November 24, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი მეორე )



" იმპერატორის მეუღლის " პირველ ნაწილში უკვე მოგიყევით გორიოს მეფის ჩანგ იოს ( ვან იუს ) ნამდვილი პიროვნების შესახებ , რომელიც არც ისეთი კეთილშობილი რაინდი ბრძანდებოდა როგორც სერიალში ჩანს.  ასევე დავწერეთ დედოფალი კის შესახებ. დღეს კი მაყურებლებისთვის საინტერესო მომდევნო სამ პერსონაჟს მიმოვიხილავთ : იუანის იმპერატორი  ტოგონ თემური ,  პირველი მინისტრი ბაიანი და მრჩეველი ტალტალი ( სინმდვილეში ტოგტო , ტოგტოჰა ).

იმპერატორი ტოგონ თემური  ( 25 მაისი 1320 -23 მაისი 1370. იცოცხლა მხოლოდ 50 წელი )  იუანის იმპერიის  უკანაკსნელი იმპერატორი იყო   (რა დროსაც როგორც კორეა, ასევე მთელი ჩინეთი მის საზღვრებში შედიოდა ).1368 წელს მონღოლები საბოლოოდ განდევნეს ჩინეთიდან.
                                     (ნამდვილი იპერატორი ტოგონ თემური)


                             (დიდებული შესრულება მსახიობ ჯი ჩანგ ვუკის მიერ)
ტოგონ თემური ხაშილას ოჯახში დაიბადა. მამამისის ,  ხანის გადარაცვალების შემდეგ  ის სასწრაფოდ იქნა განდევნილი სამეფო ოჯახიდან  კორეაში, რომ არ შეექმნა დაბრკოლება მისი ძმის  - ტუგ თემურის გაიმპერატორებისთვის. 1332 წელს როცა ტუგ-თემური გარდაიცვალა , მისმა ქვრივმა   ხათუნ ბუდაშირმა  გვერდი აუარა ქმრის თხოვნას და შვილის სამეფო ტატხზე აყვანის ნაცვლად მოიწვია ,ტოგონ თემურის ნახევარ ძმა. თუმცა ისიც მალევე გარდაიცვალა და ტახტის კანდიდატი ტოგონ თემურიღა დარჩა.  მის გაიმპერატორობას სასტიკად უშლიდა ხელს  რეგენტი ელ თემური. (რომელიც იყო იუანის დროებითი მმართველი იმპერატორის სრულწოვანებამდე ) იგი იყო ეჭვმიტანილი ხან ხაშილას სიკვდილში და როგორც ისტორია გადმოგვცემს ეშინოდა შურისძიების ..

                                          (ბუდაშირი მსახიობი კიმ სი ჰიონგი )

                                              (ელ ტემური მსახიობი ჯუნ გუკ ჰვანი )
რეგენტს ასევე  ტახტზე საკუთარი შვილის -ელ ტეგუსას აყვანა სურდა, თუმცა ბუდაშირი ხათუნმა საკმაო წინააღმდეგობა გაუწია ელ თემურის სურვილს.  საბოლოოდ ელ თემურმა მოახერხა და იმპერატორად კურთხევა ნახევარი წლით გადაავადა, ამ პერიოდში ის გარდაიცვალა კიდეც და  13 წლის ტოგონ ტემური  1333 წელს  ტახტზე ავიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით ხათუნ ბუდაშირი  წამყვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე და იმპერიას ის მართავდა.
ტოგონ თემური გადატაცებული იყო ნადირობით, სექსუალური განათლებით და სხვადასხავა მანქანა დანადგარების დაგეგმარებით..მისი მმართველობის პერიოდში
სახელმწიფოს მართავდნენ კანცლერები და მინისტრები.   (შემდეგში კი მისი მეუღლე კი ) .მათგან ყველაზე მეტად კი პირველი კანცლერი ბაიანი და მისი ძმისშვილი ტოგტო.
ბაიანი ახალგაზრდა იმპერატორს მალევე ჩაუდგა ოპოზიციაში . გაატარა რეფორმები რომლის მიხედვითაც აღარ იყო გამოცდის ჩაბარება საჭირო  სახელმწიფო პოსტების დასაკავებლად, ასევე დახურა  ხანლინის  აკადემია. ამ ყველაფერს დაემატა სამეფო კარის ინტრიგებიც. ბაიანს ახასიათებდნენ როგორც მონღოლური ტრადიციების დიდ დამცველს.. იგი ვერ ეგუებოდა საშიშროებას რომ კორეელი ქალი გახდებოდა მთელი იუანის დედოფალი ,ამიტომაც მან  იმპერატორს დაჟინებული თხოვნით ცოლად შერთო თავისი მოგვარე და ნათესავი ბაიან ქულთუღი. ამ პერიოდში იმპერატორისთვის იგი უკვე მეორე ცოლი იყო. პირველი ცოლი გახლდათ თენაშირი ,თუმცა მისი ოჯახი დადანაშულებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას ტიტული ჩამოართვეს.    
დედოფალი კი ხშირად ჩიოდა იმპერატორთან ბაიანზე, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია და როგორც ამბობენ,  იმპერატორის ბრძანებით მისმა ძმისშვილიმა ტოგტომ  ,ბაიანი მოკლა.          
(ბაიანი მსახიობი კიმ იონგ ჰო )
ტოგტომ ბაიანის პოზიცია დაიკავა საიმპერატორო კარზე. იგი ცნობილი იყო როგორ დიდი საზოგადო მოღვაწე, ისტორიოგრაფი და მრჩეველი.  მის სახელს უკავშირდება ლიაოს  , ჯინის და სონგის დინასტიების შესახებ ისტორიული ფაქტების მოძიება და სრული ისტორიული ქნროლოგიის აღწერა . მან ბაიანის მიერ დახურული აკადემია კვლავ გახსნა, გამოცდები კი ისევ აღადგინა.  . ტოგტო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწავლული იყო. მის სახელს უკავშირდება ასევე 1350 წელს ახალი ქაღალდის ფულის დაბეჭდვაც და გადასახადების შემცირება. ხალხში ტოგტო დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა.

                                             (ტოგოტა (ტალტალი ) მსახიობი ჯინ ი ჰანი )
ტოგტოს ქონდა დიდი პროექტი რომელიც იონდგინის მდინარის კალაპოტის ცვლილებას ისახავდა.  ეს დაეხმარებოდა სატახტო ქალაქს მძიმე ტვირტების გადაზიდვისგან განსათავისუფლებლად , ამ პერიოდში იუანის დინასტიას მოედო ჭირი და დაიწყო შიმშილობა.. ყველაფერ ამის ფონზე არ დააყოვნა აჯანყებებმაც. 1351 წელს იფეთქა "წითელ ჩალმიანთა" აჯანყებებმა და ტოგტო გაგზავნილ იქნა მათ ჩასახშობად.  მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე და ეს აჯანყებაც მთალინად ჩაახშო.
ამ დროს საიმპერატორო კარზე გრძელდებოდა ინტრიგების მთელი სერია და ტოგტოს ყოფილმა პროტეჟემ , აუშირიდარას დედამ  ,დოდოფალმა კიმ ტოგტოს ცილი დასწამა კორუფციაში და დაარწმუნა იმპერატორი მისთვის ტიტულები ჩამოერთვა.
(დედოფალი კი მსახიობი ჰა ჯი ვუნი )

 1354 წლის ბრძანებულებით ტოგტო განდევნილ იქნა სამეფო კარიდან ჩამოერთვა ყველა ტიტული . მან შეასრულა იმპერატორის ეს ბრძანება და წასვლის წინ უბრძანა თავის ჯარისკაცებს, რომ მათ თავიანთი ახალი მეთაურისთვის რომელიც მის შემდეგ მოვიდოდა პატივი ეცათ და ეერთგულათ.  ტოგტოს მებრძოლებს მეთაური ძალიან უყვარდათ ამიტომაც მათ უარი განაცხადეს მის გარეშე ბრძოლაზე და დაიშალნენ.
 სანამ იგი გადასახლებული იყო იუნანში  მოწამლულ იქნა ასასინების მიერ  1355 წელს ( ზოგი საისტორიო წყაროს მიხედვით  : საიმპერატორო  კარის ბრძანებით ).
ტოგტოს გარდაცვალების შემდეგ არავინ იყო ვინც უხელმძღვანელებდა ჯარს ახალ აჯანყების "თეთრი ლოტოსის " წინააღმდეგ.  გარდა ამისა საიმპერატორო კარი ძალაუფლებისთვის  ბრძოლაში იყო ჩაფლული. მებრძოლები ბრძოლას ბრძოლაზე აგებდნენ.  1368 წელს აჯანყებულები პეკინს (იუანის იმდროინდელ დედაქალაქს ) მიადგნენ და ტოგონ ტემური იძულებული გახდა ჩრდილოეთით ქალაქ შანდუში დაეხია. პეკინში კი ჩინელი აჯანყებულები შეიჭრნენ. მალევე ქალაქი მინის დინასტიის ნავსაყუდელი გახდა.
ამ პერიოდში ტოგტოს მომხრეები უფრო ბევრი გამოჩნდნენ ვიდრე მოწინააღმდეგები და მისი სახელი რეაბილიტრებულ იქნა  1362 წელს.
მალევე შანდუს აჯანყებულები კვლავ მიადგნენ და იმპერატორი ტოგონ ტემური უფრო ჩრდლოეთით დაიწია. სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები 1370 წელს იგი გარდაიცვალა კიდეც .მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აუშირიდარა , ტოგონ ტემურის და დედოფალი კის შვილი  ავიდა  .

აი , ასეთი იყო ნამდვილი ისტორია ყველასთვის საყვარელი სერიალის.


October 23, 2014

კორეული სამზარეულო





სტაფილოს სალათი კორეულად

ინგრედიენტები : 

 1 კგ სტაფილო
 50 მლ ძმარი
 100 მლ ზეთი
 ერთი თავი ხახვი
 3-4  კბილი ნიორი 
 1 ჩ/კ  ხმელი ქინძი
 1/2  ჩ/კ უცხო სუნელი
 ცხარე წითელი წიწაკა
 მარილი გემოვნებით



სტაფილო გავხეხო თ ისეთ სახეხზე, რომ იყოს გრძლად,. მოვაყარეთ  ნახევარი სუფრის კოვზი მარილი და დავდაგთ 30 წუთით. შემდეგ დავასხათთ ძმარი.
ცოტაოდენ მარილთან ერთად დავნაყოთ ნიორი, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და სტაფილოს ზემოდან მოვაყაროთ.
ტაფაზე დავასხათ 100 მლ. ზეთი, ხახვი დავჭრათ მსხვილად და მოვშუშოთ. შემდეგ ტაფიდან ხახვი უნდა ამოიღოთ, მხილოდ არომატიზებული ზეთი გვჭირდება.
ეს ზეთი უნდა დავუმატოთ სტაფილოს, კარგად ამოვურიოთ, გავსინჯოთ, რამე ხომ არ აკლია. შემდეგ დავაფაროთ სახურავი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში, რათა გემო კარგად გაუჯდეს.



შემწვარი ღორის ხორცი






ინგრედიენტები : 

300 გრ. ღორის ხორცის რბილობი
2 ს/კ კარტოფილი ფქვილი
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ს/კ სოიოს სოუსი
მარილი 
დაფქვილი პილპილი - გემოვნებით
სალათის ფოთლები

ღორის ხორცი დაჭერით პატარა ზომის კუბებად, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით სოიოს სოუსი და მცირე რაოდენობის ცივ წყალში გახსნილი კარტოფილის ფქვილი.
გააჩერეთ 20-30 წუთი, შეწვით ხორცი ზეთში მზაობამდე. სუფრაზე გაიტანეთ სალათის ფოთლებზე დალაგებული.



წყარო : გურმანი

October 18, 2014

იმპერატორის მეუღლე (ნაწილი 1 )


ისტორიული სერიალებით ,ულამაზესი კოსტუმებით, კარგად დამუშავებული სცენარითა და მსახიობების  შესანიშნავად შესრულებული როლებით კორეული ინდუსტრია ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა 2013 წლის ისტორიულმა ნამუშევარმა რომელიც კორეელი ქალის ისტორიას ასახავს მონობიდან -იუანის (მონღოლეთის) იმპერატორის ცოლობამდე კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად კარგად შეიძლება აიღო და ისტორიის სულ პატარა მონაკვეთი , მშვენიერ მხატვრულ და კინო ნამუშევრად აქციო. ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა სწორედ ამ სერიალით გადაწყვიტა მაყურებლებისთვის კორეული კულტურის გაცნობა და მშვენიერი გადაწყვეტილებაც მიიღო.  დრამაში მრავლად შეხვედით სამეფო კარის ინტრიგებს, გადარჩენისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლას, სიყვარულს , თავდადებას და გამარჯვებასა თუ დამარცხებას. უმაღლეს დონეზეა სტილისტებისა და ვიზაჟისტების ნამუშევარიც. დრამაში სჩანას, არა მარტო კორეის  (გორიოს ) იმ დროინდელი სამეფო კარი, ცხოვრების წესი, ჩაცმულობა და ყოფა -ცხოვრება, არამედ იუანისაც. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, რომ იუანის უფროც ჩანს. მოქმედება ხდება გორიოს ეპოქაში , უფრო კონრეტულად კი 1333- 1370 წლებში. ამ პერიოდში კორეა მონღოლეთის მიერაა დაპყორილი და მისი ერთ-ერთი პროვინციაა.
  მიუხედავად იმისა , რომ სერიალის ძირითადი ფაბულა ისტორიულ ფაქტებს ემყარება ,მასში ბევრი გადაცდომაცაა,თუმცა პერსონაჟების უმრავლესობა მართლაც არსებობდა , მრავალი ფაქტიც რაც სერიალში იყო გაჟღერებული ისტორიული სინამდვილეა. ახლა კი იმ გადაცდომებზე ვისაუბროთ რომლებიც შექმნილია სცენარისთვის და ისტორიულად ზუსტი არაა.
პირველი ასეთი უზუსტობა რომელიც თვალში გვხვდება არის გორიოს ( კორეეის ) მეფე ჩანგ ჰიო.(ვან იუ )

                                           ესეც ნამდვილი ჩანგ ჰიო (ვან იუ )



მეფე სერიალში წარმოდგენილია, როგორც თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი. თუმცა ისტორიული წყაროები სხვა სიმართლეს გვაწვდიან. ვან იუ  იყო უსასტიკესი მკვლელი და მოძალადე, აუპატიურებდა და კლავდა ქალებს, მისი ყველა დანაშაულის გამართლება კი ხდებოდა იმით რომ ვან იუ მეფე იყო. მან თავისი მამის ქვრივიც კი გააუპატიურა.  მეფის წრე  ჩაფლული იყო კორუფციაში, ისინი ხალხისგან უზომოდ გაზრდილ გადასახებს იღებდნენ , ართმევდნენ მიწებს  და მთელს ფულს თავიანთ გართობას ახარჯავდნენ.  ვან იუს 1330 წელს მამამისმა  ჩამოართვა მეფობა და სასახლიდან გააძევა. ვან იუ იუნისკენ გაემართა რათა თავის მხარეს  გადაებირებინა მაღალი თანამდებობის პირები. როგორც ჩანს მან ამ საქმეს კარგად გაართვა თავი და რამდენიმე წლის შემდეგ სამეფო ტახტი კვლავ დაიბრუნა, თუმცა მისი პარპაში და ძალადობრივი პოლიტიკა კვლავ გრძელდებოდა. ამის გამო მანდ დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა იუანის სამეფო კარისგან. ვან იუ  მოწამლული მანდარინებისგან გარდაიცვალა. მისი სიკვდილი კი კორეის ხალხისთვის აღსანიშნავი მოვლენა გახდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, როცა ვან იუ იუნის იმპერატორის კარზე წავიდა იქ გაიცნო ნინ იანი ( იმპერატორის მეუღლე კი ) .  7 წლის განმავლობაში  მანდ დაიმსახურა "კის " ნდობა. მათი ურთერთობა სხვა არაფერი იყო თუ არა წმინდა წყლის პოლიტიკური თანაშრომლობა. სიყვარული,საერთო შვილი და არაფერი მსგავსი არ დასტურდება არც ერთი ისტორიული წყაროთი. სამეფო ტახტი სწორედ მისი და იმპერატორის წყალობით დაიბრუნა, თუმცა რადგან ვან იუს ტახტზე დაბრუნების შემდეგ ისევ გრძელებოდა მისი თავაშვებულობა და გარდა ამისაა , მეფემ  იმპერატორის მეუღლის ოჯახის წევრებზეც მიიტანა იერში და  დაკარგა "კის " მხარდაჭერა . ამიტომაც სიკვილამდე ,  1344 წელს ის კვლავ გაიწვიეს მონღოლეთში.

დედოფალი კი



და ესეც ნამდვილი დედოფლის პორტრეტი



ოლჯეი კჰუთუგი, იგივე ბო ჰიონ სოკი ( სახელი რომლითაც იგი სამეფო კარზე წარადგინეს ) , იგივე იმპერატორის მეუღლე- დედოფალი  კი  დაიბადა  1315 წელს კორეაში, სამხედრო  - კი ჯა ოჰის ოჯახში. მას ყავდა უფროსი ძმები. სულ ესაა რაც მის კორეულ ბიოგრაფიაზე ვიცით. სერიალში მთელი სიუჟეტი სადაც ჩანს როგორ ცხოვრობს კორეაში, როგორც თანამშრომლობს მეფესთან და ამასთანავე იუანის იმპერატორს იცავს ,გამოგონილია. ასევე გამოგონილია სასიყვარული სამკუთხედიც, თუმცა კორეული დრამა, რა დრამაა სასიყვარული სამკუთხედის გარეშე.
დედოფალი კი თავდაპირველად  გაგზავნილ იყო მონღოლეთის იმპერატორის კარზე, როგორც ხარკი კორეიიდან.(იგი არ ყოფილა სამეფო ოჯახიდან , ჩვეულებრივი კორეელი იყო ) ამ პერიოდში კორეა  ქალწულების ,საჭურისების , ფულად , სამხედრო ხარკს უხდიდა მონღოლეთს. უკვე დედაქალაში ჩასული ის შეხვდა გო იონგ ბოს, რომელიც იყო იუანის სასახლის საჭურისი კორეიდან და ეძებდა დამხმარეს, ასევე კორეიდან რომ იმპერატორს მომსახურებოდა. "კი"  წარმატებულად შეუდგა საქმეს, დაიმსახურა იმპერატორის ნდობა და სიყვარული და მალე მისი სამეფო ხარჭაც გახდა. ამ ამბის გამო იმპერატორის იმდროინდელი მეუღლე თენაშირი იმდენად ეჭვიანობდა რომ ხშირად აწამებდა "კის"  . 1339 წელს მან იმპერატორს გაუჩინა ვაჟი აუშირიდარი.
მიუხედავად იმისა რომ იმპერატორს ძალიან სურდა მისი საყვარელ ქალზე დაქორწინება, სამეფო კარი და გავლენიანი პირები ეწინააღმდეგეოდნენ სისხლით კორეელი დედოფალის ყოლას. მას შემდეგ რაც იმპერატორის პირველი ცოლის  თენაშირის  და მეორე ცოლის ბაიან ქუთლუღის სასახლიდან გააძევეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს " კი" იუანის დედოფალი  გახდა.
ისტორიკოსები მწუხარებას გამოქთვამენ იმაზე რომ სერიალში "კი" გამოყვანილია როგორც გმირი. ისინი აღნიშნავე რომ კი ხშირად თავს ესხმოდა კორეას დაქირავებული რაზმებით, ეს კი კორეის იმდროინდელი მეფის გონგმნის გამო ხდებოდა, რომელმაც კის მთელი ოჯახი გაასახლა კორეიდან. მიუხედავად ამისა, ისეთი ფაქტებიც კარგადაა ცნობილი, როცა კი უმაღლეს თანამდებობებზე წარმოშობით კორეელებს ნიშნავდა და მისი ამალაც მხოლოდ კორეელებისგან შედგებოდა. იგი ასევე ეხმარებოდა კორეელ ხალხს.
ამოხებულების გამარჯვების გამო ტოგონ თემურის მთელი ოჯახი და მისი მეუღლე კი , ჩრდილო მონღოლეთის სტეპებში გაიხიზნენ სადაც მათმა შვილმა აუშირიდარამ განაგრძო მმართველობა. კის ცხოვრება მეტი ინფრომაცია არ არსებობს.  არსებობს რამდენივე ვერსია მისი შემდოგმი ცხოვრების შესახებ, ერთ-ერთის მიხედვით მას შმედეგ რაც იმპერატორი გადარიცვალა მისი მეუღლე გაუჩინარდა. მეორეს მიხედვით მან ტბა  ტაალთან დაიდო საცხოვრებელი სადაცვე გარდაიცვალა 1369 წელს . მისი სამარხი კორეიის ომის დროს იქნა დაკარგული.

October 1, 2014

Fly Up vs ქართველი ფანები

გასულ შაბათს , 27  სექტემბერს თბილისში, ივენთ ჰოლში კორეის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენა The Performers: Fly Up გაიმართა . წარმოდგენაში მონაწილებოდნენ მოცეკვავეები და მომღერლები : Gamblerz Crew , Animation Crew  , Season of Soul.

პირადად მე არც ერთი ჯგუფის შესახებ აქამდე გაგონილიც არ მქონდა, მაგრამ ამან არ შემაყოვნა და ივენთზე წასვლა გადავწყვიტე , რადგან რეკლამდებოდა რომ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ კორეული ტრადიცული მუსიკის წარმომადგენლებიც, კორეული  ტრადიცული მუსიკა კი ძალიან მიყვარს, მითუმეტეს როცა სინთეზშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

ფილარმონიის წინ იმაზე მეტ ხალხს მოეყარა თავი ვიდრე ველოდი.. ძირითადად სკოლის ასაკის მოსწავლეები იქნებოდნენ .. ჩემი მეგობრის მიერ უკვე დაკავებული ადგილის იმედი მქონდა და თამამად შევედი შენობაში.   ჩემი არ იყოს, სავარუადოდ არც ორგანიზატორები ელოდნენ ასეთ ანშლაგს , ამიტომაც  მგონი ფეხზე უფრო მეტი ხალხი იდგა, ვიდრე სკამებზე ისხდნენ.. სანამ შოუ დაიწყებოდა, შემოსასვლელში აღებული ფლაერის თვალიერება დავიწყე. როგორც ფალერიდან გავიგე წარმოდგენა  Fly Up  რიჩარდ ბახის თოლიას მიხედვით იყო დადგმული.. მათ უკვე მოევლოთ რიგი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და საქართველოს მერე აზერბაიჯანში მიემგზავრებოდნენ..
ცოტა ხანში წარმოდგენა უკვე დაიწყო და თან საკმაოდ ენერგიულად გაიხსნა...თუმცა ალბათ არასაკამრისი სცენის და დროის სიმცირის გამო მთლიანი წარმოდგენის ნაცვლად მხოლოდ მონაკვეთები ვნახეთ..

ბრეიქდანსერებმა   Gamblerz Crew -ის გოგონებმა და ბიჭებმა   სცენაზე მართლაც რომ შეუდარებელი ცეცხლი დაანთეს.  ეს ჯგუფი 2002 წელს ჩამოყალიბდა და მას მერე უამრავი ჯილდო აიღეს სხვადასხვა ფესტივალებზე .   მათ ენაცვლებოდა Animation Crew    ,კორეული ნიჭიერის  ფინალისტები     და ტრადიციული კორეული მუსიკის შემსრულბელი გოგონები  - Season of Soul. გოგონები ძალიან კარგად უკრავდნენ, თუმცა არ ვიცი მიკროფონის თუ ცუდი აკუსტიკის გამო ,მომღერლის ხმამ არა მარტო მე, ჩემს გვერდით მსხდომებსაც გვარიანად ატკინა ყურები..



მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც სამასი  კაცი იქნებოდა დარბაზში , ისეთი ემოციები იყო, ისეთი ტაში და  სარანგე , სარანგეს ძახილი რომ სამიათას კაციან კონცერტზე გეგონებოდათ თავი.  ამ ყველაფრის შემხედვარეს თავი reply  1997 მეგონა და ყველა კორეელი ფანი გამახსენდა. თუმცა  ქართველებმა ყველაფერი ხომ ზედმეტი ვიცით. აქაც გამოვიჩინეთ თავი. წარმოდგენის დასრულების შემდეგ  , გაიგეს რა "ფოტოების გადაღება შეგიძლიათო " ერთიანად იხუვლეს და მიაწყდნენ სცენას.
ეს ის შემთხვევა როცა წვრილთვალება ბიჭებზე გაგიჟებული გოგოები  უფრო მეტი იყო შეყრილი , ვიდრე რაიმე საინტერესოს მოლოდნში მყოფი საზოგადოება.

ამ წვრილმან მინუესბს თუ არ ჩავთვლით საერთო ჯამში წარმოდგენა შედგა. რისთვისაც მადლობა კორეის საელჩოს და ფრიუნის ბავშვებს, რომელებიც არასდროს არ იშურებენ ძალას მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისათვის.
 იმედია კიდევ ვიხილავთ კორეულ ჯგუფებს საქართველოში და იმედია იქამდე ჩვენი მაყურებელიც ისწავლის ქცევის კულტურას.



( ფოტოები :  korea.ge )

September 28, 2014

ჩრდილო კორეა vs დეზინფორმაცია

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ჩრდილო კორეაზე დეზინფორმაციის გავრცელება და მათი დაჯერება. ამ ყველაფერს კარგად უწყობს ხელს სისტემა ,რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.  ჩვენს ბლოგზე მრავლად მოიპოვება მასალა იმის შესახებ   ,თუ როგორი ჩაკეტილია უცხო თვალისთვის ჩრ. კორეა.  ინფრომაციის ქვეყნის შეგნით შეღწევა ისეთი პრობლემატურია, როგორც  -მისი გამოტანა. ამის საწინდარია ის რომ  გლობალური ინტერნეტი მხოლოდ ვიწრო წრისთვის (სამთავრობო , სადაზვერვო სამასხურები )  არის  ხელმისაწვდომი, დანარჩენი მოსახლეობა კი  ადგილობრივი ინტერნეტით სარგებლობს ,რომელსაც ინფრომაციით სწორედ ეს ვიწრო წრე ამარაგებს. ინფრომაცია კარგად იფილტრება და მხოლოდ ასე მიდის მომხმარებლამდე. თუმცა მომხმარებელი არც თუ ისე ბევრი ჰყავს.
ბოლო ხანების ყველაზე დიდი დეზინფორმაცია რომ თითქოს ჩრ.  კორეელი  ასტრონავტი მზეზე დაჯდა , იმავე დღეს უკან დარბუნდა და ლიდერს  მზის ნატეხები ჩამოუტანა ირლადიურ ტელეარხს ეკუთვნის .

ჩრ. კორეა ის ქვეყანაა რომელიც ფიზიკა -მათემატიკის სფეროს განვითარებით ბევრით არ ჩამოუვარდება წამყვან ქვეყნებს, სკოლებში სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ადამიანთა უმრავლესობამ კარგად იცის რომ ადამინის მზეზე დაშვება ისეთივი წარმოუდგენელია, როგორიც შემდეგი დეზინფორმაცია , თითქოს ქვეყნის ლიდერი მზის ამოსვლას ხელმძღვანელობდეს.  ადამიანების დიქტატურის ქვეშ ცხოვრება, ნებით თუ ძალით ( გავიხსენოთ საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც უკვე  მთელი შთამომავლობა ცხოვრობს პოლიტპატიმრების )  არ ნიშნავს ამ ადამიანების უვიცობას.
ქვეყნისადმი ინტერესი რომ დიდია ეს ფაქტია. ამიტომაც მუდმივად იქმნება და ვრცელდება მსგავსი ინფრომაციები. თუმცა ამას თავადაც უწყობს ხელს ქვეყნის ჩაკეტილი სისტემა..  ცნობა იმის შესახებ რომ მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე  ვარცხნილობის ტარება შეუძლია ნამდვილია.მკვეთრად არის გამიჯნრული რა სახის ვარცხნილობა შეიძლება ქონდეთ მანდილოსნებს და რა სახის -მამაკაცებს.. ასევე ინფრომაცია რომ 2010 წელს კორეამ მოუგო ბრაზილიას და ჩემპიონი გახდა ნამდვილად ასე იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის..

 სინამდვილეში  2010 წლის ბრაზილია- ჩრ. კორეის თამაშის დროს  ანგარიში 2 :1 დაფიქსირდა , თუმცა ჩრ. კორეის ტელემაუწყებელმა მხოლოდ ერთი, კორეელების გატანილი  გოლი  აჩვენა.
უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება ასევე კიმ ჩენ ინის მამიდის თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი განაცხადის საფუძველი გახდა ის, რომ კიმ გიონ ხი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა.არსებობს ცნობები რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის მამიდა შესაძლოა გულის შეტევით გარდაცვლილიყო. სამხრეთ კორეული დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა , რომ უწყება ახლა ცდილობს გაარკვიოს ხომ არ წავიდა კიმ გიონ ხი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ოფიციალური ფხენიანი კიმ გიონ ხის ავადმყოფობის ან სიკვდილის შესახებ არაფერს იტყობინება.

  2013 წლის დეკემბერში, ის თავისი ძმის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების ორიწლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ამან გამოიწვია ეჭვი მისი ავადმყოფობის, ან ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე იძულებით უარზე. კიმ ჩენ ინის მამიდა ბოლოს სექტემბერში ნახეს. მისი მეუღლე კი ბელადმა სიკვდილით დასაჯა.

June 5, 2014

კორეა საქართველოში


დღეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპსუში  კორეის კულტურისაა და ისტორიის გამოფენა  სახელად " შეიგრძენი კორეა " ჩატარდა.
  მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება და მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდებისთვის კორეული კულტურის გაცნობას. ბოლო პერიოდში ჰალუს ტალღამ საქართველომდეც მოაღწია. ამის ნიშანია ის რომ დღითი-დღე იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება კორეული კულტურით. კორეულმა დრამება და კპოპმა დიდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე.

. ინტერნეტ სივრცეში უამრავ ჯგუფს და ფორუმებზე თემებს გადააწყდებით ,სადაც გაცხარებულები დავობენ  მსახიობებზე, ფილმებზე, მუსიკაზე .  ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს ჰანგულს (კორეული ანბანი ) და  ჩემი  ბლოგიც იმის დამადასტურებელია რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ კორეული კულტურა.

დღეს დიღმის კამპუსში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი : კიმჩი და კიმბაბი.
მე პირადად მხოლოდ კიმბაბი შემხვდა და ამისთისაც ორგანიზატორის მადლობელი ვარ. თუმცა ჩემი ბრალია  , მხოლოდ 7 საათზე მოვახერხე მისვლა , იქამდე კი ყველაფერი მოსუფთავებული დამხვდა.  სწორედ ამის გამო ვერ დავესწარი კორეელი ოსტატების მიერ წარმოდგენილ ორთაბძოლას თე კვანდოს ჩვენებას. თუმცა მეგობარმა რომელმაც ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო მანახა.
ასევე გამოფენაზე შეგეძლოთ გენახათ კორეული ტრადიციული ნიღბები. ამ ნიღბების შესახებ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგზე.


ძალიან სასიამოვნო სიურპიზი იყო სპეციალურად ჩვენთვის და ჩვენგან ნაკარნახევი სიტყვების დაწერა კორეულად. მე პირადად  "თევზი , იმედი და სიყვარული     " დავაწერინე.

ასეთ ღონისძიებებს ორგანიზებას მუდმივამ კორეული ენის ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში ნანკა მიქარებიძე უკეთებს და მადლობა მას ამისთვის.
ძალიან სასიამოვნოა როცა ერთი ინტერესების მქონე ადამიანებს ერთად კრიბავენ და აძლევენ საშუალებას დაათვალიერონ და უფრო ახლოს გაეცნონ იმ კულტურას რომელიც ასე შორეული და თან ასეთი ახლობელია.

May 21, 2014

ლოტოსის ფარნების ფესტივალი

მაისის პირველ კვირას ,მთვარის კალენდრის მე-4 თვის მე-8 დღეს კორეაში და (მთელს მსოფლიოში )  ბუდას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ლოტოსის ფარნების ფესტივალი - ასე ეწოდება ერთ- ერთ ყველაზე ლამაზ ფესტივალს რომელიც ამ პერიოდში იმართება.

 ბუდისტურ ტაძრებში მომლოცველები და ბერები ხელით ქმნიან ფარნებს და შემდგომ ცაში უშვებენ.  ბუდისტური მოძღვრების თანახმად ანთებული ფარანი არის სიმბოლო ის სიბრძნის და სინათლის, რაც ბუდამ დაუტოვა ადამიანებს. ტარდება მსვლელობობები, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები .

 ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიის დროიდან იღებს საათავეს. ფანრები სხვადასხვა სახისაა : ცხოველების, ადამიანების,წყალზე მოტივტივე და ა.შ.

 წელს მთელს კორეაში ფესტივალი მოკრძალებული იყო სევოლის ტრაგედიის გამო.