February 13, 2014

კორეის ომი - კონფლიქტი 38 ე პარალელზე



1950 წლის 25 ივნისს დაიწყო სამხედრო დაპირისპირება სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია ხელშეკრულება 38-ე პარალელის შესახებ და სამხრეთში შეიჭრა. მიუხედავად იმისა რომ, ამ ომს სამი წლის განმავლობაში უდიდესი მსხვერპლი მოყვა, გამარჯვებული არ გამოვლენილა. კიმ სენ ირი (ჩრ.კორეის ლიდერი ) დარწმუნებული იყო რომ შეძლებდა მთელი კორეის გაერთიანებას , ამის გამო იგი სტალინსაც ეწვია 1949 წელს და კორეის ძალისმიერი გზით გაერთიანების იდეა წამოაყენა. ს ტალინი ამ იდეას არ დასთანხმდა, რადგან კარგად იცოდა რომ სამხრეთელებს  მეტი სამხედო ძალა ქონდათ და ქვეყანაში ისევ რჩებოდნენ ამერიკელი სამხედროები. მიუხედავად დამხარებაზე უარის თქმისა,  კიმ სენ ირი მაინც შეიჭრა სამხრეთ კორეაში. ამერიკელი სამხედროები ბრძოლაში ჩაებნენ

კორეის ომში დაღუპული ამერიკელი მეომრების მემორიალი ამერიკაში

 . გამარჯვებული ამერიკელების წინსვლა ჩინეთმა შეაჩერა რომელმაც 800,000 კაციანი საზარბაზნე ბატალიონები ჩართო ომში, ამერიკელებმაც თავის სამხრეთ კორეელ მოკავშირეებთან ერთად უკან დაიხიეს და სეულიც კი დაკარგეს მაგრამ 1953 წელს პანმიონის მოლაპარაკებებით ისევ აღსდგა საზღვარი 38 პარალელზე.

ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამწლიანი ომის შემდეგ, 1953 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ომში 3 მილიონამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა და ის ისტორიაში შევიდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ომი. 1953 წელს შეიქმნა 4 მეტრი სიგანისა და 238 კილომეტრი სიგრძის ბუფერული ტერიტორია - კორეის მილიტარიზებული ზონა (KMძ). ამ ზონით, რომელიც ჩრდილოეთის 38-ე პარალელზე გადის, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვარი მოიხაზა.
38-ე პარალელი მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული ზონაა. ორი ათასამდე ნაღმის, მაღალი ძაბვის ღობეების და ორმილიონამდე ჯარისკაცის წყალობით ორმოცდაათ წელზე მეტია, ორ კორეას შორის საზღვრის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასია. ზონის ქვეშ, მიწაში ოთხი გვირაბია, რომლითაც  ჩრდილოელ სამხედროებს ერთ საათში მტრის ზურგში მოქცევა შეუძლიათ. ამ გვირაბებში ტანკებიც ეტევა.
სამხრეთ კორეელები ამ ზონაში სამუშაოდ თავის ყველაზე მაღალ, 174-სმ-ს გადაცილებულ სამხედროებს, ჩრდილოელები კი ყველაზე გამოკვებილ ჯარისკაცებს აგზავნიან.
გამოკვებილი კადრები კი ჩრდილოეთ კორეის არმიაში დიდი იშვიათობაა. შიმშილობამ დიდი ხანია, ქვეყნის თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია.
90-იან წლებში ჩრდილოეთ კორეაში შიმშილისგან 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო.
შიმშილობის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებაა - ქვეყანა მსოფლიოსგან სრულ იზოლაციაში აცხოვროს.
საზღვარი ორივე მხრარემ მთელი სიბეჯითით დანაღმა. ახლა გარკვეულ გაუნაღმავ ტერიტორიებზე ჩრდილოელებს თავიანთი მოქალექეები, სამხრეთელებს თავიანთი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაყავთ და უყვებიან თუ როგორი საზიზღარი მეზობლების გვერდით უწევთ ცხოვრება.
   ეს ტრაგედია რაც მოყვა ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩვას და მისი ორ სახელმწიფოდ გადაქცევას უამრავ ფილმშია ასახული. მათ შორის ყველაზე კარგი ნამუშევარია ჯე გიო კანგის ფილმი Tae Guk Gi: The Brotherhood of War .

ბოლო ინფორმაციით   ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივი გადაწყვეტილებით ომის შედეგან  ტერიტორიულად დაშორებულ ოჯახებს, ნათესავებს და ახლობლებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მისცეს. შეხვედრები 20- 25 თებერვალს გაიმართება. ორივე მხრიდან წარმოდგენი იქნება 100-100 კაცი.
კადრები ერთ-ერთი წინა შეხვედრიდან 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ბევრი არ იყოს იმედისმომცემი დასაწყისია, იმის რომ შეიძლება ამ ქვეყნებმა  დროთა განმავლობაშიგაერთიანება თუ არა მშვიდი თანაცხოვრება მაინც შეძლონ.


წყარო : ლიბერალი

2 comments:

  1. The Front Line (2011) , JSA / Joint Security Area (2000) , 71: Into the Fire (2010), Welcome to Dongmakgol (2005) , Sleeping With The Enemy (2011) .... ყველა კორეის ომის თემაზეა თან საკმაოდ კარგები...

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმები მაგრამ The Brotherhood of War მაინც კლასიკად რჩება ამ ჟანრში ჩემთვის

      Delete