2008 წელს გამოვდა SBS ახალი პროექტი . ოც ეპიზოდიანი სერიალი კორეელ მხატვარ შინ იონგ ოგზე .(ჩვენს ბლოგზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ ამ მხატვრის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები ).დრამა გადაღებულია მიუნ ჯუნ ლის ნოველის მიხედვით და ეწოდება "ქარის მხატვარი " (The painter of the wind ). სიუჟეტი მოგვითხრობს იონგ ოგ შინის შესახებ , თითქოს სინამდვილეში იგი ქალი იყო, რომელიც იძულებული გახდა გადაცმულიყო კაცად რათა ესწავლა მხატვრობა და შური ეძია მისი ოჯახის განადგურებისთვის. დაგაინეტერესბთ ალბათ რატომ არ შეეძლო სწავლა როგორც გოგოს. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჯოსონის პერიოში გოგონებს სკოლებში და უნივერსიტეტებში განათლების მიღება ეკრძალებოდათ.მთავარი გმირი მშობლების გარდაცვალების შემდეგ , იპოვნა და თავისთან წაიყვანა სამხატვრო ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლექტორმა. მან უკვე იცოდა გოგონას განსაკუთრებული ნიჭის შესახებ და ამიტომაც ზრდიდა როგორც ბიჭს მცირე ასაკიდან თავის ვაჟიშვილთან ერთად. ეს არ ყოფილა კეთილი ჟესტი, უფრო პირადი გამორჩენის მიღების მცდელობა იყო..
იონგ ოგი თავიდანვე იყო გატაცებული რეალისტური მხატვრობით, ხატავდა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მომენტებს . სწორედ ამ რეალისტური სურათების ხატვის სიყვარულმა მიიყვანა იქამდე რომ , პაემანზე წასული დედოფალი "შემოეხატა " ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვის ხატავდა. აქედან დაიწყო იონგ ოგის ცხოვრებაში უამრავი ხიფათი და თავგადასავლი. მის საპოვნელად და დასასჯელად გამოძახებულ იქნა , ასევე ნამდვილი ისტორიული პერსონაჟი მხატვარი კიმ ჰონ დო. მაგრამ მოხდა ისე რომ ნიჭიერი მოსწავლე, მასწავლებელმა ვერ გაიმეტა და მათ შორის დაიწყო ნამდვილი მეგობრობა. პარარელურად მიმდინარეობს სიყვარულს ხაზი მხატვარსა და უბრალო კისენს (ვინ იყვნენ კისენნი ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე ) შორის. შეიძლება ითქვას , არა მარტო მე, უამრავი ფანი გულშემატკივრობდა მათი სიყვარულის ისტორიას. ცოტა არ იყოს და გასაკვირია კორეელებისგან ესეთი სითამამე. ( 2008 წელს საუკეთესო წყვილად სწორედ გოგონების ეს წყვილი დასახელდა, ასეთი რამ პირველად მოხდა კორეული კინოს ისტორიაში. ასევე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ მაყურებელთა შორის )
მიუხედავად იმისა რომ სერიალის დასასრულისკენ ძალიან ცდილობდნენ შეეტენათ მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარული და ამით გადაეფარათ კისენისა და მხატვრის სიყვარული , მე მაინც მგონია რომ ძირითადი ხაზი მათ სიყვარულზე გადიოდა.მიუხედავად იმისა რომ იგი გამოუტყდა სიმართლეში კისენს და უთხრა ვინც იყო სინამდვილეში, მათი სიყვარულის ხაზი არ გამქრალა. პირიქით.
სერიალში შევხდებით ჯოსონის დინასტიისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ინტრიგებს, ასევე ნახავთ როგორ ხდებოდა პრინცი სადოს რეაბილიტაცია ( პრინც სადოზე მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე ) . ნახავთ ულამაზეს ნახატებს, რომლებიც დღეს ინახება კორეის მუზეუმში და შესულია კორეის ნაციონალურ საგანძურში.
იცინებთ ბევრს, რადგან სერიალი მიუხედავად იმისა რომ ტრაგიკულია, იუმორითაა გაჟღენთილი.
განსაკუთრებულია მუსიკაც , რომელიც მიჰყვება სერიალს.
დაკტბებით ულამაზესი ნახატებით და ულამაზესი კოსტუმებით რომლებიც ეცვათ ჯოსონის პერიოდში. ცალკე უნდა აღინიშნოს მსახიობების ძალიან კარგი თამაში ( მსახიობმა მოონ გიონ იანგმა მხატვრის როლის შემსრულებელმა 2008 წელს მიიღო დაესანგი, გრანდ პირზი ამ როლისთვის .)და ისიც რომ მათ გაიარეს სპეციალური სწავლება კალიგრაფიის სკოლაში. ასევე ფილმის დასრულების შემდეგ უამრავი ადამიანი მიაწყდა მუზეუმებს მხატვრის ნახატების სანახავად.
თუ თქვენ არ გინახავთ ეს სერიალი ,გთხოვ ნუღარ გააგრძელებთ ამ განხილვის კითხვას რომ არ დასპოილერდეთ.
კორეელებისთვის დამახასიათებელი არაჰეფიენდური დასასრულის გამო მაყურებლები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გაურკვევლობაში. მას შემდეგ რაც იონგ ოგ უშვებს კისენს და სთხოვს იპოვნოს ბედნიერება , ასევე ტოვებს მასწავლებელ ჰონ დოს და მიდის მარტო. მიდის იმავე გზით რომლითაც კისენი წავიდა.
ბევრი ვერ შეეგუა ასეთ გაურკვეველ დასასრულს .ფანებმა შექმნეს ვიდეოები და სურათები. ასევე დაიწერა გაგრძელება ისტორიის ათი წლის შემდეგ. ვინაიდან მეც გაურკვევლობაში დავრჩი და ვერ ვეგუებოდი ასეთ დასასრულს , წავიკითხე კიდეც. გაგრძელებაში მოთხრობილია რა შეემთხვა მხატვარსა და კისენს და როგორ შეხვდნენ საბოლოოდ მომავალში. ამის შემდეგ უკვე მშვიდი ძილის საშუალება მოგვეცა )).
No comments:
Post a Comment