კორეულ კინემატოგრაფიაზე ყოველთვის იგრძნობოდა ზოგადი სოციალური ფონისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური მოვლენების გავლენა.
- 1903 - 1945 წლები კოლონიზაციის პრიოდი
ომის დამანგრეველი შედეგების გამო ამ პერიოდზე შედარებით მწირია ინფორმაცია, თუმცა არსებული მასალა ნათლად უჩვენებს ამ პერიოდის კორეული კინემატოგრაფიის განვითარების ისტორიას.
კორეის დიდ ქალაქებში იწყება კინოთეატრების მშენებლობა რომელტა მფლობელებიც რათქმაუნდა იაპონელი კოლონიზატორები არიან, თუმცა ჩნდებიან კორეელი მფლობელები რომლებიც უცხოური იმპორტით ახერხებენ გარკვეული კაპიტალის დაგროვებას, რაც ნაციონალური კინოს განვითარებას ხმარდება.
1923 წელს კორეაში პირველი მუნჯი კინო ჩნდება, მომდევნო რამოდენიმე წელიწადში კი 7 კორეული კინოკომპანია იქმნება. ამ პერიოდის შედევრად ითვლება Na Un Kyu-ს არირანი Arirang (1926). რეჯისორი მხოლოდ 25 წლის იყო როცა ფილმი გადაიღო და თავადაც შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი. ფილმის დასახელება აღებულია ცნობილი კორეული ნაციონალური სიმღერის არირანის დასახელებიდან. მასში ჩადებული პოლიტიკური ქვეტექსტებით ფილმი არაერთი ახალგაზრდა რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.
ამ პერიოდის კორეული კინემატოგრაფიისთვის არ არის უცხო ცენზურა ,მაგრამ მიუხედავად აქტიური კონტროლისა აუდიტორიამდე მაინც აღწევს რამოდენიმე ფილმი ნაციონალური თემატიკით.
1935 წელს რეჟისორმა ლი მინ ვუმ კორეული ლეგენდის მიხედვით გადაიღო პირველი ხმოვანი ფილმი Chanhyang Jeon . 1942 წელს კორეულ ენაზე ფილმების გადაღება აიკრძალა.
- 1945-1955 კოლონიზაციიდან გათავისუფლება, კორეის ომი...
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთავარი თემა ფილმებში ომისა და გათავისუფლების თემატიკა გახდა. ამას მოჰყვა კორეის ომი რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კორეული კინემატოგრაფიის განვითარება. მხოლოდ 5 ფილმი გადარჩა ამ პერიოდიდან , მათგან ყველაზე ცნობილია 1946 წელს შექმნილი ანტიიაპონური ფილმი, წლის ჰიტი Chayu Manse! (Hoorah!freedom!)..
ნელნელა კინოწარმოების ცენტრი პუსანში ინაცვლებს. რეჟისორების უმრავლესობამ ომის თემატიკაზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. 1953 წელს პრეზიდენტმა ლი სინ მინმა შემოსავლის ზრდის წახალისების მიზნით კინოწარმოება ყოველგვარი გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის საერთაშორისო დახმარებების მიღება , რამაც ნიადაგი მოამზადა კორეული კინემატოგრაფიის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის.
- 1955-1969 ოქროს ხანა
ეს პერიოდი შეძლება კორეული კინოს ოქროს ხანად ჩაითვალოს. თუ 1956 წლამდე წელიწადში 20-მდე ფილმის გადაღება ხერხდებოდა , 1959 წლისთვის ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ცენზურა მხოლოდ კომუნისტურ თემატიკაზე ვრცელდებოდა , შესაბამისად რეჟისორებს უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცათ. შესაძლებელი გახდა ფესტივალებში მონაწილეობა , უცხოელი კოლებების მოწვევა და მათი გამოცდილების გაზიარება. 1960 წლის რევოლუციამ კიდევ უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მოიტანა . რაოდენობასთან ერთად გაიზარდა ხარისხი და ჟანრობრივი მრავალფეროვნება , თუმცა იგრძნობა ჰოლივუდური სტანდარტების გავლენა. 60-იანი წლების დასაწყისში ასპარეზზე ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორების თაობა გამოდის , რომლებმაც შეიტანეს ინდივიდუალიზმი კორეულ კინოში.
ამ პერიოდში მოღვაწეობდა თავისი ინტიმური დრამებით ცნობილი რეჯისორი Kim Ki Young. მის ფილმებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალს, როგორც როგორც განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე მამკაცისთვის სახიფათო ძალას.
Yu Hyun Mok - დახვეწილობითა და ინტელექტუალიზმით გამორჩეული რეჯისორი რომელმაც ფართო მასების ყურადღება 1961 წელს განსხვავებული ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით სოციალურ თემატიკაზე გადაღებული ფილმით Obaltan (Aimless Bullet)...
1962 წელს შეიქმნა "კანონი კინემატოგრაფიის შესახებ" , რომელმაც კინოინდუსტრია სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია და შექმნა გარკვეული ბარიერები უცხოური ფილმების მასიური შემოსვლისთვის, რამაც ნაციონალური კინოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
ოქროს ხანაში მოღვაწეობდა ცნობილი ჩრდილოეთ კორეელი რეჟისორი Shin sang Ok რომელმაც 80-მდე ფილმი აჩუქა კორეულ კინემატოგრაფიას. რეჟისორს ძვირად დაუჯდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მუშათა პარტიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების თავის შემოქმედებაში ასახვა და საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. მოგვიანებით ფხენიანმა აღიარა კიდეც მისი გატაცების ფაქტი. შინ სან ოკი 4 წელი იყო დატყვევებული სადაც აქტიურად ხდებოდა მისი იდეოლოგიური დამუშავება. გათავისუფლების შემდეგ რეჟისორმა 7 ფილმი გადაიღო , მათ შორის გოძილას პოლიტიკურ-კომუნისტური ვარიანტი, მითოლოგიურ მონსტრზე გადაღებული ფილმი პულგასარი , საზოგადოებამ რეჟისორის "შემოქმედებით გამარჯვებად" აღიარა. საბოლოოდ ოკმა მოახერხა ამერიკისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა და ოჯახთან ერთად დატოვა კორეა.
- 1970-1979 სახელმწიფო ცენზურა...
70 -იანი წლებში კორეულ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებით გაძლიერდა სახელმწიფო ცენზურა.1972 წელს ე.წ კორეის მეოთხე რესპუბლიკის მმართველობა დაიწყო და გაძლიერდა პოლიტიკური ცენზურა. კინოთეატრებში მაყურებელთა რიცხვმა დაახლოებით 3-ჯერ იკლო, რაშიც ტელევიზიამაც დიდი როლი ითამაშა. მოიხსნა ყოველგვარი ბარიერი და დაიწყო უცხოური ფილმების მასიური შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე , რამაც კიდევ უფრო დააკარგვინა აქტუალობა ადგილობრივ კინოს , თუმცა ნიჭიერი რეჟისორების ნამუშევრები მაინც ფასდება.
1973 წელს შეიქმნა მხატვრული ფილმების კორპორაცია და კორეული კინოარქივი. ამ პერიოდს დაემთხვა Lee Jong Ho-ს დებიუტი , რომელიც მალევე 1975 წელს გარდაიცვალა. 70-იანებში იხილა ასევე საზოგადოებამ ნიჭიერი რეჟისორის Hu Kil Jang-ს ხანმოკლე კარიერა. რეჟისორმა მხოლოდ 7 ფილმის გადაღება მოასწრო და ძალიან ახალგაზრდა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 1980-1996 სოციალური ცვლილებები და რეფორმები ....
80-იანი წლები ამბოხისა და ახალი კორეული კინოს ჩამოყალიბების ეტაპია. ამ პერიოდში ჩნდებიან პირველი ამბოხებულები რომლებიც ანგრევენ ტაბუებსა და კლიშეებს. ლი ჩანგ ჰო A Fine Windy day (1980) და ჩონგ ინი Madame Aema (1982). ერთი თავის ფილმში ტაბუდადებულ პოლიტიკურ თემას ეხება , ხოლო მეორეს შემოაქვს სექსი კინოში.
80-იანი წლების მეორე ნახევარში კორეულ კინემატოგრაფიაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანმა ფუნდამენტურმა ცვლილებამ იქონია გავლენა. ესეთი იყო : ახალი კონსტიტუციის მიღება და 1986 წელს "კინემატოგრაფიის შესახებ კანონში" მნიშვნელოვანი ცვლილებები რამაც შეასუსტა პოლიტიკური ცენზურა და გაუქმდა მთელი რიგი კანონები რომელთა წყალობითაც მხოლოდ რამოდენიმე მსხვილი კორეული კინომწარმოებელი კომპანია ფლობდა მონოპოლიას.
ამ პერიოდში კორეული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა რეჟისორი Im Kwon Taek , რომელმაც 70-მდე ფილმი გადაიღო თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. რეჟისორი თავის ფილმებში ყოველთვის ცდილობდა წინა პლანზე წამოეწია და ახლებურად მიეწოდებინა საზოგადოებისთვის უკვე მივიწყებული ტრადიციული კორეული კულტურის ელემენტები. მისი ერთ-ერთი ფილმი Seopynje (1993) გახდა საფუძველი კორეული ვოკალური ხელოვნების "პანსორის" ხელახლა დაბადების და განვითარების.
ამ პერიოდში იქმნება ისეთი ფილმები როგორიცაა : Mandala (1981) Chilsu and Mansu (1988) Black Republic (1990) To the Starry Island (1993) A single Spark (1995) ....
დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინმა შემოქმედებით ასპარეზზე გამოიყვანა ბევრი საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორი , მათ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს კორეული კინემატოგრაფიის განვითარების პროცესში.
- 90-იანები თანამედროვე კორეული კინო....
შემდგომი წლები ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების წლებია. ამ პერიოდში იქმნება ბევრი კომერციულად მომგებიანი პროექტი, ისეთები როგორიცაა : JSA და 38-ე პარალელი რომელიც მილიონობით მაყურებელმა ნახა კინოთეატრებში. გაიზარდა ხარისხი და კორეული კინო სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს საერთაშორისო ასპარეზზე.იმ ჰვონ ტეკის Chuncjang პირველი კორეული ფილმი იყო რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. კონკუსგარეშე კანის კინოფესტივალზე კიდევ 4 კორეული ფილმი უჩვენეს. მოგვიანებით კიმ კი დუკის Oasis ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ხოლო 2004 წელს პარკის ცნობილი შურისძიების ტრილოგიის ერთერთმა ფილმმა Oldboy კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. დღესდღეობით სამხრეთ კორეა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული კინემატოგრაფიით გამოირჩევა.
რაც სეეხება ჩრდილოეთ კორეას , აქ კინომ განვითარების მეტისმეტად რთული გზა გაიარა. 2000 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პირველი პირების შეხვედრის შედეგად გაფორმდა შეთანხმება , კულტურულ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე. იმავე წელს სამხრეთ კორეაში უჩვენეს ჩრდილოეთ კორეელი რეჟისორის ფილმი პულგასარი. ფხენიანის პასუხმა 3 წლით დააგვიანა და 2003 წელს ჩრდილოეთ კორეაში უჩვენეს სამხრეთ კორეული დრამა არირანი. მოგვიანებით არაერთი ფილმი შეიქმნა ორად გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანების თემატიკით.
მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში უთანხმოებისა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ყოველთვის თანხმდება და მხარს უჭერენ ერთმანეთს ამერიკანიზაციის წინააღმდეგ მტელი რიგი ზომების გატარებასა და ნაციონალური კინოს პოპულარიზაციის საკითხებში.
კორეა რამოდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძელია: პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, სეულის ქალთა ფილმების კინოფესტივალი ....
მასალის მოწოდებისა და დახმარებისათვის მადლობას ვუხდით "კორეული კინემატოგრაფიის " ადმინისტრაციას .https://www.facebook.com/Koreakino
No comments:
Post a Comment