February 9, 2014

ქალთევზები ჩეჯუდან



ჰენიო (ზღვის ქალები )  ასე უწოდებენ თავის თავს კუნძულ ჩეჯუზე მცხოვრები მყვინთავი მანდილოსნები, რომლებიც ზღვის პროდუქტების შეგროვებთ არიან დაკავებული. მათი უმრავლესობა დღესდღეისობით 60 წელს ზევითაა. ეს შეუპოვარი ბებიები ეშვებიან ზღვის ფსკერზე  ყოველგვარი ეპიკირების გარეშე (მხოლოდ საცურაო კოსტუმითა და წყლის სათვალით  ) და რვაფეხას,მოლუსკებს  და სხვადასხვა ზღვის პროდუქტებს აგროვებენ. ისინი ჯგუფებად  მუშაობენ. ჯგუფის სათავეში ყველაზე გამოცდილი ჰენიოა. ძირითადად  3-5 მეტრის სიღმეზე ჩადიან, თუმცა ყველაზე საუკეთესეობი 20 მეტრის სიღრმეზეც კი ჩადიან.

პირველი ცნობები ქალი მყვინთავების შესახებ მეჩვიდმეტე საუკუნეში გვხვდება ჰოლაინდიელი მოგზაური ჰენრიკ ჰამელი პირველი იყო , ვინც დოკუმენტურად აღწერა ჰენიოები. ჰამელის გემი კორეის სანაპიროებთან დაიმსხვრა, რის შემდეგაც მან 13 წელი დაჰყო კუნძულ ჩეჯუზე და  გაეცნო ადგილობრივების ყოფა ცხოვრებას.
ჩოსონის ეპოქაში ეს პროფესია ძალიან პრესტიჟული იყო. ამ საქმიანობას მხოლოდ ქალები ეწეოდნენ და ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა. ბეგარა ზღვის პროდუქტებზე საკმაოდ დიდი იყო. მოპოვებული დოვლათიდან ნახევარი სახელმწიფოს მიჰქოდა.

იაპონური კოლონისტური მმართველობის პერიოდში ჰენიოების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა . იაპონელი გურმანების მხირდან დიდად ფასდებოდა მათ მიერ მოპოვებული ზღვის ნობათი .მეოცე საუკუნის დასაწყისში მათმა (ჰენიოს ) რაოდენობამ ათიათასს ადამიანს მიაღწია. ჰენიოს პროფესიის აყვავების ხანა 1960 წ როცა იაპონიაში ზღვის პროდუქტების  ექსპორტი გაიზარდა.ამ პერიოდში ჩეჯუს მოსახლეობის 20 % ჰაენიო იყო. თუმცა უკვე 1970 წლიდან ეს პროფესია ნელ-ნელა კარგავს თავის პოპულარობას . ამის გამპირობებელი იყო ის ახალი სამეურნეო პოლიტიკა რომელიც გაატარა კორემ. კუნძულზე დაირგა მანდარინის პლანტაციები , განვითარდა სასოფლო მეურნეობა  და ტურმიზი, ამიტომაც ახალგაზრდა მანდილოსნების უმრავლოესობამ მყვინთავის საშიშ პროფესიას შედარებით ნაკლებსაფრთხიან სამუშაოზე გადასვლა ამჯობინა.


21- ე საუკუნეში ჰენიო ითვლება მომაკვდავ პროფესიად.დღესდღეისობით ეს უფრო ტურისტული სანახაობა. სამხრეთ კორეის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ჰენიოს კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნებას. 2006 წელს გაიხსნა  ჰენიოს მუზეუმი ,ასევე  გახსნილია სპეციალური სკოლა სადაც ისწავლება ეს პროფესია სრულიად უფასოდ.


4 comments:

  1. 3-5 მეტრზე ჟანგბადის მილის გარეშე? წარმომიდგენია,რა ხშირად ამოდი-ჩადიოდნენ..

    ReplyDelete
    Replies
    1. კი არ ხმარობენ არც ბალონებს, რადგან სიმძიმე უშლით ხელს მუშაობაში.

      Delete
  2. აი ცოცხალი ქალთევზები :0 სახელიც რა ლამაზი აქვთ: ჰე–ნი–ო.
    მოხუცები არიან, ნეტა წნევა არ აწუხებდათ? არა რა, ქალთევზები არიან

    ReplyDelete
    Replies
    1. როცა მცირე ასაკიდან იწყებ ყვინთვას და ეჩვევი,ალბათ ჯანმრთელობაც გიყალიბდება შესაბამისად

      Delete