January 28, 2014

missing you



თუ თქვენ ფიქრობთ რომ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც ვერავითარი ფილმი ან ამბავი ვერ უჩუყებს გულს , შემიძლია გაგიღიმოთ და შემოგთავაზოთ ნახოთ რამდენიმე სერია  კორეული დრამის missing you .  "კარგი , ვნახოთ რა არის "-  გაიფიქრებთ თქვენ, ჩართავთ და უყურებთ : ჯერ პირველს, შემდეგ მეორეს, მესამეს, მეოთხეს და ასე ოცდამეერთემდე, სანამ ცრემლები და სელპაკები შეგრჩებათ .
missing you  2012  წელს გამოუშვა   mbc და აღიარებულ იქნა კორეის ისტორიაში ყველაზე დრამატულ და სევდიან სერაიალად.

ისტორია ორ ადამიანზეა , რომელთა გზა ბავშვობაში გადაიკვეთა. მიუხედავად იმისა რომ ერთი მათგანი მკვლელის შვილი იყო, მეორე კი მდიდარი ბიზნესმენის ,ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს ცუდი მოგონებების გაქრობაში, ასწავლიდნენ ერთმანეთს რომ აღარაა ქოლგა საჭირო როცა წვიმამ უკვე დაგასველა და ცდილობდნენ ერთმანეთის თვალები ქარისთვის მოერიდებინათ. რატომ ? იმიტომ რომ არც ერთი მათგანისთვის არ იყო უცნობი ცრემლები, თავის მართლების მიზნით კი ამბობდნენ რომ ცრემლებს მათ თვალებში ქარი იწვევდა.

როცა მდიდარი ბიზნესმის შვილი გაიტაცეს, მკვლელის შვილიც მასთან ერთად გაიტაცეს.  სწორედ აქ იწყება ყველაზე მძიმე ისტორია..  სხვის გადარჩენას შეწირული საკუთარი თავი, საკუთარი სხეული ...
მერე მოხდა ისე რომ , მკვლელის შვილი ცხოვრებამ ძალიან შორს, ძალიან ბევრი წლით წაიყვანა. შეცვლილი სახით, შეცვლილი სახელით და შიშით გაგრძელებული ცხოვრება.
ბიზნესმენის შვილის ლოდინი და მისი ძებნა დაუსრულებლად, ძილში თუ ცხადში, დღე და ღამე , ყველა გამვლელ ქალში.

 როცა ვინმეს ელოდები ის აუცილებლად მოდისო ძველი აზიური გამოთქმაა . დანარჩენს ალბათ დრამას რომ უყურებთ მერე გაიგებთ არ მინდა დაგასპოილეროთ .
სხვა თუ არაფერი ეს სერიალი იმიტომ მიყვარს რომ ჩემი უსაყვარლესი მსახიობი Yoon Eun Hye თამაშობს.  გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ნიჭიერიცაა. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ რაიმე ახალში და ნორმალურში.


პირველი ნაწილი სერიალის როცა სერიალის გმირების ბავშვობაში ხდება ძალიან კარგია. ბავშვები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ზოგადად კორეულ სერიალებში ხშირად ბავშვები იმდენად კარგად თამაშობენ ხოლმე როლს, მათი "დიდობის " გაგრძელება უინტერესო ხდება  თუმცა ეს აქ არ მომხდარა. ორივე ნაწილში მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ.

გარდა ამისა , სერიალში შეხვდებით დედას, რომლის შვილიც რამდენიმე მდიდარმა მემკვიდრემ გააუპატიურა.  რომელიც თვითონ ასრულებს მართმსაჯულებას. მიუხედავად იმისა , რომ  შეიძლება თქვენც ჩემსავით ჰუმანური იყოთ საშინლად დაგწყდებათ გული როცა ეს ადამიანი თავის საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს.
შევხდებით ადამიანს , რომლის მთელი ცხოვრების აზრად შურისძიება იქცა და ამისთვის საყვარელი ადამიანის გასაწირადაც მზადაა.

დრამას  გასდევს ძალიან სასიამოვნო საუნდრეკები.  ასე რომ მოიმარაგეთ სელპაკი, მოკალათდით თბილად, დატკბით კარგი მსახიობების კარგი შესრულებით და ჩაებით კორეულ დრამა მარათონში.

1 comment:

  1. ჩემი საყვარელი დრამაა. ყველას ვურჩევ, რომ უყუროს.

    ReplyDelete