January 26, 2014

პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში


"გუტენბერგის ბიბლია " დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეულ იყო ტოპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით დაბეჭდილ  პირველ  წიგნად . თუმცა ცნობილი გახდა რომ პირველად, მანამადე სანამ "გუტნებერგის ბიბლია " დაიბეჭდებოდა , 70-80 წლით ადრე - 1377 წელს , კორეაში დაბეჭდილ იქნა ბუდისტური დოკუმენტების წიგნი "ჯიკჯი" ( jikji) . წიგნში ვეცნობით ბუდისტურ ქადაგებებს, ასევე  ჩინელი და ინდოელი ბუდისტი ბერების მოღვაწეობასა და ბიოგრაფიებს. წიგნის ავტორად მიჩნეულია ბუდისტი ბერი პეგუნ ხვასანი , რომელმაც სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო 54 წლის ასაკში 1353 წელს. წიგნის დაბეჭდვაში თავისი წვლილი შეიტანეს ასევე ბერის მოსწავლეებმაც - სოკ ჩჰანმა და ტალ ჯამმა. იმ პერიოდში ბუდიზმი კორეის დომინანტი რელიგია იყო. " ჯიკჯი" შედგება ორი ტომისგან და მოიცავს 307 თავს. წიგნის ბოლო გვერდზე წერია მისი დაბეჭდვის თარიღი 1377 წლის ივლისის თვე . ადგილზე სადაც დაბეჭდილია "ჯიკჯი "(ქ.ჩჰონჯუ  ჰინდოსკას ბუდისტური მონასტერი ) დღეს მდებარეობს "კორეის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი."  2001 წელს იუნესკომ  "ჯიჯკი"  შეიყვანა "მსოფლიო მეხსიერების "რეესტრში და აღიარა პირველად ნაბეჭდ წიგნად მსოფლიოში.  "გუტენბერის ბიბლია "ითვლება პირველ ნაბეჭდ წიგნად ევროპაში, "ჯიკჯი"  კი -მოსფლიოში.
დღესდღეისობით წიგნი დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მე -19  საუკუნის ბოლოს საფრანგეთის კონსულმა კორეაში კოლინ დე პლასმა წიგნი გაიტანა კორეიდან პირადი კოლექციისთვის. 1911 წელს დე პლასის კოლექცია გაიყიდა და შეძენილ იქნა ცნობილი წიგნების კოლექციონერის ანრი ვევერას მიერ. 1950 წელს მისივე ანდერძის თანახმად "ჯიკჯი" გადაეცა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დღემდე ინახება. სამხრეთ კორეა დიდი ხანია ცდილობს რომ როგორმე დაიბრუნოს მისი  ეროვნული და კულტურული  საგანძური . 1989 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოთქვა მზადყოფნა აღნიშული თემის განხილვაზე , თუმცა მის მზადყოფნას წინ აღუდგა საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რის გამოც წიგნი კვლავ საფრანგეთში დარჩა. მიუხედავად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირებისა წიგნი ითვლება ორივე ქვეყნის კულტურლ, ეროვნულ და რელიგიურ საგანძურად.

წყარო http://genia.ge/?p=4537   

No comments:

Post a Comment