დღეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპსუში კორეის კულტურისაა და ისტორიის გამოფენა სახელად " შეიგრძენი კორეა " ჩატარდა.
. ინტერნეტ სივრცეში უამრავ ჯგუფს და ფორუმებზე თემებს გადააწყდებით ,სადაც გაცხარებულები დავობენ მსახიობებზე, ფილმებზე, მუსიკაზე . ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს ჰანგულს (კორეული ანბანი ) და ჩემი ბლოგიც იმის დამადასტურებელია რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ კორეული კულტურა.
დღეს დიღმის კამპუსში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი : კიმჩი და კიმბაბი.
მე პირადად მხოლოდ კიმბაბი შემხვდა და ამისთისაც ორგანიზატორის მადლობელი ვარ. თუმცა ჩემი ბრალია , მხოლოდ 7 საათზე მოვახერხე მისვლა , იქამდე კი ყველაფერი მოსუფთავებული დამხვდა. სწორედ ამის გამო ვერ დავესწარი კორეელი ოსტატების მიერ წარმოდგენილ ორთაბძოლას თე კვანდოს ჩვენებას. თუმცა მეგობარმა რომელმაც ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო მანახა.
ასევე გამოფენაზე შეგეძლოთ გენახათ კორეული ტრადიციული ნიღბები. ამ ნიღბების შესახებ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგზე.
ძალიან სასიამოვნო სიურპიზი იყო სპეციალურად ჩვენთვის და ჩვენგან ნაკარნახევი სიტყვების დაწერა კორეულად. მე პირადად "თევზი , იმედი და სიყვარული " დავაწერინე.
ასეთ ღონისძიებებს ორგანიზებას მუდმივამ კორეული ენის ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში ნანკა მიქარებიძე უკეთებს და მადლობა მას ამისთვის.
ძალიან სასიამოვნოა როცა ერთი ინტერესების მქონე ადამიანებს ერთად კრიბავენ და აძლევენ საშუალებას დაათვალიერონ და უფრო ახლოს გაეცნონ იმ კულტურას რომელიც ასე შორეული და თან ასეთი ახლობელია.