September 28, 2014

ჩრდილო კორეა vs დეზინფორმაცია

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ჩრდილო კორეაზე დეზინფორმაციის გავრცელება და მათი დაჯერება. ამ ყველაფერს კარგად უწყობს ხელს სისტემა ,რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.  ჩვენს ბლოგზე მრავლად მოიპოვება მასალა იმის შესახებ   ,თუ როგორი ჩაკეტილია უცხო თვალისთვის ჩრ. კორეა.  ინფრომაციის ქვეყნის შეგნით შეღწევა ისეთი პრობლემატურია, როგორც  -მისი გამოტანა. ამის საწინდარია ის რომ  გლობალური ინტერნეტი მხოლოდ ვიწრო წრისთვის (სამთავრობო , სადაზვერვო სამასხურები )  არის  ხელმისაწვდომი, დანარჩენი მოსახლეობა კი  ადგილობრივი ინტერნეტით სარგებლობს ,რომელსაც ინფრომაციით სწორედ ეს ვიწრო წრე ამარაგებს. ინფრომაცია კარგად იფილტრება და მხოლოდ ასე მიდის მომხმარებლამდე. თუმცა მომხმარებელი არც თუ ისე ბევრი ჰყავს.
ბოლო ხანების ყველაზე დიდი დეზინფორმაცია რომ თითქოს ჩრ.  კორეელი  ასტრონავტი მზეზე დაჯდა , იმავე დღეს უკან დარბუნდა და ლიდერს  მზის ნატეხები ჩამოუტანა ირლადიურ ტელეარხს ეკუთვნის .

ჩრ. კორეა ის ქვეყანაა რომელიც ფიზიკა -მათემატიკის სფეროს განვითარებით ბევრით არ ჩამოუვარდება წამყვან ქვეყნებს, სკოლებში სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ადამიანთა უმრავლესობამ კარგად იცის რომ ადამინის მზეზე დაშვება ისეთივი წარმოუდგენელია, როგორიც შემდეგი დეზინფორმაცია , თითქოს ქვეყნის ლიდერი მზის ამოსვლას ხელმძღვანელობდეს.  ადამიანების დიქტატურის ქვეშ ცხოვრება, ნებით თუ ძალით ( გავიხსენოთ საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც უკვე  მთელი შთამომავლობა ცხოვრობს პოლიტპატიმრების )  არ ნიშნავს ამ ადამიანების უვიცობას.
ქვეყნისადმი ინტერესი რომ დიდია ეს ფაქტია. ამიტომაც მუდმივად იქმნება და ვრცელდება მსგავსი ინფრომაციები. თუმცა ამას თავადაც უწყობს ხელს ქვეყნის ჩაკეტილი სისტემა..  ცნობა იმის შესახებ რომ მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე  ვარცხნილობის ტარება შეუძლია ნამდვილია.მკვეთრად არის გამიჯნრული რა სახის ვარცხნილობა შეიძლება ქონდეთ მანდილოსნებს და რა სახის -მამაკაცებს.. ასევე ინფრომაცია რომ 2010 წელს კორეამ მოუგო ბრაზილიას და ჩემპიონი გახდა ნამდვილად ასე იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის..

 სინამდვილეში  2010 წლის ბრაზილია- ჩრ. კორეის თამაშის დროს  ანგარიში 2 :1 დაფიქსირდა , თუმცა ჩრ. კორეის ტელემაუწყებელმა მხოლოდ ერთი, კორეელების გატანილი  გოლი  აჩვენა.
უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება ასევე კიმ ჩენ ინის მამიდის თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი განაცხადის საფუძველი გახდა ის, რომ კიმ გიონ ხი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა.არსებობს ცნობები რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის მამიდა შესაძლოა გულის შეტევით გარდაცვლილიყო. სამხრეთ კორეული დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა , რომ უწყება ახლა ცდილობს გაარკვიოს ხომ არ წავიდა კიმ გიონ ხი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ოფიციალური ფხენიანი კიმ გიონ ხის ავადმყოფობის ან სიკვდილის შესახებ არაფერს იტყობინება.

  2013 წლის დეკემბერში, ის თავისი ძმის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების ორიწლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ამან გამოიწვია ეჭვი მისი ავადმყოფობის, ან ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე იძულებით უარზე. კიმ ჩენ ინის მამიდა ბოლოს სექტემბერში ნახეს. მისი მეუღლე კი ბელადმა სიკვდილით დასაჯა.

June 5, 2014

კორეა საქართველოში


დღეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპსუში  კორეის კულტურისაა და ისტორიის გამოფენა  სახელად " შეიგრძენი კორეა " ჩატარდა.
  მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება და მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდებისთვის კორეული კულტურის გაცნობას. ბოლო პერიოდში ჰალუს ტალღამ საქართველომდეც მოაღწია. ამის ნიშანია ის რომ დღითი-დღე იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება კორეული კულტურით. კორეულმა დრამება და კპოპმა დიდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე.

. ინტერნეტ სივრცეში უამრავ ჯგუფს და ფორუმებზე თემებს გადააწყდებით ,სადაც გაცხარებულები დავობენ  მსახიობებზე, ფილმებზე, მუსიკაზე .  ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს ჰანგულს (კორეული ანბანი ) და  ჩემი  ბლოგიც იმის დამადასტურებელია რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ კორეული კულტურა.

დღეს დიღმის კამპუსში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი : კიმჩი და კიმბაბი.
მე პირადად მხოლოდ კიმბაბი შემხვდა და ამისთისაც ორგანიზატორის მადლობელი ვარ. თუმცა ჩემი ბრალია  , მხოლოდ 7 საათზე მოვახერხე მისვლა , იქამდე კი ყველაფერი მოსუფთავებული დამხვდა.  სწორედ ამის გამო ვერ დავესწარი კორეელი ოსტატების მიერ წარმოდგენილ ორთაბძოლას თე კვანდოს ჩვენებას. თუმცა მეგობარმა რომელმაც ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო მანახა.
ასევე გამოფენაზე შეგეძლოთ გენახათ კორეული ტრადიციული ნიღბები. ამ ნიღბების შესახებ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგზე.


ძალიან სასიამოვნო სიურპიზი იყო სპეციალურად ჩვენთვის და ჩვენგან ნაკარნახევი სიტყვების დაწერა კორეულად. მე პირადად  "თევზი , იმედი და სიყვარული     " დავაწერინე.

ასეთ ღონისძიებებს ორგანიზებას მუდმივამ კორეული ენის ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში ნანკა მიქარებიძე უკეთებს და მადლობა მას ამისთვის.
ძალიან სასიამოვნოა როცა ერთი ინტერესების მქონე ადამიანებს ერთად კრიბავენ და აძლევენ საშუალებას დაათვალიერონ და უფრო ახლოს გაეცნონ იმ კულტურას რომელიც ასე შორეული და თან ასეთი ახლობელია.

May 21, 2014

ლოტოსის ფარნების ფესტივალი

მაისის პირველ კვირას ,მთვარის კალენდრის მე-4 თვის მე-8 დღეს კორეაში და (მთელს მსოფლიოში )  ბუდას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ლოტოსის ფარნების ფესტივალი - ასე ეწოდება ერთ- ერთ ყველაზე ლამაზ ფესტივალს რომელიც ამ პერიოდში იმართება.

 ბუდისტურ ტაძრებში მომლოცველები და ბერები ხელით ქმნიან ფარნებს და შემდგომ ცაში უშვებენ.  ბუდისტური მოძღვრების თანახმად ანთებული ფარანი არის სიმბოლო ის სიბრძნის და სინათლის, რაც ბუდამ დაუტოვა ადამიანებს. ტარდება მსვლელობობები, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები .

 ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიის დროიდან იღებს საათავეს. ფანრები სხვადასხვა სახისაა : ცხოველების, ადამიანების,წყალზე მოტივტივე და ა.შ.

 წელს მთელს კორეაში ფესტივალი მოკრძალებული იყო სევოლის ტრაგედიის გამო.

March 31, 2014

სიკვდილით დასჯა სამხრეთ კორეაში



სიკდილით დასჯა სასჯელის ეს უმაღლესი ფორმა სამხრეთ კორეაში გაგიკვირდებათ და  ისევ მოქმედებს. ყველაზე ბოლოს ეს განაჩენი 2009 წელს გამოუტანეს 10 ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, თუმცა იგი სისრულეში ჯერ არ მოუყვანიათ.ბოლოს განაჩენი შესრულებულ იქნა 1997 წელს, როცა 23 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ( მათ შორის მცირეწლოვანთა გაუპატიურებაში და მკვლელობაში ბრალდებულები ) . 2013 წლისთვის 60 ადამიანი ელოდება განაჩენის აღსრულებას. ამ თემაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
სიკვდილით დასჯა კორეაში ჯოსონის პერიოდიდან არსებობდა (1392-1897 ). დასჯის მეთოდები იყო შხამი ,ჩამოხჩობა, დანაწევრება. სხეულის გაგლეჯვა ცხენების ან ბოძების დახმარებით. ბოძებზე თოკებით ამაგრედნენ ადამიანს, ხელებიდან და ფეხებით და ნელ-ნელა თოკებს ჭიმავდნენ.
სიკვდილით სჯიდნენ სახელმწიფო მოღალატეებს, მკვლელებს, ქურდებს. თუმცა ზოგჯერ ქურდებს მხოლოდ ხელს აჭრიდნენ.
თანამედრო ისტორიაში პირველი  სასიკვდილო განაჩენი გამოტანილ იქნა 1895 წ. 25 მარტს იაპონიის უზენაესი ტრიბუნალის მიერ და ეყდრნობოდა იაპონიის იმპერიის კონსტიტუციას ( ამ პერიოდში კორეა ოკუპირებული აქვს იაპონიას და მისი კანონები მოქმედებს ქვეყანაში. )
სიკვდილით დასჯილ იქცა, ცნობილი გლეხთა რევოლუციური მოძრაობის ლიდერი გენერალი მუნგ ბინი.
18 წლამდე ასაკის პირთა სიკვდილით დასჯა კანონით აკრძალულია.
ბოლო პერიოდია ამ თემაზე სერიოზული დებატებია გამართული. მასობრივი საზოგადოებრივი საშუალებებით ხდება  საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა. იღებენ ფილმებს სიკვდილმისჯილთა შესახებ, ანახებენ მათ დადებით მხარეებს.
პირადად მეც მინახავს ბევრი ასეთი ფილმი  ( Harmony , Miracle in Cell No. 7 ,Our Happy Time) და განმიცდია კიდეც , სტატიის მომზადებისას გადავწყდი ინფოს როგორ გამოუტანეს სასჯელი დაჯგუფებას რომლებიც მდიდარ ადამიანებს ხოცავდა და მათი ხორცით იკვებებოდა და ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში ჩავვარდი. თუმცა მაინც მგონია რომ ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

March 21, 2014

სკოლები დრამალენდში



ერთ-ერთი რაც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში დრამალენდში მოგზაურობისას აქაური სკოლებია. როგორც თავად დრამალენდი აქ სკოლებიც განსაკუთრებულია და ზოგჯერ ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის საშიშიც, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად მდგრადი ნერვები გაქვთ ...   სკოლის რამოდენიმე კატეგორია არსებობს : ტიპიური ჩვეულებრივი სკოლა, სელებრითების სკოლა,  ელიტარული სკოლა, მუსიკალური სკოლა . სუსტი გულის პატრონებისთვის ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს: აქ თითქმის ყველა მოსწავლე გულის წასვლამდე სიმპატიურია და სკოლის ფორმაშიც კი სასტიკად სექსუალურად გამოიყურება.
 დრამალენდისელიტარულ  სკოლებში უხვად დანავარდობენ სკოლის ფორმაში გამოწყობილი მზეჭაბუკები და მზეთუნახავები , მაგრამ მათთან სიფრთხილე გამოიჩინეთ ,  უმეტესობა ამპარტავანი და სასტიკია თუმცა მათ რიგებშიც მოიძებნებიან სასიამოვნო გამონაკლისები. ღარიბი კატეგორია მუდამ დაჩაგრულია და მათი ერთადერთი ნუგეში ადგილობრივი ლეგენდებია... (დრამალენდში ძალიან პოპულარულია ლეგენდა ჩანდიზე ღარიბ გოგონაზე და მის ოთხ მდიდარ მეგობარზე რომელიც ძალიან ჰგავს კონკიას ისტორიას, თუმცა კონკია ზღაპარია ჩანდის ისტორია კი სინამდვილე რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდის სახით) ...
ამ ბოლო პერიდოში ამ დრამას სერიოზული კონკორენცია გაუწია და პირველი ადგილიდანაც მოარყია " მემკვიდრეებმა". იგივე ფაბულა, მთავარი როლის იგივე შემსრუელებლი და იგივე ჰეფი ენდი.

მიუხედავად იმისა რომ აქაურობა ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ყველაფრის მიუხედავად დრამალენდ სკოლის მოსწავლეები ხშირად გამხდარან აუტანელი სისასტიკისა და უგულობის მომსწრენი რომელიც აქ ბუდობს...  ერთხელაც შეიძლება გასახდელში F4-ის ავისმომასწავებელი ბარათი დაგხვდეთ და უკვე ცხადია რომ თქვენს ბედნიერ სკოლის წლებს ბოლო მოეღო.. ან თავქუდმოგლეჯილმა უნდა გაქუსლოთ სკოლიდან ან უბრალოდ კბილებამდე შეიარაღდით და კარგი ფსიქოლოგიც აიყვანეთ რადგან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მთელ სკოლის წლებს რომელიმე მდიდარის პირადი ჯამბაზის ამპლუაში დაასრულებთ ან საკუთარი ნებით გადმოხტებით სკოლის სახურავიდან. თუ გოგო ხართ იოცნებეთ რომ სკოლის ყველაზე ლამაზ და სასტიკ "ვარსკვლავბიჭუნას" გულში ჩაუვარდეთ მერე აღარ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების რომელ ფენას ეკუთვნით ტქვენთვის ყველა კარი ღიაა... 

შენიშვნა: დრამალენდის მზეჭაბუკებს დღემდე აუხსნელი უცნაური მიდრეკილება აქვთ მოშტერო , ღარიბი ,საყვარელი და ჭკუამხიარული გოგონებისადმი...
თუ განსაკუთრებული ჭკუა-გონებითა და ნიჭით არ გამოირჩევით  და სკოლაში ჩამორჩენილების კლასში სწავლობთ, საჭმლის გაკეთებაც კი არ გამოგდით სიცოცხლისთვის საშიში ექსცესების გარეშე და ერთადერთი რაც შეგიძლიათ ყველაფრის გაფუჭება და უსიამოვნებებში გახვევაა , ამ ყველაფერთან ერთად კი უიმედოდ ხართ შეყვარებული სკოლაში ყველაზე პოპულარულ და სიმპატიურ მარმარილოს ქანდაკებაზე რომელიც თქვენგან განსხვავებით ჭკუისკოლოფია ... გულს ნუ გაიტეხთ დრამალენდში თქვენც კი აუცილებლად მოგეცემათ შანსი.. ერთ დღესაც თქვენს სახლს მეტეორი დაეცემა ან მიწისძვრა დაანგრევს და უსახლკაროდ დარჩენილი საცხოვრებლად სწორედ მის სახლში გადახვალთ...
ჩვეულებრივი ინტრიგები ჩვეულებრივ სკოლებს დავუტოვოთ და მუსიკალურ სკოლებში შევიხედოთ... 

დრამალენდში ყველაზე პოპულარული კირინის აკადემიაა სადაც ყველა ნიჭიერი მუსიკოსი ახალგაზრდა ოცნებობს რომ მოხვდეს. აქ მოსული ყველა თავისებურად ცდილობს შეიცვალოს, იპოვოს თავისი მოწოდება და აიხდინოს ყველაზე დიდი ოცნება ... თუ ტრადიციული ფოლკლორის კურსზე სწავლობთ და თანამედროვე მუსიკა თქვენს სათუთ მუსიკალურ გემოვნებას შეურაცხყოფს მაშინ მოემზადეთ , დრამალენდის ბედისწერის ქალღმერთთან ხუმრობა არ ღირს , ნუგაგიკვრდებათ თუ მალევე აღმოაჩენთ რომ ყურებამდე ხარტ შეყვარებული სკოლის ყველაზე პოპულარულ როკერზე... 
                                        
აუცილებლად უნდა შევეხოთ დრამალენდის მთავარ მშვენებას თავზეხელაღებული სიმპატიური "ხულიგანი"  მოსწავლეების კატეგორიას , რომლებიც მთელ დღეებს საყვარელი მუსიკის შექმნასა და თავგადასავლების ძიებაში ატარებენ... უნდა ვაღიაროთ რომ მათ განსაკუთრებული ხიბლი აქვთ და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ დრამალენდში...

მაშ ასე შემდეგი კატეგორია სელებრითების სკოლა... ესეთი სკოლები მხოლოდ იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივი სკოლებისაგან რომ ერთ-ერთი სიმპატიური მამრი რომელსაც სკოლის სამდედრეთი ბრბოდ დასდევს სელებრითია რომელიც რაიმე ცუდი ქცევისთვის სკოლაში სიარულით დასაჯეს, ან ოქროს მედალის მფლობელი სპორტსმენი  და ყველა მდედრი მასზე გიჟდება.  ესეთი სელებრითები მუდმივად მარტო ყოფნას ამჯობინებენ რადგან მათი ცხოვრება სკანდალებითა და უაზრო ფანატების წყალობით ერთ დიდ მოსაწყენ აბსურდადაა ქცეული.
მათი გულის მოსაგებად სერიოზულ მსხვერპლზე მოგიწევთ წასვლა ან ახალ ზელანდიაში მოგიწევთ ცხვრების მწყემსვა (გემოვნებას რას გავუგებთ უმეტეს მათგანს ახალი ზელანდიიდან ჩამოსული ცხვრების მწყემსებისკენ მიუწევთ გული ) ან თმა შეიკრიჭეთ , თქვენი გარდერობი ბიჭის ტანისამოსით შეცვალეთ და საერთო საცხოვრებელში მასთან ერთად შესახლდით... ნუ რას ვიზამთ საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად დრამალენდელი მოსწავლეები უარეს მხვერპლზეც მიდიან ხოლმე.

და რა ქნან საცოდავმა უბრალო სკოლის მოსწავლეებმა რომელთა სკოლაში არც სელებრითები არიან , არც მდიდარი მზეჭაბუკები დაძრწიან და  მათი კუმირებიც კარგახანია სკოლაში აღარ სწავლობენ.. რას ვიზამთ  ყველას ერთნაირად როდი უმართლებს დრამალენდში, მათ ისღა დარჩენიათ ელიტარულ სკოლაში სწავლაზე იოცნებონ და დღე თავიანთ კუმირზე ოცნებაში გაათენონ და დააღამონ...  კარავი გაშალონ, ღობეებზე იძრომიალონ და ჩასაფრებულებმა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სდიონ თავიანთ კუმირებს....


ეს იყო მოკლე ექსკურსია დრამალენდის სკოლებში , დანარჩენი შეგიძლიათ თავადაც აღმოაჩინოთ დრამალენდში მოგზაურობისას .

მასალის თარგმნისა და მომზადებისთვის განსაკუთრებული მადლობა სალი.

March 17, 2014

아리랑 არირანგ



არირანგი კორეული ხალხური სიმღერაა. ხშირად მას კორეის არაოფიციალურ ჰიმნსაც უწოდებენ. ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია არსებობს, როგორც სამხრეთ , ისე ჩრდილო კორეული. ტარდება  მისი  სახელობის ფესტივალები და ა.შ.  2012 წელს იუნესკომ "არირანგი "არამატერიაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ჩრდილო კორეაში იკრძალება ამ სიმღერის არანჟირება, სამხრეთ კი შევხვდებით მის გათანამედროვებულ ვარიანტს.ამიტომაც, შეიძლება ითქვას რომ არირანგი პირვანდელი სახით ჩრდილო კორეამ შემოიანახა.

სიმღერა ძალიან სევდიანია. სიტყვა  "არირანგის " ეტიმოლოგია დღემდე უცნობია.  არსებობს ვერსია რომ ჯოსონის დინასტიის პერდიოში  იგი  აღნიშნავდა იმ გზას რომლითაც  მოქალაქეები სეულიდან განგსანის პროვინციაში მიემგზავრებოდნენ.
"არირანგის უღელტეხილი "-ეს იყო  გამოგონილი შეხვედრების ადგილი შეყვარებულთათვის , ოცნების ქვეყანა. თუმცა არსებობს ნამდვილი უღელტეხილი სახელად "არირანის გოგაე ".
                 ( კორეელი მოციგურავე მსოფლიოს ჩემპიონი იუნა კიმი და არირანგი)

გმირი  ვისზეც  სიმღერა მოგვითხრობს  ულმაზესი ქალწული  იყო  , რომელიც  მოკლა მასზე ცალმხრივად შეყვარეულმა მამაკაცმა. დროთა განვმავლობაში ეს ტრაგიკული ისტორია ყველამ მიივიწყა  და სიმღერა ქალის ცალმხრივი სიყვარულის ისტორიად ჩამოყალიბდა. მელოდია არის ძალიან ტკბილი და მომხიბვლელი.
არის მესამე ისტორიაც რომელიც ამ სიმღერას უკავშირდება. იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციის შემდეგ, უკანასკნელი  კორეელი პრინცესა
იძულებით გაგზავნეს იაპონიაში და იქ გაათხოვეს . ხალხი   სევდიან სიმღერას უმღეროდა პრინცესას რომელიც არირანგის ერ-ერთ ვერსიად იქცა.. სიმღერაში გვხდება პატრიოტული სტროფები.

სიმღერის პირვანდელი ტექსტი  დაახლოებით ასე ითარგმნება ქართულად
:
არირანგ, არირანგ, არირანგ
ძვირფასო ჩემო გადაწყვიტე ამ გზით წასვლა
მარტო დამტოვე, წასვლა არჩიე.
მაგრამ ძვირფასო ათ მილსაც ვერ გაივლი მარტო
აგტკივდა ისევ ფეხები..



March 11, 2014

მე დავბრუნდები ალუბლების აყვავებამდე



შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული სიჯოს თარგმანს .

***

განშორებისას ჩემმა სატრფომ სახელოზე ხელი წამავლო და წამჩურჩულა :
მე დავბრუნდები, შენს ფანჯრებთან  ალუბლების აყვავებამდე.
ყვავილები უკვე დაცვივდნენ.. და ხეებიც შეიმოსნენ თოთო ფოთლებით.
მე კი მისგან  არაფერი აღარ მსმენია.

(უცნობი ავტორი )

როცა ყვავილები ყვავიან , მე ვფიქრობ მთვარეზე.
როცა მთვარე ანათებს , მე ვფიქრობ ღვინოზე.
როცა ყვავილები ყვავიან, მთვარე ანათებს და ღვინოც მაქვს -
მე ვფიქრობ მეგობარზე...
ჩამოვსხდებოდით მე და ჩემი მეგობარი მთვარის შუქზე,
ყვავილებთან და მთელი ღამე
ღვინოს დავლევდით.

( იონ ჩონგჰბო 1693-1766)

**

ამ მთაზე მყოფმა უკალენდროდ , როგორ გითხრა
წელიწადის რომელი დროა?
როცა ყვავილები ყვავიან -გაზაფხულია..
როცა ფოთლები ცვივა- შემოდგომაა..
როცა ბავშვები ძველ ტანსაცმელს ძებნას უწყებენ- ეს ზამთარია..

(უცნობი ავტორი )


თარგმანი - მარი თინაშვილი