January 17, 2014

კისენი (გისენი )기생



კისენი ეწოდებოდათ ქალებს, რომლებიც ტრიალებდნენ საზოგადოების მაღალ ფენაში და  ევალებოდათ მამაკაცების გართობა. ჰანგულში სახელის პირველი ასო აღნიშნავს მსახიობს მომღერალს , მეორე -ცხოვრებას. ისინი იყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები , რომლებიც კარგად იყვნენ განსწავლულნი ხელოვნებაში. იცდონენ დაკვრა, სიმღერა, ცეკვა, ეტიკეტი და ქცევის წესები. მათ მოვალეობაში შედიოდა სტუმრების გართობა, მათთვის სასმელის დასხმა და ხანდახან ფულის სანაცვლოდ ინტიმური ურთერთოების დამყარებაც. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ისინი მეძავები იყვნენ.
პირველად კისენნი გამოჩდნენ გორიოს ეპოქაში ( 918-1392წწ ) ისინი ხშირად სახელწიფოს დასაყრდენსაც წარმოადგენდნენ. ომის დროს ითავსებდნენ დაჭრილების მოვლასაც , ხშირად საჭირო ინფორმაციის მოპვებითაც ეხმარებოდნენ სახელმწიფოს.
კორეულ ხელოვნებაში ამ ქალებმა წარუშლელი კვალი დატოვეს. ბევრი მართგანი იქცა სხვადასხვა ხელოვანის მუზად და მუდმივი სიცოცხლე დაიმკვიდრა მათ ნაწარმოებებში . ზოგიერთი კი თვითონ ჰქმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს. მათი ძირითადი თემა გულისტკივილი და განშორება იყო. კისენს არ შეეძლო ჰყვარებოდა ვინმე თავისი ნება სურვილით.
კორეის ოფიციალური ისტორია პრაქტიკულად არ ახსენებს კისენთ. მაგ : "კორეის ახალი ისტორიის " ავტორს, ლი გიბეკს ერთი სტრიქონიც არ აქვს მათზე დაწერილი.
ვარაუდობენ რომ კისენის კულტურა კორეაში ჩინეთიდან შევიდა.
გორიოსა და ჯოსონის ეპოქაში მათ ძალიან დაბალი სოციალური სტატუსი ეჭირათ. ყიდდნენ და ყიდულობდნენ როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე მდიდარი ვაჭრები.კისენის შვილები (გოგოები ) ავტომატურად ხდებოდნენ კისენი. სწავლას იწყებდნენ 8 წლის ასაკიდან. ბევრი კისენის კარიერა ხანმოკლე იყო 16-22 წლამდე. მხოლოდ რამდენიმემ შეძლო უფრო დიდხანს გაეძლოთ. მიუხედავად იმისა რომ კისენს შეეძლო 50 წლამდე "ემუშავა " ,უმრავლესობითვის საუკეთესო გამოსავალი იყო მდიდარ საყვარლის ხარჭად ყოფნა. მაგრამ ბევრი იმდოროინდელი სახელმწიფო მოხელე ვერ ბედავდა ამას. ამიტომაც ხშირად თავის ცხოვრებას კისენი სადმე სასადილოში დამხმარედ მომუშავე ამთავრებდა.

ჯოსონის პერიოდში შეიქმნა კისენის სამ რანგად დაყოფის სისტემა: 1. ჰენსუ -ყველაზე მაღალი რანგის კისენი. ისინი ტრიალებდნენ საიმპერატორო კარზე, მღეროდნენ და ცეკვავდნენ, დაჰყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს კორეის დასათვალიერებლად . ჰენსუს წოდების კისენნი ყურადღებას აქცევდნენ და აკონტროლებდნენ დანარჩენი ორი რანგის კისენთ. მათვე ევალებოდათ ყველა პრობლემის მოგვარება კლიენტსა და გოგონას შორის.
2 .ისუ საშუალო რანგის გამრთობები .ისინი ითავსებდნენ სექსუალურ მომსახურებსაც. ყველაზე დაბალი რანგი კი იყო მესმე -სამსუ. მათ ეკრძალებოდათ იმ სიმღერების და ცეკვების შესრულება , რომლებსაც ასრულებდა ჰენსუ. ასეთი კლასობრივი დაყოფა მე 19 საუკუნის ბოლომდე არსებობდა.
ქალები ხდებოდნენ კისენი სხვადასხვა მიზეზით.ზოგი ავტომატურად, ვისი დედაც კისენი იყო.ზოგს ყიდინენ კისენთა სახლებში. ყიდიდნენ უფრო გაჭირვებული ფენის წარმომადგენლები, თუმცა ყოფილა შემთხვევბი როცა ფეოდალებსაც ჩაუბარებიათ თავიანთი ქალიშვილები კისენის სახლში. 
მთავრობა დაინტერესებული იყო რომ კისენს ქონოდა აუცილებელი განათლება. არსებობდა სპეციალური სკოლები მათთვის სადაც ასწავლიდნენ ცეკვას , სიმღერასა და დაკვრას.
კისენი სახელმწიფოს მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ იყო. მათ ევალებოდათ თვეში ორჯერ ჩაეტარებინათ გამოკვლევები.ზოგჯერ კისენს ქმარიც ყავდა,ისინი იცავდნენ გოგონებს და იყვნენ ძველი სამხედროები.
კისენის სახლები ძირითადად ქალაქის ცენტრში, ბაზართად ახლოს მდებარეობდა სადაც მუდმივად ირეოდა ხალხი.
მიუხედავად იმისა რომ დღესაც არსებობს კისენის სახლები კორეაში, ისინი ძირითადად პროსტიტუციით არიან დაკავებული არაფერი აქვთ საერთო ძველ ტრადიციებთან.
დღეს მრავალ სატელვიზიო ისტორიულ დრამაში შეხვდებით კისენებს, ზოგიერთ მათგანზე მთალიანადაა მიძღვნილი სერიალებიც. (მაგ hwang jin yi) 

კისენნი იონგ ოგ შინის ნახატზე ( მასზე ინფრომაცია და ნახატები უკვე დევს ჩვენს ბლოგზე )
 hwang jin yi -ს როლის შემსრულებელი კორეულ დრამაში
წყარო ვიკიპედია . თარგმანი მარი თინაშვილი 

1 comment: