February 19, 2014

sunny ფილმი რომელიც უნდა ...


 ამ ბოლო დროს  ხშირად ვაწყდებით დავალდებულების ფორმას როგორიცაა :  50 წიგნი რომელიც უ ნ დ ა   წაიკითხო, 10 ფილმი რომელი უ ნ  დ ა  ნახო  და ა.შ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის განხილვის წერას მე ესე ვერ დავიწყებ. ვერავის დაგაძალებთ რომ სასწრაფოდ ჩართოთ და ნახოთ. ეს არის ფილმი რომელიც თავად მოგანდომებს თავის ყურებას , იმდენად ადამიანური და კეთილია.
 sunny მოგვითხრობს შვიდი გოგონას ისტორიას, რომლებიც  საშუალო სკოლაში ახლო მეგობრები იყვნენ. იმდენად ახლო რომ მათ "დაჯგუფებას " მზიანი უწოდეს.

 წლების მატებასთან ერთად  მათი  ცხოვრების გზები გაიყო. მთავარი გმირი ახლა უკვე დიასახლისია, მეუღლესა და ქალიშვილს უვლის და აღარც კი ახსოვს რომ ოდესღაც მხატვრობა უნდოდა. ახლა მისი ფუნჯი მტვერსასრუტი და უთოა.  ასე გრძელდება მოსაბეზრებელი  ყოველდღიურობა ,მანამ სანამ შეთხვევით საავადმყოფოში  ბავშვობის მეგობარს არ გადაეყრება, სანის ლიდერს რომელიც უკვე მეოთხე სტადიის სიმსივნით იტანჯება..
                                         
სწორედ ლიდერის გამო გადაწყვეტს მთავარი გმირი კერძო დეტექტივის დახმარებით მოძებნოს თავისი ბავშვობის მეგობრები.
ადამიანები რომლებთან ერთადაც უხაროდა და ტიროდა, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ მაშინ  ,როდესაც პერიფერიიდან ჩამოსული მოსწავლე  დაცინვის და ჩაგვრის ობიექტი ხდებოდა. მეგობრების ძებნასთან ერთად  მის თვალწინ  ცოცხლდება გზა რომელიც ერთად გამოიარეს. პირველი სიყვარული, პირველი იმედგაცრუება, მიზნები და ოცნებები.
ფილმის ყურებისას  იცინით, ტირით, გიხარიათ და გული გწყდებათ. იმიტომ რომ თითქოს გრძნობთ თქვენც იქ ხართ, თითქოს ამ ყველაფერმა თქვენს თავზე გადაიარა. მართალიც ხართ. ეს არის ისტორია ვინც ყველამ გავიარეთ.შეიძლება ჩვენ არ ვიყავით შვიდი მეგობარი, ვიყავით სამი, ოთხი ან ხუთი , მაგრამ მიზნები და ოცნებები რაც მომავალს უკავშირდება ჩვენც გვქონდა. ეგზიუპერის თქმის არ იყოს, ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.

( ფილმის ნახვა თუ მოგინდებათ, შეგიძლია აქ იხილოთ sunny )

3 comments:

  1. რამდენი მაქვს სანახავი :(

    ReplyDelete
  2. "ეს არის ისტორია ვინც ყველამ გავიარეთ.შეიძლება ჩვენ არ ვიყავით შვიდი მეგობარი, ვიყავით სამი, ოთხი ან ხუთი " ზუსტად მასეა. ზუსტად. მეც მასე დამემართა სანის ყურებას რომ მოვრჩი. ჩემი ამბავიც იყო ფილმში მოყოლილი :) საოცარი სურათია <3

    ReplyDelete
  3. ყურებისას ეს სპოილერი არ გამხსენებია.. ახლა მოვედი და, ბოლო სიტყვები ეგ არის ზუსტად... ჩემი სკოლა გამასხენდა, ოღონდ მე არ მინდა კლასელების მოძებნა... კიარა, უცნაურ რამეს ვგრძნობ: გული მწყდება რომ ის პერიოდი ასე მალე გავიდა და თან მიხარია რომ სკოლაში არ ვსწავლობ... გაგიჟდება კაცი.. :)))

    ReplyDelete