ თემური გადატაცებული იყო ნადირობით, სექსუალური განათლებით და სხვადასხავა მანქანა დანადგარების დაგეგმარებით..მისი მმართველობის პერიოდში
სახელმწიფოს მართავდნენ კანცლერები და მინისტრები.   (შემდეგში კი მისი მეუღლე კი ) .მათგან ყველაზე მეტად კი პირველი კანცლერი ბაიანი და მისი ძმისშვილი ტოგტო.
ბაიანი ახალგაზრდა იმპერატორს მალევე ჩაუდგა ოპოზიციაში . გაატარა რეფორმები რომლის მიხედვითაც აღარ იყო გამოცდის ჩაბარება საჭირო  სახელმწიფო პოსტების დასაკავებლად, ასევე დახურა  ხანლინის  აკადემია. ამ ყველაფერს დაემატა სამეფო კარის ინტრიგებიც. ბაიანს ახასიათებდნენ როგორც მონღოლური ტრადიციების დიდ დამცველს.. იგი ვერ ეგუებოდა საშიშროებას რომ კორეელი ქალი გახდებოდა მთელი იუანის დედოფალი ,ამიტომაც მან  იმპერატორს დაჟინებული თხოვნით ცოლად შერთო თავისი მოგვარე და ნათესავი ბაიან ქულთუღი. ამ პერიოდში იმპერატორისთვის იგი უკვე მეორე ცოლი იყო. პირველი ცოლი გახლდათ თენაშირი ,თუმცა მისი ოჯახი დადანაშულებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას ტიტული ჩამოართვეს.    
დედოფალი კი ხშირად ჩიოდა იმპერატორთან ბაიანზე, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია და როგორც ამბობენ,  იმპერატორის ბრძანებით მისმა ძმისშვილიმა ტოგტომ  ,ბაიანი მოკლა.          
(ბაიანი მსახიობი კიმ იონგ ჰო )
ტოგტომ ბაიანის პოზიცია დაიკავა საიმპერატორო კარზე. იგი ცნობილი იყო როგორ დიდი საზოგადო მოღვაწე, ისტორიოგრაფი და მრჩეველი.  მის სახელს უკავშირდება ლიაოს  , ჯინის და სონგის დინასტიების შესახებ ისტორიული ფაქტების მოძიება და სრული ისტორიული ქნროლოგიის აღწერა . მან ბაიანის მიერ დახურული აკადემია კვლავ გახსნა, გამოცდები კი ისევ აღადგინა.  . ტოგტო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწავლული იყო. მის სახელს უკავშირდება ასევე 1350 წელს ახალი ქაღალდის ფულის დაბეჭდვაც და გადასახადების შემცირება. ხალხში ტოგტო დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა.

                                             (ტოგოტა (ტალტალი ) მსახიობი ჯინ ი ჰანი )
ტოგტოს ქონდა დიდი პროექტი რომელიც იონდგინის მდინარის კალაპოტის ცვლილებას ისახავდა.  ეს დაეხმარებოდა სატახტო ქალაქს მძიმე ტვირტების გადაზიდვისგან განსათავისუფლებლად , ამ პერიოდში იუანის დინასტიას მოედო ჭირი და დაიწყო შიმშილობა.. ყველაფერ ამის ფონზე არ დააყოვნა აჯანყებებმაც. 1351 წელს იფეთქა "წითელ ჩალმიანთა" აჯანყებებმა და ტოგტო გაგზავნილ იქნა მათ ჩასახშობად.  მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე და ეს აჯანყებაც მთალინად ჩაახშო.
ამ დროს საიმპერატორო კარზე გრძელდებოდა ინტრიგების მთელი სერია და ტოგტოს ყოფილმა პროტეჟემ , აუშირიდარას დედამ  ,დოდოფალმა კიმ ტოგტოს ცილი დასწამა კორუფციაში და დაარწმუნა იმპერატორი მისთვის ტიტულები ჩამოერთვა.
(დედოფალი კი მსახიობი ჰა ჯი ვუნი )

 1354 წლის ბრძანებულებით ტოგტო განდევნილ იქნა სამეფო კარიდან ჩამოერთვა ყველა ტიტული . მან შეასრულა იმპერატორის ეს ბრძანება და წასვლის წინ უბრძანა თავის ჯარისკაცებს, რომ მათ თავიანთი ახალი მეთაურისთვის რომელიც მის შემდეგ მოვიდოდა პატივი ეცათ და ეერთგულათ.  ტოგტოს მებრძოლებს მეთაური ძალიან უყვარდათ ამიტომაც მათ უარი განაცხადეს მის გარეშე ბრძოლაზე და დაიშალნენ.
 სანამ იგი გადასახლებული იყო იუნანში  მოწამლულ იქნა ასასინების მიერ  1355 წელს ( ზოგი საისტორიო წყაროს მიხედვით  : საიმპერატორო  კარის ბრძანებით ).
ტოგტოს გარდაცვალების შემდეგ არავინ იყო ვინც უხელმძღვანელებდა ჯარს ახალ აჯანყების "თეთრი ლოტოსის " წინააღმდეგ.  გარდა ამისა საიმპერატორო კარი ძალაუფლებისთვის  ბრძოლაში იყო ჩაფლული. მებრძოლები ბრძოლას ბრძოლაზე აგებდნენ.  1368 წელს აჯანყებულები პეკინს (იუანის იმდროინდელ დედაქალაქს ) მიადგნენ და ტოგონ ტემური იძულებული გახდა ჩრდილოეთით ქალაქ შანდუში დაეხია. პეკინში კი ჩინელი აჯანყებულები შეიჭრნენ. მალევე ქალაქი მინის დინასტიის ნავსაყუდელი გახდა.
ამ პერიოდში ტოგტოს მომხრეები უფრო ბევრი გამოჩნდნენ ვიდრე მოწინააღმდეგები და მისი სახელი რეაბილიტრებულ იქნა  1362 წელს.
მალევე შანდუს აჯანყებულები კვლავ მიადგნენ და იმპერატორი ტოგონ ტემური უფრო ჩრდლოეთით დაიწია. სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები 1370 წელს იგი გარდაიცვალა კიდეც .მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აუშირიდარა , ტოგონ ტემურის და დედოფალი კის შვილი  ავიდა  .

აი , ასეთი იყო ნამდვილი ისტორია ყველასთვის საყვარელი სერიალის.


May 21, 2014

ლოტოსის ფარნების ფესტივალი

მაისის პირველ კვირას ,მთვარის კალენდრის მე-4 თვის მე-8 დღეს კორეაში და (მთელს მსოფლიოში )  ბუდას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ლოტოსის ფარნების ფესტივალი - ასე ეწოდება ერთ- ერთ ყველაზე ლამაზ ფესტივალს რომელიც ამ პერიოდში იმართება.

 ბუდისტურ ტაძრებში მომლოცველები და ბერები ხელით ქმნიან ფარნებს და შემდგომ ცაში უშვებენ.  ბუდისტური მოძღვრების თანახმად ანთებული ფარანი არის სიმბოლო ის სიბრძნის და სინათლის, რაც ბუდამ დაუტოვა ადამიანებს. ტარდება მსვლელობობები, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები .

 ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიის დროიდან იღებს საათავეს. ფანრები სხვადასხვა სახისაა : ცხოველების, ადამიანების,წყალზე მოტივტივე და ა.შ.

 წელს მთელს კორეაში ფესტივალი მოკრძალებული იყო სევოლის ტრაგედიის გამო.

March 31, 2014

სიკვდილით დასჯა სამხრეთ კორეაში



სიკდილით დასჯა სასჯელის ეს უმაღლესი ფორმა სამხრეთ კორეაში გაგიკვირდებათ და  ისევ მოქმედებს. ყველაზე ბოლოს ეს განაჩენი 2009 წელს გამოუტანეს 10 ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, თუმცა იგი სისრულეში ჯერ არ მოუყვანიათ.ბოლოს განაჩენი შესრულებულ იქნა 1997 წელს, როცა 23 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ( მათ შორის მცირეწლოვანთა გაუპატიურებაში და მკვლელობაში ბრალდებულები ) . 2013 წლისთვის 60 ადამიანი ელოდება განაჩენის აღსრულებას. ამ თემაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
სიკვდილით დასჯა კორეაში ჯოსონის პერიოდიდან არსებობდა (1392-1897 ). დასჯის მეთოდები იყო შხამი ,ჩამოხჩობა, დანაწევრება. სხეულის გაგლეჯვა ცხენების ან ბოძების დახმარებით. ბოძებზე თოკებით ამაგრედნენ ადამიანს, ხელებიდან და ფეხებით და ნელ-ნელა თოკებს ჭიმავდნენ.
სიკვდილით სჯიდნენ სახელმწიფო მოღალატეებს, მკვლელებს, ქურდებს. თუმცა ზოგჯერ ქურდებს მხოლოდ ხელს აჭრიდნენ.
თანამედრო ისტორიაში პირველი  სასიკვდილო განაჩენი გამოტანილ იქნა 1895 წ. 25 მარტს იაპონიის უზენაესი ტრიბუნალის მიერ და ეყდრნობოდა იაპონიის იმპერიის კონსტიტუციას ( ამ პერიოდში კორეა ოკუპირებული აქვს იაპონიას და მისი კანონები მოქმედებს ქვეყანაში. )
სიკვდილით დასჯილ იქცა, ცნობილი გლეხთა რევოლუციური მოძრაობის ლიდერი გენერალი მუნგ ბინი.
18 წლამდე ასაკის პირთა სიკვდილით დასჯა კანონით აკრძალულია.
ბოლო პერიოდია ამ თემაზე სერიოზული დებატებია გამართული. მასობრივი საზოგადოებრივი საშუალებებით ხდება  საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა. იღებენ ფილმებს სიკვდილმისჯილთა შესახებ, ანახებენ მათ დადებით მხარეებს.
პირადად მეც მინახავს ბევრი ასეთი ფილმი  ( Harmony , Miracle in Cell No. 7 ,Our Happy Time) და განმიცდია კიდეც , სტატიის მომზადებისას გადავწყდი ინფოს როგორ გამოუტანეს სასჯელი დაჯგუფებას რომლებიც მდიდარ ადამიანებს ხოცავდა და მათი ხორცით იკვებებოდა და ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში ჩავვარდი. თუმცა მაინც მგონია რომ ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

March 17, 2014

아리랑 არირანგ



არირანგი კორეული ხალხური სიმღერაა. ხშირად მას კორეის არაოფიციალურ ჰიმნსაც უწოდებენ. ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია არსებობს, როგორც სამხრეთ , ისე ჩრდილო კორეული. ტარდება  მისი  სახელობის ფესტივალები და ა.შ.  2012 წელს იუნესკომ "არირანგი "არამატერიაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ჩრდილო კორეაში იკრძალება ამ სიმღერის არანჟირება, სამხრეთ კი შევხვდებით მის გათანამედროვებულ ვარიანტს.ამიტომაც, შეიძლება ითქვას რომ არირანგი პირვანდელი სახით ჩრდილო კორეამ შემოიანახა.

სიმღერა ძალიან სევდიანია. სიტყვა  "არირანგის " ეტიმოლოგია დღემდე უცნობია.  არსებობს ვერსია რომ ჯოსონის დინასტიის პერდიოში  იგი  აღნიშნავდა იმ გზას რომლითაც  მოქალაქეები სეულიდან განგსანის პროვინციაში მიემგზავრებოდნენ.
"არირანგის უღელტეხილი "-ეს იყო  გამოგონილი შეხვედრების ადგილი შეყვარებულთათვის , ოცნების ქვეყანა. თუმცა არსებობს ნამდვილი უღელტეხილი სახელად "არირანის გოგაე ".
                 ( კორეელი მოციგურავე მსოფლიოს ჩემპიონი იუნა კიმი და არირანგი)

გმირი  ვისზეც  სიმღერა მოგვითხრობს  ულმაზესი ქალწული  იყო  , რომელიც  მოკლა მასზე ცალმხრივად შეყვარეულმა მამაკაცმა. დროთა განვმავლობაში ეს ტრაგიკული ისტორია ყველამ მიივიწყა  და სიმღერა ქალის ცალმხრივი სიყვარულის ისტორიად ჩამოყალიბდა. მელოდია არის ძალიან ტკბილი და მომხიბვლელი.
არის მესამე ისტორიაც რომელიც ამ სიმღერას უკავშირდება. იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციის შემდეგ, უკანასკნელი  კორეელი პრინცესა
იძულებით გაგზავნეს იაპონიაში და იქ გაათხოვეს . ხალხი   სევდიან სიმღერას უმღეროდა პრინცესას რომელიც არირანგის ერ-ერთ ვერსიად იქცა.. სიმღერაში გვხდება პატრიოტული სტროფები.

სიმღერის პირვანდელი ტექსტი  დაახლოებით ასე ითარგმნება ქართულად
:
არირანგ, არირანგ, არირანგ
ძვირფასო ჩემო გადაწყვიტე ამ გზით წასვლა
მარტო დამტოვე, წასვლა არჩიე.
მაგრამ ძვირფასო ათ მილსაც ვერ გაივლი მარტო
აგტკივდა ისევ ფეხები..



March 11, 2014

მე დავბრუნდები ალუბლების აყვავებამდე



შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული სიჯოს თარგმანს .

***

განშორებისას ჩემმა სატრფომ სახელოზე ხელი წამავლო და წამჩურჩულა :
მე დავბრუნდები, შენს ფანჯრებთან  ალუბლების აყვავებამდე.
ყვავილები უკვე დაცვივდნენ.. და ხეებიც შეიმოსნენ თოთო ფოთლებით.
მე კი მისგან  არაფერი აღარ მსმენია.

(უცნობი ავტორი )

როცა ყვავილები ყვავიან , მე ვფიქრობ მთვარეზე.
როცა მთვარე ანათებს , მე ვფიქრობ ღვინოზე.
როცა ყვავილები ყვავიან, მთვარე ანათებს და ღვინოც მაქვს -
მე ვფიქრობ მეგობარზე...
ჩამოვსხდებოდით მე და ჩემი მეგობარი მთვარის შუქზე,
ყვავილებთან და მთელი ღამე
ღვინოს დავლევდით.

( იონ ჩონგჰბო 1693-1766)

**

ამ მთაზე მყოფმა უკალენდროდ , როგორ გითხრა
წელიწადის რომელი დროა?
როცა ყვავილები ყვავიან -გაზაფხულია..
როცა ფოთლები ცვივა- შემოდგომაა..
როცა ბავშვები ძველ ტანსაცმელს ძებნას უწყებენ- ეს ზამთარია..

(უცნობი ავტორი )


თარგმანი - მარი თინაშვილი

February 26, 2014

ქართული მოგზაურობა ჩრდილო კორეაში






2007 წელს იორდანიაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ტურისტული ვიზით და, რა თქმა უნდა, მკაცრად გაწერილი ტურისტული გრაფიკით. ჩვენს გადაადგილებაზე პალესტინელი სალიმი ზრუნავდა, თავისი მინიბუსით. სალიმი ნამდვილი არაბი იყო - ნაღდი, ხასიათით და ყველაფრით, მხიარული და კომუნიკაბელური. საინტერესო მოსაუბრე იყო და ამიტომაც, როცა ჩვენი ჯგუფი ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის ისტორიას ადგილობრივი გიდისგან ისმენდა, მე მანქანაში ვბრუნდებოდი და სალიმი არაბული სამყაროს ამბებს მიყვებოდა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გამიმხილა, რომ იორდანიაში ყოველი მეორე ადამიანი აგენტია და საკმარისია, რამე წამოგცდეს, იმ წამს აგიყვანენ. როცა სალიმმა ეს ამბავი გამიმხილა, მანქანაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით. ამიტომაც ჩავთვალე, რომ სალიმი აგენტი იყო და არაფერი აღარ მიკითხავს. მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გამეგო: შიდა აგენტურა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იორდანიამ გამოიყენა და ყველაზე მეტი აგენტიც ამ სამეფოს ჰყავს. მართალია, ამბავი დაუზუსტებელი იყო, მაგრამ მე მაინც ასე მეგონა. მეგონა იქამდე, სანამ ერთ დღეს, ფხენიანის სასტუმროში რამდენიმე სამხედრო პირი არ მომადგა და კატეგორიულად მომთხოვა, ის წინდები მიმეცა მათთვის, რომელზეც ამერიკის დროშა იყო ამოქარგული.
იმ ღამეს ვერაფრით მივხვდი, საიდან იცოდა ჩემი წინდების შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვამ თუ უშიშროებამ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ტურისტულ მარშრუტს ზედმიწევნით მივდევდი, დავიხარე, ჩაჩაჩული წინდის ამოსაჩაჩად და როდესაც წამოვდექი, დავინახე, თუ როგორ მიყურებდა რამდენიმე ჩრდილოკორეული თვალი და როგორ აკვირდებოდა ჩემს ყველა მოძრაობას.


ის, თუ როგორ და რატომ მოვხვდი ჩრდილოეთ კორეაში, ამ, ჩემი აზრით, საინტერესო ამბის ყველაზე უინტერესო ნაწილია. ამიტომაც პრელუდიების მოყოლას აღარ შევუდგები, პირდაპირ ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენიდან დავიწყებ.
ჩემი ფიზიონომიისა და ნივთების დეტალური შესწავლის შემდეგ მობილური ჩამომართვეს და მის ნაცვლად ბრინჯის ქაღალდზე დაწერილი ქვითარი მომცეს - უკან გამომგზავრების წინ მობილური ამ ქვითრის წყალობით უნდა დამებრუნებინა. დარწმუნებული ვიყავი, კონფისკატებს შორის ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერაც მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. გამიხარდა.
მობილურის კონფისკაცია დიდად არ მწყენია - იქ არავითარი როუმინგი არ მოქმედებს; არავის ხელში მობილური არ მინახავს. თუმცა, როგორც შემდეგ შევიტყვე, ფიჭური ქსელი არსებობს, ოღონდ მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება და მას მხოლოდ მაღალჩინოსნები იყენებენ.
აეროპორტის ბიუროკრატიული პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც ტურისტს, გიდი მომამაგრეს, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სურვილი არ მქონია, გიდი ამეყვანა. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩემი სურვილით ვერაფერს გავაკეთებდი - ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მათ უნდოდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა - ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული, ახლობლებს ვერაფრით ვაჯერებდი, რომ მართლა ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი, ვერაფრით ვამტკიცებდი, არც ერთი ნივთი, ფოტო, სუვენირი... არაფერი იქედან არ წამომიღია, გარდა შოკისა.
შოკის აკიდება კი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან ადვილია, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი შოკისმომგვრელია: ანტიამერიკული ბილბორდები, ცარიელი ქუჩები, დაუმთავრებელი შენობები, უზარმაზარი ძეგლები, უამრავი სამხედრო მოსამსახურე და, უბრალოდ, ადამიანები... ეს ქვეყანა ჯერ კიდევ პოსტკორეული ომის პერიოდშია ჩარჩენილი, რომელიც 1953 წელს დასრულდა. ხელისუფლებისგან გამუდმებით ისმის განგაში, რომ მათ სანაპიროებს ამერიკული ავიამზიდები მიადგნენ, ან სამხრეთ კორეელები ფხენიანზე თავდასხმას აპირებენ...
ასეთი განგაში წლების განმავლობაში გამუდმებით ისმის, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ხელისუფლების შიშები სიმართლე აღმოჩნდეს. ეს უფრო ანტიამერიკული, უფრო სწორად, ანტიიმპერიალისტური პროპაგანდაა. ჩრდილო კორეელები დღემდე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობას ერთადერთი მტერი ჰყავს - იმპერიალისტი და დამპყრობელი ამერიკა.
ჩემი გიდი ძალიან ცუდად ლაპარაკობდა რუსულად, ამიტომაც არც მიცდია, მისთვის რაიმე ისეთი კითხვა დამესვა, რომელზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ძირითადად, ღირსშესანიშნაობების შესახებ ვეკითხებოდი, ეს როდის? რატომ? როგორ? და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლოს გავარკვიე, რომ რუსული ძალიან კარგად ესმოდა, მაგრამ ლაპარაკი ნამდვილად უჭირდა. მიუხედავად ამისა, როდესაც დიდი კიმ ერ სენის გიგანტურ ძეგლს ფოტო ჩაკუზულმა გადავუღე, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა - შენ ხვალ დატოვებ ქვეყანას. არადა, ჩემს „საგზურს“ სამ დღეში გასდიოდა ვადა. როცა დავინტერესდი, რატომ-მეთქი, მიპასუხა: იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის, გენერალი კიმ ერ სენის წინაშე ჩაიკუზოსო. მშვენივრად ჩამომირაკრაკა რუსულად.
ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მე და ჩემი გიდი კიმსუსანის მავზოლეუმში წავედით. კიმსუსანის მავზოლეუმში კიმ ერ სენის მუმია განისვენებს, რომელსაც ყოველდღე ათასობით კორეელი აკითხავს და მუხლმოდრეკილი მადლობას სწირავს ბელადს იმისთვის, რომ არსებობს. გმადლობ, რომ არსებობ - რაღაც ამდაგვარი. მავზოლეუმის წინ ასობით კორეელი მიდი-მოდიოდა. ზოგი ბელადთან შედიოდა, ზოგსაც უკვე მოენახულებინა და უკან ბრუნდებოდა. უცებ რაღაც კორეული ხმაური გაისმა, რასაც ბავშვის ტირილი მოჰყვა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვს მავზოლეუმში შესვლაზე უარი უთქვამს. უარი რა, მშობლებს უთხრა, არ მინდა შესვლაო, მშობლებმა კი ბავშვი ძალოვან სტრუქტურებს ჩააბარეს და დაამატეს, ასე და ასეო. იმ ბავშვს კი რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანდნენ, სადაც გარკვეული დროის მარტო გატარება მოუწევდა, შემდეგ კი ნახავდნენ, ფსიქოლოგები შეამოწმებდნენ, ისევ იმ აზრზე არის თუ არა და ამის შემდეგ გადაწყდებოდა მისი მომავალი.

ამ ბიჭის მომავალზე კი ძალიან ბევრი ადამიანის მომავალი იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის სამი ფენა არსებობს: „ძირითადი“, „მერყევი“ და „მტრული“. „მერყევთა“ რიცხვს ის ფენა განეკუთვნება, რომელთა არც წინაპრები და არც შთამომავლები არასოდეს ყოფილან სახელმწიფო ღალატში მხილებული. „ძირითად“ ფენას კომუნისტური პარტიის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები და მათი ნათესავები წარმოადგენენ, ხოლო „მტრულ“ ფენას - კომუნისტური პარტიიდან გარიცხული პირები და მათი ნათესავები და კიდევ ადამიანები, რომელთა ნებისმიერი შორეული ნათესავიც კი მხილებული იყო სახელმწიფო ღალატში. იმ პატარა ბიჭის მშობლებმა სამართალდამცავებს იმიტომ მიმართეს, რომ ხაზგასმით განეცხადებინათ და დაემტკიცებინათ, არასოდეს გაგვიწევია წინააღმდეგობა და წარმოდგენაც კი არა გვაქვს, ჩვენს შვილს რა დაემართაო. და თუ ამ ბიჭს რამე ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები აღმოუჩინეს, მაშინ მასაც დაიჭერენ, მის მშობლებსაც და ყველას, ვინც კი მათთან ახლობლობს. ერთი სიტყვით, რეზო გაბრიაძის არ იყოს, ტრიფონსაც კი დაიჭერენ.
ეს ამბავი, ამბავი კი არა მიზეზი, თუ რატომ ჩააბარეს ბავშვი მშობლებმა სამართალდამცავებს, ჩემმა გიდმა სიამაყით მიამბო. ყველაზე მეტად კი მაშინ აენთო, როცა ხაზს უსვამდა, მშობლებმა თავად ჩააბარეს ბავშვი სამართალდამცავებსო. მთლიანობაში კი ისედაც ამაყობდა, რადგან ეს სასჯელი დიდი ბელადის უპატივცემულობას მოყვა და შესაბამისად, სადაც ბელადის მიმართ უპატივცემულობა ჩნდება, იქ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ვინმე.

მავზოლეუმში შესვლა აღარც მინდოდა, თან ყოველთვის მეშინოდა მკვდრების - არც ლენინის ნახვა მოვისურვე მოსკოვში ყოფნის დროს და ვიფიქრე, რაღა კიმ ერ სენს გავახეთქინო გული-მეთქი, მაგრამ არც ის ბავშვი მავიწყდებოდა, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ იმის გამო უკრავენ თავს, რომ მავზოლეუმში შესვლა არ მოინდომა. ამ ჩემს გიდსაც რომ ვუყურებდი, ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა, უარი მეთქვა დიდი ბელადის მონახულებაზე, რომ მერე შარი მოედო. ვეღარ გავრისკე და შევედით.
თუ არ იცი, რა მიზეზით შედიხარ კიმსუსანში, ძნელია მიხვდე, საერთოდ სად ხარ, რადგან კიმ ერ სენის მავზოლეუმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე და მსუბუქი ტექნიკის მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე ვიღაცის აკლდამას. მგონი იქ ყველაფერია წარმოდგენილი, რასაც კი კიმ ერ სენი ოდესმე შეხებია, მისი პირადი მატარებლით დაწყებული, კორეის ომში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავით დამთავრებული. განსაკუთრებული სიამაყით ჩემი გიდი განადგურებული ამერიკული სამხედრო ტექნიკის პრეზენტაციას აკეთებდა. დაწვრილებით მიყვებოდა, თუ რა იარაღით, როგორ, როდის და ვინ ჩამოაგდო ბომბდამშენი, ვინ ააფეთქა ტანკი... ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით კიმ ერ სენს, რომლის ირგვლივაც ათეულობით კორეელი მუხლზე იჩოქებდა და, ალბათ, მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აწ განსვენებული კიმ ერ სენი არც სიცოცხლეში წარმოადგენდა რამე ფასეულობას, აზრადაც არ მომსვლია, მისთვის ქედი მომეხარა, მაგრამ ჩემმა გიდმა მითხრა, არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის წინაშე ქედი არ მოიხაროსო. ხოდა, ჩავუჯექი მეც კიმ ერ სენს - სხვა რა გზა მქონდა! თუმცა, ეს რიტუალი ისეთი მონდომებით ჩავატარე, მგონი მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. არ ვიცოდი, რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი ასე მუხლმოდრეკილი, ჩემს გიდს ველოდი, რომელიც ჩემს გვერდზე ლოცულობდა დიდი ბელადის სულის საცხონებლად. მე კი „იმერულ ესკიზებში“ მივიწყებული ჭირისუფალივით ვიყავი, რომელიც წამოსაყენებლად ახალგაზრდა თანმხლებ პირს ელოდება და ის კიდევ არ მოდის. ერთი ეგ იყო, კიმ ერ სენის წინაშე ვაი-ვიში არ ამიტეხავს. როგორც იქნა, გამოვედით და როცა ყველაფერი კარგად გავიაზრე, მივხვდი, რომ ამ მავზოლეუმში ერთადერთი ცოცხალი არსება კიმ ერ სენი იყო, ჩვენ ყველანი კი ზომბები, რომლებიც კიმ ერ სენისგან სიცოცხლის შთაბერვას ველოდით.
გახსოვთ, ალბათ, ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი გიდი ქვეყნიდან გაძევებას დროზე ადრე დამპირდა-მეთქი. იმავე დღეს, ექსკურსიის მსვლელობის დროს, ჩემს გიდს ძმისშვილი შეხვდა; პატარა ბიჭი, რომელსაც ხელში ცალხაზიანი რვეული ეჭირა. ბიძამ და ძმისშვილმა ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ბიძამ სინანულით გაიქნია თავი. აღმოჩნდა, რომ ბიჭს ფანქარი უნდოდა სახატავად. არც ისეა საქმე, კორეაში ფანქარი არ იშოვებოდეს, მაგრამ იმ წუთას ჩემს გარდა არავის აღმოაჩნდა, თანაც ფანქარი კი არა, წითელი მარკერი დავაძრე და ბიჭს მივეცი. გამიცინა და გაიქცა. გიდმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ბიჭი უკვე კარგა მოშორებით გაქცეულიყო. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ ჩემთვის მარკერი დაებრუნებინა. ძმისშვილთან ვერაფერს რომ ვერ გახდა, გადმომხედა და იძულებულმა ჩაიღიმა. დღის ბოლოს კი გამომიცხადა, რომ მე კარგად მოვიქეცი და ამიტომაც საჭირო სტრუქტურებს ჩემს შეცდომაზე არაფერს ეტყოდა. შეცდომაში კი კიმ ერ სენის ძეგლის ჩაკუზულ პოზაში გადაღება იგულისხმებოდა. მოკლედ, ასე თუ ისე, უნებურად გამომივიდა, რომ ჩემი გიდი მოვქრთამე. ადრე, კიმ ერ სენის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, შეუძლებელი იყო ჩრდილოკორეელის მოქრთამვა.

წამოსვლის წინა დღეს ნომერში სასტუმროს უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მომადგა. ალბათ, წინდები უნდა დამიბრუნონ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ასე არ მოხდა - ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერა წაიღეს. დარწმუნებული ვიყავი ინფორმაციას (ფოტოებს) წაშლიდნენ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ რამეს დამიტოვებდნენ.
არ ვიცი, ვიაზროვნებდი და ვიცხოვრებდი თუ არა ნებისმიერი კორეელივით, მთელი ცხოვრება დიქტატურაში რომ გამეტარებინა; დავიჯერებდი თუ არა სხვის „სიმართლეს“ და გახდებოდა თუ არა ის ჩემი „სიმართლეც“; ჩემი ხელით გადავცემდი თუ არა ჩემს შვილს სამართლადამცავებს და სამუდამო პატიმრობისთვის გავწირავდი... მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი რამ - მე არ მინდა ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება და თუნდაც კიდევ ერთხელ იქ ჩასვლა.
ზუსტად ასე ვუთხარი ჩემს გიდს ფხენიანიდან გამოფრენის წინ. მან კი ზიზღით ჩაიცინა და მითხრა - შენ აქ რომ ვეღარასდროს ჩამოხვალ, შენი ჩამოსვლის მეორე დღესვე გადაწყვეტილი იყოო. ეს მითხრა და ჩემი ფოტოკამერა და კომპიუტერი დამიბრუნა. ყველა ფოტო წაშლილი იყო.

February 24, 2014

კორეული ნიღბები




კორეულ ნიღბებს ( ტალი)  ძალიან ძველი ისტორია გააჩნიათ. მათ იყენებდნენ ომში, არა მარტო მეომართათვის ,არამედ ცხენთათვისაც. იყენებდნენ რიტუალებზეც, მაგალითად დაკრაძალვაზე , ქორწილში. ფართო გამოყენება ჰქონდა შამანების მხრიდანაც, რომლებიც ნიღბების სულების განსადევნად  და შიშის გამოსაწვევად ხმარობდნენ . რიტუალურ ცეკვებში, თეატრალურ დადგმებში ნიღბებს ასევე დიდი დატვირთვა ჰქონდათ.

ნიღბები მზადდებოდა შავი მურყანისგან, აყიროსგან , ზოგიც ქაღალდის და ბრინჯის ჩალისაგან.
კორეაში უამრავი ნიღაბია, ყველა რეგიონს თავისი დამახასიათებელი სტილი, მოხატულობა და შინაარსის მატარებელი ნიღაბი აქვს .  ასეთია  ჰაჰოეს ნიღბები ,რომელიც დღეს კორეის კულტურულ საგანძურად ითვლება . ჰაჰოე ტრადიციული სოფელია კორეაში, რომლის მთავარ ღირებულებასაც წარმოადგენს ის რომ ეს სოფელი დღემდე ინარჩუბებს  ჩოსონის დინასტიის პერიოდის არქიტექტურულ სტილს, ხალხური ტრადიციებს, სამოსს და ა.შ სწორედ ამ სოფელში ჩამოყალიბდა ჰაჰოეს სამასკარადო ცეკვა.

ძველი კორეული ლეგენდის თანახმად , გორიოს ეპოქაში (918 - 1392 ) სოფელში ცხოვრობდა მარტოხელა დურგალი ჰიუ. ღმერთებმა მას თორმეტი განსხვავებული ნიღბის დამზადება დაავალეს.  მუშაობის პროცესში დურგალს არ ქონდა უფლება ადამიანთან რაიმე სახის  კონტაქტი ჰქონოდა. იგი პატიოსნად იცავდა ამ წესს. ერთხელაც ,როცა დურგალი უკნასკნელ  ნიღაბზე  იმაეზე (სულელი ) მუშაობდა, მის სახელოსნოში  გოგონა შეიპარა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა რას საქმიანობდა მარტოხელა  დურგალი. ღმერთებსა და დურგალს შორის დადებული შეთანხმება, დარღვეულ იქნა ,რის გამოც იგი  სისხლჩაქეცევებით ადგილზევე  გარდაიცვალა.  უკანასკნელი ნიღაბი კი დასამთავრებელი დარჩა.(ნიღაბს ქვედა ყბა არ აქვს )
ლეგენდის მიხედვით, სწორედ ასე წარმოიქმნა ჰაჰოეს ნიღბები, რომელიც დღეს კორეის კულტურულ საგანძურს წარმოადგენს. ჰაჰოე არის საკამასარადო ცეკვა . რვა მოქმედებიანი დრამა ,რომელიც სრულდება მუსიკის თანხლებით, ცეკვით, ეთნოგრაფიული სამოსით, ნიღბებით.  იგი  არის ძირითადად კომედიური და სატირული ჟანრის. ჰაჰაოე აცოცხლებს ჩოსონის დინასტიის დროინდელ ამბებს .იგი სწორედ ჩოსონის დინასტიაში ჩაისახა როგორც თეატრალური დადგმა და გადმოსცემდა მდაბიო ხალხის ყოფა- ცხოვრებას.ნიღბებს სამოსზე იმაგრებდნენ შავი კაპუშონით, რომელიც ასევე თმის იმიტაციაც იყო.
გაგაცნობთ ჰაჰოეს ცხრა  ნიღაბს , დანარჩენი სამი დროთა განმავლობაში დაიკარგა.

1. yangban (არისტოკრატი)
                                           
ჯოსონის ეპოქაში ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რთული იყო მაღალი  საზოგადოებამდე, მმართველ კლასამდე მიეტანათ თავიანთი გასაჭირი და პრობლემები. ისინი ხშირად ხდებოდა იმ არისტოკრატიისგან წიხლის ღირსი , ვისაც თავიანთი შრომით კვებავდა. სწორედ ნიღბის შექმნით შეძლო ხალხმა თავისი პოზიცისს დაფიქსირება და მათი დაკნინება. მთავარი მესიჯი იყო ის რომ არისტოკრატიას  ,მმართველს კლასს ისინიც ჩაეთვალათ ადამიანებად  და ეზრუნათ ხალხზე.

2. Bune (ქალი )
                ბუნე ძირითადად იონგბანის გვერდით გვხვდება. იგი წარმოადგენს კისენგს. რომელიც წარმოდგენაში არ ამბობს სიტყვას  , მაგრამ ჟესტებით და მანერებით თამაშობს  იონგბანსა და სეონბის (სწავლული ,მეცნიერი ) შორის.

3.Gaksi (პატარძალი)


მშვიდი , უშფოთველი თუმცა მორცხვი პერსონაჟი, რომელიც ადამიანს კი არ წარმოადგენს , არამედ სოფლის  ქალღმერთს. გაკსი სულ სამჯერ ჩნდება დადგმაში,
თავდაპირველად დასაწყისში, როცა დაყრნდობილია უნიღბო კაცის მხარს, მეორედ როცა აგროვებს მაყურებლებისგან შემოწირულობას და მესამედ   ,ბოლოს უკვე როგორც პატარძალი. ის ერთადერთი ზებუნებრივი პერსონაჟია და არასროს არის კომიკურ 
როლში.


4. seonbi  (სწავლული ,მეცნიერი)

ჯოსონის პერიოდში სწავლულები   ძირითადად კეთილშობილი წარმომავლობის მდიდარი ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი მათგანი წარმატებით აბარებდა სახელმწიფო გამოცდებს , მაინც ვერ იწყებდა სამეფო კარზე სამსახურს. ხელომცარულები ყალთაბანდობის მორევში ეფლობოდნენ. დადგმაში სწავლული და არისტოკრატი ძირითადად კისენის გამო ეპაექრებიან ერთმანეთს.

5. monk ( ბერი)
დადგმაში , ბერი თვალყურს ადევნებს ბუნეს ( ქალს ) ჯაშუშობს მასზე და აღეგზნება კიდეც ქალის სუნამოზე.  (ამ სცენის დროს ბავშვები ტოვებენ აუდიტორიას ) .ეს პერსონაჟი იყო კრიტიკა იმ ბერების რომლებიც მოღვაწეობდნენ ჯოსონის პერიდოში და არასწორ გზით ცხოვრობდნენ.

6. imae (სულელი, სოფლის გიჟი )


იმაე იყო სწავლულის მსახური, მისი დეფორმირებული გონება და სახე გამოხატავს 
იმას თუ რა მკაცრია სწავლული იმაეს მიმართ. ეს დაბალი კლასის წარმომადგენელი
არასდროს გვხვდება ბოროტ პერსონაჟად წარმოდგენილი, პირიქით 
იგი თითქოს სამიზნე ხდება სწავლულის სიბორტის და ღვარძლის. 

7. choraengi (მსახური )
იანგბანის ,არისტოკრატის მსახური.დადგმაში ამ პერსონაჟს ბევრის გაკეთება უწევს.
აბეზარი ადამიანის რეპუტაციას იმსახურეს აუდიტორიის წინაშე.იგი ჯაშუშობს, 
ავრცელებს ჭორებს და ბუნეს,იმაეს თავის ბატონსა და სწავლულს შორის  აბამს ინტრიგებს.

8.Halmi  (მოხუცი ქვრივი)

ამ პერსონაჟს ხშირად განასახიებს მამაკაცი. პიესაში შემოდის სკამაოდ საინტერესოდ.
მჯდომარე საქსოვ დაზგასთან უყვება მაყურებელს როგორ დაქვრივდა გათხოვებიდან სამი დღის შემდეგ 14 წლის ასაკში.შემდეგ ის სთხოვს მაყურებლებს ფულს. დასასრულისკენ ის ისევ ბრუნდება ,მაგრამ სწავლული და არისტოკრატი იძლებით აგდებენ. მისი შენელებული მოძრაობა, დიდხანს გაუნძრევლად დგომა, ფეხათრევით სიარული გამოხატავს იმ სირთულეებს რომლებიც აქვთ უბრალო ადამიანებს ცხოვრებაში.

9. Baekjeong  (ყასაბი )
გორიოს ეპოქაში ყასბები ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგნლები იყვნენ. ისინი არ იყვნენ კორეელები, არამედ მონღოლები და სხვა მომთაბარე ტომების წარმომადგნელები, რომლებიც ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას და გორიოს დროს კორეაში მოხვდნენ.  მათ თან მოჰყვათ საქონლის ხორცის "სუნიც ",რაც მანამდე არც ისე ფართოდ იყო ცნობილი კორეელთათვის.
ყასბებს ხშირად იყენებდნენ როგორც ჯალათებს. 
დადგმაში იგი გვევლინება როგორც ცხოვრების დამანგრეველი და სიცოცხლის შემჩერებელი პერსონაჟი , რომლიც საბოლოოდ გრძნობს სინდისის ქენჯნას .


გთხოვთ მასალის გამოყენებისას დაიცვათ საავტორო უფლებები

February 17, 2014

კორეული სამზარეულო

                               

კორეული სამზარეულო ქართველებისთვის მეტნაკლებად უცნობია. შემიძლია თამამად გითხრათ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს არაფერი ემუქრებათ. კორეელები ძირითადად ზღვის პროდუქტებით, თევზეულობით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ფრინველის ხორცით იკვებებიან. რაც შეეხება საქონლის ხორცს, იგი იმდენად ძვირია რომ ასეთი ფუფუნების უფლებას ბევრი კორეელი ვერ აძლევს თავს. ბრინჯი კორეელისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორც ჩვენთვის პური. კორეაში პურის შემცვლელად სწორედ   ბრინჯი გვევლინება. ასევე ფართო პოპულარობით სარგებლობს რამენი.
ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული კერძის რეცეპტს, რომელიც ოჯახის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.

კიმჩი  -კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი


ერთ-ერთმა ქართველმა საუბრისას ასეთი რაღაც თქვა "დამწნილებული კომბოსტო რომ მეგრულ აჯიკაში ამოავლო ეგაა კიმჩიო" ვინაიდან კორეული კიმჩი არ მაქვს გასინჯული ჩემს მოსაზრებას ვერ გეტყვით, მხოლოდ რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები :
საშუალო ზომის  ჩინური კომბოსტი -1 ც
ვაშლი (გახეხილი) - 1-2 ს/კ
მწვანე ხახვი – 100გ
ნიორი – 4-5 კბილი
წითელი წიწაკა (დაფქული) – 1ს/კ
წითელი წიწაკა (ახალი) – 2ც
ჯანჯაფილი , კოჭა  (Ginger) – 1 ს/კ
მოხარშული ბრინჯი – 100გ
სტაფილო -1-2ც
ბოლოკი (თეთრი)
მარილი


1.კომბოსტო გავყოთ ოთხ ნაწილად და თითოეულ ფურცელს წავუსვათ მარილი, მოვათავსოთ კონტეინერში და გავაჩეროთ 4-8 საათის განმავლობაში. შემდეგ კი თითოეულ ფურცელს ჩამოვრეცხოთ მარილი.
2.ბლენდერში ჩავყაროთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, ვაშლი, ჯანჯაფილი და ავთქვიფოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ჯამში და დავამატოთ წითელი ახალი და დაფქული წიწკა, გრძლად დაჭრილი მწვანე ხახვი, დავახეხოთ ბოლოკი და სტაფილო, ბოლოს კი მოვაყაროთ მარილი.
3. კომბოსტოს ფურცლებს კარგად წავუსვათ მიღებული მასა და მოვათავსოთ კონტეინერში. (შეგვიძლია მოვასხათ ცოტა ადიღებული წყალი) კონტეინერს დავაფაროთ თავი და მოვათავსოთ მაცივარში ორი დღით.

Dakdoritang -닭도리탕- კორეული ცხარე სუფი, ქათმის ხორცით, კარტოფილით და უამრავი სუნელით. 



შემადგენლობა:

ინგრედიენტები 4 პორციისთვის.

ქათმის ხორცი - 8 ნაჭერი ( ქათმის მკერდი , ფილე ან ბარკალი )
კარტოფილი - 4 ცალი ( საშუალო ზომის )
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
„Kochujang“ ცხარე წიწაკის პასტა (სოუსი) – 2 ს/კ
„Kochukaru“ დაფქული წითელი წიწაკა – 2 ს/კ
სოიოს სოუსი - 2 ს/კ
შაქარი - 1 ს/კ
სეზამის ან ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ჯანჯაფილი (Ginger) – 1 ს/კ
წყალი - 2 ჭიქა
მარილი და პილპილი

მომზადება:

1.კარტოფილი, ხახვი და სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად 2. ყველა ინგრედიენტები ( გარდა მწვანე ხახვისა) მოვშუშოთ ერთად ნელ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. 3. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით 4. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.



Bulgogi -불고기- (პულგოგი) შეიძლება შედგებოდეს ძროხის, ქათმის ან ღორის გრილზე შემწვარი ხორცისგან. 2011 წლის CNN-ის გამოკითხვის თანახმად, ეს კერძი ყველაზე გემრიელ კერძთა შორის 23 ადგილზე იმყოფება.

შემადგენლობა:
ინგრედიენტები 4 პორციისთვის.
სოიოს სოუსი – 3 ს/კ
სეზამის ზეთი – 1 ს/კ
სეზამის მარცვლები – 1 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
შავი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე - 500 გრ
სტაფილო - 1 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ხახვი - 1/2 ცალი

მომზადება:

1.დიდ კონტეინერში ავურიოთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, სეზამის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ნიორი,შაქარი, მარილი და შავი წიწაკა. იგივე კონტეინერში ჩავალაგოთ წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე,სტაფილო, დაჭრილი ხახვი. შემდეგ კონტეინერს დავაფაროთ სახურავი და კარგად შევანჯღრიოთ. შევდგათ მაცივარში 2 ან 3 საათის განმავლობაში ( უკეთესია მთელი ღამით). 2. გავაცხელოთ გრილი. ამოვიღოთ ყველაფერი კონტეინერიდან და დავალაგოთ დიდ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ თავისივე წვენი და შევახვიოთ. 3. დავდოთ გაცხელებულ გრილზე და შევწვათ 15-20 წუთის განმავლობაში ან იმდენი ხნით რამდენსაც მოითხოვს..

გემრიელად მიირთვით :)



ინფორმაციისთვის დიდი მადლობა Korea.Ge  ადმინისტრაციას