January 28, 2014

hallyu ანუ კორეული ტალღა


ტერმინი Hallyu  პირველად პეკინელმა ჟურნალისტებმა გამოიყენეს კორეული კულტურის მასიური გავრცელების აღსანიშნავად. კორელი ტალღის დასაწყისად 1990 -იანი წლები ითვლება , კერძოდ 90-იანი წლების მეორე ნახევარი როცა კორეულ კინოიკნდუსტრიასა და ზოგადად კულტურაში ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების პერიოდი იწყება. აქედან მოყოლებული საკმაოდ აქტიურად იწყება მსოფლიოში კორეული კულტურის გავრცელება:  კორეული ენის ,კორეული კინოს, კორეული პოპმუსიკის (ე.წ K-pop), დიზაინის , სამზარეულოს, ტექნიკის და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
  კორეული ტალღის მნიშვნელოვანი ასპექტები მაინც კორეული დრამები და K-pop გახდა. განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა კორეულმა დრამებმა იაპონიაში , ჩინეთში , აზიის სხვა ქვეყნებში ასევე ევროპასა და ამერიკაში. ბოლო წლები კორეული კომპანიები აქტიურად იყენებენ ამ მხრივ სოციალურ ქსელებს და YouTube-ს .

  ბევრი კრიტიკოსი და ექსპერტი წინასწარმეტყველებდა ჰალიუს სწრაფ დასასრულს , თუმცა 2011 წლისათვის კორეული კულტურის ექსპორტმა რამოდენიმე მილიარდი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე  მაღალანაზღაურებადი  მსახიობები არიან რათქმაუნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ. კორეული კულტურა ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს, ზოგადად ჰალიუმ განვითარების რადიკალურად განსხვავებულ ახალ საფეხურზე გადაიყვანა ტურიზმი კორეაში.  სხვადასხვა კორეული სააგენტოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ საკმაოდ აქტიურად ხდება კორეული ტელეშოუების, დრამებისა და პოპმუსიკის გამოყენება ქვეყნისადმი ინტერესის უფრო მეტად გაზრდის კუთხით.
Dong Bang Shub Ki (DBSK)  ზედიზედ ორჯერ შევიდა გინესის რეკორდების სიაში 2008 და 2009 წლებში როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბის მქონე ჯგუფი. მათ ფანკლუბში 800000 ოფიციალური წევრი ირიცხებოდა იმ ეტაპისთვის.

ჩინეთი , ტაივანი , ჰონკონგი

პირველი კორეული ტალღის დარტყვის ქვეშ ჩინეთი მოჰყვა. 2006 წლისათვის კორეული შოუები და დრამები უფრო ხშირად გადიოდა ჩინურ არხებზე ვიდრე ყველა სხვა საერთაშორისო პროექტი ერთად აღებული.
ტაივანში იმდენად დიდი იყო მოთხოვნა კორეულ დრამებზე რომ შეიქმნა სპეციალური არხები მათი ტრანსლიაციისთვის. TVB-მ ჰონკონგში სპეციალური ახალი არხი შექმნა რომელიც მხოლოდ კორეულ დრამებს უჩვენებდა. მალე ტაივანსა და ჰონკონგში კორეული დრამები და პოპმუსიკა იმდენად პოპულარული გახდა რომ შემოქმედებითი და კულტურული კრიზისი გამოიწვია , რამაც აიძულა ხელისუფლება შეეზღუდა მათი იმპორტი.
    კორეულმა ტალრამ ინდონეზიასა და ნეპალშიც კი ჩააღწია. ახლოაღმოსავლეთში სპეციალური არაბული არხი კორეა-TB მაუწყებლობს რომელიც კორეულ დრამებს უჩვენებს. კორეულმა ტალრამ ტაილანდსა და ფილიპინების ნაპირებამდეც მიაღწია.
 იაპონია
იაპონიაში კორეული კულტურის  მასიურად გავრცელების წყარო  კორეული დრამები გახდა, კერძოდ სატელევიზიო დრამა Winter Sonata. აქცენტი საშუალო ასაკის მაყურებელზე გაკეთდა.


ზამთრის სონეტის პოპულარობას მოჰყვა კორეული პოპჯგუფების DBSK -სა და BoA-ს დიდი პოპულარობა.
DBSK- ის სადებიუტო ალბომმა  Oricon-ის ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა და  413000 ეგზემპლარი გაიყიდა. მეორე კორეული ჯგუფი რომელმაც ყველა რეიტინგი დაიპყრო   Big Bang-ი იყო.

  2010 წელს  Girls Generation, Kara და  2PM აღწევენ  პოპულარობას იაპონიაში , რითიც საბოლოოდ მოიგო კორეულმა პოპმუსიკამ იაპონელი მსმენელის გული.
 რათქმაუნდა ჰალიუ სერიოზული კრიტიკის საგანიც გახდა. 2011 წელს აგვისტოში იაპონიაში მთელი რიგი დემონსტრაციები მოეწყო. 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა ტოკიოში Fuji Television –ის წინ რომლებიც მოითხოვდნენ ამოეღოთ სატელევიზიო ბადიდან კორეული დრამები.
ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკა..

ჩრდილოამერიკული ჰალიუ შედარებით უხრო ახალგაზრდაა და ციფრულ ეპოქასთან ერთად გავრცელდა   K-pop-სა და დრამების მეშვეობით. სოციალური ქსელების facebook, YouTube , Twitter მათი დახმარებით კორეულმა ტალრამ ამერიკას მიაღწია.   BoA , Se7en , Wonder Girls , JYJ – ჰქონდათ მცდელობა ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრების და თითოეულმა მათგანმა თავის წილ წარმატებას მიაღწია კიდეც.

კორეელი კინომსახიობი Rain ამ ეტაპზე აქტიურად ცდილობს ამერიკულ კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას,  ამ მხრივ უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია პოპულარულმა კორეელმა მსახიობმა    Lee Byung Hun-მა. ბოლო პერიოდში ჰოლივუდთან თანამშრომლობს რამოდენიმე ცნობილი კორეელი რეჟისორიც. აქტიურად მუშაობს  კორეაში ძალიან პოპულარული პოპჯგუფი  2NE1 თავის ამერიკულ ალბომზე.
  კორეული კომპანიები საკმაო ინტერესს იჩენენ ჩრდილოამერიკული ინტერნეტსაიტების მიმართაც  Dramafever , Dramacrazy, crunchyroll, Hulu აქტიურად უჩვენებენ კორეულ დრამებსა და კორეულ შოუებს. კორეულმა Enswers – მა კი ახალი საიტი  soompi.com ჩაუშვა წარმოებაში , რომელიც რათქმაუნდა კორეულ პოპ კულტურას ეთმობა.


ევროპა
ევროპაშიც საკმაოდ დიდია კორეული კულტურისადმი ინტერესი. 2011 წელს პარიზში  K-pop ფანებმა ფლეშმობი მოაწყვეს Super Junior-ის და სხვა კორეული პოპულარული ჯგუფების კონცერტის მოთხოვნით.  SM Entertainment-მა უყურადღებოდ არ დატოვა ფანების მოთხოვნა და პარიზში საკონცერტო დარბაზ ზენიტში 14000-ზე მეტი მსმენელი შეიკრიბა საყვარელი კპოპ ჯგუფის კონცერტზე რომლის ბილეთებიც სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა.
2011 წელს 2NE1-ს სინგლმა  I am the best პირველი ადგილი დაიკავა გერმანული არხის  VIVA-ს ჩარტებში. პირველი სამი ადგილი 2NE1 –მ , MBLAQ-მა და Beast-მა გაინაწილეს.


კორეული პოპკულტურა საკმაოდ პოპულარულია რუსეთშიც. უახლოეს წარსულშუ რუსეთში გასტროლებზე პოპულარული ბოიბენდი Shinee იმყოფებოდა.

4 comments:

  1. ჩვენთანაც შემოვიდნენ რა.. გასტროლები და კონცერტები და უბრალოდ ფანებთან შეხვედრა :უსერ:

    ReplyDelete
    Replies
    1. და რამენი ფანი დახვდებათ 15 ? :)

      Delete
    2. :user:
      მე ხო დავხვდები? :ეგოისტი:

      Delete
  2. ნუ ეგრე მეც დავხვდები მაგრამ :დ

    ReplyDelete