ჰივონი ფსევდონიმია ცნობილი კორეელი მხატვრის იონგ ოგ შინის , რომელიც დაიბადა ჯოსონის ეპოქაში 1758 წელს მხატვრების ოჯახში. იგი ცნობილი იყო იყო თავისი განსაკუთრებული სტილით. ხატავდა რეალისტურ სურათებს, ქონდა ფერთა ლამაზი გამა . მის ნახატებში ცოცხლდებოდნენ ადამიანები , რომლებიც ცხოვრობდნენ ჯოსონის ეპოქაში: კისენი რომელიც უკრავს კორეულ საკრავზე, მთვარის შუქზე მოსეირნე შეყვარებულები, ტანოს დღესასწაულზე საქანელაზე მოქანავე ქალები და სხვადასხვა ლამაზმანების სახეები .
ეროტიკული ნახატების ხატვის გამო იონგ ოგ შინი გარიცხულ იქნა საიმპერატორო სამხატვრო ინსტიტუტიდან.
ჰივონი ,მის თანამედროვე დანვონთან (კორეელი მხატვარი დო ჰონგ კიმი 1745, d. 1806?-1814) და ოვონთან ( კორეელი მხატვარი Jang Seung-eop 1843–1897) ერთად ქმნის "სამი ვონის "ერთობას.
ჰივონი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ტოვებდა სურათზე დიდ ადგილს ფიგურებს შორის (გავლენა იაპონური ფერწერისა რომელსაც განიცდიდა იმდროინდელი კორეული მხატვრობა ) . ხატავდა როგორც ქაღალდზე, ასევე ააბრეშუმზე. ასევე მის ნახატებზე არ არის მითითებული როდის დახატა იგი მხატვარმა, ამიტომაც შეუძლებელი გახდა დადგენა იმ პროგრესისა, რომელსაც იგი განიცდიდა.
1970 წელს კორეის ნაციონალურ საგანძურში ადგილი დაიმკვიდრა მხატვრის ოცდაათამდე ტილომ.
არსებობს ძალიან საინტერესო სატელევზიო დრამა რომელიც გამოვიდა 2008 წელს და გადაღებულია 2007 წელს გამოქვეყნებული რომანის "ქარის მხატვარი "The painter of the wind (ავტ. მიუნ ჯუნ ლი )მიხედვით.
სიუჟეტი მოგვითხრობს იონგ ოგ შინის შესახებ , თითქოს სინამდვილეში იგი ქალი იყო, რომელიც იძულებული გახდა გადაცმულიყო კაცად რათა ესწავლა მხატვრობა და შური ეძია მისი ოჯახის განადგურებისთვის. ამ სერიალზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ,რადგან ვთვლი რომ მან მეორე სიცოცხლე აჩუქა ხელოვანს . ძალიან საინტერესო იყო იმის ყურება თუ როგორ იქმნებოდა ნახატები, როგორ ხატავდა მხატვარი იმ ადამიანის სახეებს რომლებთანაც ქონდა შეხება დღის განმავლობაში. საინტერსოა ის ფაქტიც რომ სერიალის ნახვის შემდეგ უამრავი ადმაიანი მიაწყდა მუზეუმებს ნახატების დასათვალიერებლად .
იონგ ოგ შინის ცნობილი ნახატები :
მოლოდინი (기다림)
სცენა დანოს დღესასწაულიდა 단오풍정 端午風情
შეყვარებულები მთვარის შუქზე 월하정인 月下情人
წყარო :ვიკიპედია
No comments:
Post a Comment