January 31, 2014

Adolescence Medley

ამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი დრამას Adolescence Medley.  მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 4 ეპიზოდია , რეიტინგი საკმაოდ დიდი აქვს. სანამ გადავწყვეტდი მენახა, დავძებნე მცირე ინფორმაცია. როგორც გავიგე დრამა გადაღებულია მანგის მიხედვით.

სერიალი  სკოლის მოსწავლეზეა, რომელიც უკვე შვიდჯერ იცვლის სკოლას მამის სამსახურის გამო. ის ცდილობს ყველა სკოლაში სადაც ხვდება იყოს უჩინარი. არ გაიჩინოს მეგობარი , არ ჰყავდეს  მტერი. უბრალოდ იყოს. ერთხელაც როცა სკოლიდან სახლში ბრუნდება, გაიგებს რომ კიდევ ერთხელ უწევს სკოლის მიტოვება ერთ კვირაში. მეორე დღეს დაიმედებული იმით , რომ მალე  უკან მოიტოვებს ახალ საცხოვრებელ ადგილს და სკოლას ჩხუბში ებმევა , სკოლის ყველაზე ჭკვიან და წარმატებულ გოგოს მასთან შეხვედრას სთავაზობს და მაღალკლასელ განგსტერს საჩხუბრად იწვევს.


 რა მოხდება როცა სახლში დაბრუნებული გაიგებს რომ სკოლის დამთავრებამდე ოჯახი საცხოვრებელ ადგილს აღარ იცვლის ? როგორ გრძელდება მისი ცხოვრება ამის ამბის შემდეგ?  ამას დრამაში ნახავთ.

პირველივე წუთებიდან გგონია ანიმეს უყურებ , ოღონდ ადამიანების მონაწილეობით. ან მაგას კითხულობ სადაც ადამიანები არიან. ძალიან მომეწონა ოპერატორის ნამუშევარი. სადა, მშვიდი და ლამაზი. როგორ იცვლება მთავარი გმირი, როგორ გადის განვითარებას პირველივე სერიიდან მეოთხემდე . თითოეული კადრი ძალიან ზუსტადაა დაჭერილი. მოკლედ უყურეთ , მოდუნდით და ისიამოვნეთ ძალიან ლამაზი ხედებით. სასიამოვნო მუსიკით და სიყვარულის მარტივი ისტორით რომელიც ათი წლის მერეც პოულობს თავის გზას.

სერიალს შეგიძლიათ უყუროთ ამ საიტზე adolescence medley

1 comment:

  1. ჩემს სიაში ჩავაგდე. ვნახავ ამასაც ^_^

    ReplyDelete