კორეულ ნიღბებს ( ტალი) ძალიან ძველი ისტორია გააჩნიათ. მათ იყენებდნენ ომში, არა მარტო მეომართათვის ,არამედ ცხენთათვისაც. იყენებდნენ რიტუალებზეც, მაგალითად დაკრაძალვაზე , ქორწილში. ფართო გამოყენება ჰქონდა შამანების მხრიდანაც, რომლებიც ნიღბების სულების განსადევნად და შიშის გამოსაწვევად ხმარობდნენ . რიტუალურ ცეკვებში, თეატრალურ დადგმებში ნიღბებს ასევე დიდი დატვირთვა ჰქონდათ.
ნიღბები მზადდებოდა შავი მურყანისგან, აყიროსგან , ზოგიც ქაღალდის და ბრინჯის ჩალისაგან.
კორეაში უამრავი ნიღაბია, ყველა რეგიონს თავისი დამახასიათებელი სტილი, მოხატულობა და შინაარსის მატარებელი ნიღაბი აქვს . ასეთია ჰაჰოეს ნიღბები ,რომელიც დღეს კორეის კულტურულ საგანძურად ითვლება . ჰაჰოე ტრადიციული სოფელია კორეაში, რომლის მთავარ ღირებულებასაც წარმოადგენს ის რომ ეს სოფელი დღემდე ინარჩუბებს ჩოსონის დინასტიის პერიოდის არქიტექტურულ სტილს, ხალხური ტრადიციებს, სამოსს და ა.შ სწორედ ამ სოფელში ჩამოყალიბდა ჰაჰოეს სამასკარადო ცეკვა.
ძველი კორეული ლეგენდის თანახმად , გორიოს ეპოქაში (918 - 1392 ) სოფელში ცხოვრობდა მარტოხელა დურგალი ჰიუ. ღმერთებმა მას თორმეტი განსხვავებული ნიღბის დამზადება დაავალეს. მუშაობის პროცესში დურგალს არ ქონდა უფლება ადამიანთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა. იგი პატიოსნად იცავდა ამ წესს. ერთხელაც ,როცა დურგალი უკნასკნელ ნიღაბზე იმაეზე (სულელი ) მუშაობდა, მის სახელოსნოში გოგონა შეიპარა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა რას საქმიანობდა მარტოხელა დურგალი. ღმერთებსა და დურგალს შორის დადებული შეთანხმება, დარღვეულ იქნა ,რის გამოც იგი სისხლჩაქეცევებით ადგილზევე გარდაიცვალა. უკანასკნელი ნიღაბი კი დასამთავრებელი დარჩა.(ნიღაბს ქვედა ყბა არ აქვს )
ლეგენდის მიხედვით, სწორედ ასე წარმოიქმნა ჰაჰოეს ნიღბები, რომელიც დღეს კორეის კულტურულ საგანძურს წარმოადგენს. ჰაჰოე არის საკამასარადო ცეკვა . რვა მოქმედებიანი დრამა ,რომელიც სრულდება მუსიკის თანხლებით, ცეკვით, ეთნოგრაფიული სამოსით, ნიღბებით. იგი არის ძირითადად კომედიური და სატირული ჟანრის. ჰაჰაოე აცოცხლებს ჩოსონის დინასტიის დროინდელ ამბებს .იგი სწორედ ჩოსონის დინასტიაში ჩაისახა როგორც თეატრალური დადგმა და გადმოსცემდა მდაბიო ხალხის ყოფა- ცხოვრებას.ნიღბებს სამოსზე იმაგრებდნენ შავი კაპუშონით, რომელიც ასევე თმის იმიტაციაც იყო.
გაგაცნობთ ჰაჰოეს ცხრა ნიღაბს , დანარჩენი სამი დროთა განმავლობაში დაიკარგა.
1. yangban (არისტოკრატი)
ჯოსონის ეპოქაში ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რთული იყო მაღალი საზოგადოებამდე, მმართველ კლასამდე მიეტანათ თავიანთი გასაჭირი და პრობლემები. ისინი ხშირად ხდებოდა იმ არისტოკრატიისგან წიხლის ღირსი , ვისაც თავიანთი შრომით კვებავდა. სწორედ ნიღბის შექმნით შეძლო ხალხმა თავისი პოზიცისს დაფიქსირება და მათი დაკნინება. მთავარი მესიჯი იყო ის რომ არისტოკრატიას ,მმართველს კლასს ისინიც ჩაეთვალათ ადამიანებად და ეზრუნათ ხალხზე.
2. Bune (ქალი )
ბუნე ძირითადად იონგბანის გვერდით გვხვდება. იგი წარმოადგენს კისენგს. რომელიც წარმოდგენაში არ ამბობს სიტყვას , მაგრამ ჟესტებით და მანერებით თამაშობს იონგბანსა და სეონბის (სწავლული ,მეცნიერი ) შორის.
3.Gaksi (პატარძალი)
მშვიდი , უშფოთველი თუმცა მორცხვი პერსონაჟი, რომელიც ადამიანს კი არ წარმოადგენს , არამედ სოფლის ქალღმერთს. გაკსი სულ სამჯერ ჩნდება დადგმაში,
თავდაპირველად დასაწყისში, როცა დაყრნდობილია უნიღბო კაცის მხარს, მეორედ როცა აგროვებს მაყურებლებისგან შემოწირულობას და მესამედ ,ბოლოს უკვე როგორც პატარძალი. ის ერთადერთი ზებუნებრივი პერსონაჟია და არასროს არის კომიკურ
როლში.
4. seonbi (სწავლული ,მეცნიერი)
ჯოსონის პერიოდში სწავლულები ძირითადად კეთილშობილი წარმომავლობის მდიდარი ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი მათგანი წარმატებით აბარებდა სახელმწიფო გამოცდებს , მაინც ვერ იწყებდა სამეფო კარზე სამსახურს. ხელომცარულები ყალთაბანდობის მორევში ეფლობოდნენ. დადგმაში სწავლული და არისტოკრატი ძირითადად კისენის გამო ეპაექრებიან ერთმანეთს.
5. monk ( ბერი)
დადგმაში , ბერი თვალყურს ადევნებს ბუნეს ( ქალს ) ჯაშუშობს მასზე და აღეგზნება კიდეც ქალის სუნამოზე. (ამ სცენის დროს ბავშვები ტოვებენ აუდიტორიას ) .ეს პერსონაჟი იყო კრიტიკა იმ ბერების რომლებიც მოღვაწეობდნენ ჯოსონის პერიდოში და არასწორ გზით ცხოვრობდნენ.
6. imae (სულელი, სოფლის გიჟი )
იმაე იყო სწავლულის მსახური, მისი დეფორმირებული გონება და სახე გამოხატავს
იმას თუ რა მკაცრია სწავლული იმაეს მიმართ. ეს დაბალი კლასის წარმომადგენელი
არასდროს გვხვდება ბოროტ პერსონაჟად წარმოდგენილი, პირიქით
იგი თითქოს სამიზნე ხდება სწავლულის სიბორტის და ღვარძლის.
7. choraengi (მსახური )
იანგბანის ,არისტოკრატის მსახური.დადგმაში ამ პერსონაჟს ბევრის გაკეთება უწევს.
აბეზარი ადამიანის რეპუტაციას იმსახურეს აუდიტორიის წინაშე.იგი ჯაშუშობს,
ავრცელებს ჭორებს და ბუნეს,იმაეს თავის ბატონსა და სწავლულს შორის აბამს ინტრიგებს.
8.Halmi (მოხუცი ქვრივი)
ამ პერსონაჟს ხშირად განასახიებს მამაკაცი. პიესაში შემოდის სკამაოდ საინტერესოდ.
მჯდომარე საქსოვ დაზგასთან უყვება მაყურებელს როგორ დაქვრივდა გათხოვებიდან სამი დღის შემდეგ 14 წლის ასაკში.შემდეგ ის სთხოვს მაყურებლებს ფულს. დასასრულისკენ ის ისევ ბრუნდება ,მაგრამ სწავლული და არისტოკრატი იძლებით აგდებენ. მისი შენელებული მოძრაობა, დიდხანს გაუნძრევლად დგომა, ფეხათრევით სიარული გამოხატავს იმ სირთულეებს რომლებიც აქვთ უბრალო ადამიანებს ცხოვრებაში.
9. Baekjeong (ყასაბი )
გორიოს ეპოქაში ყასბები ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგნლები იყვნენ. ისინი არ იყვნენ კორეელები, არამედ მონღოლები და სხვა მომთაბარე ტომების წარმომადგნელები, რომლებიც ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას და გორიოს დროს კორეაში მოხვდნენ. მათ თან მოჰყვათ საქონლის ხორცის "სუნიც ",რაც მანამდე არც ისე ფართოდ იყო ცნობილი კორეელთათვის.
ყასბებს ხშირად იყენებდნენ როგორც ჯალათებს.
დადგმაში იგი გვევლინება როგორც ცხოვრების დამანგრეველი და სიცოცხლის შემჩერებელი პერსონაჟი , რომლიც საბოლოოდ გრძნობს სინდისის ქენჯნას .
გთხოვთ მასალის გამოყენებისას დაიცვათ საავტორო უფლებები
წყარო ჰაჰოეს ნიღბები
ნიღბებიიი.. გაკსიტალ :უსერ:
ReplyDeleteნეტა დანარჩენი სამი რა იყო ... მიმაქ ეს თემა. ამობეჭდვით :D
შენ გაიხარეეე:*******_)))))))))))
ReplyDelete