January 19, 2014
კორეის პრინცი სადო
1753 წლის 13 თებერვალს ქვეყნიერებას მოევლინა კორეის პრინცი , რომელსაც სახელად სადო დაარქვეს. კორეელ ისტორიკოსთა ცნობით, სადოს მამას იმპერატორ იონჯოს, ვაჟიშვილი გაურკვეველ მიზეზთა გამო დაბადებიდანვე სძულდა. 9 წლის პრინცი დააქორწინეს . უკვე 17 წლისას შეეძინა ვაჟიშვილი. შვილის დაბადების შემდეგ პრინც სადოს წითელა შეეყარა. მართალია იგი გამოჯანმრთლედა ფიზიკურად, თუმცა გონებრივად შეურაცხადი გახდა. დაეწყო კოშმარები და ჰალუცინაციები. 1757 წლიდან პრინცი საკუთარ მოსამსახურეებზე იწყებს ძალადობას. იგი არა მარტო აუპატიურებს მის ახლოს მყოფ ქალებს, არამედ კლავს კიდეც მათ. ესეთი ქცევები არ გამოჰპარვია კორეის სასამართლო სისტემას. პრინცი სადო დაკავებულ იქნა და სიკვდილი მიესაჯა.
იმპერატორმა იონჯომ ვერ შეძლო შვილის საკუთარი ხელით მოკვლა. შეურაცხადი პრინცი სადო , გამოკეტილ იქნა ხეზე აღმართულ რკინის გალიაში. მას შეუწყვიტეს სასმელისა და საკვების მიწოდება. რის შედეგადაც რვადღიანი შიმშილობის შემდეგ , პრინცი სადო 1762 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა.
იმპერატორ იონჯოს გარდაცვალების შემდეგ , სამეფო ტახზე ავიდა მისი შვილიშვილი და შეურაცხადი პრინცის ვაჟიშვილი ჩონჯო. მისი მმართველობის დროს მამამისის სახელი რეაბილიტირებულ იქნა (მოეხსნა ყველა ბრალდება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმშიც ). მისი მოწინააღმდეგი კი რეპრესირებულ იქნენ.
წყარო http://genia.ge/?p=9756
Labels:
კორეის ისტორია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment