დაბნეული ახალბედები - ყველაზე სასაცილო კატეგორია , დრამალენდში როგორც წესი სრულიად შემთხვევით ხვდებიან ან საკუთარი ნებით სადმე შემთხვევით ნანახი კორეელი სიმპატიური ბიჭის ან კპოპერი მეგობრის წყალობით. როგორც წესი ესეთი მეგობრები ხშირ შემთხვევაში მერე ბედის ანაბარა ტოვებენ ხოლმე ჩვენ დაბნეულ ახალბედებს და ესენიც დრამალენდში თავმოჭრილი ბატებივით დააბოტებენ. მერე ან სტალკერების კატეგორიას მიეკედლებიან ხოლმე უმეტეს შემთხვევასი, ან ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და დააკვალიანებს...
რას ვაკეთებთ ? ყველა დრამალენდელის მოვალეობაა ესეთი დაბნეული ბატების სწორ გზაზე დაყენება ... მინიმუმ დრამალენდის სადგურში მიგვყავს
სტალკერები - სიუჟეტი? სცენარი? მსახიობების თამაში? და რაში გვაინტერესებს რო?! მთავარი მათი ოპას ქრონომეტრაჟია სხვა დანარჩენი სხვებმა იდარდონ. ამ კატეგორიას არასოდეს აწუხებს დრამამოყვარულების ყველაზე დიდი პრობლემა "რას ვუყურო?!" მათ ყოველთვის იციან რას უნდა უყურონ : ფილმი , სერიალი , რეკლამა ... რაღაც ვიდეო ... სურათი ყველაფერი სადაც რაიმე სახის კვალი დატოვა მათმა კუმირმა. სტალკერების ამოცნობაც საკმაოდ მარტივია , როგორც წესი თავიანთი კუმირის ყველაზე მდარე ხარისხის დრამაც კი მათთვის ნომერ პირველი დორამაა დრამების სამყაროში.
როგორც წესი ეს კატეგორია ძირითადად გარდამავალი და საწყისი კატეგორიაა , მოგვიანებით ან ძალიან მძიმე ფორმებში გადადის ან უბრალოდ სხვა რომელიმე კატეგორიაში.
რას ვაკეთებთ ? ეს კატეგორია ყველა დანარჩენ კატეგორიასთან შედარებით ყველაზე მხიარულია ... უბრალოდ მათთან ერთად ვერთობით და სასარგებლო რჩევებს არ ვიშურებთ.
აგრესიულ ხისთავიანთა კატეგორია -
"აგრესიული ხისთავიანობა" მსუბუქი სახით თითქმის ყველა კატეგორიას ახასიათებს მაგრამ დრამამოყვარულების ეს კატეგორია ცალკე სფეროა . თქვენ გაბედეთ და მისი საყვარელი დრამა არ მოგეწონათ? სასწრაფოდ გადადის "გააფთრებული ძუ ლომის" რეჟიმში და იცავს მისთვის ძვირფას "შედევრს" ყველასგან და ყველაფრისგან. გაპრავების ლეველი უსასრულო.
რას ვაკეთებთ ? თუ დრამალენდში ხეტიალისას ამ კატეგორიის "ღირსეულ წარმომადგენელს" გადავაწყდით სასწრაფოდ ვათავსებთ კაფსულაში (უკიდურეს შემთხვევაში ტომარაში) და უახლოეს კოსმოსურ სადგურში ვაბარებთ. მერე ისინი გაგზავნიან კოსმოსში..
დრამამარათონისტები და ქვეკატეგორია დრამადამოკიდებულები
ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება ის არის რომ დრამადამოკიდებულება ყველა სხვა კატეგორიას შეიძლება ახასიათებდეს და დრამადამოკიდებულები ნაკლებად გამაღიზიანებლები არიან.
დრამამარათონისტი კატეგორია რომელიც ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელია დრამაფანების სამყაროში (ნუ პირადად ჩემთვის ესეა) ... არანაირი სტანდარტი და კრიტერიუმი დრამის შერჩევის დროს, უყურებენ განურჩევლად ყველაფერს და მათთვის მთავარია რომ "აქვთ ნანახი".
დრამამარათონისტების უმეტესობა ყოფილი სტალკერების კატეგორიაა (ალბათ გახსოვთ სტალკერების თემაში გართულებული ფორმები ვახსენე) უბრალოდ მერე უტრიალდებათ ტვინში "შარიკი" და გემოვნებასთან ერთად საკუთარი ოპასადმი ერთგულების გრძნობაც სდღაც ეკარგებათ. ჰყავთ მინიმუმ 10 კუმირი... მაქსიმუმს ვერ აკონკრეტებენ.
დრამამარათონისტის ამოცნობა საკმაოდ მარტივია : ის თითქმის ყველგან არის სადაც "დრამა" ან მისი რომელიმე კუმირის სახელი ურევია , ყოველთვის ითხოვს რჩევას მაგრამ არასოდეს დაგიკონკრეტებთ დაახლოებით რა ტიპის დრამა სურს ნახოს , რჩევასაც მხოლოდ იმიტომ გთხოვთ რომ მერე ყველაფერზე თქვას "უკვე ნანახი მაქვს" და ტვინის ყველა უჯრედით სიამოვნებს როცა ამბობს ამ ჯადოსნურ სიტყვებს: "უკვე ნანახი მაქვს რამე სხვა მირჩიეთ" . ნანახს რაც შეეხება ხშირ შემთხვევაში დასაწყისი , შუა რამოდენიმე სერია და დასასრული აქვთ ნანახი + რომელიმე ბლოგერის რევიუ წაკითხული თორე ისე მხოლოდ "საყვარელი ოპების" სერიალებს უყურებს და ეს უკანასკნელნი იმდენი ჰყავს სხვა დანარჩენი სერიალებისთვის დრო აღარ რჩება, თან "ნანახი" ალბომისთვის ახალი დრამის პოსტერის მიტყეპებაც ეჩქარება.
დრამამარათონისტები ყველაზე დიდი თავის ტკივილია ჟამთააღმწერლების კატეგორიისთვის (ამათზე ცოტა ქვემოთ) სერიოზული ნერვების ფასად უჯდებათ მათთვის დამახასიათებელი ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება დრამამარათონისტებთან ურთიერთობის დროს. თავის მხრივ დრამამარათონისტებიც ყოველთვის უფრთხიან ჟამთააღმწერლებს მაგრამ მათი "ნანახი დრამების" რაოდენობა რაც უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს დრამამარათონისტებიც უფრო მეტად "ამბიციურები" ხდებიან , ამ შემთხვევაში ჟამთაარმწერლების კატეგორია ერთადერთია ვისაც შეუძლია დრამამარათონისტს "მთავარია არა რაოდენობა არამედ ხარისხი" აფეთოს სიფათში ამიტომაც უფრთხის ეს ორი კატეგორია ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში კარგი ურთიერთობა აქვთ ხოლმე თუ რათქმაუნდა დრამამარათონისტი ზედმეტად არ გაიჭრა ასტრალში.
რას ვაკეთებთ - დრამამარათონისტს იმდენი კუმირი ჰყავს მათ შორის თქვენიც აუცილებლად იქნება და საერთო კუმირის გარშემო სასაუბრო თემას აუცილებლად იპოვით.
დრამადამოკიდებული როგორც უკვე აღვნიშნე დრამადამოკიდებული მართალია მარათონისტის ქვეკატეგორიაა მაგრამ ასევე მსუბუქი ფორმით ყველა სხვა კატეგორიის წარმომადგენელს ახასიათებს. ყველა დრამაფანი დრამადამოკიდებულია..
გადავედით შემდეგ კატეგორიაზე და ეხლა განსაკუთრებულად ემოციურების ანუ ღიღილოების კატეგორიაზე ვისაუბროთ.
დრამაფენების ეს კატეგორია განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან (ნუ ყოველ შემთხვევაში თავად ესე ამბობენ) სერიალის სიუჟეტის და განსაკუთრებით დასასრულის მიმართ. "ვაიმე თუ ცუდი დასასრული აქვს არ მინდა ვრტ გადავიტან" " ვაიმე ჩები ოპას სიკვდილს ვერ ვუყურებ სერიალში" " ვაიმე ლამის მოვკვდი ესეთ დღეში რომ ვნახე" ... ფრაზები რომლითაც უნდა ამოვიცნოთ ღიღილოები. დრამალენდის მეცნიერები ამაოდ ცდილობენ დაადგინონ მიზეზი რისთთვისაც ეს კატეგორია დრამებს უყურებს... თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ჰეფი ენდი და არაჰეფიენდი ერთნაირად ემოციური შოკია ამ კატეგორიისთვის თუმცა ისინი მაინც განაგრძობენ დრამების ყურებას.
დრამაფანების კატეგორია ნობუკები ორმაგი სტანდარტებით
მათ უყვრთ კორეული სერიალების ყურება , შეუძლიათ მთელი ღამე იქვითინონ მთავარი გმირების დაკარგულ სიყვარულსა და ცრემლების ზღვა დააყენონ თუმცა ამის აღიარება სულაც არ უყვართ. მათი აზრით მხოლოდ ამერიკულ სერიალებს აქვთ პრივილეგია ამაყად ატარონ სტატუსი "სერიალი რომელიც ქიხი არარი და ყურება არ ტეხავს" სხვა დანარჩენი "ბანძია". მათ უყვართ კორეული სერიალები მაგრამ მეგობრების და ნაცნობების გარემოცვაში მხოლოდ პოპულარული ამერიკული სერიალებით არიან ხოლმე აღფრთოვანებულნი.
რას ვაკეთებთ: ვიკიდებთ...
პეროიანი აკადემიკოსები
ჰოი დრამალენდის დიადო ღვთაებავ ნუთი აუცილებელი იყო ამათი არსებობა? მაგრამ დიახ ისინი არსებობენ!! მათ შეუძლიათ დაიწყონ საუბარი რაიმე სერიალის მარტივ სიუჟეტზე და მივიდნენ კვანტურ ფიზიკამდე ან რაიმე გლობალურ საჭირბოროტო თემამდე. როგორც წესი მათი სყვარელი მსახიობისა თუ სერიალის რაიმე სახის კრიტიკას რამოდენიმე გვერდიანი რეპლიკით ეხმაურებიან სადაც როგორც წესი "სოკრატეს და პლატონის " ციტატებს არახუნებენ უმოწყალოდ...
შემდეგი კატეგორია: ჟამთააღმწერლები
მეტნაკლებად ობიექტური ფანების კატეგორია თუმცა სტაჟისთვის დამახასიათებელი წიკებითა და სინდრომებით (ფერვერთიზმი , პედონუნა, Second Lead Syndrome)... არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ რომ ჟამთააღმწერლებს ყველაფერი აქვთ ნანახი დრამალენდის დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე.... არამც და არამც უბრალოდ მათ ისეთი დრამებიც კი აქვთ ნანახი რომლებიც საუკენეების მანძილზე ნაფტალინის უზარმაზარი მტვერითაა დაფარული. თითქმის 100% იანი სიზუსტით შეუძლია დასაწყისი რამოდენიმე სერიის შემდეგ სიუჟეტის განვითარების შესაძლო ვარიანტი გამოიცნოს (ეჰ , სტაჟი და გამოცდილება) და ხშირ შემთხვევაში ეს მიზეზი ხდება იმის რომ ყურების გაგრძელების სურვილი ეკარგება. ყოველთვის რაღაც ახალის და ორიგინალურის ძიებაშია თუმცა ხშირ შემთხვევაში თითქმის ყოველთვის მის საყვარელ დრამალენდის ნაგავსაყრელზე ასრულებს ხოლმე სადაც დანარჩენი კატეგორიის ფანების მიერ დაწუნებული დაბალრეიტინგიანი დრამები განისვენებენ , ან მრავალსაუკუოვან აკლდამებში მისვენებულ ნაფტალინიან დრამებს აწიოკებს.
რას ვაკეთებთ : თუ დრამალენდში ხეტიალისას ნაგავსაყრელთან ვინმე შენიშნეთ მენაგვის ფორმის გარეშე ის აუცილებლად ჟამთააღმწერელია, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ და სასწრაფოდ გაქუსლეთ და მასთან ერთად შეუდექით ძებნას .
ჟამთააღმწერლებთან ყველაზე მეტად "დაახლოვებული პირების"ობიექტური ცისარტყელები -ს კატეგორია
შედარებით გემოვნებიანი და ობიექტური დრამა ფანების კატეგორია რომელიც ძნელია მოაქციო რომელიმე ერთ კონკრეტულ კატეგორიაში რადგან ყველა დანარჩენი კატეგორიის კომბინირებული ვარიანტია. წარმატებით თანაარსებობს ყველა დანარჩენ კატეგორიასთან ერთად და მათთან ურთიერთობა და საუბარი დრამების ირგვლივ სახალისო და სასიამოვნოა და რაც მთავარია არ არის საშიში ვინმეს სიცოცხლისთვის . სულაც არ მოიკლავენ თავს ათგვერდიანი რეპლიკის გაშანშალებით მათი გამოლანძღული კუმირის დასაცავად , მისთვის ძალიან მარტივი გასაგებია რატომ არ შეიძლება ყველას ერთიდაიგივე მოსწონდეს , თუმცა მაინც არ გირჩევთ დაშვებულის ფარგლებს გასცდეთ თორე პეროიანი აკადემიკოსი და აგრესიული ხისთავიანი უკან დაგრჩებათ თუ უწყინარ და ფერად ცისართყელას გააბრაზებთ. (იშვიათად ბრაზდება მაგრამ ხარისხიანად)..
მათ შეუძლიათ ერთნაირად უყურონ როგორც კარგ ისე მდარე ხარისხის დრამას მაგრამ ყოველთვის ობიექტურები რჩებიან შეფასებისას მაშინაც კი თუ იქ მათ საყვარელი მსახიობი თამაშობს.
აი ასეთია დრამაფანების მოკლე დახასიათება.
პოსტის ავტორია (თავისი გაფორმებიანად ) sali bali