March 21, 2014

სკოლები დრამალენდში



ერთ-ერთი რაც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში დრამალენდში მოგზაურობისას აქაური სკოლებია. როგორც თავად დრამალენდი აქ სკოლებიც განსაკუთრებულია და ზოგჯერ ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის საშიშიც, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად მდგრადი ნერვები გაქვთ ...   სკოლის რამოდენიმე კატეგორია არსებობს : ტიპიური ჩვეულებრივი სკოლა, სელებრითების სკოლა,  ელიტარული სკოლა, მუსიკალური სკოლა . სუსტი გულის პატრონებისთვის ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს: აქ თითქმის ყველა მოსწავლე გულის წასვლამდე სიმპატიურია და სკოლის ფორმაშიც კი სასტიკად სექსუალურად გამოიყურება.
 დრამალენდისელიტარულ  სკოლებში უხვად დანავარდობენ სკოლის ფორმაში გამოწყობილი მზეჭაბუკები და მზეთუნახავები , მაგრამ მათთან სიფრთხილე გამოიჩინეთ ,  უმეტესობა ამპარტავანი და სასტიკია თუმცა მათ რიგებშიც მოიძებნებიან სასიამოვნო გამონაკლისები. ღარიბი კატეგორია მუდამ დაჩაგრულია და მათი ერთადერთი ნუგეში ადგილობრივი ლეგენდებია... (დრამალენდში ძალიან პოპულარულია ლეგენდა ჩანდიზე ღარიბ გოგონაზე და მის ოთხ მდიდარ მეგობარზე რომელიც ძალიან ჰგავს კონკიას ისტორიას, თუმცა კონკია ზღაპარია ჩანდის ისტორია კი სინამდვილე რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდის სახით) ...
ამ ბოლო პერიდოში ამ დრამას სერიოზული კონკორენცია გაუწია და პირველი ადგილიდანაც მოარყია " მემკვიდრეებმა". იგივე ფაბულა, მთავარი როლის იგივე შემსრუელებლი და იგივე ჰეფი ენდი.

მიუხედავად იმისა რომ აქაურობა ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ყველაფრის მიუხედავად დრამალენდ სკოლის მოსწავლეები ხშირად გამხდარან აუტანელი სისასტიკისა და უგულობის მომსწრენი რომელიც აქ ბუდობს...  ერთხელაც შეიძლება გასახდელში F4-ის ავისმომასწავებელი ბარათი დაგხვდეთ და უკვე ცხადია რომ თქვენს ბედნიერ სკოლის წლებს ბოლო მოეღო.. ან თავქუდმოგლეჯილმა უნდა გაქუსლოთ სკოლიდან ან უბრალოდ კბილებამდე შეიარაღდით და კარგი ფსიქოლოგიც აიყვანეთ რადგან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მთელ სკოლის წლებს რომელიმე მდიდარის პირადი ჯამბაზის ამპლუაში დაასრულებთ ან საკუთარი ნებით გადმოხტებით სკოლის სახურავიდან. თუ გოგო ხართ იოცნებეთ რომ სკოლის ყველაზე ლამაზ და სასტიკ "ვარსკვლავბიჭუნას" გულში ჩაუვარდეთ მერე აღარ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების რომელ ფენას ეკუთვნით ტქვენთვის ყველა კარი ღიაა... 

შენიშვნა: დრამალენდის მზეჭაბუკებს დღემდე აუხსნელი უცნაური მიდრეკილება აქვთ მოშტერო , ღარიბი ,საყვარელი და ჭკუამხიარული გოგონებისადმი...
თუ განსაკუთრებული ჭკუა-გონებითა და ნიჭით არ გამოირჩევით  და სკოლაში ჩამორჩენილების კლასში სწავლობთ, საჭმლის გაკეთებაც კი არ გამოგდით სიცოცხლისთვის საშიში ექსცესების გარეშე და ერთადერთი რაც შეგიძლიათ ყველაფრის გაფუჭება და უსიამოვნებებში გახვევაა , ამ ყველაფერთან ერთად კი უიმედოდ ხართ შეყვარებული სკოლაში ყველაზე პოპულარულ და სიმპატიურ მარმარილოს ქანდაკებაზე რომელიც თქვენგან განსხვავებით ჭკუისკოლოფია ... გულს ნუ გაიტეხთ დრამალენდში თქვენც კი აუცილებლად მოგეცემათ შანსი.. ერთ დღესაც თქვენს სახლს მეტეორი დაეცემა ან მიწისძვრა დაანგრევს და უსახლკაროდ დარჩენილი საცხოვრებლად სწორედ მის სახლში გადახვალთ...
ჩვეულებრივი ინტრიგები ჩვეულებრივ სკოლებს დავუტოვოთ და მუსიკალურ სკოლებში შევიხედოთ... 

დრამალენდში ყველაზე პოპულარული კირინის აკადემიაა სადაც ყველა ნიჭიერი მუსიკოსი ახალგაზრდა ოცნებობს რომ მოხვდეს. აქ მოსული ყველა თავისებურად ცდილობს შეიცვალოს, იპოვოს თავისი მოწოდება და აიხდინოს ყველაზე დიდი ოცნება ... თუ ტრადიციული ფოლკლორის კურსზე სწავლობთ და თანამედროვე მუსიკა თქვენს სათუთ მუსიკალურ გემოვნებას შეურაცხყოფს მაშინ მოემზადეთ , დრამალენდის ბედისწერის ქალღმერთთან ხუმრობა არ ღირს , ნუგაგიკვრდებათ თუ მალევე აღმოაჩენთ რომ ყურებამდე ხარტ შეყვარებული სკოლის ყველაზე პოპულარულ როკერზე... 
                                        
აუცილებლად უნდა შევეხოთ დრამალენდის მთავარ მშვენებას თავზეხელაღებული სიმპატიური "ხულიგანი"  მოსწავლეების კატეგორიას , რომლებიც მთელ დღეებს საყვარელი მუსიკის შექმნასა და თავგადასავლების ძიებაში ატარებენ... უნდა ვაღიაროთ რომ მათ განსაკუთრებული ხიბლი აქვთ და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ დრამალენდში...

მაშ ასე შემდეგი კატეგორია სელებრითების სკოლა... ესეთი სკოლები მხოლოდ იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივი სკოლებისაგან რომ ერთ-ერთი სიმპატიური მამრი რომელსაც სკოლის სამდედრეთი ბრბოდ დასდევს სელებრითია რომელიც რაიმე ცუდი ქცევისთვის სკოლაში სიარულით დასაჯეს, ან ოქროს მედალის მფლობელი სპორტსმენი  და ყველა მდედრი მასზე გიჟდება.  ესეთი სელებრითები მუდმივად მარტო ყოფნას ამჯობინებენ რადგან მათი ცხოვრება სკანდალებითა და უაზრო ფანატების წყალობით ერთ დიდ მოსაწყენ აბსურდადაა ქცეული.
მათი გულის მოსაგებად სერიოზულ მსხვერპლზე მოგიწევთ წასვლა ან ახალ ზელანდიაში მოგიწევთ ცხვრების მწყემსვა (გემოვნებას რას გავუგებთ უმეტეს მათგანს ახალი ზელანდიიდან ჩამოსული ცხვრების მწყემსებისკენ მიუწევთ გული ) ან თმა შეიკრიჭეთ , თქვენი გარდერობი ბიჭის ტანისამოსით შეცვალეთ და საერთო საცხოვრებელში მასთან ერთად შესახლდით... ნუ რას ვიზამთ საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად დრამალენდელი მოსწავლეები უარეს მხვერპლზეც მიდიან ხოლმე.

და რა ქნან საცოდავმა უბრალო სკოლის მოსწავლეებმა რომელთა სკოლაში არც სელებრითები არიან , არც მდიდარი მზეჭაბუკები დაძრწიან და  მათი კუმირებიც კარგახანია სკოლაში აღარ სწავლობენ.. რას ვიზამთ  ყველას ერთნაირად როდი უმართლებს დრამალენდში, მათ ისღა დარჩენიათ ელიტარულ სკოლაში სწავლაზე იოცნებონ და დღე თავიანთ კუმირზე ოცნებაში გაათენონ და დააღამონ...  კარავი გაშალონ, ღობეებზე იძრომიალონ და ჩასაფრებულებმა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სდიონ თავიანთ კუმირებს....


ეს იყო მოკლე ექსკურსია დრამალენდის სკოლებში , დანარჩენი შეგიძლიათ თავადაც აღმოაჩინოთ დრამალენდში მოგზაურობისას .

მასალის თარგმნისა და მომზადებისთვის განსაკუთრებული მადლობა სალი.

3 comments:

  1. მე სკოლის ფორმები მომწონს.. რა ვქნა, ძალიან მინდოდა ჩემს სკოლაშიც ყოფილიყო ეგეთი :(
    ეჰ...

    ReplyDelete
  2. მეც სიამოვნებით ვატარებდი ესეთ ფორმას

    ReplyDelete
  3. სიამოვნებით წავიკითხე. თითქოს ყველაფერს თავიდან ვუყურე, თანაც მოკლე დროში :)

    ReplyDelete