March 11, 2014
მე დავბრუნდები ალუბლების აყვავებამდე
შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული სიჯოს თარგმანს .
***
განშორებისას ჩემმა სატრფომ სახელოზე ხელი წამავლო და წამჩურჩულა :
მე დავბრუნდები, შენს ფანჯრებთან ალუბლების აყვავებამდე.
ყვავილები უკვე დაცვივდნენ.. და ხეებიც შეიმოსნენ თოთო ფოთლებით.
მე კი მისგან არაფერი აღარ მსმენია.
(უცნობი ავტორი )
როცა ყვავილები ყვავიან , მე ვფიქრობ მთვარეზე.
როცა მთვარე ანათებს , მე ვფიქრობ ღვინოზე.
როცა ყვავილები ყვავიან, მთვარე ანათებს და ღვინოც მაქვს -
მე ვფიქრობ მეგობარზე...
ჩამოვსხდებოდით მე და ჩემი მეგობარი მთვარის შუქზე,
ყვავილებთან და მთელი ღამე
ღვინოს დავლევდით.
( იონ ჩონგჰბო 1693-1766)
**
ამ მთაზე მყოფმა უკალენდროდ , როგორ გითხრა
წელიწადის რომელი დროა?
როცა ყვავილები ყვავიან -გაზაფხულია..
როცა ფოთლები ცვივა- შემოდგომაა..
როცა ბავშვები ძველ ტანსაცმელს ძებნას უწყებენ- ეს ზამთარია..
(უცნობი ავტორი )
თარგმანი - მარი თინაშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მადლობა <3
ReplyDeleteმადლობა თქვენ მოწონებისთვის :)
Delete