Showing posts with label კორეული მხატვრობა. Show all posts
Showing posts with label კორეული მხატვრობა. Show all posts

January 19, 2014

The painter of the wind

და აი როგორც იქნა მოვიდა დრო რომ ჩემს უსაყვარლეს დრამაზე მოგითხროთ. მიუხედავად იმისა ,რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ვნახე სამუდამოდ ჩავწერე ჩემს ფავორიტებში.
2008 წელს გამოვდა SBS ახალი პროექტი . ოც ეპიზოდიანი სერიალი კორეელ მხატვარ შინ იონგ ოგზე .(ჩვენს ბლოგზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ ამ მხატვრის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები ).დრამა გადაღებულია მიუნ ჯუნ ლის ნოველის  მიხედვით და ეწოდება "ქარის მხატვარი " (The painter of the wind ). სიუჟეტი მოგვითხრობს იონგ ოგ შინის შესახებ , თითქოს სინამდვილეში იგი ქალი იყო, რომელიც იძულებული გახდა გადაცმულიყო  კაცად რათა ესწავლა მხატვრობა და შური ეძია მისი ოჯახის განადგურებისთვის. დაგაინეტერესბთ ალბათ რატომ არ შეეძლო სწავლა როგორც გოგოს. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჯოსონის პერიოში  გოგონებს სკოლებში და უნივერსიტეტებში განათლების მიღება ეკრძალებოდათ.მთავარი გმირი მშობლების გარდაცვალების შემდეგ , იპოვნა და თავისთან წაიყვანა სამხატვრო ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლექტორმა. მან უკვე იცოდა გოგონას განსაკუთრებული ნიჭის შესახებ და ამიტომაც ზრდიდა როგორც ბიჭს მცირე ასაკიდან თავის ვაჟიშვილთან ერთად. ეს არ ყოფილა კეთილი ჟესტი, უფრო პირადი გამორჩენის მიღების მცდელობა იყო..
იონგ ოგი თავიდანვე იყო გატაცებული რეალისტური მხატვრობით, ხატავდა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მომენტებს . სწორედ ამ რეალისტური სურათების ხატვის სიყვარულმა მიიყვანა იქამდე რომ , პაემანზე წასული დედოფალი "შემოეხატა  " ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვის ხატავდა. აქედან დაიწყო იონგ ოგის ცხოვრებაში უამრავი ხიფათი და თავგადასავლი. მის საპოვნელად და დასასჯელად გამოძახებულ იქნა , ასევე ნამდვილი ისტორიული პერსონაჟი მხატვარი კიმ ჰონ დო. მაგრამ მოხდა ისე რომ ნიჭიერი მოსწავლე, მასწავლებელმა ვერ გაიმეტა და მათ შორის დაიწყო ნამდვილი მეგობრობა. პარარელურად მიმდინარეობს სიყვარულს ხაზი მხატვარსა და უბრალო კისენს (ვინ იყვნენ კისენნი ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე ) შორის. შეიძლება ითქვას , არა მარტო მე, უამრავი ფანი გულშემატკივრობდა მათი სიყვარულის ისტორიას. ცოტა არ იყოს და გასაკვირია კორეელებისგან ესეთი სითამამე. ( 2008 წელს საუკეთესო წყვილად სწორედ გოგონების ეს წყვილი დასახელდა, ასეთი რამ პირველად მოხდა კორეული კინოს ისტორიაში. ასევე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ მაყურებელთა შორის )
მიუხედავად იმისა რომ სერიალის დასასრულისკენ ძალიან ცდილობდნენ   შეეტენათ მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარული და ამით გადაეფარათ კისენისა და მხატვრის სიყვარული , მე მაინც მგონია რომ ძირითადი ხაზი მათ სიყვარულზე გადიოდა.მიუხედავად იმისა რომ იგი გამოუტყდა სიმართლეში კისენს და უთხრა ვინც იყო სინამდვილეში, მათი სიყვარულის ხაზი არ გამქრალა. პირიქით.
სერიალში შევხდებით ჯოსონის დინასტიისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ინტრიგებს, ასევე ნახავთ როგორ ხდებოდა პრინცი სადოს რეაბილიტაცია ( პრინც სადოზე მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე ) . ნახავთ ულამაზეს ნახატებს, რომლებიც დღეს ინახება კორეის მუზეუმში და შესულია კორეის ნაციონალურ საგანძურში. 
იცინებთ ბევრს, რადგან სერიალი მიუხედავად იმისა რომ ტრაგიკულია, იუმორითაა გაჟღენთილი. 

განსაკუთრებულია მუსიკაც , რომელიც მიჰყვება სერიალს.
დაკტბებით ულამაზესი ნახატებით და ულამაზესი კოსტუმებით რომლებიც ეცვათ ჯოსონის პერიოდში. ცალკე უნდა აღინიშნოს მსახიობების ძალიან კარგი თამაში (  მსახიობმა მოონ გიონ იანგმა მხატვრის როლის შემსრულებელმა 2008 წელს მიიღო დაესანგი, გრანდ პირზი ამ როლისთვის .)და  ისიც რომ მათ გაიარეს სპეციალური სწავლება კალიგრაფიის სკოლაში.  ასევე ფილმის დასრულების შემდეგ უამრავი ადამიანი მიაწყდა მუზეუმებს მხატვრის ნახატების სანახავად.
თუ თქვენ არ გინახავთ ეს სერიალი ,გთხოვ ნუღარ გააგრძელებთ ამ განხილვის კითხვას რომ არ დასპოილერდეთ.
კორეელებისთვის დამახასიათებელი არაჰეფიენდური დასასრულის გამო მაყურებლები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გაურკვევლობაში. მას შემდეგ რაც იონგ ოგ უშვებს კისენს და სთხოვს იპოვნოს ბედნიერება , ასევე ტოვებს  მასწავლებელ ჰონ დოს და მიდის მარტო. მიდის იმავე გზით რომლითაც კისენი წავიდა. 
ბევრი ვერ შეეგუა ასეთ გაურკვეველ დასასრულს .ფანებმა შექმნეს ვიდეოები და სურათები. ასევე დაიწერა გაგრძელება ისტორიის ათი წლის შემდეგ. ვინაიდან მეც გაურკვევლობაში დავრჩი და ვერ ვეგუებოდი ასეთ დასასრულს , წავიკითხე კიდეც. გაგრძელებაში მოთხრობილია რა შეემთხვა მხატვარსა და კისენს და როგორ შეხვდნენ საბოლოოდ მომავალში. ამის შემდეგ უკვე მშვიდი ძილის საშუალება მოგვეცა )).


January 17, 2014

კისენი (გისენი )기생



კისენი ეწოდებოდათ ქალებს, რომლებიც ტრიალებდნენ საზოგადოების მაღალ ფენაში და  ევალებოდათ მამაკაცების გართობა. ჰანგულში სახელის პირველი ასო აღნიშნავს მსახიობს მომღერალს , მეორე -ცხოვრებას. ისინი იყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები , რომლებიც კარგად იყვნენ განსწავლულნი ხელოვნებაში. იცდონენ დაკვრა, სიმღერა, ცეკვა, ეტიკეტი და ქცევის წესები. მათ მოვალეობაში შედიოდა სტუმრების გართობა, მათთვის სასმელის დასხმა და ხანდახან ფულის სანაცვლოდ ინტიმური ურთერთოების დამყარებაც. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ისინი მეძავები იყვნენ.
პირველად კისენნი გამოჩდნენ გორიოს ეპოქაში ( 918-1392წწ ) ისინი ხშირად სახელწიფოს დასაყრდენსაც წარმოადგენდნენ. ომის დროს ითავსებდნენ დაჭრილების მოვლასაც , ხშირად საჭირო ინფორმაციის მოპვებითაც ეხმარებოდნენ სახელმწიფოს.
კორეულ ხელოვნებაში ამ ქალებმა წარუშლელი კვალი დატოვეს. ბევრი მართგანი იქცა სხვადასხვა ხელოვანის მუზად და მუდმივი სიცოცხლე დაიმკვიდრა მათ ნაწარმოებებში . ზოგიერთი კი თვითონ ჰქმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს. მათი ძირითადი თემა გულისტკივილი და განშორება იყო. კისენს არ შეეძლო ჰყვარებოდა ვინმე თავისი ნება სურვილით.
კორეის ოფიციალური ისტორია პრაქტიკულად არ ახსენებს კისენთ. მაგ : "კორეის ახალი ისტორიის " ავტორს, ლი გიბეკს ერთი სტრიქონიც არ აქვს მათზე დაწერილი.
ვარაუდობენ რომ კისენის კულტურა კორეაში ჩინეთიდან შევიდა.
გორიოსა და ჯოსონის ეპოქაში მათ ძალიან დაბალი სოციალური სტატუსი ეჭირათ. ყიდდნენ და ყიდულობდნენ როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე მდიდარი ვაჭრები.კისენის შვილები (გოგოები ) ავტომატურად ხდებოდნენ კისენი. სწავლას იწყებდნენ 8 წლის ასაკიდან. ბევრი კისენის კარიერა ხანმოკლე იყო 16-22 წლამდე. მხოლოდ რამდენიმემ შეძლო უფრო დიდხანს გაეძლოთ. მიუხედავად იმისა რომ კისენს შეეძლო 50 წლამდე "ემუშავა " ,უმრავლესობითვის საუკეთესო გამოსავალი იყო მდიდარ საყვარლის ხარჭად ყოფნა. მაგრამ ბევრი იმდოროინდელი სახელმწიფო მოხელე ვერ ბედავდა ამას. ამიტომაც ხშირად თავის ცხოვრებას კისენი სადმე სასადილოში დამხმარედ მომუშავე ამთავრებდა.

ჯოსონის პერიოდში შეიქმნა კისენის სამ რანგად დაყოფის სისტემა: 1. ჰენსუ -ყველაზე მაღალი რანგის კისენი. ისინი ტრიალებდნენ საიმპერატორო კარზე, მღეროდნენ და ცეკვავდნენ, დაჰყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს კორეის დასათვალიერებლად . ჰენსუს წოდების კისენნი ყურადღებას აქცევდნენ და აკონტროლებდნენ დანარჩენი ორი რანგის კისენთ. მათვე ევალებოდათ ყველა პრობლემის მოგვარება კლიენტსა და გოგონას შორის.
2 .ისუ საშუალო რანგის გამრთობები .ისინი ითავსებდნენ სექსუალურ მომსახურებსაც. ყველაზე დაბალი რანგი კი იყო მესმე -სამსუ. მათ ეკრძალებოდათ იმ სიმღერების და ცეკვების შესრულება , რომლებსაც ასრულებდა ჰენსუ. ასეთი კლასობრივი დაყოფა მე 19 საუკუნის ბოლომდე არსებობდა.
ქალები ხდებოდნენ კისენი სხვადასხვა მიზეზით.ზოგი ავტომატურად, ვისი დედაც კისენი იყო.ზოგს ყიდინენ კისენთა სახლებში. ყიდიდნენ უფრო გაჭირვებული ფენის წარმომადგენლები, თუმცა ყოფილა შემთხვევბი როცა ფეოდალებსაც ჩაუბარებიათ თავიანთი ქალიშვილები კისენის სახლში. 
მთავრობა დაინტერესებული იყო რომ კისენს ქონოდა აუცილებელი განათლება. არსებობდა სპეციალური სკოლები მათთვის სადაც ასწავლიდნენ ცეკვას , სიმღერასა და დაკვრას.
კისენი სახელმწიფოს მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ იყო. მათ ევალებოდათ თვეში ორჯერ ჩაეტარებინათ გამოკვლევები.ზოგჯერ კისენს ქმარიც ყავდა,ისინი იცავდნენ გოგონებს და იყვნენ ძველი სამხედროები.
კისენის სახლები ძირითადად ქალაქის ცენტრში, ბაზართად ახლოს მდებარეობდა სადაც მუდმივად ირეოდა ხალხი.
მიუხედავად იმისა რომ დღესაც არსებობს კისენის სახლები კორეაში, ისინი ძირითადად პროსტიტუციით არიან დაკავებული არაფერი აქვთ საერთო ძველ ტრადიციებთან.
დღეს მრავალ სატელვიზიო ისტორიულ დრამაში შეხვდებით კისენებს, ზოგიერთ მათგანზე მთალიანადაა მიძღვნილი სერიალებიც. (მაგ hwang jin yi) 

კისენნი იონგ ოგ შინის ნახატზე ( მასზე ინფრომაცია და ნახატები უკვე დევს ჩვენს ბლოგზე )
 hwang jin yi -ს როლის შემსრულებელი კორეულ დრამაში
წყარო ვიკიპედია . თარგმანი მარი თინაშვილი 

January 16, 2014

იონგ ოგ შინი (Shin Yun Bok Hyewon)


ჰივონი ფსევდონიმია ცნობილი კორეელი მხატვრის იონგ ოგ შინის , რომელიც დაიბადა ჯოსონის ეპოქაში 1758 წელს მხატვრების ოჯახში. იგი ცნობილი იყო იყო თავისი განსაკუთრებული სტილით.  ხატავდა რეალისტურ სურათებს, ქონდა ფერთა ლამაზი გამა . მის ნახატებში ცოცხლდებოდნენ ადამიანები , რომლებიც ცხოვრობდნენ ჯოსონის ეპოქაში: კისენი რომელიც უკრავს კორეულ საკრავზე,  მთვარის შუქზე მოსეირნე შეყვარებულები, ტანოს დღესასწაულზე საქანელაზე მოქანავე ქალები და სხვადასხვა ლამაზმანების სახეები .
ეროტიკული ნახატების ხატვის  გამო იონგ ოგ შინი გარიცხულ იქნა  საიმპერატორო სამხატვრო ინსტიტუტიდან.
ჰივონი ,მის თანამედროვე დანვონთან (კორეელი მხატვარი დო ჰონგ კიმი  1745, d. 1806?-1814) და ოვონთან ( კორეელი მხატვარი Jang Seung-eop 1843–1897) ერთად ქმნის "სამი ვონის "ერთობას.
ჰივონი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ტოვებდა სურათზე დიდ ადგილს ფიგურებს შორის (გავლენა იაპონური ფერწერისა რომელსაც განიცდიდა იმდროინდელი კორეული მხატვრობა ) . ხატავდა როგორც ქაღალდზე, ასევე ააბრეშუმზე.  ასევე მის ნახატებზე არ არის მითითებული როდის დახატა იგი მხატვარმა, ამიტომაც შეუძლებელი გახდა დადგენა იმ პროგრესისა, რომელსაც იგი განიცდიდა.
 1970 წელს კორეის ნაციონალურ საგანძურში ადგილი დაიმკვიდრა მხატვრის ოცდაათამდე ტილომ.
არსებობს ძალიან საინტერესო სატელევზიო დრამა რომელიც გამოვიდა  2008 წელს და გადაღებულია 2007 წელს გამოქვეყნებული რომანის  "ქარის მხატვარი "The painter of the wind (ავტ. მიუნ ჯუნ ლი )მიხედვით.
 სიუჟეტი მოგვითხრობს იონგ ოგ შინის შესახებ , თითქოს სინამდვილეში იგი ქალი იყო, რომელიც იძულებული გახდა გადაცმულიყო  კაცად რათა ესწავლა მხატვრობა და შური ეძია მისი ოჯახის განადგურებისთვის. ამ სერიალზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ,რადგან ვთვლი რომ მან  მეორე სიცოცხლე აჩუქა ხელოვანს . ძალიან საინტერესო იყო  იმის ყურება თუ როგორ იქმნებოდა ნახატები, როგორ ხატავდა მხატვარი იმ ადამიანის სახეებს რომლებთანაც ქონდა შეხება დღის განმავლობაში. საინტერსოა ის ფაქტიც რომ სერიალის ნახვის შემდეგ უამრავი ადმაიანი მიაწყდა მუზეუმებს ნახატების დასათვალიერებლად .
იონგ ოგ შინის ცნობილი ნახატები :
 მოლოდინი (기다림)

სცენა დანოს დღესასწაულიდა 단오풍정 端午風情

                                    შეყვარებულები მთვარის შუქზე 월하정인 月下情人
    

წყარო  :ვიკიპედია