February 19, 2014

sunny ფილმი რომელიც უნდა ...


 ამ ბოლო დროს  ხშირად ვაწყდებით დავალდებულების ფორმას როგორიცაა :  50 წიგნი რომელიც უ ნ დ ა   წაიკითხო, 10 ფილმი რომელი უ ნ  დ ა  ნახო  და ა.შ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის განხილვის წერას მე ესე ვერ დავიწყებ. ვერავის დაგაძალებთ რომ სასწრაფოდ ჩართოთ და ნახოთ. ეს არის ფილმი რომელიც თავად მოგანდომებს თავის ყურებას , იმდენად ადამიანური და კეთილია.
 sunny მოგვითხრობს შვიდი გოგონას ისტორიას, რომლებიც  საშუალო სკოლაში ახლო მეგობრები იყვნენ. იმდენად ახლო რომ მათ "დაჯგუფებას " მზიანი უწოდეს.

 წლების მატებასთან ერთად  მათი  ცხოვრების გზები გაიყო. მთავარი გმირი ახლა უკვე დიასახლისია, მეუღლესა და ქალიშვილს უვლის და აღარც კი ახსოვს რომ ოდესღაც მხატვრობა უნდოდა. ახლა მისი ფუნჯი მტვერსასრუტი და უთოა.  ასე გრძელდება მოსაბეზრებელი  ყოველდღიურობა ,მანამ სანამ შეთხვევით საავადმყოფოში  ბავშვობის მეგობარს არ გადაეყრება, სანის ლიდერს რომელიც უკვე მეოთხე სტადიის სიმსივნით იტანჯება..
                                         
სწორედ ლიდერის გამო გადაწყვეტს მთავარი გმირი კერძო დეტექტივის დახმარებით მოძებნოს თავისი ბავშვობის მეგობრები.
ადამიანები რომლებთან ერთადაც უხაროდა და ტიროდა, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ მაშინ  ,როდესაც პერიფერიიდან ჩამოსული მოსწავლე  დაცინვის და ჩაგვრის ობიექტი ხდებოდა. მეგობრების ძებნასთან ერთად  მის თვალწინ  ცოცხლდება გზა რომელიც ერთად გამოიარეს. პირველი სიყვარული, პირველი იმედგაცრუება, მიზნები და ოცნებები.
ფილმის ყურებისას  იცინით, ტირით, გიხარიათ და გული გწყდებათ. იმიტომ რომ თითქოს გრძნობთ თქვენც იქ ხართ, თითქოს ამ ყველაფერმა თქვენს თავზე გადაიარა. მართალიც ხართ. ეს არის ისტორია ვინც ყველამ გავიარეთ.შეიძლება ჩვენ არ ვიყავით შვიდი მეგობარი, ვიყავით სამი, ოთხი ან ხუთი , მაგრამ მიზნები და ოცნებები რაც მომავალს უკავშირდება ჩვენც გვქონდა. ეგზიუპერის თქმის არ იყოს, ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.

( ფილმის ნახვა თუ მოგინდებათ, შეგიძლია აქ იხილოთ sunny )

February 17, 2014

კორეული სამზარეულო

                               

კორეული სამზარეულო ქართველებისთვის მეტნაკლებად უცნობია. შემიძლია თამამად გითხრათ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს არაფერი ემუქრებათ. კორეელები ძირითადად ზღვის პროდუქტებით, თევზეულობით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ფრინველის ხორცით იკვებებიან. რაც შეეხება საქონლის ხორცს, იგი იმდენად ძვირია რომ ასეთი ფუფუნების უფლებას ბევრი კორეელი ვერ აძლევს თავს. ბრინჯი კორეელისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორც ჩვენთვის პური. კორეაში პურის შემცვლელად სწორედ   ბრინჯი გვევლინება. ასევე ფართო პოპულარობით სარგებლობს რამენი.
ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ რამდენიმე კორეული კერძის რეცეპტს, რომელიც ოჯახის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.

კიმჩი  -კორეული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი


ერთ-ერთმა ქართველმა საუბრისას ასეთი რაღაც თქვა "დამწნილებული კომბოსტო რომ მეგრულ აჯიკაში ამოავლო ეგაა კიმჩიო" ვინაიდან კორეული კიმჩი არ მაქვს გასინჯული ჩემს მოსაზრებას ვერ გეტყვით, მხოლოდ რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები :
საშუალო ზომის  ჩინური კომბოსტი -1 ც
ვაშლი (გახეხილი) - 1-2 ს/კ
მწვანე ხახვი – 100გ
ნიორი – 4-5 კბილი
წითელი წიწაკა (დაფქული) – 1ს/კ
წითელი წიწაკა (ახალი) – 2ც
ჯანჯაფილი , კოჭა  (Ginger) – 1 ს/კ
მოხარშული ბრინჯი – 100გ
სტაფილო -1-2ც
ბოლოკი (თეთრი)
მარილი


1.კომბოსტო გავყოთ ოთხ ნაწილად და თითოეულ ფურცელს წავუსვათ მარილი, მოვათავსოთ კონტეინერში და გავაჩეროთ 4-8 საათის განმავლობაში. შემდეგ კი თითოეულ ფურცელს ჩამოვრეცხოთ მარილი.
2.ბლენდერში ჩავყაროთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, ვაშლი, ჯანჯაფილი და ავთქვიფოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ჯამში და დავამატოთ წითელი ახალი და დაფქული წიწკა, გრძლად დაჭრილი მწვანე ხახვი, დავახეხოთ ბოლოკი და სტაფილო, ბოლოს კი მოვაყაროთ მარილი.
3. კომბოსტოს ფურცლებს კარგად წავუსვათ მიღებული მასა და მოვათავსოთ კონტეინერში. (შეგვიძლია მოვასხათ ცოტა ადიღებული წყალი) კონტეინერს დავაფაროთ თავი და მოვათავსოთ მაცივარში ორი დღით.

Dakdoritang -닭도리탕- კორეული ცხარე სუფი, ქათმის ხორცით, კარტოფილით და უამრავი სუნელით. 



შემადგენლობა:

ინგრედიენტები 4 პორციისთვის.

ქათმის ხორცი - 8 ნაჭერი ( ქათმის მკერდი , ფილე ან ბარკალი )
კარტოფილი - 4 ცალი ( საშუალო ზომის )
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
„Kochujang“ ცხარე წიწაკის პასტა (სოუსი) – 2 ს/კ
„Kochukaru“ დაფქული წითელი წიწაკა – 2 ს/კ
სოიოს სოუსი - 2 ს/კ
შაქარი - 1 ს/კ
სეზამის ან ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ჯანჯაფილი (Ginger) – 1 ს/კ
წყალი - 2 ჭიქა
მარილი და პილპილი

მომზადება:

1.კარტოფილი, ხახვი და სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად 2. ყველა ინგრედიენტები ( გარდა მწვანე ხახვისა) მოვშუშოთ ერთად ნელ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. 3. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით 4. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.



Bulgogi -불고기- (პულგოგი) შეიძლება შედგებოდეს ძროხის, ქათმის ან ღორის გრილზე შემწვარი ხორცისგან. 2011 წლის CNN-ის გამოკითხვის თანახმად, ეს კერძი ყველაზე გემრიელ კერძთა შორის 23 ადგილზე იმყოფება.

შემადგენლობა:
ინგრედიენტები 4 პორციისთვის.
სოიოს სოუსი – 3 ს/კ
სეზამის ზეთი – 1 ს/კ
სეზამის მარცვლები – 1 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
შავი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე - 500 გრ
სტაფილო - 1 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ხახვი - 1/2 ცალი

მომზადება:

1.დიდ კონტეინერში ავურიოთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, სეზამის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ნიორი,შაქარი, მარილი და შავი წიწაკა. იგივე კონტეინერში ჩავალაგოთ წვრილად დაჭრილი ძროხის ფილე,სტაფილო, დაჭრილი ხახვი. შემდეგ კონტეინერს დავაფაროთ სახურავი და კარგად შევანჯღრიოთ. შევდგათ მაცივარში 2 ან 3 საათის განმავლობაში ( უკეთესია მთელი ღამით). 2. გავაცხელოთ გრილი. ამოვიღოთ ყველაფერი კონტეინერიდან და დავალაგოთ დიდ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ თავისივე წვენი და შევახვიოთ. 3. დავდოთ გაცხელებულ გრილზე და შევწვათ 15-20 წუთის განმავლობაში ან იმდენი ხნით რამდენსაც მოითხოვს..

გემრიელად მიირთვით :)



ინფორმაციისთვის დიდი მადლობა Korea.Ge  ადმინისტრაციას 

February 13, 2014

კორეის ომი - კონფლიქტი 38 ე პარალელზე



1950 წლის 25 ივნისს დაიწყო სამხედრო დაპირისპირება სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია ხელშეკრულება 38-ე პარალელის შესახებ და სამხრეთში შეიჭრა. მიუხედავად იმისა რომ, ამ ომს სამი წლის განმავლობაში უდიდესი მსხვერპლი მოყვა, გამარჯვებული არ გამოვლენილა. კიმ სენ ირი (ჩრ.კორეის ლიდერი ) დარწმუნებული იყო რომ შეძლებდა მთელი კორეის გაერთიანებას , ამის გამო იგი სტალინსაც ეწვია 1949 წელს და კორეის ძალისმიერი გზით გაერთიანების იდეა წამოაყენა. ს ტალინი ამ იდეას არ დასთანხმდა, რადგან კარგად იცოდა რომ სამხრეთელებს  მეტი სამხედო ძალა ქონდათ და ქვეყანაში ისევ რჩებოდნენ ამერიკელი სამხედროები. მიუხედავად დამხარებაზე უარის თქმისა,  კიმ სენ ირი მაინც შეიჭრა სამხრეთ კორეაში. ამერიკელი სამხედროები ბრძოლაში ჩაებნენ

კორეის ომში დაღუპული ამერიკელი მეომრების მემორიალი ამერიკაში

 . გამარჯვებული ამერიკელების წინსვლა ჩინეთმა შეაჩერა რომელმაც 800,000 კაციანი საზარბაზნე ბატალიონები ჩართო ომში, ამერიკელებმაც თავის სამხრეთ კორეელ მოკავშირეებთან ერთად უკან დაიხიეს და სეულიც კი დაკარგეს მაგრამ 1953 წელს პანმიონის მოლაპარაკებებით ისევ აღსდგა საზღვარი 38 პარალელზე.

ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამწლიანი ომის შემდეგ, 1953 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ომში 3 მილიონამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა და ის ისტორიაში შევიდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ომი. 1953 წელს შეიქმნა 4 მეტრი სიგანისა და 238 კილომეტრი სიგრძის ბუფერული ტერიტორია - კორეის მილიტარიზებული ზონა (KMძ). ამ ზონით, რომელიც ჩრდილოეთის 38-ე პარალელზე გადის, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვარი მოიხაზა.
38-ე პარალელი მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული ზონაა. ორი ათასამდე ნაღმის, მაღალი ძაბვის ღობეების და ორმილიონამდე ჯარისკაცის წყალობით ორმოცდაათ წელზე მეტია, ორ კორეას შორის საზღვრის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასია. ზონის ქვეშ, მიწაში ოთხი გვირაბია, რომლითაც  ჩრდილოელ სამხედროებს ერთ საათში მტრის ზურგში მოქცევა შეუძლიათ. ამ გვირაბებში ტანკებიც ეტევა.
სამხრეთ კორეელები ამ ზონაში სამუშაოდ თავის ყველაზე მაღალ, 174-სმ-ს გადაცილებულ სამხედროებს, ჩრდილოელები კი ყველაზე გამოკვებილ ჯარისკაცებს აგზავნიან.
გამოკვებილი კადრები კი ჩრდილოეთ კორეის არმიაში დიდი იშვიათობაა. შიმშილობამ დიდი ხანია, ქვეყნის თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია.
90-იან წლებში ჩრდილოეთ კორეაში შიმშილისგან 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო.
შიმშილობის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებაა - ქვეყანა მსოფლიოსგან სრულ იზოლაციაში აცხოვროს.
საზღვარი ორივე მხრარემ მთელი სიბეჯითით დანაღმა. ახლა გარკვეულ გაუნაღმავ ტერიტორიებზე ჩრდილოელებს თავიანთი მოქალექეები, სამხრეთელებს თავიანთი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაყავთ და უყვებიან თუ როგორი საზიზღარი მეზობლების გვერდით უწევთ ცხოვრება.
   ეს ტრაგედია რაც მოყვა ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩვას და მისი ორ სახელმწიფოდ გადაქცევას უამრავ ფილმშია ასახული. მათ შორის ყველაზე კარგი ნამუშევარია ჯე გიო კანგის ფილმი Tae Guk Gi: The Brotherhood of War .

ბოლო ინფორმაციით   ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივი გადაწყვეტილებით ომის შედეგან  ტერიტორიულად დაშორებულ ოჯახებს, ნათესავებს და ახლობლებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მისცეს. შეხვედრები 20- 25 თებერვალს გაიმართება. ორივე მხრიდან წარმოდგენი იქნება 100-100 კაცი.
კადრები ერთ-ერთი წინა შეხვედრიდან 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ბევრი არ იყოს იმედისმომცემი დასაწყისია, იმის რომ შეიძლება ამ ქვეყნებმა  დროთა განმავლობაშიგაერთიანება თუ არა მშვიდი თანაცხოვრება მაინც შეძლონ.


წყარო : ლიბერალი

February 9, 2014

ქალთევზები ჩეჯუდან



ჰენიო (ზღვის ქალები )  ასე უწოდებენ თავის თავს კუნძულ ჩეჯუზე მცხოვრები მყვინთავი მანდილოსნები, რომლებიც ზღვის პროდუქტების შეგროვებთ არიან დაკავებული. მათი უმრავლესობა დღესდღეისობით 60 წელს ზევითაა. ეს შეუპოვარი ბებიები ეშვებიან ზღვის ფსკერზე  ყოველგვარი ეპიკირების გარეშე (მხოლოდ საცურაო კოსტუმითა და წყლის სათვალით  ) და რვაფეხას,მოლუსკებს  და სხვადასხვა ზღვის პროდუქტებს აგროვებენ. ისინი ჯგუფებად  მუშაობენ. ჯგუფის სათავეში ყველაზე გამოცდილი ჰენიოა. ძირითადად  3-5 მეტრის სიღმეზე ჩადიან, თუმცა ყველაზე საუკეთესეობი 20 მეტრის სიღრმეზეც კი ჩადიან.

პირველი ცნობები ქალი მყვინთავების შესახებ მეჩვიდმეტე საუკუნეში გვხვდება ჰოლაინდიელი მოგზაური ჰენრიკ ჰამელი პირველი იყო , ვინც დოკუმენტურად აღწერა ჰენიოები. ჰამელის გემი კორეის სანაპიროებთან დაიმსხვრა, რის შემდეგაც მან 13 წელი დაჰყო კუნძულ ჩეჯუზე და  გაეცნო ადგილობრივების ყოფა ცხოვრებას.
ჩოსონის ეპოქაში ეს პროფესია ძალიან პრესტიჟული იყო. ამ საქმიანობას მხოლოდ ქალები ეწეოდნენ და ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა. ბეგარა ზღვის პროდუქტებზე საკმაოდ დიდი იყო. მოპოვებული დოვლათიდან ნახევარი სახელმწიფოს მიჰქოდა.

იაპონური კოლონისტური მმართველობის პერიოდში ჰენიოების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა . იაპონელი გურმანების მხირდან დიდად ფასდებოდა მათ მიერ მოპოვებული ზღვის ნობათი .მეოცე საუკუნის დასაწყისში მათმა (ჰენიოს ) რაოდენობამ ათიათასს ადამიანს მიაღწია. ჰენიოს პროფესიის აყვავების ხანა 1960 წ როცა იაპონიაში ზღვის პროდუქტების  ექსპორტი გაიზარდა.ამ პერიოდში ჩეჯუს მოსახლეობის 20 % ჰაენიო იყო. თუმცა უკვე 1970 წლიდან ეს პროფესია ნელ-ნელა კარგავს თავის პოპულარობას . ამის გამპირობებელი იყო ის ახალი სამეურნეო პოლიტიკა რომელიც გაატარა კორემ. კუნძულზე დაირგა მანდარინის პლანტაციები , განვითარდა სასოფლო მეურნეობა  და ტურმიზი, ამიტომაც ახალგაზრდა მანდილოსნების უმრავლოესობამ მყვინთავის საშიშ პროფესიას შედარებით ნაკლებსაფრთხიან სამუშაოზე გადასვლა ამჯობინა.


21- ე საუკუნეში ჰენიო ითვლება მომაკვდავ პროფესიად.დღესდღეისობით ეს უფრო ტურისტული სანახაობა. სამხრეთ კორეის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ჰენიოს კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნებას. 2006 წელს გაიხსნა  ჰენიოს მუზეუმი ,ასევე  გახსნილია სპეციალური სკოლა სადაც ისწავლება ეს პროფესია სრულიად უფასოდ.


February 4, 2014

ზონა 22 ჩრდილო კორეაში



„ჩუჩხე“ მარქსიზმის კიმერსენული ვარიანტია. კორეულ ენაში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთნაირად ითარგმნება: „ადამიანი - დედამიწის ბატონია“.
1972 წლის კონსტიტუციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სუვერენული, სოციალისტური რესპუბლიკაა, რომელიც „ჩუჩხეს“ იდეებით ხელმძღვანელობს. ამ იდეების შესაბამისად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია, ქვეყნის შიდა საკითხები საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს, ყოველგვარი გარე ძალების გარეშე.
„ჩუჩხე“ მიზნად ი
სახავს სოციალიზმის შენებას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და ქადაგებს ბელადიზმს. „ჩუჩხეს“ იდეების თანახმად, ისჯება დიდი ქვეყნების წინაშე ქედის მოხრა (ნებისმიერი ფორმით). გარკვეულწილად, ეს იდეოლოგია ანტიგლობალიზმის და იზოლაციონიზმის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს, რომელიც ისტორიის მთავარ სუბიექტად ცნობს ერს და არა კლასებსა და ფენებს.
დღეს ამ „მოძრაობას“ კიმ ერ სენის შვილი კიმ ჩენ ინი უდგას სათავეში. თუმცა, მამისაგან და ბაბუისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ინს დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება ჩრდილოკორეელების საკუთარ ქვეყანაში გამოსამწყვდევად. არადა, კიმ ერ სენის დროს, როდესაც ქვეყანა ტოტალურ ნეხვში იძირებოდა, ჩრდილო კორეელები სამხრეთში მირბოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1950-53 წლებში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში ემიგრანტთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. 

მიგრაციის შესაჩერებლად კიმ ერ სენმა ახალი კანონი შემოიღო, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა და შესაბამისად ყველა, ვინც გაქცევას შეძლებდა, ქვეყნის მოღალატედ ცხადდებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. საზღვარზე გადასული „მოღალატეების“ დასჯას კიმ ერ სენის მთავრობა ვერ ახერხებდა, ამიტომაც შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც იმ ადამიანების ნათესავები იყვნენ გამომწყვდეული, რომლებიც სახელმწიფომ მოღალატედ გამოაცხადა. ეს იყო საჩვენებელი სასჯელი - თუ წინააღმდეგობას გამიწევ, ქვეყანას დატოვებ, თუ ჩემს სიმართლეს არ აღიარებ, შენთან ერთად შენი ახლობლებიც დაისჯებიან. ეს ექსპერიმენტი საბოლოოდ ადამიანების შიდა პატიმრობის ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად ჩამოყალიბდა.

კორეაში დღესაც ფუნქციონირებს კიმ ერ სენის მიერ დაარსებული საკონცენტრაციო ბანაკები. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც 14 საკონცენტრაციო ბანაკია დასახელებული. ეს ის ბანაკებია, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება შეძლეს. მაგრამ რეალურად ჩრდილოეთ კორეაში გაცილებით მეტი საკონცენტრაციო ბანაკია. მათი ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა, ასე თუ ისე, მათზე რაღაც ინფორმაცია მაინც არსებობს - ინტერნეტით შესაძლებელია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშების მოძიება, რომლებშიც ეს ბანაკებია ნახსენები. ერთადერთი ბანაკი, რომელზეც არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, არის.
„ზონა 22“. ის თითქმის თბილისის ზომის ტერიტორიაზეა გაშლილი და იქ დაახლოებით 100 ათასი პატიმარი იხდის „სასჯელს“.
„ზონა 22“ მსოფლიოში არსებული საკონცენტრაციო ბანაკებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე გასაიდუმლოებულია. ის უფრო ქალაქია, ვიდრე ბანაკი. იქ ათიათასობით ჩრდილოკორეელი სრულ იზოლაციაში მხოლოდ აღსასრულს ელის, რადგან მათ არასოდეს გაათავისუფლებენ.
„ზონა 22“-ში „სასჯელს იხდიან“ ქვეყნის მოღალატეების ნათესავები, სახელმწიფოსთვის სახიფათო იდეოლოგიის პროპაგანდისტები და უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც უმტკივნეულო პროტესტი გამოთქვეს ჩრდილო კორეაში არსებულ სოციალურ ვითარებასთან დაკავშირებით.
ამ ბანაკში იქმნება ოჯახები და იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან ადამიანები. ეს არის ტერიტორია, რომლის ფოტოც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმაც კი ვერ მოიპოვა და რომლის ვიზუალური გამოსახულებაც თითქმის არავის უნახავს, იქ მომუშავე პერსონალის გარდა. არსებობს მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც მარტო მისი მასშტაბების ნახვაა შესაძლებელი.

„ზონა 22“-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, მცველი, რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კორეაში გადაიპარა. როდესაც NGC-მ ჩრდილოეთ კორეაზე დოკუმენტური ფილმის - Inside North Korea - გადაღება დაიწყო, ერთერთი მთავარი გმირი სწორედ ეს დარაჯი იყო. ის ჰყვება, რომ იქ ყოველდღე კვდება ხალხი და კლავენ ადამიანებს. სიკვდილის მიზეზი ძალიან ბევრია - შიმშილი, ავადმყოფობა, შიში... მკვლელობები ძირითადად იმის გამო ხდება, რომ „პატიმრები“ საჭმელს ვერ იყოფენ, ამის გამო ზონაში დიდი ხმაური ატყდება ხოლმე, ხმაურს კი უკვე ჭკუიდან გადასული დარაჯები ვეღარ იტანენ და სიმშვიდის დაბრუნებას პატიმრების ლიკვიდირებით ახერხებენ. ემიგრანტი კორეელი ერთ კონკრეტულ ამბავსაც იხსენებს, ორი მშიერი ბავშვი ერთმანეთს მკვდარი ვირთხის გამო დაერია, მცველებმა კი, იმის გამო, რომ მათი ხმის გაგონება არ უნდოდათ, ორივე მოკლეს.
ამგვარ ამბებს ჩრდილოეთ კორეაში ვერ მოისმენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაგიჯდება და გულს გადაგიშლის, მოგიყვება ყველაფერ იმას, რაც სმენია და უნახავს. ჩრდილოეთ კორეაზე რეალურ ამბებს მხოლოდ მათგან მოისმენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ქვეყანა და ემიგრაციაში არიან. თუმცა, თუ ჩრდილოეთ კორეაში მოხვდები, გამორიცხულია, შენი თვალით ერთი ფაქტი მაინც არ ნახო, თუ როგორ ექცევიან ადამიანებს, როგორ ირღვევა მათი უფლებები.
2002 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ MGM-ს სასამართლოში უჩივლა. საქმე იმაშია, რომ ფილმი Die Another Day-ის გარკვეული სცენები ჩრდილო კორეის ცხოვრებას ასახავს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კორეელი მიწათმოქმედები მიწას ხარებზე ჩაბმული გუთნით ამუშავებენ. ჩრდილო კორეელებმა ეს შეურაცხყოფად და დამცირებად მიიღეს და ამიტომაც უჩივლეს MGM-ს. რეალურად კი ფილმში ზუსტად ის იყო ასახული, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება. ქვეყანაში მოგზაურობის დროს ძალიან ბევრჯერ ვნახე გუთანჩაბმული ხარები; ქალები, რომლებიც სარეცხს და ჭურჭელს მდინარეზე რეცხავენ; ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს მაისურში გახვეული ჭინჭებით თამაშობენ; დაწესებულებები, სადაც ჯერ კიდევ 50-იანი წლების საბჭოთა წარმოების დისკოიანი ტელეფონები უდგათ; არ ვიცი, საქმე - „ჩრდილოეთ კორეა MGM-ის წინააღმდეგ“ - წარმოებაში რომ ჩაშვებულიყო, რა საფუძველზე აპირებდა კორეული მხარე პროცესის მოგებას, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა ისე ღრმადაა ჩარჩენილი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, რომ საუკეთესო დროის მანქანითაც კი ვერ მოახერხებდი ასე ზუსტად ამ დროში მოხვედრას. ჩრდილო კორეის რეგრესის მთავარი მიზეზი არის „ჩუჩხეს“ იდეოლოგია, რამაც საბოლოოდ დაასამარა მათი განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პირველი პირები არ შეცვლიან პოლიტიკას, თუმცა ჩრდილოკორეელი ხალხი არ თვლის, რომ ის განუვითარებელია. მათი აზრით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ყვავის (!)

90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობის შედეგად თითქმის მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კომუნისტური პარტიის ლიდერები კი მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ისინი დაისაჯნენ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ კორეელი ხალხის წინაშე ჩაიდინეს. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არავინ იცოდა, თუ რა იყო ეს დანაშაული. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც შიმშილით დაიხოცნენ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ასე იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ კორეელი ხალხის აზრით, როგორც წესი, ჩრდილოკორეელი დროზე ადრე უსამართლოდ არ კვდება. რა თქმა უნდა, სასაცილოა და დაუჯერებელი, თითქმის მილიონი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა შიმშილით, რომ ისინი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ უფრო სასაცილო ის არის, რომ ეს თავად კორეელმა ხალხმა დაიჯერა. ჩემი გიდიც კი, რომელიც შედარებით გონებაგახსნილი და ცოტა ეშმაკი მეგონა და რომელზეც ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ეგუება ასეთ ყოფას, თორემ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება-მეთქი, უზღვავი ზიზღით ლაპარაკობდა „სამართლიანად გარდაცვლილ“ ადამიანებზე და ამბობდა, რომ ისინი ასეთი სიკვდილის ღირსები იყვნენ.
38 ე პარალელი
ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა უნიკალური ფენომენია. ეს არის ნაცია, რომელიც თავისუფლად შეიძლება, ერთ დღეში დააყენო დემოკრატიის და განვითარების გზაზე. ამისათვის კიმ ჩენ ირის კეთილი ნება და მხოლოდ ერთი მოწოდებაა საჭირო. ეს არის ერი, რომელიც ბრმად იღებს ყველაფერს, რასაც მას კომუნისტური პარტია და კონკრეტულად კიმ ჩენ ირი აწვდის. საკმარისია, ერთ მშვენიერ დღესაც გაიღვიძოს კიმ ჩენ ირმა და ხალხს უთხრას, გუშინ მამაჩემი, დიდი ბელადი, გენერალი კიმ ერ სენი გამომეცხადა და მითხრა, ხვალიდან თქვენ ყველანი მკერავები უნდა გახდეთო, საათი არ გავა და მთელი ჩრდილოეთ კორეა ნემსსა და ძაფს აიღებს ხელში. ეს არის ერი, რომელსაც კიმ ერ სენმა და კიმ ჩენ ირმა წარმოსახვის და აზროვნების საშუალება წაართვეს.

კიმ ჩენ ირიც, კორეელი ერის არ იყოს, უნიკალური ფენომენია. რამდენიმე წლის წინ ფხენიანში რაღაც სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმამდე კიმ ჩენ ირმა კორეელ ხალხს სიტყვით მიმართა, შეახსენა, რომ ისინი ყველაზე განვითარებული და ძლიერი ქვეყნის შვილები არიან და რომ ყველაფერი უცხოური, განსაკუთრებით ამერიკული, ეშმაკისეულია. გამოსვლის ბოლოს კი ოფიციალური ტექსტიდან გადაუხვია და შემთხვევით ფრენკ სინატრას სახელი წამოსცდა, მომწონს ეგ მომღერალი, ხშირად ვუსმენ ხოლმეო. რა თქმა უნდა, კორეელი ხალხის დიდი ნაწილი ვერ მიხვდა, ვინ არის სინატრა, თუმცა რამდენიმე დღეში, კიმ ჩენ ირის დირექტივით, კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო სინატრას სიმღერების ხალხში გავრცელება, რასაც ბოლოს მოსდევდა ტექსტი, რომელშიც სინატრა ბოროტებასთან იყო შედარებული. ამ ფაქტს ახსნა ვერაფრით მოვუძებნე. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იყო პრევენციული ზომები, რომ კიმ ჩენ ირის „შეცდომის“ წყალობით ქვეყანაში სინატრას მსმენელები არ გაჩენილიყვნენ. ხალხმა ესეც ზუსტად ისე მიიღო, როგორც კიმ ჩენ ირმა გათვალა. სხვათა შორის, კიმ ჩენ ირს ჰყავს ძვირფასი მანქანები, იმ ქვეყნის წარმოების, რომელიც კორეელებს თავად შეაძულა; უყვარს ამერიკული ფილმები და ამ ფილმების უმდიდრესი კოლექცია აქვს. ამ პარადოქსს ჩემი გიდი და, ალბათ, კორეელი ხალხიც, ასეთნაირად ხსნის: კიმ ჩენ ირი სწავლობს ამერიკელებს, უცხოელ მტრებს, იმპერიალისტებს, რომ შემდეგ ჩვენ, კორეელ ხალხს გვითხრას, როგორ დავიცვათ თავი მათგან.

February 1, 2014

That Winter, The Wind Blows

რა უნდა ქნა როცა უსინათლო ხარ, ობოლი  და შენს ცხოვრებას და შენს კომპანიას  შენივე აღმზრდელი ისე განაგებს რომ არაფერს  გეკითხება? სწორედ ასეთი ახალგაზრდა ქალია ოჰ იანგი. მას შემდეგ რაც დედა და ძმა სახლიდან წავიდნენ და თვითონ მამასთან დარჩა,  პატარა გოგონა დაბრმავდა და მასზე პასუხიმგებლობა მამის მდივანმა და საყვარელმა აიღო .მამაც დაიღუპა , გაიზარდა გოგონა და დაუწყო ძმას ძებნა ,მაგრამ ძმაც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო..
2013 წელს  SBS  გამოუშვა ძალიან ლამაზი 16 სერიანი დორამა: That Winter, The Wind Blows .
მასში მონაწილეობენ ძალიან ნიჭიერი და ლამაზი მსახიობები. სხვა თუ არაფერი მსახიობების გამო მაინც ღირს ყურება.

მაგრამ  "სხვა თუ არაფერი " აქვს ამ სერიალს. ძალიან ჩამთრევია და საინტერსოა..პირველივე სერიიდან ძალიან დაძაბულად ვითარდება მოვლენები და მოდუნების საშუალებას აქა-იქა თუ იძლევა...
როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ რაც უსინათლო ოჰ იანგის ძმის როლს, ძმისსავე თაღლითი მეგობარი დაიკავებს? ერთი შეხედვით  უსინათლო ადამიანის მოტყუება  ძალიან მარტივია . დნმს ტესტსაც ასევე მარტივად გაართმევ თავს, როცა გარდაცვლილი შენი მეგობარი იყო და მის ნივთები , სავარცხელი და კბილის ჯაგრისი გაქვს. მაგრამ რას უზავ მოგონებებს  ? ოჰ იანგი ვერ ხედავს , მაგრამ ახსოვს როგორ ამშვიდებდა ძმა როცა ტიროდა, ახსოვს თავისი მეტსახელი რომელსაც მარტო ძმა ეძახდა, ახსოვს ძმის შრამი მკლავზე.. როგორ უნდა გაიგო ადამიანის მოგნებების შესახებ ? 
 ან  როგორ უნდა გაუმკლავდე სიყვარულს ბრმა გოგონასადმი , რომლის მოტყუება და ფულის მითვისება გაქვს განზრახული?


ამ დრამას სულ თავს ვარიდებდი და ერთხელ შემთხვევით ჩავრთე, უბრალოდ იმიტომ რომ დრო მქონდა  და " ერთ სერიას ვნახავდი და გავთიშავდი "- ვიფიქრე. ძალიან მიხარია რომ ჩავრთე , შევყევი და აღმოვაჩინე ძალიან ლამაზი დრამა
.ოპერატორების შესანიშნავი ნამუშევარი, დიზაინერებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან, რაც ცოტა არ იყოს კორეული სერიალებისგან გასაკვირია (მაგ . მემკვიდრეები ) და მუსიკა. ყველა კადრს ზუსტად  შერჩეული მუსიკა  მიყვება..  ბრომანსე , რომელსაც მე კორეული სირიალების დიდ პლიუსად ვთვლი.
ასევე ძალიან საინტერესოდ ვითარდება მეორეხარისხოვანი წყვილის სიყვარულის ისტორიაც
მოკლედ მე რეკომენდაციას ვუწევ.  ვთვლი რომ Jo In Sung ლამაზი თვალებისთვისაც სიამოვნებით ვნახავდი. მგონი ერთადერთი მამაკაცია მსოფლიოში  , რომელსაც საშინლად უხდება წითელი შარვალი. იმედია  სალიც დავაინტერესე და  როგორმე  ნახავს ერთ-ორ სერიას .. : ))
ონლაინში შეგიძლიათ სერიალის ყურება აქ that winter the wind blows

Azaleas 진달래꽃



კიმ სოვოლი ცნობილი კორეელი პოეტი დაიბადა 1902 წლის 6 აგვისტოს.  მისი დაბადებიდან სულ მცირე ხანი იყო გასული , როცა პოეტის მამა ფსიქიურად დაავადდა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას და თავისი წვლილი შეიტანა ასევე პოეტის ნაადრევ სიკვდილში. კიმ სოვოლს ზრდიდა ბაბუა, რომელმაც ასწავლა კლასიკური ჩინური და ასევე გაუშვა სასწავლებლად  ოსანის ცნობილ საშუალო სკოლაში . 1923 წელს პოეტი მიდის იაპონიაში სასწავლებლად,თუმცა მალევე ბრუნდება სამშობლოში და მშობლიურ ქალაქში იწყებს მუშაობას.  პარალელურად იაპონიაში წასვლამდეც და მას შემდეგაც მისი ლექსები ხშირად  იბეჭდება გაზეთებში. მიუხედავად ამისა, ბოლო დროინდელი მისი ნამუშევრები უკვე აღარაა ისეთი ძლიერი, პოეტი იწყებს სმას და 1934 წელს სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს.
კიმ სოვოლს ხშირად ფოლკლორულ პოეტსაც უწოდებენ, რადგან მისი სტილი ძალიან ჰგავდა ტრადიცულ კორეულ ხალხურ სიმღერებს.
მისი ყველაზე ცნობილი ლექსია "Azaleas" (진달래꽃) (იელები )   რომელშიც გამოხატულია ადამიანის მძიმე განცდები და განშორებით მიყენებული ტკივილი. თავის მხრივ ეს ლექსი ჰგავს კორეულ ხალხურ სიმღერა არირანგს. (Arirang )
ძალიან რთულია მისი პოეზიის თარგმნა რადგან  ,როგორც უკვე ვთქვით იგი იყენებს რიტმს პოეზიაში , რომელიც დამახსაიათებელია ხალხური სიმღერებისთვის. მარტო ინგლისურად კონკრეტულად "იელების "  შვიდამდე თარგმანი არსებობს, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ ერთი შინაარსისაა მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ქართული თარგმანიც ვერ იქნება იდეალური და ამისთვის ბოდიშის გიხდით. მე არც ფილოლოგი ვარ, არც კორეოლოგი, უბრალოდ ვცადე მეთარგმნა  ქართულად , რადგან იმ ადამიანების ვინც არ იცის უცხო ენა და აინტერესებთ კორეული პოეზია  ზოგადი წარმოდგენა შეექმნათ მასზე.

                                                 Azaleas

როცა დამემშვიდობებით , შეტრიალდებით და წახვალთ, უსიტყვოდ და მშვიდად გაგიშვებთ.
ჩემგან წასასვლელ ბილიკებზე მიმოვფანტავ იაკის ილებს,
ჩამოვიტან იონგბინიდან.
ფეხქვეშ ყვავილებს, ჩემს მოკრძალებულ საჩუქარს გაუყევით და ისე წადით.
როცა დამეშვიდობებით და ჩემგან წახვალთ ვიფიქრებ მოვკვდი.
 მოვკვდი უცრემლოდ.


წყარო : ვიკიპედია
თარგმანი : მარი თინაშვილი