February 1, 2014

Azaleas 진달래꽃



კიმ სოვოლი ცნობილი კორეელი პოეტი დაიბადა 1902 წლის 6 აგვისტოს.  მისი დაბადებიდან სულ მცირე ხანი იყო გასული , როცა პოეტის მამა ფსიქიურად დაავადდა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას და თავისი წვლილი შეიტანა ასევე პოეტის ნაადრევ სიკვდილში. კიმ სოვოლს ზრდიდა ბაბუა, რომელმაც ასწავლა კლასიკური ჩინური და ასევე გაუშვა სასწავლებლად  ოსანის ცნობილ საშუალო სკოლაში . 1923 წელს პოეტი მიდის იაპონიაში სასწავლებლად,თუმცა მალევე ბრუნდება სამშობლოში და მშობლიურ ქალაქში იწყებს მუშაობას.  პარალელურად იაპონიაში წასვლამდეც და მას შემდეგაც მისი ლექსები ხშირად  იბეჭდება გაზეთებში. მიუხედავად ამისა, ბოლო დროინდელი მისი ნამუშევრები უკვე აღარაა ისეთი ძლიერი, პოეტი იწყებს სმას და 1934 წელს სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს.
კიმ სოვოლს ხშირად ფოლკლორულ პოეტსაც უწოდებენ, რადგან მისი სტილი ძალიან ჰგავდა ტრადიცულ კორეულ ხალხურ სიმღერებს.
მისი ყველაზე ცნობილი ლექსია "Azaleas" (진달래꽃) (იელები )   რომელშიც გამოხატულია ადამიანის მძიმე განცდები და განშორებით მიყენებული ტკივილი. თავის მხრივ ეს ლექსი ჰგავს კორეულ ხალხურ სიმღერა არირანგს. (Arirang )
ძალიან რთულია მისი პოეზიის თარგმნა რადგან  ,როგორც უკვე ვთქვით იგი იყენებს რიტმს პოეზიაში , რომელიც დამახსაიათებელია ხალხური სიმღერებისთვის. მარტო ინგლისურად კონკრეტულად "იელების "  შვიდამდე თარგმანი არსებობს, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ ერთი შინაარსისაა მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ქართული თარგმანიც ვერ იქნება იდეალური და ამისთვის ბოდიშის გიხდით. მე არც ფილოლოგი ვარ, არც კორეოლოგი, უბრალოდ ვცადე მეთარგმნა  ქართულად , რადგან იმ ადამიანების ვინც არ იცის უცხო ენა და აინტერესებთ კორეული პოეზია  ზოგადი წარმოდგენა შეექმნათ მასზე.

                                                 Azaleas

როცა დამემშვიდობებით , შეტრიალდებით და წახვალთ, უსიტყვოდ და მშვიდად გაგიშვებთ.
ჩემგან წასასვლელ ბილიკებზე მიმოვფანტავ იაკის ილებს,
ჩამოვიტან იონგბინიდან.
ფეხქვეშ ყვავილებს, ჩემს მოკრძალებულ საჩუქარს გაუყევით და ისე წადით.
როცა დამეშვიდობებით და ჩემგან წახვალთ ვიფიქრებ მოვკვდი.
 მოვკვდი უცრემლოდ.


წყარო : ვიკიპედია
თარგმანი : მარი თინაშვილი

5 comments:

  1. სასწაულია. ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა.
    იაპონური პოეზია ( ტანკა) ძალიან მიყვარს და თურმე სადა ვარ. კორეული პიეზის სიამოვნება წინ მაქვს. გაოცებული ვარ

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა რომ წაიკითხეთ :)

      Delete
    2. რას ამბობთ, სამადლობელო აქეთ მაქვს, თვალებს არ დავუჯერე და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე. ვერ ავღწერ, როგორ ძალიან მომწონს.
      ჩემი სახით წამკითხველი ნამდვილად არ მოგაკლდებათ. საოცარ ზემოქმედებას ახდემს ჩემზე .

      Delete
  2. ძალიან კარგია 💞💞

    ReplyDelete
  3. საოცარი ლექსია! არაჩვეულებრივი თარგმანით!
    პირველად 3-4 წლის წინ მოვხვდი აქ და გავოგნდი. მას შემდეგ ზეპირად ვიცი. დიდი მადლობა!

    ReplyDelete