January 18, 2014

დრამალენდი

ტერმინი "დრამა" რომელიც მხატვრული ფილმის ერთ-ერთ ჟანრთან ასოცირდება რადიკალურად განსხვავებულ დატვირთვას იძენს დრამალენდში მოგზაურობის შემდეგ , თუმცა ალბათ ტერმინი "დრამალენდი"-ც უცხოდ გვეჩვენება...  კორეული დრამალენდი, იაპონური დორამალენდი,ტაივანური ტაილენდი და ჩინური ღმერთმა უწყის რა ლენდი (სავარაუდოდ ჩაინალენდი) ეს არის ვირტუალური სამყარო სადაც ნებისმიერი დრამების მოყვარული თუ არამოყვარული ხვდება აზიური სატელევიზიო დრამების ყურების დროს. ჩვენს შემთხვევაში დორამალენდი ტაილენდი და ჩაინალენდი იაპონური ტაივანური და ჩინური კინემატოგრაფიის გვერდებს დავუტოვოთ და კორეულ დრამალენდში ვმოგზაუროთ ცოტა ხნით.
არავინ იცის ზუსტად საიდან იღებს სათავეს დრამალენდისა და მისი მოსახლეობის ისტორია თუმცა მის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეიტანა. 90-იანი წლებიდან და განსაკუთრებით 2000 წლიდან მოყოლებული აქტიურად იქმნება სპეციალური სოციალური ბაზები (საიტები) სადაც დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ დრამალენდის მკვიდრებზე, ტურისტებსა თუ უბრალო გამვლელებსა და დრამალენდში შემთხვევით მოხვედრილებზეც კი... დრამალენდისთვის უცხოა დემოგრაფიული პრობლემები , დრამალენდის მკვიდრთა რაოდენობა განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება..ოფიციალური ენა დრამალენდში კორეულია თუმცა საკმაოდ აქტუალურია ჯლინგრისურიც ან უბრალოდ ინგრიში , ის კორეული ენისა და ინგლისურის განსაკუთრებული მიქსია რომელიც მხოლოდ აქ არსებობს (ჯლინგლისური ასევე საკმაოდ პოპულარული ენაა კპოპლენდშიც ) და მისი გაგება მხოლოდ დრამალენდის მკვიდრთ ძალუძთ....ჰავა და კლიმატი აქ ჩვეულებრივია , დრამალენდში მხოლოდ მაშინ წვიმს როცა გულმოკლული გუმიჰო ტირის , ამიტომ მზიანი და თბილი ამინდი მოულოდნელად ისე იქცევა ხოლმე წარღვნად და კოკისპირულ წვიმად გააზრებასაც ვერ მოასწრებთ რა მოხდა , შესაბამისად  ქოლგის გარეშე სიარული დრამალენდში სერიოზული რისკია თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მომენტები ....რა? მაგას დრამალენდში მოგზაურობის შემდეგ მიხვდებით  ....
აქ ლოგიკა, ბუნების კანონები და ზოგადად მიღებული წესები არ მოქმედებს. დრამალენდს თავისი ლოგიკა აქვს ზოგადისგან ძალიან განსხვავებული , რომელიც აქ მოხვედრილი ტურისტებისთვის მოგზაურობის დასაწყისში "მენტალური შოკი"-ს ტოლფასია .... ზედმეტად რომ არ დავიშოკოთ დასაწყისშივე გავეცნოთ რამოდენიმე დაუწერელ წესს რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა ტურისტი აცნობიერებს გზადაგზა ნერვოზისა და უამრავი დროის ხარჯვის , მონიტორთან ღამეების თევისა და ჩაშავებული თვალების ფასად...

  •   ვივიწყებთ სტერეოტიპს  "ყველა წვრილთვალება ჩინელია"... თუ არ გინდათ დრამალენდის მკვიდრთა რისხვა დაგატყდეთ თავს , ნუ გამოავლენთ ტოტალურ უვიცობას და ნუ გაიშვერთ თითს "იიიიი ჩინელი"...  წვრილი თვალის ჭრილი აქვთ : კორეელებს , იაპონელებს, ჩინელებს, ტაივანელებს, ვიეტნამელებს და იგივე რასის წარმომადგენელ კიდე ძალიან ბევრ ერს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისინი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს.
  • პირდაღებული ნუ მიაჩერდებით რომელიმე სიმპატიურ მამრს აეგოს კეთების დროს. უბრალოდ გაიღიმეთ ... დრამალენდში ეს ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი საშუალებაა... თუ აღმოაჩენთ რომ პედონუნა ხართ ეგ არაფერი დრამალენდში ყველა პედონუნაა ...ნურც ხელჩაკიდებული მამრების სქინშიპზე გადმოგცვივდებათ თვალები, ისინი სულაც არ არიან ცისფერები , უბრალოდ აქ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
  • მთავარი... ლოგიკა და საღი განსჯის უნარი ცოტა ხნით შვებულებაში გაუშვით , ისინი დრამალენდში არაფერში გამოგადგებათ პირიქით ხელს შეგიშლით....

2 comments:

  1. სხვათაშორის არა მარტო თვალის ჭრილით, კანის ფერებითაც სხვადასხვა არიან. მე ჩინელები არ მომწონს, უფრო კორეა და იაპონია. მანდ ლამაზი ხალხია. ოღონდ ეს იაპონელი კაცების გარჩევა იაპონელი ქალებისგან, მიჭირს, იმდენად გაკრიალებულები არიან :)))
    აეგო არ ვიცი რა არის, მაპატიეთ :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად განსხვავდებიან კანის ფერითაც. აი, ტაივანელებს კიდევ ცხვირი აქვთ საერთოდ სხვანაირი, იაპონელებს ზედა დაქაჩული ქუთუთო აქვთ , უფრო კორელბს კი არ აქვთ :)
      აიიგო, იგივე აიგუუ არის გაკვირვების ფორმა რომელიც ქართულად ცოტა რთულია ვარგმნოთ. რომელიმე ერთ სერიალს რომ უყუროთ თუნდაც ერთ სერიას ეგრევე მიხვდებით რაზეა საუბარი :))

      Delete