January 18, 2014

კორეა : ერთი სახელმწიფო ორი ქვეყანა




ორივე კორეული სახელმწიფო კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, აზიის აღმოსავლეთ რეგიონში. კორეის ნახევარკუნძულის ფართობი 223,000 კვ/კმ-ა. საიდანაც 99,392 კვ/კმ სამხრეთ კორეას ეკუთვნის. მოსახლეობა ჩრდილოეთს 24,000,000 ჰყავს სამხრეთს 50,000,000.  ჩრდილოეთ კორეას ჩინეთი, რუსეთი და სამხრეთ კორეა ესაზღვრება . სამხრეთს -მარტო ჩრდილო კორეა. კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით ყვითელი ზღვაა, აღმოსავლეთით იაპონიის ზღვა რომელსაც თვითონ აღმოსავლეთის ზღვას ეძახიან იაპონელების ჯინაზე, რომელიც სულ რაღაც 200 კმ-შია კორეიდან დაცილებული.
 ჩინეთის, რუსეთის და იაპონიის მეზობლობამ კორეის ისტორიას ბევრი შემატა, განსაკუთრებით ჩინეთის და იაპონიის მეზობლობამ. რუსული ფაქტორი უფრო XX საუკუნიდან იჩენს თავს.  კორეის ტერიტორიაზე პირველი ერთიანი კორეული სახელმწიფო 676 წელს ჩამოყალიბდა, სილას სამეფომ რომელმაც 935 წლამდე გაძლო დიდი როლიო შეასრულა კორეელი ერის ჩამოყალიბებაში,  1392-1910 წლებში კორეას ჩუსონთა დინასტია მართავდა მთელ ამ პერიოდში კორეა ხან დაიშლებოდა ხან ისევ გაერთიანდებოდა, ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სამი ძლიერი სამთავრო კოგურიო, პეკჩე და სილა, ნომინალურ მმართველად სილლა ითვლებოდა თუმცა ხშირად ვერ ახერხებდა თავის მოვალეობის შესრულებას, XI საუკუნეში მოხდა ჩინელი ხიტანების შემოსევა, XII საუკუნეში უკვე ჯუჩები შემოიჭრნენ ჩრდილოეთიდან,  XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევა და ბოლო დიდი შემოსევა XVII საუკუნეში მანჯურიელებმა მოაწყვეს, კორეაში ბუდიზმი ძირითადი რელიგიაა, ჩრდილოეთში აბსოლიტური უმრავლესობით, სამხრეთში მოსახლეობის 3/4-ით, დანარჩენი 1/4 ქრისტიანობის პროტესტანტულ და მცირედიც კათოლიკურ მიმართულებას მიყვება. კორეული ანბანის ჰანგულის ძირი ჩინური ანბანი კანჯია, მაგრამ კორეელებმა ის რაოდენობაში შეამცირეს და უფრო გეომეტრიული ფორმები მისცეს რითაც ის ბუდისტური პაგოდების საძირკვლის ფორმებს მიამსგავსეს. 
            კორეულ იაპონური ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაცხოველდა რაც XVI  საუკუნეში, იაპონია შოიგუნების მმართველმა დინასტიამ გააერთიანა, და გადაწყვიტა რეგიონში ჩინური გავლენა მოესპო, ამისათვის კი კორეის პლაცდარმად გამოყენება გადაწყდა, იაპონელებიც 1592 და 1597 წლებში შეიჭრენ კორეაში, მაგრამ ჩინელებსაც არ ეძინათ და კორეელმა ადმირალმა იე შუნ სიმ ჩინელთა დახმარებით, დაამარცხა იაპონელები იე ქვეყნის ნაციონალური გმირი გახდა. ( ამ ომში მოხდა პირველად დაჯავშნული კრეისერის გამოყენება).300 წლის შემდეგ უკვე 1894 წელს იაპონელები ისევ შეიჭრნენ კორეის ტერიტორეაზე  და 1904 წელს უკვე რუსეთ-იაპონიის ომის დროს მანჯურიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. 1910 წელს კორეა საბოლოოდ იქცა იაპონიის კოლონიად, ამ პერიოდში დაიწყო კორეელთა შორის კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბება, იაპონელები ყველაფერს აკეთებდნენ კორეაში, სკოლებში აიკრძალა კორეული, შინთოიზმი ძალით ვრცელდებოდა, ძალოდობა და მონობა ყოველდღიურობად იქცა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ 1945 წელს დამთავრდა როცა იაპონია ამერიკელებმა 2 ატომური ბომბით გაასწორეს, მაგრამ დაიწყო ახალი, ჩრდილოეთიდან გამარჯვებული საბჭოთა კავშირი შემოვიდა, სამხრეთიდან აშშ და 38 გრადუსიან პარალელეზე გამყოფი ხაზიც გაავლეს, ორი რესპუბლიკის დაარსების წელი კი იყო 1948, საბჭოელებმაც და ამერიკელებმაც ორივემ დაარსეს პატარა სატელიტი მთავრობები,  უკვე 1950 წელს ომი დაიწყო თითქმის გამარჯვებული ამერიკელების წინსვლა ჩინეთმა შეაჩერა რომელმაც 800,000 კაციანი საზარბაზნე ბატალიონები ჩართო ომში, ამერიკელებმაც თავის სამხრეთ კორეელ მოკავშირეებთან ერთად უკან დაიხიეს და სეულიც კი დაკარგეს მაგრამ 1953 წელს პანმიონის მოლაპარაკებებით ისევ აღსდგა საზღვარი 38 პარალელზე. ქვეყანა ომისგან დაინგრა 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და 2,5 მლნ სამოქალაქო პირი შეეწირა მთელ ამ ყველაფერს, 250 კმ-იანი საზღვარი, 4 კმ-სიგანაზე დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა თუმცა ორივე მხრარემ მთელი სიბეჯითით დანაღმა. ახლა გარკვეულ გაუნაღმავ ტერიტორიებზე ჩრდილოელებს თავიანთი მოქალექეები სამხრეთელებს თავიანთი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაყავთ და უყვებიან თუ როგორი საზიზღარი მეზობლების გვერდით უწევთ ცხოვრება. 
               ამჟამად ფაქტიურად შანსი არ არის იმისა, რომ ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდეს, ორივე სწრაფად ზრდის შეიარაღების ხარისხს და რაოდენობას ჩრდილოეთი უკვე დიდი ხანია ატომურ გამოცდებს ატარებს, (ბოლოს 2009 წლის მაისში მოაწყო) უკვე ორ საფეხურიანი ბალისტიკური რაკეტის აწყობაც შეძლეს რომელიც თუ რამე საქართველომდეც მოფრინდება. სამხრეთი კი ასეთ სერიოზულ შეიარაღებაში აშშ-ს იმედზეა რომელიც დიდსულოვნად იცავს სამხრეთის ინტერესებს ჩრდილოეთის მიმართ. 


No comments:

Post a Comment